შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

შოთა არველაძის “ჰალს” თავი ქუდში აქვს

ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “კარდიფ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ვეფხვებმა” ჩემპიონშიფში ადგილი საბოლოოდ შეინარჩუნეს.

“ჰალის” უშუალო კონკურენტმა “ბარნსლიმ” გასვლაზე “სუონსი სიტისთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. ამ შედეგის გათვალისწინებით, “ჰალ სიტის” ჩემპიონშიფიდან გავარდნის თეორიული შანსიც გაქრა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონიდან სამი გუნდი ვარდება: 28 ქულით ბოლო, 24-ე ადგილზეა უეინ რუნის “დერბი ქაუნთი”, რომელსაც ორი ქულით უსწრებს “ბარნსლი”, ხოლო “პიტერბორო იუნაიტედს” 31 პუნქტი აქვს მოგროვებული. “ჰალი” 47 ქულით გათამაშების მე-19 პოზიციაზე არის გამწესებული.

“ჰალის” მფლობელი კლუბის ფანებს თურქეთში დაასვენებს

“ჰალ სიტის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუმზადა. თურქი ბიზნესმენი ზაფხულში 500 ქომაგს თურქეთში დაასვენებს.

ილიჯალი ფანებს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრებს და ხუთი დღის განმავლობაში ანთალიის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უმასპინძლებს. ბიზნესმენი ყველა ხარჯს თავად დაფარავს. იღბლიან ქომაგთა ერთი ნაწილის ვინაობა ლატარიის მეშვეობით გაირკვევა, მეორე ნაწილი კი ის ფანები იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში “ჰალის” ყველაზე მეტ მატჩს დაესწრებიან.

“ვოცნებობ ისეთ სიგიჟეებზე, როგორიცაა “ჰალის” ხალხის თურქეთში დასვენება და მათთვის ჩემი ქვეყნის სილამაზის გაცნობა”, – ციტირებს ილიჯალის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე დანიშნა. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია და გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.

“არსენალმა” “ჰალს” სანჩესის დუბლით მოუგო

დღეს პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩები შედგა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ჰალ სიტის” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შეძლო. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 90-ე წუთზე ალექსისმა პენალტი შეასრულა ზუსტად და მის გუნდს ანაგრიშით, 2-0 გაამარჯვებინა.

ამ თამაშის შემდებ “მეთოფეებს” 50 ქულა დაუგროვდათ და, ჯერჯერობით, მესამე ადგილზე არიან. რაც შეეხება “ჰალს”, ეს გუნდის 20 ქულით ბოლოს წინა – მე-19 პოზიციაზეა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

“ლივერპულის” კრიზისი: კლოპის გუნდი “ჰალთანაც” დამარცხდა

ინგლისური პრემიერ ლიგის 24-ე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპულს” 4-მატჩიანი მოუგებელი სერიისთვის ბოლოს მოღების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, ხვდებოდა რა ბოლოადგილოსან “ჰალ სიტის”, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

მართალია, მატჩი “ლივერპულელთა” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ “წითლებმა”, რომლებიც საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ მოედანზე გამოსულები, იაკუპოვიჩის კარის აღებაც კი ვერ მოახერხეს და ამასთან ერთად, ორი გოლიც გაუშვეს.

შემდეგ ტურში “ლივერპული” “ტოტენჰემს” უმასპინძლებს, “ჰალი” კი “ემირეიტს სტედიუმს” ეწვევა.


“ჰალ სიტი”: იაკუპოვიჩი; რობერტსონი, მაგირე, რანოკია, ელადბელაუი; გროსიცკი (მეილერი 80′), ჰადლსტოუნი; კლუკასი, ევანდრო (ტიმონი 62′), ნ’დიაე; ჰერნანდესი (ნიასე 65′)

მთავარი მწვრთნელი: და სილვა

“ლივერპული”: სიმონ მინოლე; კლაინი, მატიპი, ლუკას ლეივა, ჯეიმს მილნერი (მორენო 83′); ადამ ლალანა (დივოკ ორიჯი 83′), ჰენდერსონი, ემრე ჩანი; სადიო მანე, ფირმინო, კოუტინიო

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (31 იანვარი)


“ჩელსი” 100-მილიონიან ბელოტის უმიზნებს


Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ძალზედ საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ანდრეა ბელოტის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატთა” ტექნიკური დირექტორი, მაიკლ ემენალო უკვე იტალიაში იმყოფება, რათა “ტორინოს” მიერ 100 მილიონ ევროდ შეფასებული თავდამსხმელის ტრანსფერზე იმუშაოს.


ნანი ინგლისში ბრუნდება?


888888888888888888

მილანის “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანდრეა რანოკიას არენდით აყვანის შემდეგ, “ჰალ სიტის” უფროსები ნანის გადაბირებასაც ცდილობენ.

Daily Mail-ის ცნობით, ყველაფერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვინგერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად ესპანური “ვალენსიას” რიგებში ირიცხება.


ნ’ზონზიმ “სევილიასთან” გაახანგრძლივა


ესპანური “სევილიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, სტივენ ნ’ზონზიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ის “სანჩეს პისხუანზე” 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ბოლო დროს არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის “ჩელსისა” და “ბარსელონასაც”, რაც მისი ბრწყინვალე ასპარეზობით იყო გამოწვეული.


ობამეიანგი “დორტმუნდს” ზაფხულში დატოვებს


Untitled-1

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარებს, რომ ზაფხულში ის გერმანული კლუბის დატოვებას აპირებს.

“იმისათვის რომ განვვითარდე და სრულიად ახალ დონეზე ავიდე, კლუბი უნდა დავტოვო. “რეალში” თამაშზე კვლავ ვოცნებობ, თუმცა ამაზე აქამდეც ბევრი ვილაპარაკეთ.”


“ჩელსი” იძულებულია, ზაფხულამდე მოიცადოს


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “შალკეს”, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “არისტოკრატებმა” ბოსნიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, ზამთარში მისი გაშვება არ უნდა.

სამაგიეროდ, ლონდონელებს საშუალება აქვთ, პრე-კონტრაქტი გააფორმონ 23 წლის მცველთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.


იგალო ჩინეთში ითამაშებს


888888888888888888

პრემიერ ლიგურმა “უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ოდიონ იგალო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

როგორც ცნობლი ხდება, 27 წლის ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერი “ჩანჩუნ იატაის” 17 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ოფიციალურად: რანოკია პრემიერ ლიგაში ითამაშებს

ბრიტანეთის უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნის საშიშროებაში მყოფმა “ჰალ სიტიმ” “ინტერის” მცველი, ანდრეა რანოკია არენდის წესით დაიმატა.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც გასულ სეზონში “სამპდორიას” ღირსებას იცავდა, “ვეფხვების” ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების წევრის დებიუტი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედთან”, ოთხშაბათს გასამართ მატჩში შედგეს.

მოურინიო: “ფინალში ფავორტები არ ვართ”

გუშინ “ჰალ სიტი” ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მასპინძლებმა მოურინიოს შეგირდებს, ანგარიშით, 2-1 სძლიეს. თუმცა, “წითელმა ეშმაკებმა” ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით, 3-2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. “მანჩესტერი” 26 თებერვალს “უემბლიზე” “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.

ბუკმეიკერები უპირატესობას “იუნაიტედს” ანიჭებენ.

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. ეს მატჩი საკმაოდ თანაბარი და დაძაბული უნდა გამოვიდეს.”

“არასდროს აქვს აზრი, ვის წინააღმდეგ გვიწევს შეხვედრის ჩატარება. არასდროს ვთვლი ჩემს გუნდს ფავორიტად. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “უემბლი” მუდამ ქარიანია და ეს თამაშს კიდევ უფრო დაძაბულს გახდის,” – აცხადებს პორტუგალიელი.

“ჩელსიმ” კოშტასა და კეჰილის გოლებით მოიგო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, ლონდონის “ჩელსის” გასავარდ ზონაში მყოფ “ჰალ სიტისთან” მოუწია თამაში.

მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რითიც “არისტოკრატებმა” კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა მდევრებთან – მეორეადგილოსან “არსენალსა” და “ჩელსის” შორის სხვაობა 8 ქულა გახლავთ.

მომდევნო ტურში “ჩელსი” “ენფილდს” ეწვევა, “ჰალ სიტი” კი “ოლდ ტრაფორდს”.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, მატიჩი, კანტე, მოზესი; ედენ აზარი (ფაბრეგასი 71′), დიეგო კოშტა (ბატშუაი 87′), პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ჰალ სიტი”: იაკუპოვიჩი; მაგირე, დოუსონი, დეივისი (ნიასე 58′); ელაბდელაუი, კლუკასი, ჰადლსტოუნი, მეისონი, რობერტსონი; ევანდრო; ჰერნანდესი

მთავარი მწვრთნელი: და სილვა


ოფიციალურად: “ჰალ სიტის” ახალი მწვრთნელი ჰყავს”

ცოტა ხნის წინ “ჰალ სიტის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაიკ ფელანი დაითხოვა.

ახლა კი, ოფიციალურად დასტურდება, რომ ფელანს სეზონის ბოლომდე მარკო სილვა შეცვლის. 39 წლის პორტუგალელმა პირველად “ეშტორილი” ჩაიბარა 2011 წელს. 2014-2015 წლებში ის “სპორტინგს”, ხოლო 2015-2016 წლებში “ოლიმპიაკოსს” ედგა სათავეში.

 

ახალგაზრდა სპეციალისტს რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად. ამჟამად “ჰალი” 13 ქულით ბოლო – მე-20 ადგილზეა.

პრემიერ ლიგა: კონტეს ბიჭებმა “ჰალ სიტის” სძლიეს (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში “ლონდონური არისტოკრატია” “ქეისი სთედიუმს” ეწვია, რათა “ჰალ სიტისთან” 3 ქულისთვის ებრძოლა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ უგოლოდ, განსხვავებით მეორე ტაიმისა, როდესაც დაიჩის ბიჭებმა კონტეს გუნდს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს – ბოლო 45 წუთში “ჩელსის” ფეხბურთელებმა 8-ჯერ დაარტყეს კარში და 2 გოლი გაიტანეს. გოლები უილიანისა და კოშტას ანგარიშზეა.


“ჰალ სიტი”: მარშალი; მეილერი, ლივერმორი, დეივისი, რობერტსონი; სნოდგრასი ჰენრიქსენი (ჰერნანდესი 72′), კლუკასი (ჰადლსტოუნი 81′), მეისონი, დიომანდე (მელონი 63′); მბოკანი.

“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; მოზესი (პედრო 85′), მატიჩი, კანტე, ალონსო; უილიანი, კოშტა, აზარი

გოლი: 61′ ვილიანი, 67′ კოშტა


“ჰალ სიტის” გულშემატკივრები პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებენ: “Allam Out”

პრემიერ ლიგამ უკვე აიღო სტარტი, თუმცა, “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. “ჰალის” გულშემატკივრები ამა და სხვა მიზეზების გამო კლუბის პრეზიდენტის, ასემ ალამის გადაყენებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ “ლესტერთან” სათამაშოდ “ჰალ სიტის” მხოლოდ 13 ფეხბურთელი (პროფეისონალი) არის მზად. ამის მიუხედავად, ეგვიპტელი ალამი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას მაინც არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კლუბი 2014 წლის შემდეგ იყიდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც “ჰალ სიტის” პრეზიდენტს კლუბის სახელის შეცვლის უფლება არ მისცეს.