რომელ საათზე დაიწყება 2018 წლის მუნდიალის მატჩები

ფიფამ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების დაწყების დროები დაადგინა.

ტურნირის გახსნისა და ფინალური მატჩები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

16 ივნისს დაგეგმილი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 13:00, 16:00 19:00 და 22:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური რაუნდის დანარჩენი მატჩები კი 15:00, 18:00 და 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

გამონაკლის წარმოადგენს დასკვნითი ტურის შეხვედრები. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი ტურის, მერვედფინალური და მეოთხედფინალური რაუნდის მატჩები 17:00 და 20:00 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალური შეხვედრები 21:00 საათზე აიღებს სტარტს, ბრძოლა მესამე ადგილისთვის კი 17:00 საათზე.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი და ბოლო შეხვედრები მოსკოვში მდებარე “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდება. ტურნირი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპულ გუნდთა რაოდენობა შესაძლოა 14-მდე გაზარდონ

ფიფას პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის შესაძლო მატებასთან (40 გუნდამდე) დაკავშირებით შესაძლოა, მუნდიალზე უეფას წარმომადგენელთა რიცხვი 14 ნაკრებამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 ევროპული გუნდი მონაწილეობდა. 2018 წელს გასამართ მუნდიალზე ევროპიდან 14 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მასპინძელ რუსეთის ეროვნულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ტურნირზე თამაშის უფლება.

ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი უკვე განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული.

 

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “ეს ფიფას ყველაზე დიდი სირცხვილია”

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა ფიფას დიდი სირცხვილი იყო. არჩევნები ზუსტად ხუთი წლის წინათ, 2010 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. დღესდღეობით შვეიცარიის პროკურატურა იძიებს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობდა 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნების პროცესი, რომელიც ერთ დღეს ჩატარდა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ფიფას ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო და ამ განცდით უნდა ვიცხოვროთ მინიმუმ კიდევ შვიდი წელი. თუ შვეიცარიის პროკურატურა არჩევნების პროცესში დარღვევებს აღმოაჩენს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ შვეიცარიული მხარის და FBI-ს ერთობლივი გამოძიებით უკანონო ფინანსური ოპერაციები გამოვლინდება, ხალხი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას მოითხოვს.

თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს, შევნიშნავთ, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ყატარისთვის მიეცათ. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ იმ პერიოდში ყველაფერი სუფთად არ ჩატარებულა. ყველამ ვიცით, რომ ფიფას ინსპექცია ზაფხულში გაუსაძლისი სიცხის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ახლა იძულებულნი არიან, რომ ტურნირი ზამთარში გდაიტანონ. გარდა ამისა, მაშინდელი აღმასრულებელი კომიტეტის ბევრ წევრს ან შეუჩერდა საქმიანობა ან მათზე გამოძიება მიმდინარეობს”, – ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპი: ევროპული გუნდების წილისყრის შედეგები

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ფიფას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ევროპული ზონის შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება.

ევროპის ზონის გუნდები ქვეჯგუფებში ასე გადანაწილდნენ.

A ჯგუფი

N გუნდი
1. ჰოლანდია
2. საფრანგეთი
3. შვედეთი
4. ბულგარეთი
5. ბელორუსი
6. ლუქსემბურგი

B ჯგუფი

N გუნდი
1. პორტუგალია
2. შვეიცარია
3. უნგრეთი
4. ფარერის კუნძულები
5. ლატვია
6. ანდორა

C ჯგუფი

N გუნდი
1. გერმანია
2. ჩეხეთი
3. ჩრდილოეთ ირლანდია
4. ნორვეგია
5. აზერბაიჯანი
6. სან მარინო

D ჯგუფი

N გუნდი
1. უელსი
2. ავსტრია
3. სერბეთი
4. ირლანდია
5. მოლდოვა
6. საქართველო

E ჯგუფი

N გუნდი
1. რუმინეთი
2. დანია
3. პოლონეთი
4. მონტენეგრო
5. სომხეთი
6. ყაზახეთი

F ჯგუფი

N გუნდი
1. ინგლისი
2. სლოვაკეთი
3. შოტლანდია
4. სლოვენია
5. ლიტვა
6. მალტა

G ჯგუფი

N გუნდი
1. ესპანეთი
2. იტალია
3. ალბანეთი
4. ისრაელი
5. მაკედონია
6. ლიხტენშტეინი

H ჯგუფი

N გუნდი
1. ბელგია
2. ბოსნია და ჰერცეგოვინა
3. საბერძნეთი
4. ესტონეთი
5. კვიპროსი

I ჯგუფი

N გუნდი
1. ხორვატია
2. ისლანდია
3. უკრაინა
4. თურქეთი
5. ფინეთი

 

2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა: საქართველო ბოლო კალათაშია

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათების შემადგენლობა უკვე ცნობილია. საქართველოს ნაკრებმა ბოლო, მეექვსე კალათაში გადაინაცვლა, როცა წინა მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში იყო.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, შესარჩევი ეტაპი კი 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ესტონეთი.

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელორუსია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

 

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.

“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.

 

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ.

10. ბერნდ შუსტერი (გერმანია)

9. ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

8. იარი ლიტმანენი (ფინეთი)

7. ჟოსლენ ანგლომა (საფრანგეთი, გვადალუპე)

6. ლადისლავ კუბალა (ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ესპანეთი)

5. რაიან გიგზი (უელსი)

4. ჯორჯ ვეა (ლიბერია)

3. არსენიო ერიკო (პარაგვაი)

2. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია)

1. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, ესპანეთი)

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მომენტები (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასამახსოვრებელი კადრებია შესული.

შესანიშნავი ვიდეო: განსხვავებული მსოფლიოს ჩემპიონატი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ძალიან სახალისო ვიდეო, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ეხება.

“მესი რომ ადამიანი იყოს…” – 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ციტატები

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არაერთი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა საინტერესო განცხადებებიც კი გააკეთეს.

1

დიეგო მარადონა:

“ბრაზილიის ნაკრები ტურნირის დაწყებიდანვე არ მომწონდა, მაგრამ არც ის მეგონა, რომ გერმანელები ასეთი შთამბეჭდავები, ძლიერები და დამანგრეველი ძალის მფლობელები თუ იქნებოდნენ.”

2

სუარესის ბებია:

მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი ბებიამ შვილიშვილისთვის მიცემული დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო, ასეთი რამ თქვა:

“ყველამ იცის, რაც მათ ლუისს გაუკეთეს. მათ უნდოდათ, რომ ჩემს შვილიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ეთამაშა, ეს კი კარგად გამოუვიდათ. მათ სუარესი გარეთ ძაღლივით გააგდეს.”

3

ჟერომ ვალკე (ფიფას მდივანი):

“სუარესი სამკურნალოდ უნდა წაიყვანონ.”

4

დიეგო ლუგანო:

“სუარესს სტადიონზე შესვლის, ასევე სასტუმროში თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა აუკრძალეს. ის ოთხი თვის განმავლობაში ვერ იმუშავებს. ჩემი აზრით, ფიფამ ამ გზით ადამიანის უფლება დაარღვია. ვფიქრობ, ასეთ სასჯელს კრიმინალიც კი არ იმსახურებს”

5

ლუის სუარესი:

“სიმართლე ის არის, რომ ჩემმა კოლეგა ჯორჯო კიელინიმ ფიზიკური ტკივილი მომაყენა, რაზეც ასე ვუპასუხე.”

RSI SOCCER-WORLD/M08-ENG-ITA S SOC SPO WCUP GBE IT BRA

მარიო ბალოტელი:

“თუ ჩვენ კოსტა რიკას დავამარცხებთ, მაკოცოს ინგლისის დედოფალმა, რა თქმა უნდა, ლოყაზე.”

6

ლუი ვან გაალი:

“სერხიო რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე.”

7

ნეიმარი:

“ღმერთმა გადამარჩინა. ინვალიდის სავარძლამდე ცოტა დამაკლდა.”

ხუან სუნიგა:

“არ მინდოდა, რომ ნეიმარისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი.”

8

კარლუშ კეიროში:

“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა – ადამიანი რომ იყოს.”

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის 11 იმედგაცრუება

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებისგანაც გულშემატკივრები ბევრს ელოდნენ, თუმცა მათ თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს.

“ევროსპორტმა” გამოაქვეყნა სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ის ფეხბურთელები შევიდნენ, რომლებმაც 2014 წლის მუნდიალი ჩააგდეს.

მეკარე – იკერ კასილასი

1

მარჯვენა მცველი – დანი ალვეში

2

ცენტრალური მცველი – პეპე

3

ცენტრალური მცველი – სერხიო რამოსი

4

მარცხენა მცველი – ბენუა ასუ-ეკოტო

5

ნახევარმცველი – ედენ აზარი

6

ნახევარმცველი – ალექს სონგი

8

ნახევარმცველი – შინჯი კაგავა

7

თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდუ

10

თავდამსხმელი – მარიო ბალოტელი

11

თავდამსხმელი – ფრედი

9