კობიაშვილმა „ბორუსიასთან“ სრულად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის XVII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „ჰერტა“ მიიღო. შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში სრულად ითამაშა „ჰერტას“ მცველმა ლევან კობიაშვილმა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში ჩატარებული 340-ე შეხვედრა გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 36 წლის ქართველი ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ამ დავალებას თავი უნაკლოდ გართვა და მასპინძელი გუნდის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. შეიძლება ითქვას, რომ კობიაშვილმა დორტმუნელთა მთავარი მეგოლის, რობერტ ლევანდოვსკის გადაკეტვა შეძლო, პოლონელს არ ჰქონია რაიმე რეალური შანსი. საერთოდაც, „ბორუსია“ თავის თავს არ ჰგავდა, რაც ისევ ბერლინელთა კარგი თამაშის დამსახურებაა. 67-ე წუთზე კობიაშვილმა ტაქტიკური ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ქართველმა ფეხბურთელმა „ბორუსიას“ სწრაფი კონტრიერიში ჩაშალა თამაშის წესის დარღვევით.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარკო როისმა ბუნდესლიგის დებიუტანტი მეკარის, მარიუს გერსბეკის უხეში შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ კიპერს ადვილად გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება  23-ე წუთზე შეძლეს: მოედნის ცენტრალურ ნაწილში დორტმუნდელთა მცველმა ერიკ დურმმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, სამი ალაგიმ სწრაფი ფლანგური გარღვევა მოაწყო, საჯარიმოში ადრიან რამოსი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი რომან ვაიდენფელერის კარში. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრები სულაც წინ გავიდნენ: ამჯერად „ბორუსიას“ 18 წლის ცენტრალური მცველი მარიან სარი შეცდა, რომელიც მეკარისკენ შეტრიალდა, ამ დროს კი ბურთი ალაგიმ აართვა, მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2.

მეორე ტაიმში „ბორუსია“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს კი ცდილობდა, თუმცა „ჰერტას“ ფეხბურთელები თავს საიმედოდ იცავდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მატჩის მეორე ნახევარს 4 წუთი დაამატა, თუმცა ტაიმი იმდენად გაჯანჯლდა, რომ ის 98-ე წუთზე დასრულდა.

„ჰერტამ“ ამ გამარჯვებით 28 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. „ბორუსიას“ 32 ქულით მესამე ადგილი აქვს დაკავებული.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVII ტური
„ბორუსია“–„ჰერტა“ 1:2 (1:2)
გოლები: როისი 7′ – რამოსი 23′, ალაგი 45′.
გაფრთხილებები: სარი 45+2′, შაჰინი 90+1′ – ჯიერჯი 50′, კობიაშვილი 67′, ჰოსოგაი 81′.

ბექა დოგრაშვილი

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში

ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.

მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:

1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.

დიტო ჭიჭინაძე

მარკო როისმა გვერდითა არბიტრი წააქცია

14 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. დორტმუნდელთა ფეხბურთელმა, მარკო როისმა გცე

მხითარიანი: “დორტმუნდმა” შეუძლებელი შეძლო”

დორტმუნდის “ბორუსიას” სომეხი ლეგიონერი, ჰენრიხ მხითარიანი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

“ძალიან რთული ჯგუფში მოვხდით, შესაბამისად მეტოქეების დამარცხება ძალიან ძნელის საქმე იყო. “ნაპოლი”, “არსენალი” და “მარსელი” ნამდვილად გამორჩეული გუნდები არიან. საბედნიეროდ, “დორტმუნდმა” შეუძლებელი შეძლო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა”, – ამბობს მხითარიანი.

გროსკოიცი მხითარიანს “დორტმუნდის” სიმღერებს ასწავლის

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასწავლის კევინ გროსკოიცი თანაგუნდელ მხითარიან დორტმუნდის “ბორუსიას” სიმღერებს.

ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის“  შთამბეჭდავი გამარჯვება, “ლევერკუზენის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა და სხვა საინტერესო ამბები ბუნდესლიგის ტურის მიმოხილვაში.

რეკორდმაისტერის რეკორდი

“ვეზერშტადიონზე” ბრემენის “ვერდერმა” მიუნჰენის “ბაიერნი” მიიღო. გულშემატკივარი დაძაბული მატჩის მოლოდინში იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. გვარდიოლას შეგირდებმა, მასპინძებს შანსი არ დაუტოვეს და შვიდი უპასუხო ბურთი გაიტანეს “ვერდერის“ კარში.  შეხვედრა იმითაც გახდა აღსანიშნავი, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  “ბაიერნმა“ სასტარტო 15 შეხვედრიდან ყველა მოიგო.

„გლადბახმა“ კონკურენტი ჩამოიცილა

ტურის კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრაში “გლადბახი“ გელზენკირხენის “შალკეს“ მასპინძლობდა. გუნდების მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. მატჩის პრაქტიკულად ყველა საინტერესო ეპიზოდი პირველ ნახევარში მოხდა. ანგარიში სტუმრება ფარფანის პენალტით გახსნეს მე-17 წუთზე, ტუმცა მასპინძლებმა 24-ე ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი 45-ე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ “შალკემ“ მთელი მეორე ნახევარი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა.

ცენტრალური დაპირისპირება

ტურის მთავარი მატჩი დორტმუნდში შედგა. ადგილობრივი “ბორუსია“ უშუალო კონკურენტ, ლევერკუზენის “ბაიერს“ მასპინძობდა და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე აინაცვლებდა. თუმცა, ლევერკუზენელებს ეს იდეა არ მოეწონათ, და ჰეუნგ მინ სონის გოლით, რომელიც მან მე-18 წუთზე გაიტანა, მატჩში გამარჯვება იზემიეს. აღსანიშნავია რომ, შეხვედრა საკამოდ დაძაბული იყო. მთავარმა არბიტრმა ორჯერ გამოიყენა წითელი ბარათი. სტუმრების ბოსნიელი ლეგიონერი, ემირ სპაჰიჩი მე-80 წუთზე გააძევეს, ხოლო მასნძელთა ბერძენი მცველი პაპასტოპულოსი, მსაჯიმ მიერ კომპენსირებულ დროში.

06/12/13 

ნიურნბერგი 1-1 მაინცი

გოლები: ნილსონი 5’ (1:0) ; ოკაზაკი 75’ (1:1)

07/12/13

ბორუსია მ. 1-2 შალკე

გოლები: ფარფანი 17’ (0:1); რაფაელი 24’ (1:1); კრუზე 45’ (2:1)

შტუტგარტი 4-2 ჰანოვერი

გოლები: ჰარნიკი 13’ (1:0); სობიეხი 28’ (1:1); სანე 31’ (1:2); იბიშევიჩი 33’ (2:2); ტრაორე 52’ (3:2); რაუში 84’ (4:2)

ვერდერი 0-7 ბაიერნი

გოლები: ლუკიმია 21’ (ს.კ); ვან ბუიტენი 27’ ; რიბერი 38’ : მანჯუკიჩი 60’ ; მიულერი 68’ ; რიბერი 82’ ; გიოტცე 90’.

ჰამბურგი 0-1 აუგსბურგი

გოლი: ბობადილია 18’

აინტრახტი 1-2 ჰოფენჰაიმი

გოლები: შიპლოკი 46’ (0:1); ჟოსელუ 48’ (1:1); რობერტო ფირმინო 51’ (1:2)

ბორუსია დორტმუნდი 0-2 ლევერკუზენი

გოლი: ჰეუნგ მინ სონი 18’

08/12/13

ფრაიბურგი 0-3 ვოლფსბურგი

გოლები: არნოლდი 8’ ; ოლიჩი 11’ ; შაფერი 90’

ბრაუნშვაიგი 0-2 ჰერტა

გოლები: რამოსი 20’ ; სიგერსი 80’

 

კლოპმა მხითარიანს ბოდიში მოუხადა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურში „მაინცის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის კომპენსირებულ დროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დამატებით დროში „ბორუსიამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. პენალტის შესასრულებლად ჰენრიხ მხითარიანი გაეშურა, თუმცა ბოლო მომენტში სომეხ ნახევარმცველს რობერტ ლევანდოვსკიმ უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი პოლონელს უნდა დაერტყა. საბოლოო ჯამში, პენალტი ლევანდოვსკიმ დაარტყა და გაიტანა კიდეც.

„ეს ჩემი ბრალია. მხითარიანი სამართლიანად განაწყენდა, თუმცა თავად მე ვთქვი, რომ პენალტს მეცხრე ნომერი დაარტყამდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მხითარიანს ბოდიში უკვე მოვუხადე. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ეს პენალტი აუცილებლად გაგვეტანა. რა თქმა უნდა, მიკისაც (მხითარიანის შემოკლებული სახელი) შეეძლო, კარგად დაერტყა“, – კლოპის სიტყვები „ბორუსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბორუსიამ“ სტუმრად „მაინცი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ორი გოლი ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

“ბორუსია” – “ნაპოლი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგაზე, F ჯგუფში, დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ნაპოლის” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, დარმი, კელი, შაჰინი, ბლაშიკოვსკი, ბენდერი, მხითარიანი, როისი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი.

“ნაპოლი”: რეინა, ალბიოლი, ფერნანდესი, ბეჰრამი, ჯემაილი, მაჯო, არმერო, პანდევი, იგუაინი, მერტენსი, კალეხონი.

რობენი: “ბორუსიას” წინააღმდეგ ყოველ კვირაში ვითამაშებდი”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, არიენ რობენი აცხადებს, რომ ის დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ყოველ კვირაში ითამაშებდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, “ბაიერნმა” “ბორუსია” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. რობენმა კი, შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის გატანა მოახერხა.

“ჩემი ნება რომ იყოს, “ბორუსიას” წინააღმდეგ ყოველ კვირაში ვითამაშებდი. ასეთი ტიპის თამაშები ძალიან მომწონს. გულშემატკივრები დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან”, – ამბობს რობენი.

ჰამშიკი “ბორუსიასთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს

იტალიურმა “ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” “ნაპოლის” საკუთარ მოედანზე 26 ნოემბერს მიიღებს. F ჯგუფში, “ნაპოლი” ცხრა ქულით მეორე ადგილს იკავებს და მესამე პოზიციაზე მყოფ “ბორუსიას” სამი ქულით უსწრებს.

თუმცა, ნეაპოლელებს მნიშვნელოვან შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დააკლდებათ. ჰამშიკმა 23 ნოემბერს, “პარმასთან” ჩატარებულ შეხვედრაში ფეხზე ტრავმა მიიღო.

ყველაზე კურიოზული თამაშგარე მდგომარეობა მესუთ იოზილის მონაწილეობით

როგორც იცით, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, ლონდონელები თამაშგარე მდგომარეობაში კურიოზულად მოხვდნენ.

ნური შაჰინი 1:0 მესუთ იოზილი – დორტმუნდელმა ლონდონელს ფეხებში ბურთი გაუძვრინა

როგორც იცით, 6 ნოემბერს, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშულ შეხვედრაში, დორტმუნდელთა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა ლონდონელ მესუთ იოზილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.