ფიგუ ფიფა-ში იმუშავებს

„ბარსალონასა“ და მადრიდის „რეალის„ ექს-ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ფიფა-ში პოსტი მიიღო. მეხიკოში ორგანიზაციის 66-ე ყრილობაზე პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ანხევარმცველი ფიფა-ს განვითარების ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, იუწყება „A Bola“.

43 წლის ფიგუმ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდა, თუმცა შემდგომ კანდიდატურა მოხსნა, რაც სამართლიან არჩევნებში ეჭვით ახსნა.

ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 123-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთთან ანგარიშით 1:1 ითამაშა.

რეიტინგის ზედა ათეულში ცვლილებები მრავლადაა, თუმცა უპირველესად აღსანიშნავია, რომ სიას სათავეში არგენტინა ჩაუდგა, რომელმაც ბელგია ჩამოაქვეითა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, ავსტრია მე-11 ადგილზეა, უელსი 24-ე, ირლანდია 31-ე, სერბეთი 55-ე, ხოლო მოლდოვას 156-ე პოზიცია უკავია.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა — 1532
2. ბელგია — 1352
3. ჩილე — 1348
4. კოლუმბია — 1337
5. გერმანია — 1309
6. ესპანეთი — 1277
7. ბრაზილია — 1251
8. პორტუგალია — 1184
9. ურუგვაი — 1158
10. ინგლისი — 1069
11. ავსტრია — 1067
12. ეკვადორი — 1019
13. თურქეთი — 983
14. შვეიცარია — 974
15. იტალია — 959
16. მექსიკა — 934
17. ჰოლანდია — 931
18. უნგრეთი — 925
19. რუმინეთი — 922
20. ბოსნია/ჰერცეგოვინა — 913

119. ტაილანდი — 297
120. ნიგერი — 296
121. ანგოლა — 291
122. ბურუნდი — 290
123. საქართველო — 289
123. ეთიოპია — 289
125. კუბა — 285

 

ინფანტინო: „ვფიქრობ, აფრიკა მხარს დამიჭერს“

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტი ვარაუდობს, რომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე აფრიკის კონტინენტის ქვეყნები მას მხარს დაუჭერენ.

„ვფიქრობ, აფრიკაში წარმატებას მივიღებ. ბევრი ქვეყანა მოვინახულე და გავლენიან ხალხს შევხვდი. ვვარაუდობ, რომ კონტინენტიდან ნახევარზე მეტ ხმას მივიღებ, რადგან ვიცი, რა შევთავაზო აფრიკას“, ციტირებს ინფანტინოს „L’ Equipe“.

ჟერომ ვალკეს საფეხბურთო საქმიანობა 12 წლის ვადით აეკრძალა

ფიფას ეთიკის კომიტეტის დამოუკიდებელმა საარბიტრაჟო პალატამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ყოფილ გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს საფეხბურთო საქმიანობა 12 წლის ვადით აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ჩინოსანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი, თუმცა თავად ვალკე დანაშაულს არ აღიარებს.

ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი სათავეში ედგა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მარკეტინგისა და სატელევიზიო დეპარტამენტს.

 

მოურინიო ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ინფანტინოს უჭერს მხარს

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა განუცხადა.

„ინფანტინოს დიდი ხანი ვიცნობ. ვიცი, რომ მას ბევრი შეუძლია, ეს გამოცდილი ადამიანია, რომელსაც ფეხბურთისთვისა და ფიფა-სთვის ყველა საჭირო ცოდნა გააჩნია.

ვფიქრობ, ის ორგანიზაციას სჭირდება. ინფანტინოს მხარს ვუჭერ. მჯერა, რომ ის დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს“, – ციტირებს მოურინიოს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ინფანტინომ საფრანგეთსა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციების მხარდაჭერაც მიიღო.

ფიფამ ჟერომ ვალკე გენერალური მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა

ფიფამ ჟერომ ვალკე გენერალური მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა. ფრანგი ჩინოსანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი, თუმცა თავად ვალკე დანაშაულს არ აღიარებს.

სექტემბრის თვეში ჟერომ ვალკეს ნებისმიერი სახის საფეხბურთო საქმიანობა 90 დღის ვადით აეკრძალა. იანვარში ეს დისკვალიფიკაცია კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა, რის შემდეგაც ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ფრანგის წინააღმდეგ საქმე გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი სათავეში ედგა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მარკეტინგისა და სატელევიზიო დეპარტამენტს. ახლა ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობას მარკუს კატნერი შეასრულებს.

 

„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

ბლატერის ქალიშვილი: „მამაჩემს სიკვდილით ემუქრებიან“

ზეპ ბლატერის ქალიშვილის კორინა ბლატერის თქმით, მამამისს სიკვდილით ემუქრებიან.

„ამ ხალხს გამბედაობა არ ჰყოფნის, რათა თავისი სახელები დაასახელონ“, – განაცხადა ბლატერის ქალიშვილმა და ისიც დაამატა, რომ მუქარის წერილები უკვე პოლიციაშია გაგზავნილი.

აქამდე თვითონ ბლატერმა განაცხადა, რომ მის 14 წლის შვილიშვილს სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია, რადგან ფიფა-ში მომხდარი სკანდალის გამო მას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

ბლატერსა და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.

ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.

შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

 

“ოქროს ბურთის” ცერემონიის წამყვანთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ფიფას “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გაუძღვებიან. ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი ჩრდილოირლანდიელი მსახიობი ჯეიმს ნესბიტი იქნება, რომელმაც ტრილოგია “ჰობიტში” გნომ ბოფურის როლი შეასრულა.

Bofur

 

მას მეწყვილეობას ინგლისელი ჟურნალისტი კეიტ აბდო გაუწევს, რომელიც “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას შარშანაც უძღვებოდა.

Kate Abdo

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილნი არიან “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი, აგრეთვე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიოანტის მონაწილეთა რაოდენობის ორმოცამდე გაზრდა იუარა

ხუთშაბათს ფიფა-ს აღასრულებელმა კომიტეტმა ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის ორმოცამდე გაზრდა იუარა. ამის შესახებ ფიფა-ს აღმასკომის წევრმა ვოლფრანგ ნირსბახმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მიღებულია. აღნიშნულ იდეას მხოლოდ აზიური და აფრიკული კონფედერაციების წევრებმა დაუჭირეს მხარი. რაიმე სიახლის განხილვა აღმასკომის შემდეგ შეხვედრამდე გადაიდო“, – განაცხადა ნირსბახმა.

ერთი პიროვნებისთვის ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა შეიზღუდა

ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტობის ვადის შემცირების შესახებ.

ამიერიდან ერთი პიროვნებისთვის ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 12 წელი იქნება. პრეზიდენტობის ერთი ვადა არის 4 წელი. შესაბამისად, ერთი პიროვნების პრეზიდენტად არჩევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამჯერ.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე 1998 წლიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.