ლეანდრო რიბეირო: “საქართველოში ცხოვრებაც მომწონს და თამაშიც”

ეროვნული ლიგის ბომბარდირობისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის, რომელთა შორისაც გორის დილასბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროცაა.

23 წლის ბრაზილიელი დილას კარგად შეეწყო და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. როგორია მისიშთაბეჭდილებები, რა მიზნები აქვს კარიერაში ლეანდროს ამ და სხვა საინტერესო თემებზე Eliga.Ge ესაუბრა.

დილაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით…

ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დილაში წინა სეზონის ნაწილი გავატარე, გუნდთან და ქართულ ფეხბურთთანადაპტაციის გავლაც მოვასწარი და როცა დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, არ მიყოყმანია. მოხარულივარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მომწონს აქ თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

როგორ შეაფასებთ ისრაელში, მაკაბი ნეთანიაში გატარებულ პერიოდს?

როცა ისრაელში წავედი, მეგონა, ხშირად მომიწევდა თამაში, თუმცა ჩემი სტილი ვერ ჩაჯდა გუნდის ტაქტიკურსქემაში, რის გამოც არ მეძლეოდა ბევრი დრო. მე კი თამაში მწყუროდა და ამიტომ მივიღე დილაშიდაბრუნების გადაწყვეტილება.

როგორი ატმოსფეროა დილაში, როგორ შეეგუეთ საქართველოსა და ცხოვრების აქაურ წესს?

გუნდი ძალიან მეგობრულია, ბიჭები გვერდში მიდგანან და სირთულეების დაძლევაში მეხმარებიან. საქართველო კი საოცარი ქვეყანაა, აქ ცხოვრება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

გორში ცხოვრობთ თუ თბილისში? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ვცხოვრობ თბილისში და როცა ვარჯიშები და თამაშები არ მაქვს, სულ დედაქალაქში ვარ. თავისუფალიდროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ, ასევე მიყვარს საყიდლებზე სიარული.

რას იტყვით დილას სათამაშო სტილზე, როგორი გარემოა გორის სტადიონზე?

ჩვენი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გორში ბევრიგულშემატკივარი დადის სტადიონზე, გამარჯვების შემდეგ ძალიან გახარებულები არიან და მე, ისევე როგორცგუნდის სხვა ფეხბურთელები, ბედნიერი ვარ მათთვის სიხარულის მინიჭებით. აქ ხალხისგან დიდ სითბოსვგრძნობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ეს სიყვარული და ნდობა კარგი თამაშითა და გოლებით დავუფასო.

 

კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რასაც დილა აღწევს მიმდინარე სეზონში?

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვთამაშობთ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება სატურნირო ცხრილში – ნამდვილად გვაქვს ამის პოტენციალი. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება.

სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დილას მთავარი ბომბარდირი იქნებოდით და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეობის შანსიც გექნებოდათ?

ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის. როდესაც გუნდი იგებს და ამაში ჩემი წვლილიცაა, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირად მიღწევებს: პირველ რიგში, ვფიქრობ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და თუ ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.

ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

უდავოდ, საბურთალოს წინააღმდეგ თამაში, რომელიც გორში სოლიდური სხვაობით, 4:1 მოვიგეთ. საბურთალო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდია და ტყუილად როდი ლიდერობს გათამაშებას. მის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება ორმაგად სასიხარულოა.

მიგაჩნიათ თუ არა დილა ჩემპიონობის კანდიდატად?

რატომაც არა?! თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქართველოს ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ჩემპიონობის შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ არის გასული და პროგნოზების გაკეთება რთულია. მთავარია, დილამ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. საამისოდ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დიდი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრებაც ძალიან მომწონს და თამაშიც. რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი გამიჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?

ნორმალური დონის ლიგაა. ამ ფორმატის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ალბათ მოუთმენლად ელით მსოფლიოს ჩემპიონატს…

რა თქმა უნდა! თითოეული ბრაზილიელი ჩვენს ნაკრებს მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ობიექტურად რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა და მჯერა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით.

Eliga.Ge

ისრაელის ნაკრებებს, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებზე თამაში აეკრძალოთ

უახლოეს დროში ისრაელის კალათბურთის ფედერაციამ, შესაძლოა, ფიბა-სგან დისკვალიფიკაცია მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საერთაშორისო ტურნირზე ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებს გამოსვლა აეკრძალება.

შესაძლო დისკვალიფიკაციის მიზეზი ისრაელის კალათბურთის ფედერაციაში არსებული კორუფციაა. ფიბა-ს მიერ მიღებული ინფორმაციით, ისრაელის კალათბურთის ფედერაციას ერთ-ერთი პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი აქვს.
სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გამოძიება სექტემბერის დასაწყისში დასრულდება და ისრაელის ნაკრებს 2015 წლის ევრობასკეტზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი გადაწყვეტილება ფიბა-მ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის მიმართაც მიიღო.

ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარება იგეგმება

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ პალსტინის ფეხბურთის ასოციაციამ მოითხოვა, ისრაელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალოს. პალესტინის მხარე ამტკიცებს, რომ ისრაელი თავის ფეხბურთელებს ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ებრაულ მხარეს პალესტინის ტერიტორიიდან სპორტული აღჭურვილობის იმპორტი აკრძალული აქვს.

“პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ერთ-ერთი თემა ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩი იყო. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარია, რომ ეს ორივე მხარესთვის მშვიდობის მატჩი იქნება”, – ციტირებს ბლატერის სიტყვებს AFP.

 

ებრაელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ცხრიანში ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 აპრილს, ისრაელის ჩემპიონატში, თელ ავივის “მაკაბმი” საკუთარ მოედანზე “ბეითარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი დორ მიჩამ გაიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა.

ისრაელში ფრანჩესკო ტოტის მიბაძეს (ვიდეო)

ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში ფეხბურთელმა გოლის აღნიშვნა ორიგინალურად დააპირა, მას კი თანაგუნდელებიც შეუერთდნენ.

იხილეთ 1:15-დან:

დერბი ფეხბურთელისა და გულშემატკივრის ჩხუბის გამო შეწყდა (ვიდეო)

თელ ავივის “მაკაბის” და “ჰაპოელის” შეხვედრა 35-ე წუთზე მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრის გამო შეწყდა. ახალგაზრდამ ურთიერთობის გარკვევა მოწინააღდეგე გუნდის ფეხბურთელთან სცადა, რის შემდეგაც სტადიონზე არეულობა დაიწყო.

ამხანაგური მატჩის დროს ქომაგები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

ჰაიფას „მაკაბისა“ და „ლილს“ შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი მოედანზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ. გულშემატკივრებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ამ დროს „ლილი“ ანგარიშით 2:0 იგებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები ებრაელ ფეხბურთელებს დაესხნენ თავს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ფეხბურთელებმა მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებთან იჩხუბეს

ოთშაბათს, “ლილსა” და ჰაიფას “მაკაბის” შორის შეხვედრა 84-ე წუთზე იმიტომ შეწყდა, რომ მოედანზე გულშეამტკივრები შეცვივდნენ, რომლებიც პალესტინის დროშებით იყვნენ აღჭურვილები.

მოედანზე შესულ გულშემატკივრებს ებრაული გუნდის ფეხბურთელებთან დაპირისპირება მოუვიდათ.

სფფ-მ ისრაელის საფეხბურთო ასოციაციას მატჩების გასამართად მიხეილ მესხის სტადიონი უსასყიდლოდ დაუთმო

17 ივლისს გამართულ უეფას  საგანგებო საკითხთა შემსწავლელ კომისიაზე მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება ისრაელში მიმდინარე საომარი ვითარებების გამო ამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაზებ, რაც საშინაო საფეხბურთო მატჩების  ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებას უკავშირდება.

უეფას შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ეროვნულ ნაკრებ გუნდებსა და ყველა იმ კლუბს, რომელთაც უეფას ეგიდით გამართულ გათამაშებებში მონაწილეობის მიღება უწევთ ყველა საშინაო მატჩი ნეიტრალურ ტერიტორიაზე  უნდა ჩაატარონ.

ამ გადაწყვეტილებასა და ისრაელში მიმდინარე საომარ ვითარებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მწუხარება გამოთქვა სფფ-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, რომელთაც ოფიციალური წერილით დღეს  ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – ავრაჰამ ლუზონს გაუგზავნე.

ფფ-მ მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობისა და იმ კარგი პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით რაც ჩვენსა და ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას შორის არსებობს  მიიღო გადაწყვეტილება ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით, საშინაო მატჩების გასამართად თბილისში არსებული მიხეილ მესხის სტადიონის შეთავაზებისა.

ღსანიშნავია, რომ ებრაული მხარის სურვილის შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულიად უსასყიდლოდ დაუთმობს აღნიშნულ სტადიონს ისრაელის ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და საფეხბურთო კლუბს. ამ შინაარსის წერილი ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას დღეს გაეგზავნა.

სფფ-ის პრესსამსახური

უეფამ რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს დააშორა

ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ უკრაინული და რუსული კლუბები ევროსარბიელზე ერთმანეთს დააშორა.

კონკრეტულად არ არის ცნობილი, თუ რა ხნით გაგრძელდება აღნიშნული აკრძალვა. უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ევროპულ დონეზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ცნობას არ გამოაქვეყნებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ 18 ივლისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ერთმანეთს ასცდებიან.

უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ებრაულ კლუბებს ეხება. ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, ისრაელში უეფას ეგიდით მატჩების გამართვა აიკრძალა. ებრაულ კლუბებს 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საშიანო მატჩების გასამართად საზღვარგარეთ არსებული სტადიონების მოძიება ეთხოვათ.

 

მექსიკა – ისრაელი გარიგებული იყო?

მიმდინარე კვირის დასაწყისში, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ მატჩებში რამდენიმე გარიგებული თამაში შესაძლოა ყოფილიყო.

29 მაისს, მექსიკის ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მეკარე არიელ ჰარუშმა მართლაც უცნაური გოლები გაუშვა, რასაც ცხადია, დიდი გამოხმაურება მოყვა.

ჩაწყობილი იყო თუ არა ეს მატჩი, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გოლები იშვიათად გადის.

მსაჯი და ფეხბურთელი ერთმანეთს დაეჯახნენ

30 მარტს, ისრაელის ჩემპიონატში, “ბეიტარ იერუსალემს” და “მაკაბის” შორის გამართულ მატჩში (3:0) კურიოზული რამ მოხდა.