შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩს ჩეხები განსჯიან

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს.

მატჩს მიროსლავ ზელინკას ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

33 წლის ზელინკა ქართველებისთვის ფეხბედნიერი არბიტრია. სწორედ ის სჯიდა 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ მატჩს, რომელიც “ჯვაროსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

შოთა არველაძე: “რთულია, გუნდი ერთი თქმით შეცვალო, როცა ოთხი წელი ასე თამაშობ”

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს, სადაც შოტლანდის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით BBC-ის შოტლანდიის ბიუროს ჟურნალისტი შოთა არველაძეს გაესაუბრა.

“სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო თაობა. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ინდივიდუალურადაც გამოირჩეოდნენ: მე, ქეცბაია, ქინქლაძე. შემდეგ წლებშიც კარგი თაობა წამოვიდა. მაგალითად, ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი.
ახლა ძალიან ცოტა კარგი ფეხბურთელი გვყავს. ნაკრებში ნამდვილად არის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, თუმცა არა ბევრი, როგორც ეს ადრე იყო.
ყველას სურს, რომ ამ ბიჭებმაც ისევე ითამაშონ, როგორც ჩვენ ვთამაშობდით. ახლა გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს უჩვენებს, რადგან ნაკლები შემოქმედი ფეხბურთელი გვყავს. სწორედ ამიტომაა, რომ მწვრთნელი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

არველაძემ თემურ ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა.

“ქეცბაია ძალზედ პოპულარული იყო. მისი დანიშვნის შემდეგ გუნდმა ერთი წელი წაუგებლად ჩაატარა. ეს მწვრთნელისთვის დიდი წარმატება იყო.
პირველ ეტაპზე ყველასთვის მისაღები იყო, რომ არ ვაგებდით, რადგან მანამდე უმეტესწილად მატჩებს სწორედ მარცხით ვასრულებდით. თუმცა, შემდეგ, როდესაც გუნდს გამარჯვებები სჭირდებოდა, მაინც დაცვით ტაქტიკას არჩევდნენ. დაცვითი ფეხბურთის გამო ხალხმა მწვრთნელის კრიტიკა დაიწყო.
შესაძლებელია, რომ განსხვავებული სიტუაცია იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით: როცა ოთხი წლის განმავლობაში ასე ვარჯიშობ და ასე თამაშობ, რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ გავიდნენ მოედანზე და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.
არა მგონია, საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ძალიან გაიხსნას”, – აღნიშნა 41 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

შოთა არველაძე საქართველოსა და ირლანდის ნაკრებებს შორს თბილისში გამართულ მატჩსაც შეეხო:

“ირლანდია ჩვენზე უკეთ არ გამოიყურებოდა, რამაც გამაკვირვა. წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა იმ დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია. გლაზგოში მნიშვნელოვანი მატჩი გველს და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ”.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

შოტლანდიელი ფეხბურთელის უხერხული ტრავმა

შოტლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში საკმაოდ უსიამოვნო რამ მოხდა.

შოტლანდიის შემადგენლობა ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან და პოლონეთთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გამოძახებულთა 27-კაციან სიაში რამდენიმე დებიუტანტია. ასევე, გუნდს კაპიტანი, სკოტ ბრაუნიც დაუბრუნდა.

მეკარეები: კრეიგ გორდონი (სელტიკი), დევიდ მარშალი (კარდიფ სიტი), ალან მაკგრეგორი (ჰალ სიტი).

მცველები: კრისტოფ ბერა (იფსვიჩი), კრეიგ ფორსითი (დერბი), გორდონ გრირი (ბრაიტონი), გრანტ ჰანლი (ბლექბერნი), ალან ჰატონი (ასტონ ვილა), რასელ მატინი (ნორვიჩი), მარკ რეინოლდსი (აბერდინი), ანდრიუ რობერტსონი (ჰალ სიტი), სტივენ უაითაკერი (ნორვიჩი).

ნახევარმცველები: იკეჩი ანია (უოტფორდი), ბარი ბანანი (კრისტალ პალასი), სკოტ ბრაუნი (სელტიკი), კრეიგ ბრისონი (დერბი), კრის ბურკ (ნოთინგემი), გრეჰამ დორანსი (ვესტ ბრომვიჩი), დარენ ფლეტჩერი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაიან გაულდი (სპორტინგი), შონ მალოუნი (უიგანი), ჯეიმს მაკარტური (კრისტალ პალასი), ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი).

თავდამსხმელები: სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), სტივენ მეი (შეფილდ უენსდეი), კრის მარტინი (დერბი), სტივენ ნეისმითი (ევერტონი).

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, გლაზგოში, “აიბროქსზე” გაიმართება.

რა გაუკეთა ტომას მიულერმა მეტოქეს

გერმანიისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ტომას მიულერმა მეტოქე გუნდის მოთამაშე შონ მალონი ასეთი ხერხით შეაჩერა.

1

2

3

შოტლანდიაში მეკარემ მეტოქის კარში საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა

9 აგვისტოს შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონში “ჰიბერნიანსა” და “ლივინგსტონს” შორის გამართულ შეხვედრაში მეკარემ მეტოქის კარში გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.

“ჰაიბერნიანის” ფეხბურთელმა ბურთი შემთხვევით თოლიას გაარტყა

გასულ დღეებში, “ჰაიბერნიანსა” და “დანფერმლინს” შორის გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თოლიას ბურთი შემთხვევით გაარტყა.

შოტლანდიელი ფეხბურთელის მშვენიერი ფინტი

19 აპრილს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “ჯონსტოუნსა” და “დანდის” შორის გამართულ შეხვედრაში გარი მაკკაი-სტივენსმა მეტოქე მშვენიერი ფინტით ჩამოიტოვა.

შოტლანდიელმა ფეხბურთელმა გოლის გატანის შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელი წააქცია

19 აპრილს, შოტლანდიის ჩემპიონატში “მიდლოტიანსა” და “როს ქანთრის” შორის გამართულ მატჩში უცნაური რამ მოხდა.

65-ე წუთზე, “მიდლოტიანის” ფეხბურთელმა ჯემი ჰამილმა პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც მეტოქე გუნდის მწვრთნელი წააქცია. ამის გამო, მან წითელი ბარათიც დაიმსახურა.

რა იქცა შოტლანდიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმის შთაგონების წყაროდ?

გუშინ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქე შოტლანდიის ნაკრებმა ახალი საგარეო ფორმა წარადგინა, რომლის დიზაინმაც აზრთა სხვადასხვობა გამოიწვია. მაისურის დიზაინის შთაგონების წყაროდ შოტლანდიაში XVIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული როზბერთა საგრაფოს სამოსის შეფერილობა იქცა. ამავე ფერის ფორმებს ატარებდნენ როზბერის ჟოკეები. 1894-1895 წლებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და როზბერის მეხუთე გრაფი არჩიბალდ ფილიპ პრიმროუზი შოტლანდიურ სპორტში მეტად ღვაწლმოსილ პიროვნებად ითვლებოდა. მის განსაკუთრებულ ინტერესს დოღი, ფეხბურთი და რაგბი იწვევდა.

გრაფი არჩიბალდ პრიმროუზი შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტადაც აირჩიეს. რაც შეეხება შოტლანდიელთა ახალ საგარეო ფორმას, მაისურის წინა მხარე გაწყობილია ერთი ვარდისფერი და რამდენიმე ქარვისფერი ზოლით. მსგავსი ფორმით შოტლანდიის ნაკრები 1940-იან წლებშიც თამაშობდა.

სოციალურ ქსელში შოტლანდიელი ქომაგები ახალ საგარეო ფორმაზე ამგვარ კომენტარებს აკეთებდნენ:

„ისე ჩანს, თითქოს შოტლანდიის ნაკრების სპონსორი McDonalds-ი გამხდარიყოს!“

„შოტლანდიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმა ძალიან მომწონს. ის სრულიად განსხვავებულია – უცნაურია, როცა შოტლნადიის ნაკრებს ლურჯ ფორმაში ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც კარგი ფორმა ჩანს“.

ამ ფორმის შესახებ არანაკლებ საინტერესო კომენტარები გააკეთეს Fanebi.com-ის Facebook-ის გვერდზე:

„ამათ „ტაბურეტკის“ არ ეშინიათ?!“

„ღამის პიჟამოები მეგონა“.

მაისური გაყიდვაში პირველი მარტიდან გაეშვება.

ბექა დოგრაშვილი

ენდი უოკერი: „საქართველოს ნაკრებს შეუძლია, ჯგუფის საუკეთესო გუნდებს ქულები დააკარგვინოს“

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის, საქართელოსა და გიბრალტარის ნაკრებები ითამაშებენ.

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგები შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ენდი უოკერმა შეაფასა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს შეუძლია, რომ D ჯგუფის საუკეთესო გუნდებს ქულები დააკარგვინოს. მახსოვს, როდესაც „შეფილდ იუნაიტედში“ ვთამაშობდი, „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას გიორგი ქინქლაძე იცავდა. მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ბრიტანულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მართალია, მას ქინქლაძის დონის ფეხბურთელები არ ჰყავს, თუმცა ეს ის ერია, რომელსაც მუდამ ეზრდება შესანიშნავი ტექნიკით დაჯილდოებული მოთამაშეები“, – უოკერის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ნევინი: „საქართველოს ნაკრების გოლის გამტანი არ ჰყავს“

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პეტ ნევინმა „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დამდეგი მეტოქეების შესახებ ისაუბრა, საქართველოზე კი ასეთი რამ თქვა:

„საქართველოს ნაკრების შედეგებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს გუნდი ძალიან ცოტას იტანს, თუმცა თამაშის ჩაკეტვა ეხერხება.

მათ ნორმალური შედეგები აქვთ, ხანდახან უმაღლესი დონის გუნდებიც დიდი გაჭირვებით ამარცხებენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებთან ძალიან რთული მატჩები გველის, განსაკუთრებით სტუმრად.

მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ეს გუნდი ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც რამდენიმე წლის წინათ. მათ არ ჰყავთ გოლის გამტანი მოთამაშე“.

ბექა დოგრაშვილი