საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.
ჭდე: გორი
“სამტრედიამ” და “დილამ” ფრე გააგორეს (ვიდეო)
ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” ერვონული ლიგის მეექვსე ტურში ერთმანეთს “სამტრედია” და “დილა” დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად გუნდების მიერ შექმნილი მომენტებისა, ვერცერთმა მათგანმა მოახერხა გოლის გატანა. შესაბამისად, ის უგოლო ფრით დასრულდა. გეტყვით, რომ “სამტრედიას” ოთხი ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. “დილა” 11 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
“სიონმა” “დილას” სამ წუთში ორჯერ გაუტანა, თუმცა მაინც დამარცხდა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს გორის “დილა” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ნახევარში, თითქოს, მასპინძლებმა ყველაფერი მოაგვარეს. “დილამ” ჯერ კიდევ მეშვიდე წუთზე გაიტანა – ავტორი ალვინ ფორტისის პასის შემდეგ ნოდარ ქავთარაძე გახდა. ზუსტად ორ წუთში ლეანდრო რიბეიროს გადაცემის შემდეგ, ისიფუ ლემფტიმ შეაგდო. ხოლო, 31-ე წუთზე “სიონს” მიკოლა კოვტალიუკმაც გაუტანა.
მეორე ნახევარში, მოულოდნელად, სიტუაცია ტაიმის მიწურულს დაიძაბა. 84-ე წუთზე ჯაბა დვალის გადაცემის შემდეგ, გიორგი მიქაბერიძემ შეაგდო. ხოლო, ორ წუთში გიორგი დათუნაიშვილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა – 3-2
ამ გამარჯვების შემდეგ “დილა” შვიდი ქულით მესამეა. ხოლო, “სიონს” ოთხი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
“საბურთალო” წინ უდანაკარგოდ მიიწევს – გამარჯვება “დილასთან”
დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ადგილობრივმა “საბურთალომ” გორის “დილა” მიიღო.
მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარე თააშში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაიხსნა: გიორგი დიასამიძემ დავით ვოლკოვის პასით დედაქალაქელები დააწინაურა.მეორე ნახევარში სტუმრებს კოხრეიძემ შეუტია, შევიდა საჯარიმოში, თუმცა ის ალვინ ფორტისმა წააქცია. ამ მომენტში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 22 წლის ჰოლანდეილმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. თავად დაზარალებულმა შეასრულა თერთმეტმეტრიანი და გაიტანა კიდეც. საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 2:0 დასულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და პირველზეა. “დილა” 4 ქულით მეხუთე ადგილზეა.
“დილამ” მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოს” სტუმრად ფორტისის ულამაზესი გოლით მოუგო (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი. სადებიუტო შეხვედრა ქუთაისში, მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის შედგა.
დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნა იმერელთა მოთამაშემ, გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. მას საგოლე გადაცემა ლევან კუტალიამ გაუკეთა. პირველი ნახევრის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე გიორგი ფანცულაიამ დავით რაჟამაშვილის პასით გაათანაბრა.
მეორე ტაიმში, 46-ეზე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და გორელები წინ გაიყვანა. თუმცა, 54-ეზე უკვე დოლიძის დუბლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. 88-ე წუთზე “დილას” ლეგიონერმა, ალვინ ფორტისმა დრიბლინგი, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, 3-2 სტუმართა სასარგებლოდ.
“დინამომ” სპარინგ-მატჩი “დილასთან” გამართა
გუშინ ქართულმა გუნდებმა, თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
დაძაბული დაპირისპირება დიღმმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. თბილისელთა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ, ძირითადად, ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და უმეტესად სინჯებზე მყოფი და აკადემიის ფეხბურთელები დატვირთა, სპარინგი “დილას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
გეტყვით, რომ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიდან “დინამოელები” შეკრებაზე უკრაინელ ნახევარმცველს – დმიტრო ივანისენიას იახლებენ, რომელსაც თურქეთში დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებენ. 24 წლის ნახევარმცველი დონეცკის შახტარის აღზრდილია, იგი ასევე “ილიჩივეცსა” და “მარიუპოლში” გამოდიოდა.
“შუქურამ” “დილას” სტუმრად მოიგო და ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩები გაიმართა.
გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივი “დილა” ქობულეთის “შუქურას” დაუხვდა. თამაშის პირველ ნახევარში ანგარიში არ გაიხსნა.
მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე აჭარელთა მოთამაშემ, კობა შალამბერიძემ შეძლო მასპინძელთა კარის აღება. ეს ამ მატჩში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. საბოლოოდ, “შუქურამ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
ამჟამად ქობულეთურ გუნდს 21 ქულა აქვს და ორით ჩამორჩება “კოლხეთს”. შესაბამისად, ბოლო ტურში გაირკვევა, ვინ გავარდება ეროვნული ჩემპიონატიდან. რაც შეეხება “დილას”, ის ორმოცი ქულით მეშვიდე ადგილზეა.
საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” დაამარცხა და ყიფიანის თასის 1/2 ფინალში გავიდა
დღეს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
“ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 38-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. ზუსტად ხუთ წუთში მიშიკო სარდალიშვილმა საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
56-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა წითელი ბარათი მიიღო და “ჩიხურას” მეკარის შეცვლა მოუწია. 74-ეზე კი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა.
საბოლოოდ, 3:0 და “ჩიხურა” 1/2 ფინალში გავიდა!
სარდალიშვილი: “ჩიხურა” პროგრესირებს, მოტივიაცია დიდია, პირველობისთვის ვიბრძოლებთ!”
დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო და ანგარიშით, 4-2 დამაარცხა. ჰეთრიკი შეასრულა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელსაც Fanebi.Com-ი მატჩის დასრულებისთანავე დაუკავშირდა.
– შეაფასე მატჩი და გვითხარი, რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის ასე დაჯაბვნა?
– ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშიდან ჩანდა ის, რომ მეტად ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე “დილა”. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომელებიც კარგად გამოვიყენეთ. ძირითადად, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი – ამ ტაქტიკამ აშკარად გაამართლა, რაც შედეგზეც აისახა.
– შენ არც ისე სუსტ მეტოქეს სამი გოლი გაუტანე. შეაფასე საკუთარი ასპარეზობა.
– რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ჩემი გუნდელების დიდი დამსახურებაა. რომ არა მათ მიერ შექმნილი საგოლე მომენტები და პასები, გოლებით ნამდვილად ვერ დავაგვირგვინებდი (იღიმის, ავტ.). რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ჩემი ე. წ. “ჰეთრიკი” შედგა.
– ზოგადად რომ მითხრა, რა შანსები აქვს ჩემპიონატში “ჩიხურას” ამ სეზონში?
– რაც შეეხება “ჩიხურას” შანსებს წლევანდელ ჩემპიონატში, პროგრესის მიღწევა აშკარად შეგვიძლია, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია, ვიბრძოლებთ პირველობისთვის, ან მინუმუმ იმ შედეგს გავიმეორებთ, რაც შარშან დავაფიქსირეთ.
ეროვნული ლიგა: “კოლხეთმა” და “დილამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონატის მეცხრე- და მეშვიდეადგილოსნები, შესაბამისად, ფოთის “კოლხეთი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული გამოდგა. უპირატესობა “დილას” ჰქონდა, თუმცა “კოლხეთმაც” შექმნა რამდენიმე მომენტი. საბოლოოდ, დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
ამ ფრის შემდეგ მეგრელებს 15 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან. “დილა” 19 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
“ტორპედომ” “დილა” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართა, რადგან გორელთა არენაზე (თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე) ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. იმერელთა მხრიდან მერვე წუთზე თორნიკე კაპანაძე გამოირჩა. მან ჩაწოდების შემდეგ, “მაკრატელა” დარტყმით შეძლო შეგდება. მეორე გოლი “ტორპედომ” უკვე მეორე ტაიმში გაიტანა. მისი ავტორი გრიგოლ დოლიძე გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა ტარიელ ხაინდრავას კარის ბადის შერხევა 71-ე წუთზე კუთხურის ნიშნულიდან ბურთის კარში ჩახვევით მოახერხა.
საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და ქუთაისლებმა ანგარიშით, 2:0 იმარჯვეს.
ამ მარცხის შემდეგ “დილა” 18 ქულით, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა. “ტორპედო” მეორეზეა – მას 28 ქულა აქვს.
“ჩიხურა” – “დილა”: ნულოვანი ფრე ზესტაფონში (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთ მატჩში, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის “ჩიხურა” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა კარის მშრალად შენახვას და თან აგრესიას აძლიერებდა. საბოლოოდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო გოლის გატანა. გუნდებმა პირველ ტურში ფრე ითამაშეს.
შემადგენლობა
“ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, გიორგი განუგრავა, გიორგი გაბედავა (თორნიკე მუმლაძე 79 წთ.), მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (ბაქარ მირცხულავა 86 წთ.), დენის დობროვოლსკი, ზაზა ჭელიძე, შოთა კაშია (C), თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი ივანიშვილი 68 წთ.).
მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე.
“დილა”: მიხეილ მუჯირიშვილი (C), გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა, ლეანდრო რიბეირო, ლევან ნონიკაშვილი (ირაკლი ძარია 79 წთ.), მალხაზ გაგოშიძე, გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო (თენგიზ წიქარიძე 66 წთ.), დავით კირკიტაძე (სალიეუ ტარავალე 82 წთ.), ჟან დერეტი.
მთავარი მწვრთნელი: ზივ ავრაამ არიე.
გოლები:
გაფრთხილებები: გორგიაშვილი (64 წთ.) – ქარქუზაშვილი (75 წთ.)
წითელი ბარათი: არ იყო.