მადრიდის “რეალის” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

სპორტულმა ვებ-გვერდმა, Goal-მა მადრიდის “რეალის” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

იკერ კასილასი
1999 –

iker-casillas-real-madrid-hd-wallpaper

ჩენდო
1982-1998

1305793079160

სერხიო რამოსი
2005 –

_Real_Madrid_Sergio_Ramos_is_amazing_player_048644_

ფერნანდო იერო
1989-2003

Real Madrid v Barcelona Fernando Hierro of Real Madrid

რობერტო კარლოსი
1996-2007

o_real_madrid_la_historia-98855

პირი
1964-1980

pirri-real-madrid_xqz0siv4qd8c1smlx0fh3wqqp

ზინედინ ზიდანი
2001-2006

© LUIS SEVILLANO   FUTBOL, COPA DE EUROPA: REAL MADRID - ARSENAL.

ალფრედო დი სტეფანო
1953-1964

Di-Stefano-Trophies

ფრანსისკო ხენტო
1953-1971

francisco-gento-1280

კრიშტიანო რონალდუ
2008-

cristiano-ronaldo-real-madrid-the-penalty

რაულ გონსალესი
1992-2010

o_real_madrid_raul_gonzalez-137283

ლიონელ მესის კიდევ ერთი მიღწევა – არგენტინელი რაულს გაუთანაბრდა

5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. შეხვედრაში ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

ამსტერდამელთა წინააღმდეგ დუბლის გაფორმების შემდეგ, არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სულ 71 გოლი მოუგროვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო ბომბარდირს, მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელ რაულს დაეწია, რომლის ანგარიშზეც ასევე 71 გოლია.

TOP 5: ფეხბურთელები, რომელთაც წითელი ბარათი არასოდეს მიუღიათ

თანამედროვე ფეხბურთი წითელი ბარათების გარეშე წარმოუდგენელია. იშვიათად თუ ნახავთ ისეთ მოთამაშეს, რომელიც მოედნიდან არ გაუძევებიათ, თუმცა ასეთები ნამდვილად არსებობენ.

დემიენ დაფი

Damien+Duff+Republic+Ireland+v+Estonia+EURO+ZPolwlY5gt5l

რაული

raul-real-madrid

რაიან გიგზი

ryan-giggs

ფილიპ ლამი

philipplahm_1rvxway8s1a1g17v949r05q3ew

გარი ლინეკერი

943614-e1394661604112

ოფიციალურად: რაული “ნიუ-იორკ კოსმოსის” ფეხბურთელია

ლეგენდარულ ესპანელი ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.

“ნიუ-იორკ” კოსმოსის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ მხარეები გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებენ, რომლის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

“ბუნებრივია, რომ რაულის დონის ფორვარდის დამატება ძალიან გვახარებს. მისი შესაძლებლობები მთელმა მსოფლიომ იცის. რაული ჩვენს შეტევას ახალ სახეს მისცემს” – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სავარეზემ.

ცნობილია, რომ 37 წლის ესპანელი მხოლოდ ფეხბურთელის როლით არ შემოიფარგლება და “ნიუ-იორკ კოსმოსის” ახალგაზრდული აკადემიის ტექნიკური დირექტორიც იქნება.

რაულს “ნიუ-იორკ კოსმოსში” ორმაგი ფუნქცია ექნება

მადრდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი რაული მალე “ნიუ-იორკ კოსმოსის” მოთამაშე გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

“გარიგება შედგა. რაული “ნიუ-იორკ კოსმოსთან” რამდენიმეწლიან კონტრაქტს გააფორმებს. კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად 1-2 დღეში დაადასტურებს”, – აღნიშნავს წყარო.

რაული ახალ კლუბს 2015 წლის გაზაფხულზე შეუერთდება. კონტრაქტის პრობების თანახმად, ესპანელი ფეხბურთელი “ნიუ-იორკ კოსმოსის” აკადემიაში კონსულტანტადაც იმუშავებს.

 

რაულის ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება

ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკ კოსმოსი“ მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელთან რაულთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

სავარაუდოდ, ესპანელი ვეტერანის ტრანსფერს კლუბი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დაადასტურებს.

როგორ ცნობილია, მხარეები ხელს ნახევარწლიან შეთანხმებას მოაწერენ.

რაულმა აშშ-ში თამაშზე თანხმობა განაცხადა

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა ამერიკულ “ნიუ-იორკ კოსმოსში” თამაშზე თანხმობა განაცხადა. უახლოეს მომავალში უკვე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს 37 წლის თავდამსხმელის აღნიშნულ კლუბში გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ რაულს ყატარულ “ალ სადთან” კონტრაქტი ამოეწურა. ესპანელი ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინათ ნიუ-იორკშიც გახლდათ, სადაც NASL-ის მატჩს დაესწრო. სწორედ ამ ლიგაში ასპარეზობს “ნიუ-იორკ კოსმოსი”, რომლის წარმომადგენლებსაც შეხვდა რაული.

ესპანელი თავდამსხმელი აშშ-ში, სავარაუდოდ, ერთ წელს დაჰყოფს, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

 

რაული, მესი, რონალდუ: ათი საუკეთესო მეგოლე ლა ლიგის ისტორიაში

10. კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია) – 190 გოლი

7e3b3350-4e1b-11e4-b2e4-91de3675ccc1_Cristiano-Ronaldo-Reuters-

9. ედმუნდო სუარესი (ესპანეთი) – 195 გოლი

BBNR9PVCQAARknB

8. პაინიო (ესპანეთი) – 210 გოლი

BBKFljFCQAAHTm8

7. კინი (ესპანეთი) – 219 გოლი

53f77f90-4e1b-11e4-b2e4-91de3675ccc1_Quini-PA-Sport-

6. სეზარ როდრიგესი (ესპანეთი) – 223 გოლი

BusRUdFCcAEQ7vd

5. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა/ესპანეთი) – 227 გოლი

2ee6d200-4e1b-11e4-b2e4-91de3675ccc1_Alfredo-di-St-fano-AFP-

4. რაული (ესპანეთი) – 228 გოლი

09ca8bb0-4e1b-11e4-b3da-d1ac15e80f33_Raul-Reuters-

3. უგო სანჩესი (მექსიკა) – 234 გოლი

d65cce00-4e1a-11e4-b2e4-91de3675ccc1_Hugo-Sanchez-Imago-

2. ლიონელ მესი (არგენტინა) – 249 გოლი

67db9ec0-4e1a-11e4-b2e4-91de3675ccc1_Lionel-Messi

1. ტელმო სარა (ესპანეთი) – 251 გოლი

43518650-4e1a-11e4-815e-b132b039479a_Telmo-Zarra-Spain

რაული კოსმოსს უახლოვდება

ლეგენდარული ესპანელი ფორვარდი რაული “ნიუ-იურკ კოსმოსში” გადასვლას უახლოვდება.

37 წლის ფეხბბურთელი რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და ნიუ-იორკს ეწვია, სადაც NASL ლიგის მატჩს დაესწრო. “ნიუ-იორკ კოსმოსი” სწორედ აღნიშნულ ჩემპიონატში ასპარეზობს.

მატჩის შემდეგ რაული “კოსმოსის” ხელმძღვანელებს გაესაუბრა. უახლოეს მომავალში გუნდი MLS-ში აპირებს გადასვლას.

 

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ათეულს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს.

10. ტიერი ანრი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”) – 112 მატჩი

Henry

9. კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”) – 115 მატჩი

1342991118735

8. პაოლო მალდინი (“მილანი”) – 116 მატჩი

249394_heroa

7. რობერტო კარლოსი (“რეალი”, “ფენერბაღჩე”) – 120 მატჩი

article-0-1A3A8E19000005DC-717_634x439

6. პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 124 მატჩი

Paul_Scholes_2219411b

5. კლარენს ზეედორფი (“აიაქსი”, “რეალი”, “ინტერი”, “მილანი”) – 125 მატჩი

ac-milan-s-clarence

4. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 141 მატჩი

Ryan-Giggs

3-2. იკერ კასილასი (“რეალი”) – 142 მატჩი

Iker+Casillas+Real+Madrid+CF+v+Club+Atletico+LAXTxUTpJATl

3-2. რაული (“რეალი”, “შალკე”) – 142 მატჩი

raul20real20madrid1

1. ჩავი (“ბარსელონა”) – 143 მატჩი

Xavi+Hernandez+FC+Barcelona+v+Club+Leon+uHSB0WgoY-_l

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

მესი, მარადონა, სუარესი და კიდევ 7 ფეხბურთელი, რომლებმაც გოლის ხელით გატანა მოახერხეს

3 აგვისტოს, რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის “დინამოსა” და “როსტოვს” შორის გამართულ შეხვედრაში ალექსანდრ კოკორინმა მეტოქის კარში გოლი ხელით გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ისტორიაში პირველად არ ხდება, როცა მოთამაშეს მეტოქის კარში ბურთის შეგდება ხელით უწევს.

22.06.1986, მსოფლიოს ჩემპიონატი
არგენტინა 2:1 ინგლისი – დიეგო მარადონა

06.03.2001, ჩემპიონთა ლიგა
“რეალი” 3:2 “ლიდსი” – რაული

08.05.2001, ჩემპიონთა ლიგა
“ვალენსია” 3:0 “ლიდსი” – ხუან სანჩესი



14.10.2006, ესპანეთის ჩემპიონატი
“ატლერიკო” 2:1 “რეკრეატივო” – სერხიო აგუერო

09.06.2007, ესპანეთის ჩემპიონატი
“ბარსელონა” 2:2 “ესპანიოლი” – ლიონელ მესი

21.07.2007, რუსეთის ჩემპიონატი
“სპარტაკი” 3:1 “ზენიტი” – ნიკიტა ბაჟენოვი

28.01.2012, გერმანიის ჩემპიონატი
“ბაიერნი” 2:0 “ვოლფსბურგი” – არიენ რობენი

06.01.2013, ინგლისის თასი
“მანსფილდ თაუნი” 1:2 “ლივერპული” – ლუის სუარესი

06.04.2013, შოტლანდიის ჩემპიონატი
“სელტიკი” 3:0 “ჰაიბერნიანი” – მიკაელ ლიუსტიგი

03.08.2014, რუსეთის ჩემპიონატი
“დინამო” 7:3 “როსტოვი” – ალექსანდრ კოკორინი

ბონუსი

29.08.2008, უეფას სუპერთასი
“მანჩესტერ იუნაიტედი” 1:2 “ზენიტი” – პოლ სქოულზის ხელით თამაში და წითელი ბარათი

26.09.2012, იტალიის ჩემპიონატი
“ნაპოლი” 3:0 “ლაციო” – მიროსლავ კლოზე