2013 წლის სიმბოლური გუნდი

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე უკვე გამოავლინეს წლის სიმბოლური გუნდი.  აღნიშნულ ნაკრებში „ბარსელონას“ ფეხბურთელები სჭარბობენ, მათი რაოდენობა ოთხი მოთამაშისგან შედგება. რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

2013 წლის სიმბოლური გუნდი:
(4-3-3)
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია);
მცველები: ფილიპ ლამი („ბაიერნი“, გერმანია), სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი), ტიაგო სილვა („პსჟ“, ბრაზილია), დანი ალვეში („ბარსელონა“, ბრაზილია);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი), ჩავი („ბარსელონა“, ესპანეთი), ფრანკ რიბერი („ბაიერნი“, საფრანგეთი);
თავდასხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, შვედეთი), ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

აღნიშნული ნაკრები გამოკითხვის შედეგად შედგა. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ჩატარდა.

 

ინგლისის პრემიერლიგის 2013 წლის სიმბოლური გუნდი

ინგლისში პრემიერლიგის 2013 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინეს. აღნიშნული ნაკრების გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა.

ინგლისის პრემიერლიგის 2013 წლის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: (4-4-2)

მეკარე: ტიმ ჰოვარდი („ევერტონი“);
მცველები: შეიმუს კოულმენი („ევერტონი“), ფილ ჯაგიელკა („ევერტონი“), პერ მერტეზაკერი („არსენალი“), ლეიტონ ბეინსი („ევერტონი“);
ნახევარმცველები: სტივენ ჯერარდი („ლივერპული“), აარონ რემსი („არსენალი“), მაიკლ კერიკი („მანჩესტერ იუნაიტედი“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“);
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“), ლუის სუარესი („ლივერპული“);
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი („არსენალი“).

ბექა დოგრაშვილი

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო გოლის სამი პრეტენდენტი

ფიფამ წლის საუკეთესო გოლის წოდებისთვის სამი პრეტენდენტი დაასახელა. ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ: „პარი სენ-ჟერმენის“ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლისაბონის „ბენფიკას“ სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი და „ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი.

ხმის მიცემა გულშემატკივრებს ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ ვებ-გვერდებზე შეუძლიათ.

წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების  ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

ბექა დოგრაშვილი

პუშკაშის ჯილდოს პრეტენდენტები ცნობილია – წლის საუკეთესო გოლები

ფერენც პუშკაშის ჯილდო წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა. დღეს ფიფამ იმ ათი ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, ვისაც ამ პრიზის მოგების შანსი ექნება. ნეიმარმა, რომელმაც 2011 წელს უკვე გახდა ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი, წელს გამართულ კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრებს მართლაც თვალსასეირო გოლი გაუტანა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასული წლის 13 ნოემრებს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ შვედმა ფეხბურთელმა ეს გოლი შარშან გაიტანა, 2013 წლის საუკეთესო გოლების სიაშია, რადგან გასულ წელს ამ გოლის გათვალისწინება დროში ვერ მოესწრო.

ჯილდოსთვის იბრძოლებენ: პეტერ ანკერსენი („ესბიორგი“, დანია), ლიზა დე ვანა („სკაი ბლუ“, ახალი ზელანდია), ანტონიო დი ნატალე („უდინეზე“, იტალია), პანაიოტის კონე („ბოლონია“, იტალია), დანიელ ლუდუენია („პაჩუკა“, მექსიკა), ნემანია მატიჩი („ბენფიკა“, პორტუგალია), ლუიზა ნესიბი („ლიონი“, საფრანგეთი), ხუან მანუელ ოლივეირა („ნაუტიკო“, ბრაზილია), ნეიმარი („ბარსელონა“, ბრაზილიის ნაკრები), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, შვედეთის ნაკრები).

ხმის მიცემა გულშემატკივრებს ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ ვებ-გვერდებზე შეუძლიათ. 9 დეკემბერს კანდიდატთა რაოდენობა ათიდან სამამდე შემცირდება.

წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების  ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

ბექა დოგრაშვილი