ვიდალი: “ინტერის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა “ინტერთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ “ნერაძურის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, “იუვენტუსმა” “ინტერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“რა თქმა უნდა, ამ მატჩში გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. “ინტერის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ, რის ხარჯზეც წარმატებას მივაღწიეთ”, – ამბობს ვიდალი.

ლიხტშტაინერი: “პირლო ყველაფერს გვიადვილებს”

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, სტეფან ლიხტშტაინერი აცხადებს, რომ მასსა და მის თანაგუნდელებს ანდრეა პირლო ყველაფერს უადვილებს.

შეგახსენებთ, რომ 2 თებევრვალს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ლიხტშტაინერმა, პირლოს მიერ გაკეთებული ჩინებული გადაცემის შემდეგ გაიტანა.

“დიდი მადლობა ანდრეას. ის ყველაფერს გვიადვილებს. მან ჩინებული პასი გამიკეთა, რომელიც გამოვიყენე. რა თქმა უნდა, გამარჯვებით და გოლის გატანით ბედნიერი ვარ”, – ამბობს შვეიცარიელი მოთამაშე.

ვიდალი: „კარგია, რომ ასეთი დონის გუნდი დავამარცხეთ“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა „ინტერთან“ ანგარიშით 3:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„მნიშვნელოვანი იყო იმ გუნდის დამარცხება, რომელთან თამაშიც ადვილი არ არის. ასეთი დონის ფეხბურთს სეზონის ბოლომდე უნდა ვაჩვენებდეთ.

„რომასთან“ სათასო მატჩთან და „ლაციოსთან“ სერია ა-ს თამაშთან შედარებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ. დავამტკიცეთ, თუ როგორ გვსურს სერია ა-ს ზედიზედ მესამედ მოგება“, – განაცხადა ჩილელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„იუვენტუსმა“ „ინტერი“ უპრობლემოდ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ცენტრალური მატჩი ტურნიში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა

ვნებათაღელვა მატჩამდე კარგა ხნითა დრე დაიწყო. სტადიონის მიმართულებით მიმავალი „ინტერის“ ავტობუსს გზაზე „ბებერი ქალბატონის“ ტიფოზები ხვდებოდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამის გამო, არ არის გამორიცხული, „ბიანკონერი“ დასაჯონ კიდეც. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შანსი, თუმცა კარლოს ტევესს სტუმართა კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ახლო მანძილიდან ორჯერ აუღო. მე-16 წუთზე ტურინელებმა მაინც გაიტანეს: ანდრეა პირლომ საჯარიმოში გენიალური პასი გაუკეთა უყურადღებოდ დარჩენილ სტეფან ლიხტშტაინერს და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ჰანდანოვიჩის კარის ბადე პირველად შეარხია — 1:0. ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „ინტერი“ უპირატესობას დაეუფლა, პირიქით – „იუვენტუსის“ შეტევები უფრო მწვავედ გამოიყურებოდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ინტერმა“ კარგი კონტრიერიში მოაწყო, როდესაც „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელი სტუმართა გუნდის სამი მოთამაშის წინააღმდეგ აღმოჩნდა, თუმცა მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გასულმა როდრიგო პალასიომ ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ნახევარი „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ „იუვენტუსის“ აქტურობით დაიწყო და ამან შედეგი დებიუტშივე გამოიღო:  ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა, რომლის მოწოდების შემდეგაც მილანელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხეს და შეტევაში წასულმა ჯორჯო კიელინიმ ახლო მანძილიდან ჰანდანოვიჩი მეორედ დაამწუხრა. სათქმელია, რომ დისკვალიფიცირებული ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ კიელინის ჰქონდა მორგებული.

56-ე წუთზე არტურო ვიდალის ჯერი დადგა. „ინტერის“ დაცვა ჩავარდა. მართალია, ახლო მანძილიდან პოლ პოგბას დარტყმული ჰანდანოვიჩმა მოიგერია, მაგრამ ვიდალის დამატებაზე სლოვენიელმა მეკარემ რეაგირება ვეღარ მოახერხა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.

71-ე წუთზე „ინტერმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. გოლიც ამჯერადაც კუთხურს მოჰყვა, რის შემდეგაც ტურინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით როლანდომ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოო ჯამში, „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. „ბებერ ქალბატონს“ აქტივში 59 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით უსწრებს მადევარ „რომას“, რომლის შეხვედრაც „პარმასთან“ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. მეექვსეადგილოსან „ინტერს“ 33 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
22-ე ტური
„იუვენტუსი“—„ინტერი“ 3:1 (1:0)

„იუვენტუსი“: სტორარი, ბარძალი (კასერესი 63′), ლიხტშტაინერი (ისლა 82′), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ლორენტე (ვუჩინიჩი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (დამბროზიო 58′), როლანდო, კამპანიარო, ნაგატომო, ჟუანი, კუზმანოვიჩი (მილიტო 55′), ალვარესი, ტაიდერი, კოვაჩიჩი (ბოტა 66′), პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ლიხტშტაინერი 16′, კიელინი 47′, ვიდალი 56′ — როლანდო 71′.
გაფრთხილებები: პოგბა 59′ — კუზმანოვიჩი 13′, ალვარესი 73′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბექა დოგრაშვილი

მაცარი: „ინტერი“ ყველაფრისთვისაა მზად“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაცარის თქმით, „იუვენტუსთან“ მოახლოებულ მატჩში მისი გუნდი ყველაფრისთვის იქნება მზად.

„გუნდებს შორის 23-ქულიანი სხვაობა? ამ შემთხვევაში, მგავს ფაქტორს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. თუ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ, მაშინ, მოსალოდნელი ყველაფერი იქნება. შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომაც საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

„იუვენტუსს“ თავისი თამაშის შეცვლა ყოველ მატჩში შუძლია. ამ შეხვედრისთვის მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და ყველა ვარიანტი განვიხილეთ. „ინტერი“ მზად ყველაფრისთვისაა, რასაც „ბიანკონერი“ შესთავაზებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ყველაზე უშნო კბილების მქონე ფეხბურთელები

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ საფეხბურთო სამყაროში, ყველაზე უშნო კბილების მქონე მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.

7. რონალდო

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს სწორედ თავისი კბილების გამო შეარქვეს ასეთი ზედმეტსახელი: “კიჭა”.

fenomeno

6. რონალდინიო

კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა – რონალდინიო. ყველასათვის საყვარელი მოთამაშე თავისი კბილების გამო, ხუმრობის ობიექტი ხშირად გამხდარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასსა და ერთ-ერთ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში იდო ისეთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, რონის კბილების გასწორება აკრძალული ჰქონდა. ეს ყოველივე იმის გამო, რომ მისი კბილების გასწორება უზარზმარ თანხებთან იყო დაკავშირებული.

ronaldinho

5. კარლოს ტევესი

კარლოს ტევესმა 10 წლის ასაკში, ადუღებული წყლის გადასხმის გამო, სახეზე, კისერსა და მკერდზე მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას არც კბილები აქვს კარგ მდგომარეობაში, თუმცა არგენტინელი თავდამსხმელი ამბობს: “პლასტიკური ოპერაცია არ მჭირდება. ისეთი მიმიღეთ, როგორიც ვარ.”

tevez

4. რაველ მორისონი

“მანჩესტერ იუნაიტედის” აღრზდილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავს, თავისი კბილების გამო ყურადღებას ნამდვილად იქცევს. 20 წლის ნახევარმცველს, რომელსაც ინგლისის 16, 17, 18 და 21 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია 2012 წელს, “ბირმინგემში” გადაბარგებისას, აღმოუჩინეს, რომ შვიდი კბილი სულაც არ ჰქონდა.

ravel mor

3. ალი სისოხო

ალი სისოხოს კბილებზე საუბარი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. ფრანგ ფეხბურთელს 2009 წელს, “მილანში” თამაში შეეძლო. მაშინ, თითქმის, ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა სისოხო სამედიცინო შემოწმებაზე, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, კბილების გამო ჩაიჭრა. “მილანის” ექიმმა განაცხადა, რომ სისოხოს კბილები მომავალში ხერხემლის პრობლემებს წარმოქმნიდა.

siso

2. ლუის სუარესი

ურუგვაელი თავდამსხმელის ბასრ კბილებზე უკვე ლეგენდებიც კი დადის. ლუის სუარესმა რამდენჯერმე თავისი კბილები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების გასამწარებლადაც გამოიყენა, მათგან კი, რა თქმა უნდა, ყველაზე გახმაურებული ივანოვიჩის მკლავზე კბენა იყო.

suarez

1. ჯო ჯორდანი

ჯო ჯორდანი, რომელიც ახლა 62 წლისაა, ახალგაზრდობაში ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ მას წინა რამდენიმე კბილი სულაც არ ჰქონდა. ამჟამად, შოტლანდიელი მწვრთნელი ყველაზე მეტად იმითაა ცნობილი, რომ რამდენიმე წლის წინ, მასსა და “მილანის” ფეხბურთელ ჯენარო გატუზოს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა.

Actor Richard Kiel, who plays Jaws in the James Bond film "The S

დიტო ჭიჭინაძე

მაროტა „საუთნჰემპტონს“ ოსვალდოს ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა

„საუთჰემპტონის“ თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო უახლოეს დროში, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს.

წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას ოსვალდოს იჯარის წესით აყვანისა და მისი გამოსყიდვის უფლების მიღების შესახებ უკვე შეუთანხმდა.

დიდი ალბათობით, სულ მალე „რომას“ ყოფილი ფორვარდი სამედიცნო შემოწმების გასავლელად ტურინში ჩავა.

ხოლო თანხა, რომლის გადახდაც „იუვენტუსს“ ზაფხულში მოუწევს, ოც მილიონ ევროს შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვიდალი “იუვენტუსიდან” წასვლას გამორიცხავს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი კლუბიდან წასვლას გამორიცხავს.

ბოლო დროს, 26 წლის ფეხბურთელს იტალიური პრესა “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებდა, თუმცა თავად ვიდალი, ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

“დავტოვებ თუ არა “იუვეს”? არა, რა თქმა უნდა, გუნდში ვრჩები”, – უთხრა ჩილელმა Rai Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი “ბიანკონერიში” 2011 წელს, ლევერკუზენი “ბაიერიდან” გადავიდა, რის შემდეგაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

საუკეთესო 7 სიმულიანტობა ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 7 სიმულიანტობა გამოაქვეყნა.

7. ლუის სუარესი (“ლივერპული”) – “სტოკ სიტი”

6. კრიშტიანო რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “ჩელსი”

5. სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”) – “ინტერი”

4. გარეტ ბეილი (“ტოტენჰემი”) – “ასტონ ვილა”

3. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “რეალ სოსიედადი”

2. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “კრისტალ პალასი”

1. არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”) – “რეალი”

8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში

ხშირად, ხდება ისე, რომ რომელიმე გუნდის გამორჩელი მოთამაშე, ამავე კლუბის პრინციპული მეტოქის რიგებში გადადის, რის გამოც გულშემატკივრები მას “მოღალატედ” მოიხსენიებენ.

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა კი 8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

8. 2013: მარიო გიოტცე (“ბორუსიადან” “ბაიერნში” – £31.5 მილიონი)

gotze

7. 2012: რობინ ვან პერსი (“არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – £24 მილიონი)

va

6. 2011: მანუელ ნოიერი (“შალკედან” “ბაიერნში” – £18 მილიონი)

manuel neuer ldderhosen

5. 2009 და 2012: ემანუელ ადებაიორი (“არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში” £25 მილიონი; “მანჩესტერ სიტიდან” “ტოტენჰემში” £5 მილიონი)

4. 2009: კარლოს ტევესი (“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “მანჩესტერ სიტიში” – £47 მილიონი)

3. 2006 და 2011: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუვენტუსიდან” “ინტერში”; “ინტერის” შემდეგ, “მილანში”)

2. 2001: სოლ კემბელი (“ტოტენჰემიდან” “არსენალში” – უფასოდ)

1. 2000: ლუიშ ფიგუ (“ბარსელონადან” “რეალში” – £37 მილიონი)

2012/13: მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კლუბები

ბრიტანულმა კომპანია Deloitte-მა 2012/13 წლების სეზონის 10 ყველაზე მდიდარი კლუბის სია გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მდიდარი კლუბების სათავეში კვლავაც ესპანური გუნდები არიან.

10. “მილანი” – 356 მილიონი დოლარი

milan

9. “იუვენტუსი” – 369 მილიონი დოლარი

Juventus vs. Shakhtar Donetsk - UEFA Champions League 2012-2013

8. “არსენალი” – 403.5 მილიონი დოლარი

arsenal

7. “ჩელსი” – 430.9 მილიონი დოლარი

chelsea

6. “მანჩესტერ სიტი” – 449 მილიონი დოლარი

man city

5. “პარი სენ-ჟერმენი” – 541 მილიონი დოლარი

psg

4. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 601 მილიონი დოლარი

man utd

3. “ბაიერნი” – 584.2 მილიონი დოლარი

bayern

2. “ბარსელონა” – 653.8 მილიონი დოლარი

barce

1. “რეალი” – 703 მილიონი დოლარი

real

პსჟ პოგბაში 70 მილიონს იხდის

როგორც ჩანს პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება დღითიდღე მატულობს, “პსჟ”-მ “იუვენტუსს” ახალი, 70 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ტურინელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ.

შეგახსენებთ, რომ სულ რამოდენიმე კვირის წინ “პსჟ” პოგბას სანაცვლოდ “ბიანკონერის” 60 მილიონს სთავაზობდა.