თბილისის “დინამომ” მეორე თურქული შეკრების ბოლო შეხვედრა მოგებით დაასრულა

დღეს თბილისის “დინამომ” მეორე თურქული შეკრების ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. დედალქალაქელების მეტოქე ყირგიზული კლუბი, “აბდიშ-ათა” იყო.

“დინამომ” პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ეს სიტუაცია აღარც შეცვლილა. პირველ ტაიმში კვერნაძესა და ზარიას ჰქოდათ კარგი შანსები, თუმცა ანგარიშის გახსნა 36-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მოახერხა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარიც ისევ ქართველების უპირატესობით წარიმართა. 53-ე წუთზე ჩაკვეტაძისა და კუციას კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი და ტექნიკური დარტყმით დაგვირგვინდა. საბოლოოდ, “დინამომ” ანგარიშით, 2:0 მოიგო.

“დინამო” 2:0 “აბდიშ-ათა”

გოლი: 1:0 ჩაკვეტაძე 36’  2:0 კუცია 53’

“დინამო”: ლიტოვჩენკო (ბეგაშვილი 46), კობოური, ლოჩოშვილი, გველესიანი, ჩადუნელი, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, თავაძე, კუცია, კვერნაძე.

“აბდიშ-ათა”: აკიმაშევი, ჟიტანოვი, კარინოვი, მანობეკოვი, კუზდიაკინი, სორიგენკო, კუხარენკოვი, ჯუმაბაევი, სატიევი, ტემირბაევი, სარდარბეკოვი.

იხილეთ მიმოხილვა

 

” alt=”” />

თბილისის “დინამომ” ბაქარ ქარდავა დაიმატა

Fanebi.Com-ისთვის გახდა ცნობილი, რომ თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბაქარ ქარდავა დაიმატა. იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდს.

22 წლის საყრდენი ნახევარმცველი “სასკოსა” (2012-2013) და “გაგრაში” (2013-2015) გამოდიოდა. ბოლოს კი, ქარდავა “ცხინვალის” ღირსებას იცავდა, სადაც 51 შეხვედრაში 1 გოლის გატანაც შეძლო.

“სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია!

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

წინა მატჩი სამტრედიელებს, ანგარიშით, 2:0 ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, “ჩიხურამ” აქტიურად დაიწყო პირველი წუთებიდანვე.  აღსანიშნავია რეხვიაშვილის სტანდარტული, რომელიც კარს გადსცდა. ამის შემდეგ ლობჟანიძე უტევდა მარცხენა ფლანგიდან, ბურთი განუგრავას დაუგორა, ამ უკანასკნელმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ განუგრავა ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან ბურთი მუმლაძეს ჩუწოდა, ეს უკანასკნელი თავით ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.

41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი წინ გაიგდო, მის შეჩერებას კაშია შეეცადა, რომელსაც სამტრედიელმა შემტევმა მარტივად გაუტარა ფეხებს შორის ბურთი. კაშიამ საჯარმოში შესული ზივზივაძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც 42-ე წუთზე არაბულმა შეძლო.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. დათუნაშივილმა 59-ე წუთზე ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და სამტრედიელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.

83-ე წუთზე დეკანოიძემ, ხოლო 90-ეზე ლობჟანიძემ პენალტიდან ორი გოლი გაქვითეს. საბოლოოდ – 2-2.

“სამტრედიამ” ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშით, 4-2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ძირითადი შემადგენლიბები

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგაშავილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, განუგრავა (გაბედავა 46 წთ), ლეკვთაძე, სარდალიშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, მუმლაძე (დეკანოიძე 46 წთ).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, სანდოხაძე (იმედაშვილი 77 წთ.), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (გამყრელიძე 65 წთ.), არაბული (მარკოზაშვილი 73 წთ.), ზივზივაძე, ჯიქია, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, მჭედლშივილი, დათუნაიშვილი.

მთავარი მწვრნელი: გია ცეცაძე

გოლი: არაბული (პენალტი, 42 წთ.), დათუნაიშვილი (59 წთ.), დეკანოიძე (83 წთ.) ლობჟანიძე (პენალტი 90 წთ.)

ბრინჯაოს ფინალში ბათუმის “დინამომ” იმარჯვა!

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბრინჯაოს ფინალში შედგა. ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მე-16 წუთზე თავის გამოჩენა თემურ შონიამ მოახერხა და ბათუმის “დინამოს” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუპოვა.

შესაბამისად, ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი – დედაქალაქური “დინამო” ევროტურნირების მიღმა დარჩა.

ვიაჩესლავ გროზნი: “საკადრო პრობლემების გამო, ახალგაზრდებზე დაყრდნობა გვიწევს”

დღეს უმაღლესი ლიგის პლეი-ოფში ერმანეთს თბილისური კლუბები: “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშიტ მოიგო და ბრინჯაოს ფინალში გავიდა.

შეხვედრის შემდეგ “დინამოელთა” მთავარმა მწვრთნელმა, ვიაჩესლავ გროზნიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ესეთი მატჩები, თავისი ხასიათით, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, პირველი შეხვედრა ფრედ იყო დასრულებული და ზედმეტი სიფრთხილე გვმართებდა. პირველი ტაიმი მეორესთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. საერთოდაც, საკადრო პრობლემები გვაქვს და გვიწევს უფრო მეტად ახალგაზრდებზე დაყრდნობა. სამწუხაროდ, შეხვედრაში ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მეტოქის შეცდომები. თუმცა ახალგაზრდებისთვის ეს დიდი გამოცდილება და სკოლაა, მათ უნდა გაიარონ ეს გზა. სასიამოვნოა, რომ ვიმარჯვეთ. ახლა კი მოვემზადებით გადამწყვეტი მატჩისთვის,” – განაცხადა გროზნიმ.

თბილისის “დინამომ” “შაპეკოენსეს” თანადგომა გამოუცხადა (ფოტო)

თბილისის “დინამომ კოლუმბიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და ბრაზილიურ კლუბ “შაპეკოენსეს” თანადგომა გამოუცხადა.

“დინამო თბილისი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო და უთანაგრძნობს ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ – “შაპეკოენსეს.”

“ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

დღეს ესპანეთში სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

საკუთარი შეხვედრა ჩაატარა ტარაგონას “ხიმნასტიკმა”, რომელიც გასვლაზე “კორდობასთან, ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. ეს მატჩი ქართველებისთვი იმით იყო, საინტერესო, რომ სტუმარ გუნდში ჩვენი თანამემამულის, ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა. 21 წლის მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და, მიუხედავად უარყოფითი ანგარიშისა, ინდივიუალურად, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

კაკაბაძის გუნდი შვიდი ტურის შემდეგ 4 ქულით, ბოლო – 22-ე პოზიციაზეა!

“რაპიდმა” ავსტრიის თასზე იმარჯვა; ქვილითაიამ სასტარტოდან დაიწყო!

დღეს ავსტრიის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “ლეობენდორფი” და “რაპიდი” დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს გიორგი ქვილითაია. საგულისხმოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა დაპირისპირება ძირითადიდან დაიწყო.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში შეხვედრის ერთადერთი გოლი კრისტოფ შოესვენდტერმა გაიტანა და “რაპიდს”, ანგარიშით, 1-0 გაამარჯვებინა.

გიორგიმ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

დღეს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება

21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას პირველი ლიგის შვიდი და უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბი მიიღებს.

ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართება. ადგილობრივი „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის მესამე ტურში გამართული მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

საინტერესო მატჩი გაიმართება ზედა ეწერშიც. სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ზუგდიდის „ოდიში 1919“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს და პირველი ლიგის წითელ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, ისინი უმაღლეს ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობენ და ხუთ შეხვედრაში მოპოვებული ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

მერვედფინალის დარჩენილ შეხვედრებში „ლიახვი“ – „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, „ბორჯომი“ – თბილისის „დინამოს“, ხობის „კოლხეთი“ – „ჩიხურას“, „სულორი“ – „გურიას“, „ჩხერიმელა“ – „სამტრედიას“ და „მერანი“ – „დილას“.

ლიახვი – ლოკომოტივი

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, ი. უკლება, პ. ბელთაძე, ბ. გლუშჩუკი

დისკვალიფიკაცია: ფირუზ მარაქველიძე (ლიახვი)

ოდიში 1919 – ტორპედო

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჟვანია, თ. გუგუნაშვილი, კ. გიორგაძე

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

კოლხეთი ხ – ჩიხურა

ხობი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, მ. კუპატაძე, ვ. რუხაია, დ. ხარიტონაშვილი

სიონი – კოლხეთი ფ

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”, 16:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, ჯ. ხორავა

ბორჯომი – დინამო თბ

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მასჯები: გ. ვარდიძე, ზ. ბერულავა, დ. ახვლედიანი, მ. კიკორია

სულორი – გურია

ვანი, “გრიგოლ ნიკოლეიშვილი”, 16:00

მსაჯები: პ. მაჭარაძე, ს. სპიცინი, თ. მაღლაკელიძე, ტ. რუხაია

დისკვალიფიკაცია: ამირან როხვაძე (სულორი)

მერანი – დილა

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 16:00

მსაჯები: დ. სანოძე, დ. გაბისონია, ა. ჟივიძე, ზვ. ტუღუში

ჩხერიმელა – სამტრედია

ხარაგაული, “სოსო აბაშიძე”, 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ა. კოკაია, ა. აფციაური, ი. ხერხაძე

წყარო: Gff.Ge

“საბურთალომ” “დილა” დაამარცხა

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში თბილისში “საბურთალო” გორის “დილას” დაუპირისპირდა. თამაშმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა; ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის გახსნას. საბოლოოდ, ამის გაკეთება სტუმრებმა მოახერხეს – 27-ე წუთზე გამცემლიძემ “დილა” დააწინაურა. ამ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში “საბურთალო” გათანაბრებაზე იყო ორიენტირებული, “დილა” კი – სხვაობის გაზრდაზე. საბოლოოდ, მიზნის მიღწევა “საბურთალომ” მოახრერხა – 72-ე წუთზე გარსიამ გაათანაბრა. 76-ე წუთზე “დილას” მეკარე, გიორგი ბეგაშვილი გაუგდეს. ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული – 87-ე წუთზე გაგა მარგველაშვილმა “საბურთალო” წინ გაიყვანა! 2-1… სხვა საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ეს მატჩი ამ ანგარიშით დასრუდლა.

ამ წაგებით “დილამ” 6 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო “საბურთალოს” 7 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

“დინამომ” “შუქურას” ვერ მოუგო

დღეს უმაღლესი ლიგის სამი შეხვედრა გაიმართა.

თეთრი ჯგუფში “დინამო არენაზე” თბილისის “დინამო” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, რაც მალე გოლში აისახა – გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა. სულ რაღაც 14 წუთში სტუმრების ფეხბურთელმა, გიორგი გურულმა გაათანაბრა – 1-1. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში “დინამო” ცდილობდა, წინ გასულიყო და სამი ქულა მოეპოვებინა. საბოლოოდ, ვერცერთმა გუნდმა მოახერხა ანგარიშის შეცვლა და მატჩიც 1-1 დასრულდა.

ამ ფრით “დინამო” თეთრ ჯგუფში რვა ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო “შუქურა” კი სამი ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

რომან ფიფია: “უაზრო ფულის ყრით დავიღალე!”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

“კარგა ხანია, საზოგადოება სიახლეებს ელოდება, რომელზეც მე ვისაუბრებ. ხუციშვილმა, ზუბხაიამ და ჯიშკარიანმა თანამდებობები დატოვეს. მე მათთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა მეგობრობა მეგობრობად რჩება, ეს გადაწყვეტილება კი უნდა მიმეღო.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატი უკვე დაწყებულია, იარაბეკი მის დასრულებამდე გუნდში დარჩება. რაც შეეხება ახალ სპორტულ დირექტორს, ის ლევან გაბრიჭიძე იქნება.

ახალ სპორტულ დირექტორს ვუთხარი, რომ მიზანი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება არ არის. ჩვენ გრძელვადიანი გეგმა გვჭირდება. ჩემპიონატის დონე უნდა გაიზარდოს, მინიმუმ ოთხი გუნდი უნდა იყოს შეძლებული.

მე დღეს რომ 10 მილიონად ფეხბურთელი ვიყიდო, ხვალ მათ საქართველოს ჩემპიონატში სად უნდა ითამაშონ? ქვეყანაში მხოლოდ ოთხი საფარი გვაქვს.

ჩვენი 19-წლამდელები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. მათ წარმატებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან პირველ გუნდის შევსებას ახალგაზრდებით ვაპირებთ.

ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ ველევი და სკრიბე დარჩებიან. ასევე, რჩება რენე, რომლის ტრანსფერიც არ შედგა. ამ საკითხზე სამწვრთნელო შტაბთან ვისაუბრეთ. დანარჩენების დატოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეკარეს დეკემბერში შევცვლით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსულ ლეგიონერებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ. ჩვენ თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დავისახეთ.

ქვილითაია? ის ტრავმირებული იყო. მას რომ ჩვენთან თამაშის სურვილი ჰქონოდა, ითამაშებდა. რაც შეეხება რენეს, ახალ წლამდე ის “დინამოში” რჩება, დანარჩენს კი მომავალში ვნახავთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდი ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ფეხბურთელების მონდომებას ვხედავდი, მათ კარგი შეკრება გაიარეს. მჯეროდა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგაზე მოვხვდებოდით.

მე უაზრო ფულის ყრით დავიღალე. ჩვენ გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც მთავარ გუნდში თამაშის საშუალება არ ეძლევათ. საქართველოს ჩემპიონობა მთავარი მიზანი არ უნდა იყოს. ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში იმისათვის არაფერი გაკეთებულა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ. ახლა სიტუაცია იცვლება, კარგი თაობა მოდის. როგორ ფიქრობთ, მსიამოვნებს მილიონების ხარჯვა?

დღეს მწვრთნელის შეცვლა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩვენ ამისათვის მოვემზადებით და სიახლეს მომავალში გაცნობებთ. უცხოელი იქნება თუ ქართველი ახალი მწვრთნელი, ეს გადაწყვეტილი არ მაქვს. თუმცა, ძალიან მინდა, რომ მწვრთნელი ქართველი იყოს.

ექვსი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ხალხი გამეხარებინა, ეს სულითა და გულით მსურდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ.

ახალ ხელმძღვანებლობას არ ვეუბნები იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ. მე ვამბობ, რომ დღეს ვერ დავხარჯავ იმდენ თანხას, რომ ხვალ პირდაპირ ჯგუფში მოვხვდეთ.

ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მინდა. მომდევნო ორ-სამ წელში უნდა შევქმნათ გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც “დინამოში” თამაში უხარიათ. გამოცდილმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ.

თუ მიზნის მისაღწევად ლეგიონერის დამატება საჭირო იქნება, დავიმატებთ სერიოზულ ფეხბურთელს. ოქრიაშვილი და კანკავა? ამ ფეხბურთელებს არ ეხებათ, თუმცა გვსურდა უცხოეთში მყოფი ქართველი ფეხბურთელების დამატება, რომლებმაც უარი გვითხრეს.

ჩემი და ლევან გაბრიჭიძის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მას დიდი ხანია ვიცნობ. ის ავსტრიაში მუშაობდა.”