ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ერთგული ქომაგის ისტორია

აუცილებლად გემახსოვრებათ ეს ულვაშიანი ბაბუ, მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლით ხელში. ფიზიკური მსგავსების გამო, ფეხბურთის ქართველმა ფანებმა მას აინშტაინი შეარქვეს, ბრაზილიაში კი „სელესაოს“ ლეგენდარულ ქომაგად იცნობენ.

ეს ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი კადრია.

როდესაც ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ანგარიში გამანადგურებელი გახდა, კლოვის ფერნანდესმა (ამ სტაჟიანი ქომაგის სახელი და გვარი) მსოფლიოს ჩემპიონატის მინიატურული თასი გერმანელ გულშემატკივარს აჩუქა და თან უთხრა: „ჩემთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ! წაიღე ეს თასი ფინალურ მატჩზე“.

ბრაზილიის ნაკრებში კარგად იციან ამ ერთგული ქომაგის შესახებ. კლოვის ფერნანდესს ხშირად „მეთორმეტე მოთამაშედაც“ მოიხსენიებენ. ის 60-ზე მეტ ქვეყანაში „სელესაოს“ მონაწილეობით გამართულ დაახლოებით 150 მატჩს არის დასწრებული.

კლოვის ფერნანდესი იტალიაში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

აშშ-ში, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

გერმანიაში, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

სამხრეთ აფრიკაში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ალბათ, ოთხი წლის შემდეგ რუსეთში გასამართ მუნდიალსაც დაესწრება.

სამუნდიალე კონკურსის 23-ე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის 23-ე დღის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გავა ფინალში? (ჰოლანდია, არგენტინა) — არგენტინა;
2) ვინ გააკეთებს პირველ ცვლილებას? (ჰოლანდია, არგენტინა) — ჰოლანდია;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: ჰოლანდია, არგენტინა თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არ იქნება გოლი;
4) ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს? (ჰოლანდია, არგენტინა) — ჰოლანდია.

სამუნდიალე კონკურსის 23-ე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
JACKALSON  4 15
TORNIKE.567 4 15
GIA CHICHINADZE 4 15
MUSTANGI  4 15
7112  3 10
AJAX  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
EDIBAIEDI  3 10
QERQADZE90  3 10
TAV_BU  3 10
ZIBRI  3 10

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებელმა, რომელსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდოს. სხვა შემთხვევაში, მის ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

ვან გაალი: „რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე“

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მატჩი შეაჯამა.

„ცვლილების უფლება რომ მქონოდა, ტიმ კრულს კვლავ გამოვიყვანდი იასპერ სილესენის ნაცვლად, თუმცა იმ დროს უკვე სამივე შეცვლა მქონდა განხორციელებული. რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე. სწორედ ჩემმა „ალკმაარმა“ მისცა მას ევროპული ფეხბურთის საგზური. იმედია, სწორად გამიგებთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმები იდეალურად შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაშინ პირველივე პენალტი გავიტანეთ. დღეს ორ ფეხბურთელს ვთხოვე თერთმეტმეტრიანის შესრულება. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ვლაარი დაარტყამდა, რადგან, ჩემი აზრით, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, მას დარტყმა არ გამოუვიდა.

არ მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე და ჩემს გუნდზე. კი ბატონო, ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, არგენტინის ნაკრების დაცვის კარგი თამაში აღსანიშნავია. უნდა ვთქვა, რომ ვერც მეტოქემ ვერ შექმნა ბევრი ხიფათი ჩვენს კართან. დაბალანსებული მატჩი გამოვიდა, ბევრი იყო ტაქტიკური ნიუანსები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რობენი, ვან პერსი, სნეიდერი, მესი, აგუერო, ლავესი თამაშობდნენ, მაინც ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა.

ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ ტურნირზე ფანტასტურად გამოვედით. არავინ ელოდა ჩვენს ნახვას არამცთუ ნახევარფინალში, პლეი-ოფშიც კი. მექსიკა და კოსტა რიკა ორგანიზებული და ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებმა ეს ბარიერები დაძლია. დავმარცხდით მდიდარი საფეხბურთო ისტორიის მქონე არგენტინის ნაკრებთან და ისიც პენალტების სერიაში. სამწუხაროა. არადა, თანაბარი თამაში იყო“, – განაცხადა ვან გაალმა.

ახლა ჰოლანდიის ნაკრები საპატიო მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

რობენი: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„ნარინჯისფერთა“ ლიდერმა არიენ რობენმა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეს მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ.

რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, თუმც ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

ყველამ კარგად დაინახა, როგორი შეკრული გუნდი ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნაკრებით ვიამაყოთ“, – განაცხადა რობენმა მატჩის შემდეგ.

ბრძოლა მესამე ადგილისთვის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

სილესენს კარიერის განმავლობაში პენალტი არ აქვს მოგერიებული

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ იასპერ სილესენს კარიერის განმავლობაში პენალტი არც ერთხელ არ აქვს მოგერიებული.

ჰოლანდიის ჩემპიონატში მისთვის 8 თერთმეტმეტრიანი აქვთ დარტყმული, ჩემპიონთა ლიგაზე – 3, ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე კი – 6.

ამ 17 პენალტიდან 25 წლის მეკარემ ვერც ერთის მოგერიება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებმა ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი სწორედ პენალტების სერიით დაძლია, თუმცა მაშინ საგანგებოდ თერთმეტმეტრიანების მოსაგერიებლად კარში ტიმ კრული ჩააყენეს.

 

პელემ არგენტინის ნაკრებს მიულოცა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა მიულოცა.

„არგენტინის ნაკრებს დღევანდელ დიდ გამარჯვებას ვულოცავ. მოუთმენლად ველოდები კვირა დღეს, რათა ორი დიდებული საფეხბურთო ერის დაპირისპირებას „მარაკანას“ სტადიონიდან ვუცქირო“, – აღნიშნა პელემ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ჰოლანდია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ მეკარე სერხიო რომერო დაასახელეს, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

რაც შეეხება ტურნირის ფინალურ მატჩს, ის 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ბრძოლა მესამე ადგილისთვის წინა დღის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ „სელესაოს“ მცველმა დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა.

„ბრაზილიელი ერის წინაშე ბოდიშს ვიხდით. გვინდოდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სიხარული მოგვეტანა. გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელი ხალხი ბედნიერი იყოს, თუნდაც ფეხბურთის დახმარებით.

გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა. მეტოქე უკეთ მომზადებული შეხვდა მატჩს, უკეთაც ითამაშა. ერთხელ ვაჩვენეთ სისუსტე, გერმანელებმა ეს შენიშნეს და მსგავსი კომბინაციებით გაგვიტანეს გოლები.

ჩვენი ოცნება დაიმსხვრა. ძალზედ სამწუხარო დღეა, თუმცა დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. შეცდომებზე სწავლობენ“, – აღნიშნა დავიდ ლუისმა.

 

ბრაზილია — გერმანია (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 69 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

სამუნდიალე კონკურსი (ბრაზილია — გერმანია)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა 22-ე საკონკურსო დღის კითხვები, რომელიც ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ბრაზილია — გერმანია

 

ვან პერსის გოლი მონეტაზე გამოსახეს

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების კარში რობინ ვან პერსის მიერ ნახტომში გატანილი გოლი სამახსოვრო მონეტაზე გამოსახეს.

მონეტა ჰოლანდიის სამეფო ზარაფხანამ მოჭრა და ექვსი ათასი ეგზემპლარი გამოუშვა. მონეტის რევერსზე ნახტომში მყოფი ვან პერსის სილუეტია გამოსახული. ფასი 9,95 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ჰოლანდიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

 

იტალიური ორგანიზაცია სუარესს უჩივის

იტალიური ორგანიზაცია Codacons-ი (გარემოს, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა დაცვის ასოციაციათა გაერთიანება) ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელ ლუის სუარესს იტალიის ეროვნული გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის სასამართლოში უჩივის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სარჩელთან არც თავად იტალიელ ფეხბურთელს და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კავშირი არ აქვს. საქმე განხილვის პროცესშია, თუმცა სარჩელის ბედი უკვე ცნობილია – იტალიის სასამართლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ მომხდარ ქმედებაზე ვერ იმსჯელებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაცია ცოტა ხნის წინათ იტალიის სერია А-ს მსაჯებსაც უჩიოდა, აქაოდა – არბიტრების მიერ დაშვებული შეცდომებით იმათი უფლებები ილახება, ვინც მატჩის ყურებაში ფულს ხარჯავს ან ფსონს აკეთებსო.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ სუარესი კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.