გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში გააგრძელებს.
თურქული გამოცემა A Spor-ი იუწყება, რომ 62 წლის გერმანელ სპეციალისტსა და “ფენერბაჰჩეს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. წყაროს თანახმად, ლიოვი თურქულ კლუბს მომდევნო სეზონიდან უთავკაცებს.
“ფენერბაჰჩეში” ლიოვის მთავარი სატრანსფერო მიზანი მიუნხენის “ბაიერნის” ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე იქნება, რომელიც დღესდღეობით “ანდერლეხტში” იჯარის წესით თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელს ბავარიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი საბაზრო ღირებულება რვა მილიონ ევროდ ფასდება.