სუარესის კომენტარი “ბარსელონაში” ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ლუის სუარესის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია შეუნარჩუნდა, თუმცა “ბარსელონასთან” ერთად ვარჯიშის უფლება მიიღო. ურუგვაელმა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის ბაზაზე გუშინ პირველად ივარჯიშა და კომენტარიც გააკეთა.

“კვლავ ვგრძნობ თავს ფეხბურთელად. მოხარული ვარ, რომ თანაგუნდელებთან ერთად ვიმყოფები. მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ. “ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობდი. ახლა ისღა დამრჩენია დაველოდო იმ დროს, როდესაც “კამპ ნოუზე” გასვლა შემეძლება.

კლუბის მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში გამიკეთა. ძალიან კარგად მექცეოდნენ, მე ამას ვაფასებ”, – სუარესის სიტყვები “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

სუარესის პირველი დღე “ბარსელონაში”

როგორც მოგეხსენებათ, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ლუის სუარესის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია შეუნარჩუნდა, თუმცა “ბარსელონასთან” ერთად ვარჯიშის უფლება მიიღო. ურუგვაელმა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის ბაზაზე გუშინ პირველად ივარჯიშა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

სუარესმა “ბარსელონაში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ფოტოები)

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ლუის სუარესის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია შეუნარჩუნდა, თუმცა “ბარსელონასთან” ერთად ვარჯიშის უფლება მიიღო.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის ბაზაზე დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას.

დეულოფეუ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს

“ბარსელონას” შემტევი ჟერარ დეულოფეუ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს.

20 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს და ოფიციალურად გახდება გუნდის ფეხბურთელი.

დეულოფეუ “სევილიაში” იჯარის წესით თამაშებს. ანდალუსიელებს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება არ მიენიჭებათ.

დეულოფეუმ გასული სეზონი აგრეთვე იჯარის წესით ლივერპულის “ევერტონში” გაატარა. ინგლისის პრემიერლიგაში ესპანელმა ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

კრუიფი: “ადრე ფლეიმეიქერებს “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა ამას “რეალი” აკეთებს”

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა მადრიდის “რეალს” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბმა” ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესის დამატება მოახერხა.

“კროოსი “ბაიერნის” და გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას შესანიშნავად შეუძლია გუნდის თამაშის წაყვანა. ხამესიც გასაოცარი ფლეიმეიქერია. ადრე ასეთ მოთამაშეებს ძირითადად “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა კი ამას “რეალი” აკეთებს”, – ციტირებს კრუიფის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფს “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს.

 

ოფიციალურად: ვერმალენი “ბარსელონაში” ითამაშებს

“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ლონდონის “არსენალთან” ტომას ვერმალენის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება.

28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” ვერმალენი ამსტერდამის “აიაქსიდან” 2009 წელს შეიძინა. “მეთოფეთა” რიგებში ბელგიელმა მცველმა 150 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ვერმალენი “არსენალის” კაპიტანი გახლდათ.

 

“ბარსელონამ” ახალი კაპიტანი აირჩია

“ბარსელონამ” ახალი სეზონისთვის ახალი კაპიტანი აირჩია. გუნდის კაპიტნის სამკლავურს ჩავი ერნანდესი მოირგებს.

ვიცე-კაპიტანი ანდრეს ინიესტა იქნება, მესამე კაპიტანი – ლიონელ მესი, მეოთხე კი – სერხიო ბუსკეტსი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩავი გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო და საჭიროების შემთხვევაში, კარლეს პუიოლს ცვლიდა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულდა.

 

“ნაპოლიმ” “ბარსელონა” დაამარცხა

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-80 წუთზე ბლერიმ ჯემაილიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავოს დებიუტი ჰქონდა. სწორედ მისი უხეში შეცდომის შემდეგ გავიდა გოლი.

ამხანაგური მატჩი:
“ნაპოლი” — “ბარსელონა 1:0 (0:0)

“ნაპოლი”: რაფაელი, ალბიოლი (ლუპერტო 85′), ბრიტოსი (გულამი 46′), კულიბალი, მაჯო (მესტო 46′), გარგანო (სუნიგა 72′), ჰამშიკი (ვარგასი 72′), ჟორჟინიო (მერტენსი 61′), ზაპატა (მიჩუ 46′), ხოსე კალეხონი (ჯემაილი 72′), ინსინიე.
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

“ბარსელონა”: ბრავო, პიკე (ედგარი 60′), ალბა (გრიმალდო 60′), ბარტრა (ბაგნაკი 75′), მონტოია, ინიესტა (სერხი რობერტო 60′), რაკიტიჩი (ჰალილოვიჩი 60′), ბუსკეტსი (სამპერი 60′), რაფინია (ადამა 75′), პედრო (დეულოფეუ 75′), მუნირი (სანდრო რამირესი 60′).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლი: ჯემაილი 80′.

მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს — “ბარსას” განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ოთხშაბათს, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ჩავი, ჟერემი მატიე და დანი ალვესი.

“ბარსელონას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია, დეულოფეუ, ედგარი, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, ადამა, მუნირი, სანდრო.

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის გასამართი ამხანაგური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

ჩავი „ბარსელონაში“ რჩება

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრის შემდეგ ჩავი ერნანდესმა „ნოუ კამპზე“ დარჩენა გადაწყვიტა. 24 ივლისს ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

ლუის ენრიკემ გასაგებად აუხსნა ჩავის, თუ რას ელის მისგან დამდეგ სეზონში. გარდა ამისა, ბარტომეუმ ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ თავს კომფორტულად იგრძნობდა იმ ახალ პროექტში, რომელსაც „ბარსელონა“ ახორციელებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ჩავის მომავალი მხოლოდ მისსავე ხელშია.

ფეხბურთელის წარმომადგენელი ივან კორეტია არ გამორიცხავს, რომ ჩავი მაინც „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდეს. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პროცესი არ დაჩქარდება. სავარაუდოდ, ჩავი დამდეგ სეზონს „ბარსელონაში“ გაატარებს, აშშ-ს კი ერთი წლის შემდეგ მიაშურებს.

 

ოფიციალურად: ბოიან კრკიჩი „სტოკში“ გადავიდა

ბოიან კრკიჩი „ბარსელონადან“ ინგლისურ „სტოკ სიტიში“ გადაბარგდა.

23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა „სტოკთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

კრკიჩმა გასული სეზონი იჯარის წესით ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა. ჰოლანდიური კლუბის ფორმით ჩაატარა 24 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.

 

სუარესმა „ლივერპული“ 25 მილიონით აზარალა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფამ ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სუარესს ოთხი თვის განმავლობაში ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა აკრძალული აქვს.

ამ გახმაურებულმა ინციდენტმა ინგლისური „ლივერპული“ 25 მილინი ფუნტით აზარალა.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, მერსისაიდული კლუბი სუარესს 100 მილიონ ფუნტად აფასებდა. 27 წლის ფეხბურელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენდნენ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“. მუნდიალზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „ლივერპულმა“ სუარესის ღირებულება 75 მილიონ ფუნტამდე შეამცირა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში გადავიდა.

სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ამ კვირაში მოაწერს ხელს. სუარესი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს, რაც მხოლოდ ლიონელ მესის, ნეიმარის და ანდრეს ინიესტას ჯამაგირს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ჩაიწერება, რომლის თანახმადაც, თუ სუარესი კიდევ ეცდება ვინმეს კბენას, მისი ხელფასი 30 პროცენტით (წელიწადში 3 მილიონი) შემცირდება.

სხვათა შორის, სუარესის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ მეტად მკაცრი ზომები გატარდა.

„სადისციპლინო სანქციები დამოუკიდებელ ორგანოს გამოაქვს. ადრე ამას აღმასრულებელი კომიტეტი აკეთებდა. ახლა ასეთ საკითხებზე სულ სხვა ხალხი მუშაობს. ვთვლი, რომ სუარესს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს. როგორც ადამიანი და გულშემატკივარი, ფეხბურთელს თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ როგორც ფიფას პრეზიდენტი, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ სუარესი დაბრუნდება და კვლავ გვიჩვენებს თავის დონეს. ის მართლაც საოცარი მოთამაშეა“, – განაცხადა ბლატერმა.