იბრაჰიმოვიჩი: “პსჟ” ევროპის საუკეთესო ხუთ გუნდს შორისაა”

“პსჟს” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მისი გუნდის სიძლიერეზე ისაუბრა.

“პსჟ” – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია ევროპაში. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ხუთ საუკეთესო გუნდს შორის ვართ. მაგრამ ეს ყოველ მატჩში უნდა დავამტკიცოთ.”

“ჩვენი მიზანია – გამარჯვება ყველა ტურნირში, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგაც.” – განაცხადა შვედმა.

იბრაჰიმოვიჩი ლიხტენშტეინთან ვერ ითამაშებს

“პსჟ”-ს და შვედეთის ნაკრების ფოვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიხტენშტეინთან გასამართ ევროპი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იბრაჰიმოვიჩი ვერ ითამაშებს, თუმცა სათადარიგოთა შორის მაინც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა ტრავმის გამო რუსეთთანაც არ ითამაშა. სტოკჰოლმში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ფაბიო კაპელო: “იბარჰიმოვიჩს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს მცველებში დარწმუნებული ვარ”

რუსთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შვედეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორზე ისაუბრა.
“იბრაჰიმოვიჩის შეჩერება რთული იქნება? ზლატანს კარგად ვიცნობ, ის ჩემი მეგობარია და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს მცველებში დარწმუნებული ვარ” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შვედეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ხვალ, 9 ოქტომბერს, სტოკჰოლმში გაიმართება.

ზლატანის იუბილე — იბრას ხუთი ჯადოქრობა

დღეს შვედეთს ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს 33 წელი შეუსრულდა. Fanebi.com-ი გთავაზობთ შვედი ფეხბურთელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლების ხუთეულს.

“აიაქსი” (2001—2004)
მეტოქე: “ბრედა”

“ჯერ მარცხნივ გავიქეცი, მეტოქეც გამომყვა, შემდეგ პირდაპირ წავედი, ისიც ასე მოიქცა, შემდეგ კი ისევ მარცხნივ გავიწიე და ის ჰოთ-დოგის საყიდლად გავუშვი”, – ასე ახსნა ეს გოლი ზლატანმა.

“ინტერი” (2006—2009)
მეტოქე: “ბოლონია”

“ბალოტელი მეუბნებოდა, რომ ის ჩემზე მაგარი ფეხბურთელია. მეგონა, რომ ხუმრობდა, თუმცა ის მართლა ასე ფიქრობდა…”

“პსჟ” (2012დღემდე)
მეტოქე: “ბასტია”

“საოცარი გოლი გამოვიდა. შესაძლოა, ეს კარიერაში გატანილი საუკეთესო გოლიც იყოს. როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელების რეაქციას უყურებ, როდესაც კომენტატორების ყვირილი გესმის, ხვდები, რომ რაღაც წარმოუდგენელი რამ გააკეთე. თუმცა, ბევრი გოლი გამიტანია და ყველა კარგად მახსოვს”.

შვედეთის ნაკრები (2001დღემდე)

“ამბობენ, რომ სიკვდილამდე ლეგენდად ვერ იქცევი, თუმცა მე უკვე ვარ ცოცხალი ლეგენდა, ყოველ შემთხვევაში – მალმიოში”.

მეტოქე: ინგლისი

“შესაძლოა, ეს ჩემთვის მსოფლიოს ჩემპონატზე თამაშის ბოლო მცდელობა იყო. ერთი რამ დაზუსტებით ვიცი: იქ ჩემს გარეშე საყურებელი არაფერი იქნება”.

იბრაჰიმოვიჩი ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდა

“პსჟ”-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა, “ბარსელონას” ფეხბურთელებს გაესაუბრა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “მატჩი “ბარსელონასთან” – მნიშვნელოვანია ჩემთვის”

“პსჯს” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ, სადაც შვედმა 1 წელი გაატარა.

“მატჩი “ბარსელონასთან” – მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე კარგი წელი გავატარე მათთან და ბევრი რამ ვისწავლე როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც.”

“შეხვედრა “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული იქნება, დიდი გამოცდილება გუნდისთვის.”

“ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ ამ მატჩისთვის. იმედი მაქვს, ამ სეზონში უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე წარსულში.” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩი ”ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

პსჟ-ს თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ”ბარსელონასთან” თამაშს გამოტოვებს. შვედმა ფეხბურთელმა, ვერ მოასწრო ფეხზე მიღებული ტრავმის მოშუშება.

ამავე მიზეზით, ზლატანმა საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურში, ”ტულუზასთან” მატჩში ვერ ითამაშა, შეხვედრა კი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზულ – კატალონიური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება

იბრაჰიმოვიჩი: „გვარდიოლას შეცდომების გამო 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე“

პსჟ-ს ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩს თქმით, 2010 წელს კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა ხოსეპ გვარდიოლას შეცდომების გამო ვერ მოიგო.

„მაშინ ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გვყავდა. თუმცა ერთი ადამიანის არასწორი გადაწყვეტილებების გამო ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ.

ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. სჯობს, ეს დავივიწყო, თანაც, „ბარსელონაში“ სასიამოვნო ეპიზოდებიც მქონდა.

ძალიან გამიხარდება, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, საბოლოოდ, მაინც შევძლებ. კარიერის დასრულების შემდეგ ყველა თავის ტიტულებს ითვლის. ჩინებული იქნება, თუ ამ მიზანს მივაღწევ“, – განაცხადა იბრამ.

იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპს II ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა “ლიონის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარცხენა ქუსლი დაიშავა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპონატის ბოლო ორი ტურის გამოტოვებაც მოუხდა.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროთ 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ნიკოლა რიცოლის ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მატიე: ”პსჟ იბრაჰიმოვიჩის გარეშე სხვა გუნდია”

ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა, სადაც პსჟ, საკუთარ მოედანზე, ”ბარსელონას” დაუპირისპირდება. ”ბლაუგრანას” მცველმა, ჟერემი მატიემ, ჟურნალისტებთან, მომავალ მატჩზე ისაუბრა.

”პსჟ-ს შემადგენლობაში, საკმაოდ ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, თითოეულ ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა ექნება. მათ ჰყავთ ლიდერი, იბრაჰიმოვიჩის სახით. პსჟ, მასთან ერთად და მის გარეშე – 2 სხვა გუნდია.” – განაცხადა მატიემ.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ტრილოგია – “ნუ შეეხებით ზლატანს”

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრაორდინალური ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ხშირად ეს კარგი თამაშის გამო ან მისთვის დამახასიათებელი ეფექტური გოლებით ხდებოდა, თუმცა ზლატანი კონფლიქტურ სიტუაციებშიც არანაკლები სიხშირით ხვდებოდა.

ყველაფერი ჯერ კიდევ “აიაქსში” თამაშის დროს დაიწყო. თუმცა, მაშინ “მსხვერპლი” თავად შვედი ფორვარდი გახდა. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ, მაგრამ ზლატანს იმ შეხვედრაშ ჯენარო გატუზო დაუპირისპირდა…

კარიერის პარიზულ პერიოდში ზლატანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონფლიქტი მავუბასთან მოუვიდა. იმ შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩს პროვოკაციამ ნამდვილად კარგად “იმუშავა”.

იბრაჰიმოვიჩის უკანასკნელი უხეშობა 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის “აიაქსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში დაფიქსირდა.

anigif