ლუი ვან გალი:მე გამოწვევა მივიღე

დაჯილდოების შემდეგ, რომელიც გაიმართა ამსტერდამში ორი დღის წინ, ლუი ვან გალმა ისაუბრა ადგილობრივ ჟურნალისტებთან, სადაც გარკვევით თქვა, რომ თავის სამწვრთნელო კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” დაასრულებს

“არა, მე არ ვნანობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე,-ამბობს ვან გაალი- მე “მანჩესტერ იუნაიტედში” სერიოზული პოსტი დავიკავე და ვიცი თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა იგი. სიტუაცია გუნდში ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მე წარმომედგინა. რა თქმა უნდა, მე შემეძლო უფრო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო და “ტოტენჰემში” წავსულიყავი, სადაც ჩემი სამუშაო და მიზნები ნაკლებად მაშტაბური იქნებოდა, ვიდრე ეს “მანჩესტერშია”. მაგრამ მე მივიღე ყველაზე რთული გამოწვევა რაც კი შეიძლება დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ნახოთ, და მე ნამდვილად მინდოდა მემუშავა ინგლისის საუკეთესო გუნდში და არა “ტოტენჰემში”.

ფინანსური თვალსაზრისით, არც ტოტენჰემი მთავაზობდა პატარა თანხას, მაგრამ ჩემთვის, “იუნაიტედი”, პირველი გუნდია მთელ ბრიტანეთში. არ ვნანობ, რომ მე პირდაპირ მანჩესტერში ჩამოვედი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ. მე გავუმკლავდები ამ სამსახურს, ამისთვის საკმაოდ დიდი ენერგია მაქვს. ამ ენერგიით გუნდი და ფეხბურთელები მამარაგებენ. მე მიხარია, რომ ასეთი სამსახური მაქვს. მე ისიც მახარებს, რომ ჯერ კიდევ ძალზედ ბევრია ამ გუნდში გასაკეთებელი და ამისთვის მზად ვარ.

მე, ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასრულება სწორედ აქ, “მანჩესტერ იუნაიტედში” მინდა. ძალიან მინდა ბევრი ტიტულები და სიხარული მოვუტანო მათ, ვინც ამ გუნდთან არის დაკავშირებული. მინდა სიხარული დავინახო მათ სახეებზე, როდესაც ჩემი კომპიუტერების სპეციალისტი ერთ ვიდეოში მოათავსებს ყველა საუკეთესო მომენტს, რაც კი ჩვენ ერთად გადაგხვდენია თავს. ყველაზე მეტად მიყვარს ეს მომენტი. ეს არა ერთხელ გამიკეთებია სხვა გუნდებთან და ასევე ჰოლანდიასთანაც და ვხედავდი, რომ ფეხბურთელებსაც მოსწონდათ ეს.ეს საოცარი რამაა, რაც ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს მწვრთნელს. და, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ რომ ჩემი ფეხბურთელები ასევე ბედნიერები არიან.

მომისმინეთ, თავს ტყუილად ნუ იტყუებთ. ყველა მწვრთნელს სიამოვნებს, როდესაც მასზე კარგს ლაპარაკობენ და დადებით შეფასებას აკეთებენ. მეც ასევე. მე ვერ ვიმუშავებდი აქამდე, რომ არა ხალხი და მათი სიყვარული ჩემ მიმართ. ვერავინ ვრ შეძლებდა. მაგრამ ამასთან ერთად, ასევე გამართლებაც გჭირდებათ. ჩემი კარიერის დასაწყისში, მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ, “აიაქს” ჩემი გაგდება უნდოდა პიველ წრეში, მაგრამ მათ არ დაკარგეს ჩემი რწმენა და ახლა ხედავთ, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ ერთად.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

როჯერსი: „მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მერსისაიდული გუნდის დამრიგებელმა დევიდ მოიესის გათავისუფლების გამო სინანული გამოთქვა.

„პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ მოიესს შანსი არ მიეცა. მისი წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამოცდილი სპეციალისტი სჭირდებოდა. ვან გალი ამ პოსტისთვის იდეალური ვარიანტია. მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი მის მუშაობას. ის ყოველთვის აღწევდა წარმატებას. აქვს საკუთარი ხედვა და გაგება, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ვან გალს ახალგაზრდებთან მუშაობაც ეხერხება. ჰოლანდიელის სტატუსი კლუბის ისტორიას შეესაბამება. მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“, – განაცხადა ბრენდან როჯერსმა რადიოსადგურ „თოქსპორტის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ვან გალს შორის კონტრაქტი გაფორმდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ლუი ვან გალთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

62 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ვან გალი, რომლის თავკაცობითაც ჰოლანდიის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობას მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუდგება.

ვან გალის თანაშემწეებად რაიან გიგზი, ფრანს ჰუკი და მარსელ ბუტი იმუშავებენ.

„ლუი ვან გალის სახით თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამოჩენილი მწვრთნელი მოვიყვანეთ. მან კარიერის განმავლობაში ბევრს მიაღწია. „ოლდ ტრაფორდზე“ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ახალი თავი დაწეროს“, – განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.

ბექა დოგრაშვილი

ვან გალის სატრანსფერო მიზნები: რობენი, მიულერი, კროოსი

ლუი ვან გალმა, რომელიც მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა ხელში ჩასაგდებადაც „წითელმა ეშმაკებმა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უნდა იბრძოლონ.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტს „ოლდ ტრაფორდზე“ არიენ რობენის, ტომას მიულერისა და ტონი კროოსის ხილვა სურს. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თანამშრომლობის შესახებ ვან გალის საბოლოო
გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა იმან იმოქმედოს, თუ როგორ შეხვდება ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ჰოლანდიელი სპეციალისტის ამ სატრანსფერო სურვილებს.

 

პუიოლი: „ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია“

„ბარსელონას“ მცველმა კარლეს პუიოლმა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს, განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი თავკაცობდა, როდესაც პუიოლი პირველად მოხვდა კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

„ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია. მან მე პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, რაც შეუფასებელი რამ გახლავთ. ის მომთხოვნი მწვრთნელია. მთავარი კი ისაა, რომ ვან გალი ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია. მე ამას ვაფასებ. მას მშვიდად შეუძლია თქვას ის, რაც ფეხბურთელში არ მოსწონს, თუმცა მან შრომის დაფასებაც იცის. ამიტომ, ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოერგება“, – პუიოლის სიტყვებს „ასი“ ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლუი ვან გალი თავკაცის პოსტზე მომდევნო კვირაში უნდა წარადგინოს. ჰოლანდიელმა სპეციალიტმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უნდა დაიწყოს.

 

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავკაცის პოსტზე ვან გალის დანიშვნის გამოცხადება გადადო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნის ოფიციალური გამოცხადება გადაიდო და „სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს არც მოხდება. არადა, გასულ კვირაში უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კლუბის თავკაცის პოსტზე ვან გალს წარადგენდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელ სპეციალისტსა და „წითელ ეშმაკებს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა მხოლოდ დანიშვნის თარიღია გასარკვევი. შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მომდევნო კვირაში გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვან გალი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი ვან გალს: „დამეკარგე აქედან, წადი და წერილების წერა განაგრძე“

ხელში ჩაგვივარდა ერთ-ერთი უცხოური გაზეთიდან ამონარიდი, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს. როგორც გაზეთიდან ვგებულობთ, ქვემოთ მოყვანილი ამბავი 2004 წელს მოხდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩიც და ვან გალიც „აიაქსში“ მუშაობდნენ. ზლატანს ჰოლანდიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება რომ არ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შვედმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვან გალი დიქტატორს შეადარა და მის შესახებ თქვა, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს.

მოცემული გაზეთის ამონარიდში იბრაჰიმოვიჩი ვან გაალზე საუბრობს:

„ის ტექნიკური დირექტორი იყო და ფანქრის დახმარებით მიხსნიდან, სად უნდა მერბინა.
მე მას ვუთხარი: „შენი მოსმენა არ მჭირდება, დაბრუნდი ოფისში და წერილები წერე!“
რაფაელ ვან დერ ვარტთან დავა მქონდა და ვან გალს ვუთხარი: „თუ ეს ბიჭი ითამაშებს, მე არ გავალ მოედანზე“.
მან თამაში მიბრძანა, მე კი ვუპასუხე: „დამეკარგე აქედან!“ (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით). ერთი კვირის შემდეგ უკვე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი. ახლობლების მდგომარეობას უნდა განიცდიდე, ვან გალი არ განიცდის“.

ბექა დოგრაშვილი

მიულერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასასვლელად ემზადება

გერმანული „კიკერის“ ცნობით, ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნში“ უკმაყოფილოა და მზად არის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშუროს.

გერმანელ თავდამსხმელს სურს, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

როგორც მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქტიურად განიხილება ლუი ვან გალის კანდიდატურა. გავრცელებული ინფორმაციით, მიულერის „ოლდ ტრაოფრდზე“ მიწვევა თავად ჰოლანდიელ სპეციალისტს სურს. ვან გალმა კარგად იცის მიულერის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტის თავკაცობის დროს დაიმკვიდრა.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერის“ თავკაცის პოსტზე ვან გალის კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ მასალაში წერს, რომ მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ვან გაალი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი სამწვრთნელო შტაბის მიყვანას გეგმავს, მათ შორის იქნება ჰოლანდიის ნაკრებში მისი ამჟამინდელი თანაშემწე პატრიკ კლუივერტი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მომუშავე რაიან გიგზსა და მის სამწვთნელო გუნდს, რომელშიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შედიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა უელსელის მომავალი იყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობას გიგზის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვან გალი „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი სამწვრთნელო შტაბით მისვლას აპირებს.

გარდა ამისა, „დეილი მეილი“ წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვან გალისთვის ფინანსებს არ დაიშურებს, რათა ჩავარდნილი სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს.

ბექა დოგრაშვილი

ვან გალი მუნდიალის ფავორიტად გერმანიის ნაკრებს თვლის

ჰოლანდიის ერვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელ ალუი ვან გალმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად გერმანიის ნაკრები დაასახელა.

„ვეცდებით, რომ რთული ჯგუფიდან გავიდეთ მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზლიის ნაკრებთან მატჩი ავიცილოთ. ტურნირის ფავორიტად გერმანიას ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ევროპელებს ჯერ არ მოუგიათ“, – ვან გალის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 44 დღე დარჩა.

 

ვან გალი მანჩესეტერს შეუთანხმდა

მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა დატოვა პოსტი ხშირად არის საუბრები, რომ მისი შემცვლელი სწორედ ლუის ვან გაალი იქნება. Goal.com_ის ინფრომაციით ლუის ვან გაალს უკვე შეუთანხმდა გლეიზერების ოჯახი.

არის ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი კლუბს მოკლე ვადიანი კონტრაქტით, კერძოდ 3 წლიანი კონტრაქტით გაწვრთვნის და ის კლუბს სათავეში ჩაუდგება მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დაასრულებს ასპარეზობას მომდევნო მუნდიალზე.

“იუნაიტედის” დელეგაცია, რომელშიც ედ ვუდვარდი და ერთ-ერთი ძმა გლეიზერისა შედიოდა, ვან გაალს ესტუმრა მისივე ვილაში, კერძოდ ქალაქ ალგარვში.

ასევე არის ცნობა, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უკვე მოაწერა ხელი ქაღალდებს და მოლაპარაკება დასრულდა მხარეებს შორის, ახლა კი უკვე საქმის დროა.

გარდა ამისა, Goal.com იუწყება, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას, როდესაც ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა “იუნაიტედის” მწვრთვნელობით, უკვე გადაწყვეტილი და შედგენილი იყო კონტრაქტის პირობები, რასაც “სქაისპორტი” უარყოფს.

ჰოლანდიელს, რომელსაც 63 წელი შეუსრულდება აგვისტოში მოუწევს გუნდის გაწრთვნა მოკლე ვადიანი კონტრაქტით და ის შეეცდება აღმოფხვრას ის 11 თვიანი პერიოდი, რაც მოიესმა ცუდად ჩაატარა.

ასევე, თუ კი ვან გაალი დაიკავებს პოსტს “იუნაიტედში” მას სრულიად შესაძლებელია დამხმარე ასისტენტად პატრიკ კლიუვერტი გამოყვეს, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებშიც ეხმარება ვან გაალს.

ყოფილი “მადრიდის რეალის”, “აიაქსის” და “ბაიერნის” მწვრთვნელი მოლაპარაკებებს მართავდა “ტოტენჰემთან”, სადაც ის 3-ჯერ შეხვდა ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს, თუმცა რადგან ინტერესი გაიზარდა “იუნაიტედის” მხრიდან ჰოლანდიელმა შეწყვიტა მოლაპარაკებები და გადაერთო მანჩესტერულ კლუბზე. საუბარი იყო, რომ ის “არსენალში” არსენ ვენგერს შეცვლიდა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.

ჰოლანდიელი თვლის, რომ “იუნაიტედი” არის მსოფლიო დონის კლუბი და სჯერა, რომ მას შეუძლია წარმატება მოუტანოს კლუბს და რომ ის კარგი ვარიანტი იქნება კლუბისთვის.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

ვინ იქნება მანჩესტერის მწვრთნელი?

დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე საკმაოდ ბევრი პრეტენდენტია. 

 

დიეგო სიმეონე

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი. კარლო ანჩელოტის თქმით, სიმეონეს “ატლეტიკოს” საფეხბურთო ფილოსოფია ზუსტად ასახავს ახალგაზრდა დიეგოს ფეხბურთელობის პერიოდში. ოდნავ უხეში, მიზანმიმართული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი “მანჩსტერისთვის” იდეალური ვარიანტია.

თუმცა, მინუსი ის არის, რომ “ატლეტიკო” ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობს. გაამართლებს თუ არა ამგვარი ტაქტიკა მანჩსტერში, რთული სათქმელია.

 

იურგენ კლოპი

გუნდურ სისწრაფეში და მეტოქის ნახევარზე პრესინგში კლოპის “ბორუსია” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კლოპი ფეხბურთელებისგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მათ ეს შეუძლიათ. მისთვის სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლოპს მინიმუმიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მაგრამ, კლოპის გადაბირებას მისი დორტმუნდის მიმართ დიდი სიყვარული აფერხებს. გერმანელმა სპეციალისტმა კულუარული ინფორმაციით “ბარსელონას” წინადადებაზეც უარი თქვა.

 

ლუი ვნა გალი

გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი “მანჩესტერის” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ვან გალი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთანაც იცის მუშაობა.

მისი მთავარი უარყოფითი თვისება კი კონფლიქტურობაა. ლუსიო, მარკ ვან  ბომელი, იბრაჰიმოვიჩი… ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, ვისთანაც ვან გალს სხვადასხვა დროს მოსვლია უთანხმოება.

 

ლორან ბლანი

ფრანგი სპეციალისტი მანჩესტერში ბოლო კაცი არ არის. ბლანის პორტფოლიოში ოლდ ტრაფორზე გატარებული ორი სეზონი ფიგურირებს და საჩემპიონო ტიტულიც ფიგურირებს.

თუმცა, სადებიუტო პარიზული სეზონის შემდეგ ინგლისში გადაბარგების განსაკუთრებული მიზეზი არ არსებოს. საინტერესოა, რომ “პსჟ”-ში ბლანს სათადარიგო ვარიანტად განიხილავდნენ. დადებითი მომენტი არც ევრასთან კონფლიქტია, რომელიც ბლანს საფრანგეთის ნაკრებში მუშაობისას ჰქონდა.

 

რაიან გიგზი

ფერგიუსონის გეგმით გიგზს სამწვრთნელო ნიუანსების დასაუფლებად მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა. თუმცა, მოიესის წარუმატებელი მუშაობის გამო უელსელს შანსი გაცილებით ადრე მიეცა. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გიგზს საქმე კარგად წაუვიდეს და სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებები საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.

მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ფეხბურთელების დიდ ნაწილთან მეგობრული ურთერთობა და გამოცდილების არქონა გახდეს.