TOP 10: ფეხბურთელები, რომლებიც პენალტებს ყველაზე კარგად ასრულებენ

გთავაზობთ ათეულს, რომელშიც პენალტების საუკეთესო შემსრულებლებია შესული.

10. ანდრეა პირლო

9. რონალდინიო

8. მიხაელ ბალაკი

7. ალესანდრო დელ პიერო

6. სტივენ ჯერარდი

5. კრიშტიანო რონალდუ

4. ზინედინ ზიდანი

3. ფრენკ ლამპარდი

2. მეტიუ ლე ტისიე

1. ალან შირერი

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ზინედინ ზიდანის საუკეთესო 30 ფინტი

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ზინედინ ზიდანის საუკეთესო ფინტებია შესული.

როგორი ტექნიკა აქვს ზინედინ ზიდანის შვილს

მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” ახალგაზრდულ გუნდებს გამართულ მატჩში, ზინედინ ზიდანის შვილი, ენცო ზიდანი ტექნიკურად მოქმედებდა.

ზიდანი: “რეალში” ვრჩები”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ მისი მომავალი “სამეფო კლუბს” უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული “ბორდოს” ხელმძღვანებლობა ზიდანს კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტს თავაზობდა.

“ამ ეტაპზე, “რეალში” ვარ და ჩემი მომავალიც სწორედ ამ კლუბს უკავშირდება. მწვრთნელობა ფეხბურთის თამაშთან შედარებით, ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ ვცდილობ, ბევრი რამ ვისწავლო”, – ამბობს ზიდანი.

ნეიმარი, იოზილი, ბალოტელი და კიდევ 14 სიგარეტის მწეველი ცნობილი ფეხბურთელი

ფეხბურთის ისტორიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებიც სიგარეტის მოწევისას დააფიქსირეს.

რობერტო კარლოსი

დარიო სრნა

ჟერარ პიკე

უეინ რუნი

ფაბიენ ბარტეზი

ზინედინ ზიდანი

ჯანლუიჯი ბუფონი

ეშლი კოული

მესუთ იოზილი

დიმიტარ ბერბატოვი

რონალდო

ნეიმარი

ადრიანო

ჯეკ უილშირი

ფაბიო კოენტრაო

უეინ ბრიჯი

მარიო ბალოტელი

iTele Foot: ზიდანი მომავალი სეზონიდან “ბორდოს” გაწვრთნის

ფრანგულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი ფრანგულ კლუბში ვიხილოთ.

iTele Foot-ის ცნობით, იმის შანსი, რომ ზიდანი “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი გახდება, 90 პროცენტს უტოლდება. როგორც ირკვევა, ზიზუ კლუბის პრეზიდენტ ჟან-ლუი ტრიაუს უკვე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი “ბორდოს” შემადგენლობაში 1992 წლიდან, 1996 წლის ჩათვლით თამაშობდა.

ზიდანი “რეალს” ტოვებს

ესპანური Marca-ს ცნობით ზინედინ ზიდანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის “რეალიდან” წავა.

41 წლის ფრანგი თვლის, რომ მისი ოცნების, “რეალის” მთავარი მწვრთნელობის, ასარულებამდე მას გამოცდილების მიღება სხვა კლუბში სჭირდება.

სავარაუდოდ, ზიდანის პირველი კლუბი “მონაკო” იქნება, საიდანაც დიდი ალბათობით კლაუდიო რანიერის გაათავისუფლებენ.

“რეალს” ზიდანი უთავკაცებს

კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი დაიკავებს.

კონტრაქტის თანახმად, ანჩელოტი “სამეფო კლუბს” 2016 წლამდე გაწვრთნის, რის შემდეგაც გუნდს მის თანაშემწეს, ზინედინ ზიდანს ჩააბარებენ.

თავად ზიდანი თვლის, რომ ის თამამი მწვრთნელი იქნება:

“ამბიციური მწვრთნელი ვინქები. ჩემი გუნდი ყოველთვის ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს. მოედანზე ყოველთვის სითამამით გამოვირჩევოდი, და მწვრთნელიც ასეთი ვინქები” – განაცხადა ზიდანმა.

აღსანიშნავია, რომ დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში თავის მემკვიდრედ სწორედ ზიდანს მოიაზრებს.

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

ზიზუ ისევ ფორმაშია: ზიდანის მშვენიერი პასი

როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანი კვლავაც კარგ ფორმაშია.

რონალდო, ზიდანი, ფიგუ და სხვა ვარსკვლავები მოედანს უბრუნდებიან

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საფეხბურთო მოედანს საქველმოქმედო მატჩის ჩატარების მიზნით უბრუნდებიან.

4 მარტს, შვეიცარული ბერნის ეროვნულ სტადიონზე  ამხანაგური მატჩში შედგება, სადაც ზიდანის და რონალდოს მეგობრების გუნდი ადგილობრივ “იანგ ბოისს” დაუპირისპირდება.

ზიდანისა და რონალდოს მეგობრების გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: კარლო კუდიჩინი, ანტონიოს ნიკოპოლიდისი

მცველები: პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა, ფერნანდო იერო, მიჩელ სალგადო, ჯეიმი კარაგერი, პაულუ ფერეირა, ფერნანდო კოუტუ.

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა, რობერ პირესი, კრისტიან კარამბე, ლუიშ ფიგუ, პაულუ სოუზა, პაველ ნედვედი, ფრედი იუნგბერგი, გაისკა მენდიეტა, ჯენარო გატუზო, რონალდ დე ბური, სანტიაგო სოლარი, ჰიდეშოტი ნაკატა, სტივ მაკმანამანი.

თავდამსხმელები: რონალდო, მარტა, შოვანი ელბერი, დავორ შუკერი, ხაკან შუკური, იური ჯორკაეფი, კრისტიან ვიერი, ნუნუ გომეში.

მატჩის მთავარი არბიტრი პიერლუიჯი კოლინა იქნება.