ხამეს როდრიგესი: “ბერნაბეუსთან” კარგი გრძნობები მაკავშირებს”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

“ბლანკოსის” კუთვნილებაში მყოფმა და “რეკორდმაისტერში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ “ბერნაბეუზე” ვბრუნდები. ეს ჩემი სახლი იყო და მასთან კარგი გრძნობები მაკავშირებს. არ მინდა, ვინმეს რამე დავუმტკიცო, ან რევანშზე ვიფიქრო; უბრალოდ, მსურს, ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დავეხმარო. “რეალს” თუ გავუტან, ამას არ აღვნიშნავ. აქ სამი უნიკალური წელი გავატარე, როცა საერთოდ ყველაფერი მოვიგე. ეს პატივისცემის საკითხია და ამას ვითვალისწინებ. ზიდანის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ ვარ გაბრაზებული და კონკრეტულად მისისდამარცხებაც არ მსურს. უბრალოდ, მოწყურებული ვარ, რომ კარგი თამაში ჩავატარო,” – ამბობს ხამესი.

ჰაინკესი: “იმედი მაქვს, თამაშის ბედს მოთამაშეები გადაწყვეტენ და არა – მსაჯი”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

“რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიმედოვნებ, მსაჯი ობიექტური იქნება და მხოლოდ, მოთამაშეებს მოუწევთ, გადაწყვიტონ თამაშის ბედი. არ აქვს აზრი, რამდენჯერ წავაგეთ მადრიდში, რადგან მაშინ მე “ბაიერნის” მწვრთნელი არ ვიყავი. სამშაბათს სხვა თამაში იქნება და ძველებურად არ მოხდება. წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველის, თუმცა იმავეს ვიტყვი “რეალზეც”. ცეცხლოვანი ატმოსფეროს მოლოდინში ვართ. თუმცა, მე მყავს მოთამაშეები, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ფინალში გასვლა გვინდა!”

“უფრო მეტად ეფექტურნი უნდა ვიყოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. მიუნხენში “რეალს” სამი შანსი ჰქონდა და ორი გაიტანა. სეზონის განმავლობაში ბევრჯერ ავიღეთ მეტოქეების კარები, ეს ჩვენი ხასიათია, რაც მნიშვნელოვანია. თავდაჯერებული ვარ და ასევე, მჯერა ჩემი გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის. ბალანსი უნდა ვიპოვოთ და ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ თითოეულ მომენტში,” – ამბობს ჰაინკესი.

უეფა-ს გადაწყვეტილება: სერხიო რამოსი არ დაისჯება!

მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის დროს, სერხიო რამოსი, რომელიც მატჩს თვალს VIP ლოჟიდან ადევნებდა, მეორე ტაიმში გვირაბის შესასვლელთან ჩავიდა. ესპანელი სწორედ იქედან ამხნევებდა თანაგუნდელებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მსაჯებს, რომლებმაც მატჩის შემდეგ UEFA-ს გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

UEFA-მ განიხილა რამოსის შემთხვევა და გადაწყვიტა, რომ ის არ დაისჯება. როგორც განცხადებაში წერია, ესპანელი მცველი “მოედნის დონეზე” არ მდგარა. შესაბამისად, ის ორივე ნახევარფინალურ მატჩში იქნება.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 24 აპრილს, ხოლო მეორე დაპირისპირება უკვე ესპანეთში, პირველ მაისს შედგება.

ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” ვაგნერი გიაფორმა

მიუნხენის “ბაიერნმა” ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმიდან” სანდრო ვაგნერი გაიფრომა. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. 30 წლის თავდამსხმელმა ორ-ნახევარ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ის კლუბს იანვარში შეუერთდება და 2020 წლის ივნისამდე დარჩება. ტრანსფერის ღირებულება 13 მილიონი ევროა.

გეტყვით, რომ სანდრო ვაგნერი “რეკორდმაისტერის” აღზრდილია. მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2007 წლის 11 აგვისტოს ბუნდესლიგის მატჩში, როსტოკის “ჰანსას” წინააღმდეგ შედგა, სადაც ბავარიელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.  ამის შემდეგ ვაგნერს გამოვლილი აქვს ისეთი გერმანული კლუბები, როგორებიცაა: დიუსბურგის “მსვ”, ბრემენის “ვერდერი 2”, ბრემენის “ვერდერი”, ბერლინის “ჰერტა”, “დარმშტადტ 98” და, როგორც უკვე ვთქვით, ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმი”.

“სანდრო ვაგნერის სახით, ჩვენ კიდევ ერთი გერმანელი დავიმატეთ. გვჯერა, რომ ის დააკმაყოფილებს გუნდის სათამაშო დონეს. მას ამის კლასი და გამოცდილება გააჩნია,” – აცხადებს გუნდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი.

ხამესი რონალდუს პასუხობს: “ზოგჯერ, ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ, რაც სათქმელი არაა”

ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კრშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გუნდი დასუსტებულია. პორტუგალიელის თქმით, ამის მთავარი მიზეზი გუნდიდან პეპეს, ხამესისა და მორატას წასვლა იყო.

32 წლის შემტევის ამ განცხადებას მიუნხენის “ბაიერნში” ორწლიანი იჯარით მყოფი ხამეს როდრიგესი გამოეხმაურა.

“როგორც მე, ასევე მორატასა და პეპეს რთული პერიოდი ჰქონდათ და გუნდი ამიტომ დატოვეს. რონალდუს განცხადება? ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობ, რაც არ უნდა თქვა. მადრიდის “რეალს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ ამ სეზონშიც სასურველი მიზნების მიღწევა ჩვეულებრივად შეუძლიათ. ეს ძალიან მასიური გუნდია. მას აქვს ძალა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი შემოატრიალოს და თავის სასიკეთოდ დაასრულოს. მადრიდში ბევრი მეგობარი დავტოვე. მათ ხშირად ვეკონტაქტები. ასევე, როცა დრო მაქვს, “რეალის” თამაშსაც ვუყურებ,” – აცხადებს კოლუმბიელი.

 

რაბიო: “მთავარია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ფრანგთა ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო ესაუბრა.

“ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულეთ და ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ყველა მეტოქეს ვაჯობეთ. თუმცა, ისიც მართალია, რომ მეტი მუშაობა გვმართებს, რათა ასეთი ტიპის შეხვედრებში უკეთესად ვიასპარეზოთ.”

“ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, თუმცა შეცდომებიც დავუშვით. ამიტომ, აუცილებელია, მათ აღმოფხვრაზე ვიფიქროთ. წინ გაცილებით მნიშვნელოვანი თამაშებია. რაც უფრო მალე გავშლით თამაშს, გავაკეთებთ უკეთეს გრძელ პასებს, ეს ხარვეზები უფრო მალე აღმოიფხვრება,” – აცხადებს რაბიო.

დორტმუნდის “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნთან” განადგურდა (ვიდეო

დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო.

დაძაბული დაპირისპირება მიუნხენელთა უპირატესობით წარიმართა. მე-16 წუთზე საჯარიმოში მდგომმა ხამეს როდრიგესმა მშენივრად დაამუშავა ბურთი, არიენ რობენს “უპასა”, რომელმაც მეკარისგან მარჯვენა, მაღალ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა. 37-ე წუთზე ისევ რობენი უტევდა დორტმუნდელებს. მან მარჯვენა ფლანგზე მყოფ კიმიხს დაუტოვა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლევანდოვსკიმ ქუსლით ეფექტური გოლი შეაგდო.

67-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა ამჯერად დავიდ ალაბას გაატანინა. ხოლო, 88-ე წუთზე ერთი გოლი ბარტრამ გაქვითა. საბოლოოდ, 0-3 “რეკორდმაისტერის” სასარგებლოდ.

ამ დაპირისპრიების შემდეგ “ბორუსია” 20 ქულით მესამეა. “ბაიერნს” 26 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.

 

იუპ ჰაინკესი: “მეტი კონცენტრაციაა საჭირო”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გლაზგოს “სელტიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებს ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ესაუბრა.

“ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. რამდენიმე მომენტში ყურადღება მოვადუნეთ, რაც მომავალში აღარ უნდა მოხდეს. აუცილებელია კონცენტრაცია პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე.”

“საჭიროა, მომენტალური განვითარება და, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ბუნდესლიგაში საწყისი შეხვედრების მოგება. პირველ მათგანზე გვაქვს იმის ამბიცია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სწორედ ამიტომ, ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების განხორციელების უფლება არ მაქვს. თუმცა, ვესაუბრე იმ მოთამაშეებს, რომლებსაც დღეს მონაწილეობა არ მიუღიათ მატჩში. მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი, მით უმეტეს, დატვირთული კალენდარი გვაქვს,” – აცხადებს ჰაინკესი.

 

 

“ბაიერნის” ფეხბურთელები ლუდის ფესტივალზე (ფოტოები)

მიუნხენში ლუდის ფესტივალი იწყება. “ბაიერნის” მოთამაშეებმა ამ მოვლენის სტარტი მხიარულად აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები

მოსკოვის სასტუმროდან “ბაიერნის” დელეგაციის ევაკუაცია მოხდა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. ბავარიელები რუსეთის დედაქალაქში კვირას ჩაფრინდნენ და სასტუმროშიც დაბინავდნენ, თუმცა დღის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სახანძრო განგაშის გამო სასტუმროდან “ბაიერნის” ფეხბურთელების, მწვრთნელების და მთელი პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

გერმანელები რამდენიმე წუთს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ, ხოსეპ გვარდოლამ და ფეხბურთელებმა მოსკოვის ცივი ჰავისგან თავდასაცავად სპეცალური პლედები მოიფარეს, შემდეგ კი სავაშხმოდ იქვე მდებარე რესტორანს ეწვივნენ.

დაახლოებით ორ საათში “ბაიერნის” დელეგაცია სასტუმროში დაბრუნდა.

ბავარიული გუნდის ზოგიერთი ფანი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი რუსულმა მხარემ განგებ მოაწყო.

ცსკა-სა და “ბაიერნს” შორის შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონის დისკვალიფიკაცის გამო მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

ანრი: “ოქროს ბურთი” რიბერისთვის უნდა მიეცათ”

ხვალ გამთენიისას მიუნხენის “ბაიერნსა” და MLS-ის ნაკრებს შორის აშშ-ში ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერთმანეთს ბავარიელთა ნახევარმცველი ფრანკ რიბერი და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” თავდამსხმელი ტიერი ანრი შეხვდნენ. ანრიმ თანამემამულის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რიბერი უანგაროდ თამაშობს. მაშინაც კი, როცა მას გოლის გატანა შეუძლია, თანაგუნდელისთვის პასის გაკეთებას ამჯობინებს. ვფიქრობ, რომ შარშან “ოქროს ბურთი” მისთვის უნდა მიეცათ, რადგან “ბაიერნმა” ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ამაში რიბერიმ წვლილი დიდია. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ფეხბურთშიც მეტ ყურადღებას ინდივიდუალისტებს ვაქცევთ. რიბერი ასეთი არ არის. ვაჟიშვილი რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ რიბერის და ტომას მიულერის თამაშისთვის ეცქირა”, – ანრის სიტყვები “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, “ბაიერნსა” და MLS-ის ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი ხვალ, თბილისის დროით დილის 05:30 საათზე დაიწყება.

 

რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი