„კოლხეთი“ ქართველი ნახევარმცველითა და უკრაინელი ლეგიონერით ძლიერდება

ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მატებაა – კლუბს ნახევარმცველები ამბერკ ინჯიბაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი შეუერდნენ. ორივე მოთამაშე ფოთურ კლუბში აგენტ ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა.

ინჯიბაშვილი განვლილი სეზონის მეორე ნახევრიდან „გაგრაში“ თამაშობდა. 23 წლის შუახაზელმა ამ პერიოდში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„დღეს „ზუგდიდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის მეორე ნახევარში ვითამაშე. უმაღლესი ლიგის კლუბში თამაში პირველი ლიგის კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი. მოხარული ვარ, რომ „კოლხეთში“ დავბრუნდი, კარიერა სწორედ აქ დავიწყე. კონტრაქტს ხვალ გავაფორმებთ, ხვალვე შეთანხმების დეტალებს დავაზუსტებთ“, – განუცხადა Fanebi.com-ს ინჯიბაშვილმა.

2

უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი კი თავდაპირველად სინჯებზე „მერანში“ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფოთელებს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი უკრაინის 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. პოლულიახს უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – ის დონეცკის „მეტალურგის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, პოლულიახს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით უკრაინის პირველი ლიგის ალჩევსკის „სტალში“ გაატარა, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან კლუბს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა.

„აქ ჩემი აგენტის დახმარებით მოვხვდი. „კოლხეთთან“ უკვე სამი სპარინგ მატჩის ჩატარება მოვასწარი. გუნდში კარგად მიმიღეს, აქ კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად „მერანში“ ვისინჯებოდი, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. კონტრაქტს ხვალ მოვაწერთ ხელს, ჯერჯერობით ერთწლიან შეთანხმებას გავაფორმებთ“, – გვიამბო პოლულიახმა.

სააკაშვილი: “ჩერნომორეცი” ოდესას უბრუნდება, სუპერთასის მატჩიც აქ ჩატარდება”

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჩერნომორეცს” ნება მიეცა, საშინაო მატჩები ოდესაში გამართოს. სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის სუპერთასის შეხვედრასაც ოდესა უმასპინძლებს.

“სტაბილურობის განცდა უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ვესაუბრე. ნება მოგვცეს, “ჩერნომორეცმა” საშინაო მატჩები კვლავ ოდესაში გამართოს.

უფრო მეტიც, “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის გასამართი სუპერთასის მატჩიც ოდესაში ჩატარდება და აქ გავმართავთ სხვა საერთაშორისო შეხვედრებსაც.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე რამის მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ვითარების გამო გასული სეზონის მეორე ნახევარში “ჩერნომორეცი” საშინაო მატჩებს კიევსა და დნეპროპეტროვსკში მართავდა.

 

მარცხი, სიახლეები და იმედი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მესამე შეხვედრა გამართა. ჯვაროსნების მეტოქე უკრაინის საკმაოდ ძლიერი ნაკრები იყო, რომელიც უკრაინული გრანდების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რაც საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს.

ცხადაძისთვის მესამე მატჩში უკვე ნათლად გამოჩნდა ის სურათი, რის მიღწევასაც ცდილობს ნაკრებში ახალი თავკაცი. ჯვაროსნები სწრაფი, კომბინაციური და აგრესიული ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ და რიგ შემთხვევებში ეს გამოსდიოდათ კიდეც.

საქართველოს ნაკრები მატჩს სიახლეებით შეხვდა და პირველი რა თქმა უნდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას ეხებოდა, რომელიც ჯაბა კანკავას არყოფნის პირობებში ჯანო ანანიძემ დაიკავა. ჯანოსთვის ეს პოზიცია ცოტა უცხო იყო, თუმცა მთლიანობაში “სპარტაკის” ნახევარმცველს ცუდად არ უთამაშია.

მთავარი სიახლე კი გუნდის სათამაშო სტილს ეხებოდა. ცხადაძის დავალებით გუნდი სწრაფი და კომბინაციური თამაშით ცდილობდა შედეგის მიღწევას. აქაც გადამწყვეტი ჯანოს ახალი პოზიცია იყო, რაც ნახევარდაცვას უფრო დინამიურს და მოძრავს ხდიდა. ნახევარდაცვის აქტიურ ცენტრს ფლანგებიდან ნავალოვსკი და ლობჟანიძე ეხმარებოდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უჩას გუშინდელი თამაში ნამდვილად ტოვებდა უკეთესის სურვილს… ისევე როგორც ბაჩანა ცხადაძის მოქმედებები, რომელსაც პირველ ტაიმში ფაქტობრივად არაფერი ღირებული არ შეუქმნია და რიგ ეპიზოდებში კარგი შეტევი განხორციელების შანსიც გაუშვა ხელიდან.

მიუხედავად მინუსებისა, საერთო ჯამში პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის შესრულებით საკმაოდ კარგი იყო. მართალია, კომბინაციური თამაში მეტოქის საჯარიმოსთან აღარ გამოგვდიოდა, მაგრამ აქ უკვე ქართველები ინდივიდუალური ოსტატობით ცდილობდნენ ხიფათის შემქნას და რამდენჯერმე ეს გამოუვიდათ კიდეც. შესვენების შედმეგ, თუ ლევან ყენიას მომენტს არ ჩავთვლით, პირველი ოცი წუთი ქართველებმა ფაქტობრივად ჩააგდეს, უაზრო შეცდომები დაუშვეს და თანაბარ თამაშში მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობა აჩუქეს. თუმცა, ცხადაძის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭებმა გონს მოსვლა შეძლეს, სხვაობა შეამცირეს და ბოლოს რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ნორმალურად ჩაატარეს.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პოლონეთთანაც ჩვენი ნაკრები მსგავსი თამაშით ეცდება შედეგის მიღწევას. ისიც ნათელია, რომ 13-ში მეტოქე, რომელსაც საკუთარი გულშემატკივრებიც გაამხნევებენ, გაცილებით მოტივირებული იქნება და ცხადაძის შეგირდებსაც უფრო რთული 90 წუთის გადატანა მოუწევთ, თუმცა ბავშვური შეცდომების თავიდან აცილების შემთხვევაში პოლონელებთან შედეგზე ფიქრი ნამდვილად შესაძლებელია და ეს გუშინაც გამოჩნდა.

ლორიას შეცდომის შემდეგ საქართველომ უკრაინისგან უხერხული გოლი გაუშვა (ვიდეო)

საქართველოს ადა უკრაინის ნაკრებებს ამხანაგურ მატჩში კახა ცხადაძის გუნდმა პირველი გოლი მცველ ლაშა დვალისა და გიორგი ლორიას შეუთანხმებლობის გამო გაუშვა.

ნაჩუქარი გოლი და მინიმალური მარცხი უკრაინასთან

ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა შედგა. დაძაბული დაპირისპირება უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. მომენტები როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა რეალურ საგოლე ეპიზოდებამდე საქმე არ მისულა. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით ტაიმის შუაში გააქტიურდა, როდესაც ჯერ კობახიძეს, შემდეგ კი ყაზაიშვილს შეეძლოთ ბოიკოს კარის აღება, თუმცა ორივე შემთხვევაში ქართველებს სიზუზსტემ უმტყუნა.

მეორე ტაიმის დებიუტში ყაზაიშვილი-ჭანტურიას კომბინაციის შემდეგ გატანის რეალური შანსი ლევან ყენიას ჰონდა, თუმცა პრაღს “სლავიას” შემტევმა რამდენიმე მეტრიდან ბოიკოს ვერ გაუტანა. მალევე რეალური მომენტი უკრაინელებმა ვერ გამოიყენეს, როდესაც კრავეცმა ახლო მანძილიდან ააცილა, თუმცა რამდენიმე წამში დვალისა და ლორიას შეცდომის შემდეგ კრავეცმა გოლის გატანა მაინც შეძლო – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მატჩის სადავეები დათმო და მალევე უკრაინელებმა მეორეც გაიტანეს. 67-ე წუთზე მოროზიუკის გადაცემით კონოპლიანკამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მატჩის ბოლოს ქართველები კვლავ გააქტიურდნენ და 81-ე წუთზე ლევან ყენიას გადაცემით მათე ვაწაძემ ეფექტური გოლით სხვაობის შემცირება შეძლო. მალევე ბოიკოს კარს ანანიძე და ჭანტურია ემუქრებოდნენ. პირველ შემთხვევაში ბურთი ბოიკომ მოიგერია, ხოლო მეორე დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. დარჩენილ წუთებში მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა და საკმაოდ თანაბარ შეხვედრაში, რომელშიც მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, მინიმალური სხვაობით დავმარცხდით…

 

საქართველო 1-2 უკრაინა

გოლები: კრავეცი 57′ (0:1); კონოპლიანკა 67′ (0:2); ვაწაძე 81′ (1:2)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (ალადაშვილი 71′), კაშია (სალუქვაძე 46′), დვალი, ამისულაშვილი(კ), ნავალოვსკი, ყაზაიშვილი (ვაწაძე 71′), კობახიძე, ოქრიაშვილი (ყენია 46′), ანანიძე, ცხადაძე (ჭანტურია 46′)

უკრაინა: ბოიკო, მორიზიუკი (ტიმოშუკი 46′), ხაჩერიდი, სტეფანენკო (რიბალკა 46′), გუსევი (შევჩუკი 46′), კონოპლიანკა (ოლინიკი 76′), სელეზნევი (კრავეცი 46′), როტანი, გარმაში (სიდორჩუკი 46′), რაკიცკი, კსონზი.

 

რუსლან როტანი: “საქართველოს ნაკრებს შეუძლია, “ბრაზილია” მოგვიწყოს”

უკრაინის ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა რუსლან როტანმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

“საქართველოს ნაკრები ტიპიური სამხრეთული გუნდია: საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებსაც ბურთის ფლობა უყვართ. თუ მათ გათამაშების საშუალებას მივცემთ, შეიძლება “ბრაზილია” მოგვიწყონ.

ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. საქართველოს ნაკრებში კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. ზოგიერთი მათგანი სერიოზულ ევროპულ, ზოგი კი – წამყვან უკრაინულში კლუბში ირიცხება. საქართველოს ნაკრები ყოველთვის სათანადოდ თამაშობს და თუ აგებს ძლიერ გუნდთან, ისიც მინიმალური ანგარიშით. მათთან მარტივად ვერავინ ვერ იგებს.

საქართველოსთან გასამართ მატჩში ჩვენს შეცდომებს აღმოვაჩენთ. ყოველთვის კარგია ძლიერ გუნდთან თამაში. სუსტი მეტოქე შენს სისუსტეებს ვერ დაგანახებს. ამიტომ, საქართველოს ნაკრებთან კარგი სპარინგი გველის.

ჯაბას (კანკავა) ხუმრობით ვუთხარი, რომ ღვინო და ყანწი წამოეღო, თუმცა გავიგე, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს და ნაკრებში არ გამოიძახეს. გამიხარდებოდა მისი ნახვა, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა”, – აღნიშნა როტანმა.

ამხანაგური მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის დღეს, ავსტრიის ქალაქ ლინცში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

გენერალური რეპეტიცია მეგობრების პრინციპულ დაპირისპირებაში

დღეს, თბილისის დროით 22 საათზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ამხანაგურად გაეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩვენც და ჩვენს მეტოქესაც რამდენიმე დღეში მნიშნველოვანი საკვალიფიკაციო მატჩები გველის, ამიტომ დღევანდელ შეხვედრას გუნდის მომზადების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ავსტრიაში ჩასატარებელი მატჩი საქართველოსა და უკრიანის მეცხრე დაპირისპირება იქნება. დღემდე გამართულ 8 შეხვედრაში ქართველებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს უკრაინელთა დამარცხება, 5-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 3 დუელი ფრედ დასრულდა. ასე რომ, დროა ჯვაროსნებმაც იმარჯვონ.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირებათა ისტორია სტარტს 98 წელს კიევში ჩატარებული მატჩით იღებს, რომელიც მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. უკანასკნელად კი დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს 2007 წელს, თბილისში შეხვდნენ. ჩვენს ეროვნულ გუნდს მაშინ კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა, მატჩი კი დავით სირაძის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნვია, რომ უკრაინელებმა უკანასკნელ მატჩებში კარგი შედეგები ვერ აჩვენეს. ფომენკოს შეგირდები უკვე სამი თამაშია ვერ იგებენ და თუ ესპანეთთან მარცხი არავის გაკვირვებია, ლიტვისა და ლატვიის გუნდებთან ფრეები უკრაინის დონის გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ უკრაინელები ბალტიისპირელებს ამხანაგურაად ხვდებოდნენ და ვერმოგებული თამაშებით საკვალიფიაკციო ჯგუფში საქმე ვერ გაიფუჭეს.

სასტარტო შემადგენლობის მხრივ ჩვენი უკრაინელი კოლეგები საკუთარ გუნდში გარკვეულ ცვლილებებსა და ექსპერიმენტებს ელიან, რაც საქართველოს შემთხვევაში ფაქტობრივად გამორიცხულია. ნათელია, რომ ცხადაძისთვის დღევანდელი მატჩი პოლონეთის წინ გენერალური რეპეტიციაა.

 

საქართველო – უკრაინა

საქართველო: ლორია -კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ლობჟანიძე, მახარაძე, ყაზაიშვილი, ნავაოვსკი, ოქრიაშვილი, კობახიძე, ვაწაძე

უკრაინა: ბოიკო – გუსევი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, ტიმოშუკი, რიბალკა, იარმოლენკო, სიდორჩუკი, ოლეინიკი, კრავეცი

პროგნოზისტთა კონკურსი (საქართველო — უკრაინა)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 44-ე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: საქართველო – უკრაინა

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ქართველები უკრაინელ თანატოლებს დაუზავდნენ – შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულა. დღეს კი გამარჯვება უკრაინამ იზეიმა – გიორგი დევდარიანის გუნდი ანგარიშით 3:0 დამარცხდა.

წარმატებას ჩვენმა მეტოქემ კლეცის, შვედისა და წარმოშობით ქართველი მოთამაშის, „შახტარის“ ნახევარმცველის ვაჩიბერაძის გოლებით მიაღწია.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ერთ თვეში ჩაატარებს – 29 მაისს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

უკრაინა U-19 – საქართველო U-19 3:0
გოლები: კლეიცი 14′, შვედი 29′, ვაჩიბერაძე 63′ (პენ)

„ზორიამ“ „ჩერნომორეცი“ ჯაბა ლიპარტიას გოლით დაამარცხა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლუგანსკის „ზარიამ“ ოდესის „ჩერნომორეცს“ უმასპინძლა და 77-ე წუთზე ქართველი შემტევის ჯაბა ლიპარტიას გოლით მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ჯაბა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც გუნდის თავკაცმა იური ვერნიდუბმა ალექსანდრ გრიცაის შეცვლა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა – წინა ტურში მან „ილიჩევეცის“ კარი აიღო, რომელთანაც მისმა გუნდმა გასვლაზე ანგარიშით 1:2 წააგო.

„ზარია“ – „ჩერნომორეცი“ 1:0
გოლი: ლიპარტია 77′

„ზარია“: სანტინი; ოპანასენკო, პილიავსკი, ვერნიდუბი, კამენიუკა; მალინოვსკი (ლიუბენოვიჩი 46′), მალიშევი, გრიცაი (ლიპარტია 54′); კარავაევი, ხომჩენოვსკი, ბუდკოვსკი (როროვიცკი 74′)

„ჩერნომორეცი“: მარტიშიუკი; ოლეინიკი, მარტინენკო, კრნეტა, პუტრაში; გრეჩიშკინი, ფილიმონოვი (კალიტოვი 71′); დანჩენკო (კიჩა 81′), ვასინი (კაბაევი 33′), ბალაშივი; დიდენკო

გაფრთხილებები: ოპანასენკო – მარტიშენკო, კაბაევი

ამ გამარჯვებით „ზარიამ“ 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე ავიდა. ამჟამად ლუგანსკელები მესამე ადგილზე მყოფ დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“, რომლის რიგებშიც ჯაბა კანკავა გამოდის, 7 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, ამ ტურში „დნიპრო“ თავის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს – მისი მეტოქე ზაპოროჟიეს „მეტალურგი“ იქნება.

რაც შეეხება „ზარიას“, მე-18 ტურში ლუგანსკელები გასვლაზე „ვოლნს“ ესტუმრებიან.

ამ ფეხბურთელს ამისთვის ოსკარი ეკუთვნის (ვიდეო)

1 თებერვალს, უკრაინის პრემიერ ლიგაში დონეცკის “მეტალურგსა” და ლვოვის “კარპატს” შორის გამართულ მატჩში (1:1), “კარპატის” ფეხბურთელმა ალექსანდრ ნოიოკმა მსახიობური ნიჭი გამოავლინა.

საქართველოში დაბადებულმა ფეხბურთელმა ამხანაგური მატჩი ჩაშალა (ვიდეო)

17 თებერვალს, ყაზახურ “ქაირათსა” და უკრაინულ ზაპოროჟიეს “მეტალურგს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც 36-ე წუთის შემდეგ აღარ გაგრძელებულა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში “ქაირათის” კაპიტნის მიხაილ ბაკაევის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, რამაც ბაკაევი გააბრაზა. მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

აღსანიშნავია, რომ მიხაილ ბაკაევი 1987 წელს, ცხინვალში დაიბადა. მას “ქაირათამდე” ვლადიკავკაზის “ალანიასა” და მახაჩკალის “ანჟიში” უთამაშია.