ოფიციალურად: ჯენარო გატუზო “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელია

ფლორენციის “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზო დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი 2019 წლის დეკემბრიდან “ნაპოლის” თავკაცობდა. 2019-2020 წლების სეზონში გატუზომ გუნდთან ერთად იტალიის თასი მოიგო. ეს მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული იყო. “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს გათამაშებაში მეხუთე ადგილი დაიკავა და საჩემპიონთალიგო ზონის მიღმა დარჩა, გატუზო კი გუნდიდან გაათავისუფლეს.

“ფიორენტინამ” სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა, რის შემდეგაც ჯუზეპე იაკინიმ გუნდის თავკაცის პოსტი დატოვა.

“ნაპოლის” თავკაცის პოსტზე ანჩელოტის გატუზო შეცვლის

ჩემპიონთა ლიგაზე “გენკის” წინააღმდეგ ხვალ გასამართი მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტის “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტს, სავარაუდოდ, დაატოვებინებენ.

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, რომ “ნაპოლის” მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა კლუბიდან ანჩელოტის გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მისი შემცვლელიც მოძებნა. წყაროს თანახმად, დღეს “ნაპოლის” ხელმძღვანელი ჯენარო გატუზოს შეხვდა. მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ოთხშაბათს გატუზოს გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებს, მანამდე კი ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ განცხადებას გამოაქვეყნებს.

ჯენარო გატუზომ “მილანის” დატოვება გადაწყვიტა

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო პოსტის დატოვებას აპირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დაასრულებს გუნდი მიმდინარე სეზონს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, გატუზოს ურთიერთობა გაუფუჭდა კლუბის ტექნიკურ დირექტორ ლეონარდოსთან, რომელმაც იტალიელი სპეციალისტი მძიმე პერიოდებში არ დაიცვა. გატუზოს იმის მოსმენაც მობეზრდა, რომ გაათავისუფლებენ, თუ “როსონერი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება.

წყაროს ცნობით, ჯენარო გატუზოს სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები არ აქვს, თუმცა “მილანის” დატოვება მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა.

სერია A-ს 30-ე ტურის თავზე “როსონერის” სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავია.

ჯენარო გატუზო დისკვალიფიცირებულია

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დისკვალიფიცირებულია. “როსონერის” თავკაცმა იტალიის სუპერთასზე ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გარდა ამისა, ჯენარო გატუზოს ჯარიმის სახით 15 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ამრიგად, “მილანს” იტალიის სერია А-ს 22-ე ტურში “ჯენოას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში გატუზოს თავკაცობის გარეშე მოუწევს თამაში.

შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების გამო 4 თებერვლამდე დისკვალიფიკაციით დაისაჯა “მილანის” ექიმი მარიო ბროციც.

“მილანის” ხელმძღვანელობამ გატუზოს ულტიმატუმი წაუყენა

“მილანის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს ულტიმატუმი წაუყენა. “კორიერე დელო სპორტის” თანახმად, იტალიელი სპეციალისტის ბედი “როსონერის” უახლოეს ორ მატჩზე იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, “მილანი” დამდეგ შეხვედრებს “ფროზინონესა” და სპალ-ის წინააღმდეგ გამართავს.

იტალიურ პრესაში ჯენარო გატუზოს შესაძლო შემცვლელების ვინაობასაც ასახელებენ: ფრანჩესკო გვიდოლინი და არსენ ვენგერი.

“მილანს” იტალიის სერია А-ს მე-17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია.

გატუზო: “სტამბულის ფინალის შემდეგ “მილანის” დატოვება მინდოდა”

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო გამოტყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2004-2005 წლების გათამაშების ფინალურ მატჩში “ლივერპულთან” განცდილი მარცხის შემდეგ “როსონერის” დატოვება სურდა.

“როდესაც ფინალური შეხვედრის პირველივე ტაიმს ანგარიშით 3:0 იგებ და შემდეგ მატჩს მაინც აგებ, ამასთან შეგუებას თვეები სჭირდება. ჩემთვის “მილანი” იყო ოცნება და იმ დროს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ვინაიდან საოცარი ფინალი წავაგეთ. გუნდის დატოვება მინდოდა. თავს ცუდად ვგრძნობდი. ადრიანო გალიანის ვთხოვე, რომ გუნდიდან გავეშვი, მას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ დავერწმუნებინე და “მილანში” დავრჩენილიყავი”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს “სქაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო “მილანის” ღირსებას 1999 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

გატუზო “პიზას” თავკაცის პოსტზე დაბრუნდა

ჯენარო გატუზო “პიზას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული პოსტი ერთი თვის წინ დატოვა. მისი თავკაცობით გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა.

ჯენარო გატუზო “პიზას” სათავეში პირველად 2015 წლის ზაფხულსი ჩაუდგა და გუნდი იტალიის რანგით მეორე დივიზიონში გადაიყვანა. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან მომხდარი კონფლიქტის გამო პოსტის დატოვება მოუწია. “პიზას” ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებმაც გატუზოს დაბრუნება მოისურვეს და ერთთვიანი პაუზის შემდეგ იტალიელი მწვრთნელი კვლავ “ნერაძურის” თავკაცობს.

ჯენარო გატუზო სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

“პიზას” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.

38 წლის სპეციალისტი “პონტედერას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოვლენილი ქცევისთვის დაისაჯა. შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო გატუზომ ვადაზე ადრე დატოვა მწვრთნელისთვის განკუთვნილი ტექნიკური ზონა და მატჩს გასახდელ ოთახში უცქირა.

სადისციპლინო კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ჯენარო გატუზომ არბიტრების მისამართით არაერთხელ გამოიყენა არანორმატიული ლექსიკა. მანამდე იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ თანაშემწეს სილაც გააწნა.

სერია C-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. “პიზა” სამივე მატჩს გატუზოს გარეშე ჩაატარებს.

გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ სპალ-ს 9 ქულით ჩამორჩება. თუ გუნდი მეორე ადგილს შეინარჩუნებს, სერია B-ში გადასასვლელად პლეი-ოფის მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო “პიზას” 2015 წლიდან თავკაცობს.

 

გატუზომ ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ჯენარო გატუზომ ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიელს ჯერ კიდევ ოქტომბერში სურდა გუნდიდან აბარგება, თუმცა მაშინ გულშემატკივრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 36 წლის გატუზომ ოფი-ს დატოვების მიზეზად კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. გუნდს კრედიტორების მიმართ დავალიანება დაუგროვდა და ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდასაც ვერ ახერხებს.

“ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ კრეტის მოსახლეობას. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვიყავით. ოფი-სთვის ვიბრძოდი, მათ შორის ეკონომიკურადაც. არათუ არ ამიღია კუთვნილი ხელფასი სრული ოდენობით, არამედ კლუბის ხარჯების დასაფარად ჩემი ჯიბიდანაც ვიხდიდი თანხას. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას მეც უნდა დავნებდე. სიტუაციის მოგვარება ჩემს ძალებს აღემატება. კორპორატიული და სპორტული კატასტროფის თავიდან არიდების შანსი არ არის და ასეთ შემთხვევაში, ჩემი აქ დარჩენა კრეტის მოსახლეობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ოფი-ს ღირსებას გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.

 

გატუზო: “ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ვგავარ”

“მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა და ირაკლიონის ოფი-ს მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ საკუთარი თავი “ბარსელონას” თავკაც ლუის ენრიკეს შეადარა.

“ჩემი ყოფილი მწვრთნელებიდან საუკეთესოებად კარლო ანჩელოტი და მარჩელო ლიპი მიმაჩნია — თავანთი სტილით ორი განსხვავებული სპეციალისტია. საერთოდ კი, საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ვთვლი. ის გუნდის ინტერესებს საკუთარ ინტერესზე წინ აყენებს და პრესასთანაც ურთიერთობის განსხვავებული სტილი აქვს.

რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ ლუის ენრიკეს ვგავარ. მას შინაგანი ცეცხლი აქვს, რასაც გარშემომყოფებსაც ანახებს. ის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. არ ერიდება იმ ფეხბურთელებთან სიმკაცრეს, რომლებიც გუნდის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Todomercado.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს მიერ დამოძღვრილ ოფი-ს ღირსებას გორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.

 

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

გატუზო: „გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია“

„მილანის“ ექს-ფეხბურთელი ჯენარო გატუზო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იგი თავის დროზე გარიგებულ მატჩებში იღებდა მონაწილეობას.

„ამ ინფორმაციამ გამაბრაზა. ასეა თუ ისე, ნერვიულობის მიზეზი არ მაქვს, რადგან ჩემს რეპუტაციას დავიბრუნებ. არ მსურს, რომ ჩემს კარიერაში შავი ლაქა იყოს. ცხოვრებაში გარიგებულ მატჩებში არადროს მითამაშია“, – განაცხადა რინომ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დღეს გატუზოს სახლი გაჩხრიკეს.

ალექსანდრე მატევოსოვი