ანჩელოტიმ კოენტრაუ სხვა კლუბში არ გაუშვა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის ხელმძღვანელობას ფაბიუ კოენტრაუს დატოვება სთხოვა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მას ორი მარცხენა მცველი სჭირდება, ამიტომაც პორტუგალიელის დატოვება მინიმუმ სეზონის ბოლომდე სურს.

აღნიშნულ პოზიციაზე ძირითად ფეხბურთელად „ბლანკოსში“ მარსელო ითვლება. ამის მიუხედავად, ანჩელოტი მას სწორედ კოენტრუს შემცვლელად იყენებს.

სათქმელია ისიც, რომ აღნიშნულ პოზიციაზე თამაში ნაჩოსა და ალვარო არბელოასაც შეუძლიათ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხესე უახლოეს ოთხ წელიწადში „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ოცნებობს

მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა ხესე როდრიგესმა აღიარა, რომ უახლოეს ოთხ წელწიადში „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ოცნებობს.

„უახლოეს ოთხ წელწიადში მე „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ვოცნებობ. თუ უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, მიმდინარე სეზონში 10 გოლის გატანა მსურს. ჩემთვის მიცემული ყველაზე შანსის გამოყენება უნდა ვცადო. საკუთარი თავის იმედზე ყოფნას შევეჩვიე, თუმცა, ამავე დროს, თანაგუნდელებს პატივს ყოველთვის ვცემდი“, – განაცხადა „ბლანკოსის“ ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარსელო: “მოდუნების უფლება არ გვაქვს”

მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელომ “ბეტისთან” გამართული მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ესპანეთში წარმატების მიღწევაა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საბრძოლო განწყობა, მოდუნების უფლბა კი არ გვაქვს. უფრო და უფრო წინ უნდა წავიდეთ და თამაში გავაუმჯებესოთ” – განაცხადა მარსელომ.

მადრიდის “რეალს” 20 ტურის შემდეგ პრიმერაში 50 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. ლიდერებს კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

გიუნდოგანი “დორტმუნდს” კვლავ გამოაკლდა

“როგორც მოგეხსენევათ, გერმანელს სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მან სეზონის ნახევარი გამოტოვა. ფეხუბრთელმა ეს ტრავმა დასძლია,  მაგრამ ახალა ბრონქიტის ანთება შეეყარა” – აცხადებს “ბორუსიას” ექიმი მარკუს ბრაუნი.

“დორტმუნდის” გენერალურმა დირექტორმა,იოჰან ვატცკემ ისაუბრა გიუნდოგანზე და მასზე აგორებულ ჭორებზე.

“ჩვენ არ ვგეგმავთ ილქაის გაყიდვას,”მადრიდელებისგან” არანაირი შემოთავაზება არ მოსულა და არც გიუნდოგანს და მამამისს სურს კლუბის დატოვება.”

ბოლოს ვტცკემ გააკრიტიკა ესპანელი ჟურნალისტები და მოუწოდა მათ, რომ ასეთ ჭორების აგორებისგან თავი შეიკავონ.

როგორ განიცადა მარსელომ პეპესთან შეჯახება

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეეჭდილია, თუ როგორ განიცადა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მარსელომ პეპესთან შეჯახება.

ნეიმარმა რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მადრიდის „რეალის“ ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს „ოქრო ბურთის“ მოგება მიულოცა.

„ყველა ფეხბურთელმა იცის, რამდენად რთულია ტიტულების მოგება, განსაკუთრებით, თუ მსგავს პრესტიჟულ ჯილდოზე ვისაურებთ. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ ეს პრიზი წელსაც მესის მოეგო, თუმცა ეს შედეგი სამართლიანია. სხვათაშორის, ჩემს საყვარელ მოთამაშეებს შორის კრიშტიანუც არის. მას ამ წარმატებას ვულოცავ“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ რონალდოს შედეგი გაიმეორა

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომლის პირველსა და ბოლო ტრიუმფს შორის ხუთი წელი გავიდა.

აქამდე „ოქროს ბურთი“ თავისი პირველი წარმატების შემდეგ მხოლოდ ბრაზილიელმა რონალდომ მოიგო. პირველად წლის საუკეთესო ფეხბურთელად სამხრეთ ამერიკელი 1997 წელს დასახელდა, ხოლო მეორედ – 2002 წელს.

გარდა ამისა, ოთხწლიან ინტერვალში „ოქროს ბურთს“ ფრანც ბეკენბაუერი (1972, 1976) და მარკო ვან ბასტენიც (1988, 1992) დაეუფლნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კოენტრაუს იჯარით აყვანაზე ფიქრობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალთან“ სეზონის ბოლომდე ფაბიო კენტრაუს იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს.

როგორც ცნობილია, „წითელ ეშმაკებს“ პორტუგალიელი მოთამაშის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ფეხბურთელის წარმომადგენლის თქმით, მისი კლიენტი მანჩესტერულ კლუბში გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

ცნობისთვის, „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს კოენტრაუს დამატება ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულს სურდა, თუმცა მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: „იტალია ბალოტელის იმედზე ვერ იქნება“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსები შეაფასა.

„ამ მომენტისთვის იტალიაზე ძლიერი ნაკრები ესპანეთს, გერმანიას, ბრაზილიასა და არგენტინას ჰყავს. ჩეზარე პრანდელი სწორ გზაზეა, იგი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს.

თუმცა, ამჟამად ნაკრების ლიდერები გამოცდილი მოთამაშეები – პირლო, დე როსი და ტიაგო მოტა არიან.

ბალოტელის იმედზე ყოფნა შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ დროს მას შეუძლია, გუნდი უმცირესობაში დატოვოს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ ბოსკე: „კასილიასის გამოძახება ჩემთვის პრობლემა არ არის“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის „რეალის“ მეკარის იკერ კასილიასის გამოძახებაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„კასილიასი აქტიურია, იგი ვარჯიშობს. იკერი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გამოდის და ვერ ვხედავ პრობლემებს, რომელთა გამოც იგი ნაკრებში არ უნდა იყოს. ფიზიკურად იკერი ბოლომდეა მზად“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ იგი მიმდინარე სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს.

„ეშტადიუ და ლუჟზე“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესანიშნავი იქნებოდა. „რეალში“ ყველას ტიტულის მეათე მოგების სურვილი აქვს. ფეხბურთელები საოცრად მოტივირებულნი არიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძია, რათა 2014 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟური საკლუბო ტურნირი სწორედ ჩვენ მოვიგოთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩაბი ალონსო: „მოჩვენებითი ლიდერების არ მჯერა“ (ინტერვიუ)

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ბასკ ფეხბურთელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მართალია, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აცხადებენ, რომ მასთან ხელშეკრულება გახანგრძლივდება, თუმცა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას მხარეები არ ჩქარობენ. ჟურნალ „კლუბ დელ დეპორტისტას“ ჟურნალისტებმა საშობაო არდადეგებით დრო იხელთეს და ალონსოსთან ინტერვიუ ჩაწერეს, რომლის გარკვეულ მონაკვეთსაც Fanebi.Com-ი აქვე გთავაზობთ..

– განვლილი კარიერიდან რაიმე ცუდი მოგონება თუ გაქვთ?
– გულწრფელად გითხრათ, ცუდი მოგონებები არ მაქვს, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ ფეხბურთში არის დიდებისა და ღრმა მწუხარების დროები. მახსოვს, როდესაც „რეალ სოსიედადში“ ვთამაშობდი, ლა ლიგას მოგების შანსი მქონდა, თუმცა ტურნირის დასასრულს „სელტასთან“ დავმარცხდით და შანსი ხელიდან გავუშვით. მაშინ ძალიან მძიმე წუთები გვქონდა. ბოლო წლებიდან ამგვარ მომენტად „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპებიდან გამოვარდნას დავასახელებდი. ეს ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. სწორედ ამიტომაც გვაქვს წელს მიზნად დასახული, რომ ფინალში გავიდეთ და ცუდი მოგონებები უკან მოვიტოვოთ.

– ფეხბურთელების გარდა, თუ გყავთ სპორტსმენები, რომლებიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ?
– მიგელ ინდურაინის (ველორბოლა), მაიკლ ჯორდანის (კალათბურთი), რაფაელ ნადალის (ჩოგბურთი) და როჯერ ფედერერის (ჩოგბურთი) დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ სპორტსმენებს განსაკუთრებული ქარიზმა აქვთ და ამას არა მათ მიერ ნაჩვენები შედეგების გამო ვამბობ, არამედ მათი ქცევიდან გამომდინარე.

– თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ლიდერები არიან. როგორ ფიქრობ – ლიდერებად იბადებიან თუ ცხოვრების განმავლობაში ხდება ადამიანი ლიდერი?
– ჩემი აზრით, ლიდერებად იბადებიან. კი ბატონო, გამოცდილება და პრესტიჟი ნამდვილად დასაფასებელია, ეს ლიდერობას ხელს უწყობს, მაგრამ ბუნებრივად ლიდერობა უფრო ადვილია. ლიდერად დაბადებული ხალხის მჯერა და არა – მოჩვენებითი ლიდერების.

– ვისთან გაქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა „რეალში“ და ესპანეთის ნაკრებში?
– ალვარო არბელოას დიდი მეგობარი ვარ. მასთან ერთად კარიერის დიდი ნაწილი განვვლე: ერთად ვიყავით „ლივერპულში“ და ერთად ვართ „რეალშიც“, ასევე ორივენი ვთამაშობთ ესპანეთის ნაკრებში.

ბექა დოგრაშვილი