“ბარსას” ფეხბურთელებმა FIFA 15 ითამაშეს — ვინ რა გუნდი აირჩია

ლიონელ მესი, ნეიმარი და “ბარსელონას” კიდევ ექვსი ფეხბურთელი კლუბის საწვრთნელც ცენტრ ლა მასიაში FIFA 15-ის თამაშით გაერთნენ.

კატალონიურ გუნდის რვა ფეხბურთელი ოთხ-ოთხად გაიყო ვიდეოთამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ მხარეს მესი, ნეიმარი, დანი ალვესი, მუნირი და მეორე მხარეს ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი და მარკ ბარტრა იბრძოდნენ მხარდამხარ. ალბათ, გაინტერესებთ, რომელმა მხარემ რომელი გუნდი აირჩია. ორივე ოთხეულმა “ბარსელონა” შეარჩია, თუმც პირველი ოთხეულის გუნდი “ბარსას” ტრადიცული ფორმით თამაშობდა, მეორე ოთხეულის გუნდს კი ღია ყვითელი გასვლითი მაისური ემოსა.

BarcaFIFA15

 

ბლატერი: „მესის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შეცდომა იყო“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის დასახელებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

„მე ცოტა გამიკვირდა, როდესაც კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე.

ვთვლი, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ექსპერტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ათ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, რომელიც ფინალურ მატჩში მონაწილეობდა“, – განაცხადა ბალტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. ჯამში კი, ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ათი საუკეთესო საფეხბურთო ვიდეოთამაში

თქვენს წინაშეა ათი საუკეთესო საფეხბურთო ვიდეოთამაშის რეიტინგი, talksport-ის მიხედვით.

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები კვლავ დაქვეითდა

23 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი ტურის შედეგებია გათვალისწინებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ახალ რეიტინგში მნიშნვნელოვანი რეგრესი განიცადა. თემურ ქეცბაიას გუნდი, რომელიც 95-ე პოზიციაზე იყო განახლებულ რეიტინგში 117-ე საფეხურამდე დაქვეითდა.

მოწინავე პოზიციებზე კი დიდი ცვლილებები არ არის. მიუხედავად წარუმატებელი მატჩისა, გერმანიის ნაკრებმა პირველობა არ დათმო.

527ecbe77e246857296db816c8246398

შვარცერი: „ფიფა სიცხეში თამაშს მხოლოდ რომელიმე ფეხბურთელის სიკვდილის შემთხვევაში აკრძალავს“

„ჩელსის“ მეკარემ მარკ შვარცერმა მატჩების ძლიერი სიცხის დროს ჩატარების შესახებ ისაუბრა.

„ფიფა ამასთან დაკავშირებით ბევრ გადაწყვეტილებას იღებს. ახლა ვფიქრობთ იმაზე, შეიძლება თუ არა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ისეთ ქვეყანაში ჩატარება, როგორიც ყატარია. სიცხეს ბევრი ჩივის. იქ ივნისში გაუსაძლისი სიცხის დროს თამაში მომიწია.

ერთხელ ომანშიც მითამაშეა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია. ასეთ ამინდში ნებისმიერი ტურნირის მატჩის ჩატარება უნდა აიკრძალოს.

შესაძლოა, ეს სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა, ვფიქრობ, სანამ ვინმე არ მოკვდება, მანამდე ფიფა ამ პრობლემას სათანადოდ არ მიხედავს“, – განაცხადა ვეტერანმა გოლკიპერმა.

მესი, რონალდუ და FIFA-ს ბოლო წლების სხვა საუკეთესო ფეხბურთელები

Fanebi.com-ი გიჩვენებთ ბოლო ხუთ წელიწადში როგორი ევოლუცია განიცადეს ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ, როგორ პროგრესირდნენ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი და როგორ დაეცა იკერ კასილასის დონე.

ვიდეოთამაშ FIFA-ს რეიტინგით, მესი და რონალდუ ბოლო ექვსი წელიწადია, საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედიან.

 

FIFA 10: კასილასი (რეიტინგი 90), მესი (90), რონალდუ (89)

FIFA 11 : მესი (90), კასილასი (89), რონალდუ (89)

FIFA 12: მესი (94), რონალდუ (92), ჩავი (92)

FIFA 13: მესი (94), რონალდუ (92), ინიესტა (90)

FIFA 14: მესი (94), რონალდუ (92), რიბერი (90)

FIFA 15: მესი (93), რონალდუ (92), რობენი (90)

 

გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-მ არ მიიღო

ფიფა-მ თავის შემადგენლობაში გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაცია და ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების ნაკრებები არ მიიღო.

აქედან გამომდინარე, ახლადშექმნილი ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ გიბრალტარმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 7 სექტემბერს გამართა. ამავდროულად, გიბრალტარულ კლუბებს უეფა-ს ეგიდით ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, რადგან იგი უეფა-ს წევრია.

ცნობისთვის, გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-ს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა.

სუარესი დიეტაზე დასვეს

შეამჩნევდით, რომ ”ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა, ამ ბოლო დროს აშკარად მოიმატა წონაში, რამაც ”ბლაუგრანას” შეფები აანერვიულა.

ყველასათვის ცნობილია, რომ სუარესის დებიუტი ახალ კლუბში, 25 ოქტომბერს, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ შედგება, რის გამოც, კლუბის ბოსებმა მისი დიეტაზე დასმა გადაწყვიტეს.

27 წლის ფეხბურთელი, ოქტომბრის ბოლომდე ”ბარსელონას” სპეციალურ დიეტას დაიცავს.

ფიფას მიერ დაწესებული სასჯელის გამო სუარესს მთავარ გუნდთან ერთად თამაში 25 ოქტომბრამდე აკრძალული აქვს, იგი  ”ბარსელონა B”-სთან ერთად ამხანაგურ თამაშებში იღებს მონაწილეობას.

სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილება

დღეს, გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა:

1. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კორუფციულ საქმიანობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯების მონაწილეობის შესახებ.

2. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა, სადაც ნათლად ჩანს სფფ-ის მსაჯების ჩართულობა კორუფციულ საქმიანობაში, რის გამოც, რვა პიროვნება აყვანილ იქნა წინასწარ პატიმრობაში.

ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

1. მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აყვანილ მსაჯებთან ცალმხრივად შეწყდა კონტრაქტი და მათ მსაჯობა აეკრძალათ სამუდამოდ.

2. მომხდარში მონაწილე ფიფა-ს მსაჯის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდა ფიფა-ს და უეფა-ს, აღნიშნული მსაჯის ფიფა-ს სიიდან გარიცხვის თაობაზე.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ოფიციალური განცხადება ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ – სერგო კვარაცხელიამ გააკეთა.

ვინაიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამსაჯო კომიტეტმა ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს, ამ კვირაში კომენტარები აღარ გაკეთდება და დაველოდებით გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ფიფას აღმასკომის წევრი: “ყატარს მუნდიალის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ”

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ტეო ცვანციგერმა ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების შესაძლო ჩამორთმევაზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში არ ჩატარდება. ექიმები ზაფხულში არსებული პირობების გათვალისწინებით ტურნირის ნორმალურად ჩატარების გარანტიას ვერ გვაძლევენ”, – ციტირებს ცვანციგერის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ასტანაში გამართულ უეფას კონგრესზე განაცხადა, რომ ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ვადები 2015 წლის მარტში უნდა დადგინდეს.

 

FIFA 15: საუკეთესო მეკარეების ოცეული

გამოქვეყნდა ვიდეოთამაშ FIFA 15-ის საუკეთესო მეკარეთა ოცეული, რომელიც ასე გამოიყურება:

# მეკარე: კლუბი, ნაკრები: რეიტინგი:
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია) 90
2. ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ბელგია) 86
3. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”, ჩეხეთი) 85
უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, საფრანგეთი) 85
5. იკერ კასილასი (“რეალი”, ესპანეთი) 84
სალვატორე სირიგუ (“პარი-სენ ჟერმენი”, იტალია) 84
7. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ესპანეთი) 83
დიეგო ლოპესი (“მილანი”, ესპანეთი) 83
იგორ აკინფეევი (ცსკა, რუსეთი) 83
რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”, გერმანია) 83
სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”, სლოვენია) 83
კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”, ჩილე) 83
სტეფან რუფიე (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი) 83
14. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია) 82
ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი) 82
სიმონ მინიოლე (“ლივერპული”, ბელგია) 82
ტიმ ჰოვარდი (“ევერტონი”, აშშ) 82
სტივ მანდანდა (“მარსელი”, საფრანგეთი) 82
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, გერმანია) 82
ბერნდ ლენო (“ბაიერი”, გერმანია) 82

ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

ფიფას 78 წლის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის პოსტზე.

“სან პაულუში გამართულ კონგრესზე ძლიერი მხარდაჭერა ვიგრძენი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, თუ როგორ მთხოვენ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას.
ჩემი გადაწყვეტილების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტს ვაცნობებ და კანდიდატურას წარვადგენ. ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა”, – ბლატერის სიტყვებს Fox Sports-ი აქვეყნებს.

ცნობილია ისიც, რომ უეფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა გადაიფიქრა.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. ბლატერმა დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის მაისში, შვეიცარიაში ჩატარდება.