პოლ სქოულზმა იენს ლემანს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში კანავაროსა და ფიგუს გუნდებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (8:5), პოლ სქოულზმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

სქოულზმა მესის სუსტ მხარეზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზე ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

“ბარსელონას თამაშებს ტელევიზიით ვადევნებ თვალს. შემიძლია ვთქვა, რომ წინა ფორმაციის გუნდისგან არაფერი აღარაა დარჩენილი. მართალია, კატალონიელები კვლავ მოკლე პასებით თამაშობენ, თუმცა თამაშის ტემპი და დრაივი გაქრა.

რაც შეეხება მესის, თავისი მიღწევებით ის სხვებთან შედარებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა მგონია, რომ “ბარსას” სხვა მოთამაშეების მსგავსად მასსაც მოსწყიონდა. ბურთის დაკარგვის დროს ის ადრეც არ ბრუნდებოდა უკან, მაგრამ ახლა ის მოედანზე მინიმალურად მოძღაობს” – აღნიშნა სქოულზმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ათი ვარსკვლავი სერ ალექს ფერგიუსონის ერაში

“მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია. სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ კლუბში ძალიან დიდი დრო გაატარა და ცხადია, მის გუნდში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია.

Daily Mail-მა ფერგიუსონის ერაში ათი საუკეთესო ვარსვკლავი დაასახელა.

10. ბრაიან რობსონი

1412850340695_Image_galleryImage_Bryan_Robson_20_May_1990_

9. გარი ნევილი

1412850455152_Image_galleryImage_Gary_Neville_celebrates_a

8. პეტერ შმეიხელი

1412850717185_wps_3_Manchester_United_goalkee

7. უეინ რუნი

1412848782341_wps_70_WAYNE_ROONEY_Manchester_U

6. დევიდ ბექჰემი

1412851024643_Image_galleryImage_David_Beckham_celebrates_

5. როი კინი

1412845227982_wps_34_Roy_Keane_of_Manchester_U

4. პოლ სქოულზი

1412846952122_wps_52_FILE_This_is_a_Saturday_J

3. კრიშტიანო რონალდუ

1412847076825_wps_56_MOSCOW_MAY_21_Cristiano_R

2. ერიკ კანტონა

Cantona_2387428b

1. რაიან გიგზი

1412848255651_Image_galleryImage_Manchester_United_s_Ryan_

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

სქოულზი იაიას აკრიტიკებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი, იაია ტურეს ამ სეზონში ნაჩვენები საფეხბურთო დონის გამო აკრიტიკებს.

სეზონის დასაწყისში კოტ დიუვარელმა ფეზხბურთელმა, არც თუ ისე კარგი თამაში აჩვენა, როგორც პრემიერ ლიგაზე ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. სქოულზის თქმით იაიას ფეხბურთი უკვე აღარ აინტერესებს.

“ის ფეხბურთისადმი ნაკლებ ინტერესს  იჩენს. ეს ძალიან მაკვირვებს, რადგან ის ძლიერია და კონკურენტებთან ბრძოლაში მუდმივად იმარჯვებს.”

“ბოლო დროს იგი ნახევარდაცვაში დაცვით სამუშაოებს არ ასრულებს,  რის გამოც გუნდს დიდი პრობლემები ექმნება. იგი ასეთ სამუშაოს თავს ცენტრში მის პარტნიორ, ფერნანდინიოსთან უნდა ართმევდეს.”

” “ბაიერნის” წინააღმდეგ მატჩის პირველ ნახევარში ქალაქელებმა ძალიან ბევრი მომენტი გაანიავეს. მათ არ შეუძლიათ ევროპულ გუნდებთან თამაში და ამიტომაც წარმატებით (ჩემპიონთა ლიგაზე) ვერ ასპარეზობენ.”-განაცხადა სქოულზმა

პოლ სქოულზი: “დარჩენას არ ვაპირებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სკოულზმა განაცხადა, რომ იგი არავითარ ახალ როლს არ ელოდება.

გასული თვის ბოლოს პოლი გუნდში მოიწვიეს, რათა რაიან გიგზს დახმარებოდა დარჩენილ 4 მატჩში. “მანჩესტერ იუნაიტედში” ლუი ვან გაალის დანიშვნის შემდეგ კი პოლი ცოტათი მიივიწყეს.

დღეს კი სკოულზმა განაცხადა, რომ მხოლოდ თავისი მეგობრის, რაიან გიგზის დახმარებისთვის მოვიდა კლუბში და მომდევნო წლებში არ აპირებს ურთიერთობის გაგრძელებას.

“ედ ვუდვორდთან არ მისაუბრია. აქ მოვედი მხოლოდ იმიტომ, რომ რაიან გიგზს დავხმარებოდი.”

“თუმცა არავითარ სატელეფონო ზარს არ ველოდები და თქვენც ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მომდევნო წელს აქ ვიქნები” – განაცხადა სკოულზმა თავის პირად ბლოგში.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

რატომ ეშინოდათ პოლ სქოულზის?

ხშირად გვინხავს, “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ.უკვე ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელის, კერძოდ პოლ სქოულზის ოფიციალურ მატჩის მსვლელობისას უხეში თამაში. თუმცა სტატიის სათაური არამარტო თამაშის დროს, არამედ ვარჯიშზე უხეშობაზეც მდგომარეობს, რასაც გარი ნევილი MUTV-სთან ადასტურებს: “პოლ სქოულზს დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეც ჰქონდა (იცინის). გულშემატკივრები, რომლებიც ჩვენს ვარჯიშზე საყურებლად დადიოდა, მათ რომ არ სცოდნოდათ ვინ იყო სქოულზი, მაშინ იტყოდნენ “ეს გუნდის მტერი ბიჭი, ვინაა”? 

“პოლის თითქმის ყველას ეშინოდა, რადგან თუ ვინმე დააპირებდი მის მოტყუებას, თუ მაშინვე არა უახლოეს წუთებში ფეხებში ისე მაგრად მოგხვდებოდა ინგლისელის ფეხი, რომ ხშირად ექიმებსაც კი უჭირდათ იმის დადგენა, თუ რამდენ ხანში შეძლებდა ფეხბურთელი მოედანზე გასვლას”.

“მახსოვს, როდესაც სერ ალექსმა პოლს მიუგო, რომ უხეშობას თავი გაენებებინა (ვარჯიშზე მაინც) თუმცა, სქოულზმა შოტლანდიელს შემდეგნაირად მიუგო: “რა ვქნა.. როცა თამაში ისე არ მიდის, როგორც მე მსურს, წყობილებიდან გამოვდივარ”.

“მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხშირად პოლ სქოულზს ცალკე ინდივიდუალურად ავარჯიშებდნენ, რადგან კლუბს ფეხბურთელების ტრავმიანობა თავიდან აეცილებინა”. – დაასრულა გარიმ.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ოფირიცალური ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

უილშირმა სქოულზს დაურეკა

“არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი გამოტყდა, რომ პოლ სკოულზს დაურეკა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა იგი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ მარტის თვის ბოლოს პოლ სკოულზე განაცხადა, რომ უილშირი ვერ პროგრესირებს და მას არაფერი შემატებია თავისი თამაშისთვის. ამის გმაო ჯეკ უილშირმა თავის კერპს მინუსების მითითება მოსთხოვა.

“მახსოვს იმ გადაცემის ყურებისას როგორ გადავიდა იგი “არსენალზე” და ვფიქრობდი: “ნუთუ ჩემი ჯერიც მოვა?” ეს რომ ვინმე უცნობ ფეხბურთელს ეთქვა, ვიტყოდი “რას ამბობ?”, მაგრამ ეს თქვა პოლ სკოულზმა. ჩემთვის ის საუკეთესო ნახევარმცველია ინგლისური ფეხბურთელის ისტორიაში.”

“მას შემდეგ რაც მან თქმა, რომ მე ვერ მოვუმატე, იგი ესაუბრა მამას და რამდენიმე მწვრთნელს. მე მას პატივს ვცემ და ვფიქრობ მას შეუძლია იყოს ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იდეალური მწვრთნელი. მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ამიტომაც მსურდა მასთან გასაუბრება თუ რა მაკლდა.”

“შენ ცხოვრობ ფეხბურთის სამყაროში, სადაც ყოველთვის გაკრიტიკებენ. ცოტათი მეწყინა, რომ კრიტიკა მისგან წამოვიდა. მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ყველა პროგრესირებს და ეს სწარაფად ხდება. მე მხოლოდ იმის ცოდნა მინდოდა თუ რას ფიქრობდა იგი.”

“გარი ნევილს ვკითხე თუ სად შეიძლებოდა მისი ტელეფონის ნომრის შოვნა. გარიმ კი მომწერა: “რბილად მოეპყარი”

“ჩვენ (სკოულზსა და მე) კარგი საუბარი გვქონდა. ნათლად მითხრა თუ რას ფიქრობდა.”

“მან მიმითითა იმაზე თუ რა მაკლდა და რაზე უნდა მემუშავა და იცით, ის მართალი იყო. როცა პირველად გამოვჩნდი “სცენაზე” იქ იყო მთელი ბლა ბლა ბლა (ქება) და მერე ტრავმა მივიღე.”

“ვერ ვიტყვი, რომ ტრავმებზე საწუწუნო მაქვს რაიმე. დგება დრო, როცა პატარა აღარ ხარ და ვფიქრობ სკოულზს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში”

“მან მითხრა, რომ მე ახალგაზრდა ვარ, რომ მე პოტენციალი მაქვს, რომ მე უნდა დავიწყო მისი პრაქტიკაში რეალიზება. ვფიქრობ ამ სეზონში მოვუმატე, რადგან უფრო მეტი ბურთი გავიტანე, ვიდრე წინაში” – აცხადებს ჯეკი.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/