“დინამო” – პაოკ-ი: მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი ცნობილია!

18 აგვისტოს 20.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართება. თბილისის “დინამო” საბერძნეთის პაოკ-ს უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 14 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი

სქაი ბოქსის ბილეთები: 25 ლარი

წყარო: Fcdinamo.Ge

რას წერენ პაოკ-ის ფანები თბილისის “დინამოზე”?

სულ ცოტახ ნის წინ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შედმეგ, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე ბერძნული “პაოკი” იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგის ფანები შემდეგ რამეს წერენ აღნიშნულ დაპირისპირებაზე…

“პაოკისთვის” “დინამო” უმარტივესი მეტოქეა.”

“თბილისის “დინამო”… ეს ისტორიული გუნდია!”

“შესანიშნავია! მგონი, ასე პირველად გაგვიმართლა”

“ყველაზე კარგი ვარიანტი პაოკ-ი – თბილისის “დინამო”

1

“ჩვენ “ოლიმპიაკოსი” არ ვართ, ასეთ გუნდებთან რომ ვმარცხდებოდეთ.”

2

კრანჩარი: “მიუხედავად ცუდი სტარტისა, მაინც გავიმარჯვეთ”

დღეს ზაგრებში, “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამო” ადგილობრივ “დინამოსთან” ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა მედიასთან ისაუბრა.

“შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ. განსაკუთრებით, პირველი 15 წუთი სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა მოედანზე. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ნელ-ნელა თამაში დავაწყვეთ და ორი გოლის გატანა შევძელით. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში.”

“მეორე ნახევარი უკეთესი გვქონდა. შევქმენით 2-3 რეალაური მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. განმეორებითი თამაშის წინ საგრძნობი უპირატესობა გვაქვს. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებსა და იმ საზოგადოებას, რომელმაც დღეს მოედნაზე ჩვენს მიმართ ტაში არ დაიშურა,” განაცხადა ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა.

კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”

ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია!  გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”

“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”

“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.

“დინამო” — “ალაშკერტი”: (“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა)

ზუსტად ერთი საათი დარჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის გასამართი პირველი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია “დინამოს” სასტარტო განაცხადი, რომელიც ასე გამოიყურება:

სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ.), რენე სანტოსი, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; დვალიშვილი, ქვილითაია.

სათადარიგოთა შორის არიან: ლომაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, კურიე, მიკელ ალვარო, ჭელიძე.

შეხვედრა “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება და მას სებასტიან კოლცესკუს ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

“ჩემპიონთა ლიგაზე” თბილისის “დინამოს” მეტოქე გაირკვა

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს “ალაშკერტი” და “სანტა კოლომა” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული “დინამოს” უნდა დაპირისპირებოდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბოლოოდ, შეხვედრა 3-0 დასრულდა “ალაშკერტის” გამარჯვებით. ორი მატჩის ჯამში სომხურმა გუნდმა 3-0 იმარჯვა (პირველი შეხვედრა 0:0) და შესაბამისად სწორედ იგი შეერკინება ქართულ გუნდს.

პირველი მატჩი თბილისში “დინამო არენაზე” 12 ივლისს გაიმართება.

„ოლ სტარში“ რეგიონების გუნდმა თბილისს დამაჯერებლად მოუგო

დღეს, ახალ „სპორტის სასახლეში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2016 წლის „ოლ სტარი“ შედგა. ტრადიციულად, ამ შეხვედრისთვის გულშემატკივრებს რჩეულთათვის ხმის მიცემა სუპერლიგის ოფიციალურ ვებსაიტზე შეეძლოთ. ხმის მიცემა გუშინ, შუადღის 12:00 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც გამოკითხვის შედეგებიც ცნობილი გახდა.

„ოლ სტარის“ მატჩი რეგიონების გუნდის გამარჯვებით, 148:122 დასრულდა. მოგებულმა გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 13-ქულიანი ჰანდიკაპით, 43:30 მოიგო.

მეორე პერიოდის წინ სამქულიანების კონკურსი შედგა, რომელიც წელს კვლავ აკაკი ლომოურმა მოიგო. ფინალში მან „ქუთაისის“ კალათბურთელ გიორგი ბარბაქაძეს აჯობა.

მესამე მეოთხედის წიონ კი მაყურებლების წინაშე მომღერა ბერა წარსდგა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

დარჩენილ დროში კვლავ რეგიონების გუნდი გამოირჩეოდა. სათქმელია, რომ მეორე მეოთედი 8-წუთიანი იყო, ბოლო კი – 7-წუთიანი. იყო 5-ქულიანი სროლებიც, ასე თბილისის რიგებში გამორჩეული გოგოძის შორეული სროლა სწორედ ხუთქულიანი გამოდგა.

საბოლოოდ, რეგიონების გუნდმა, რომელსაც კოტე ტუღუში თავკაცობდა, ანგარიშით 148:122 გაიმარჯვა.

გამარჯვებულთა რიგებში და ზოგადად მატჩში 31 ქულით საუკეთესო ბარბაქაძე იყო, რომელმაც ჩატენვების კონკურსიც მოიგო. მას შეხვედრის MVP-ს სტატუსიც გადაეცა. თბილისიდან კი ნახსენები ნოდარ გოგოძე გამოირჩა, მისმა მონაგარმა 23 ქულა შეადგინა.

თბილისი – რეგიონები 122:145 (30:43, 36:47, 32:20, 24:38)

შეხვედრის ფოტომიმოხილვას მოგვიანებით შემაგთავაზებთ

“სუარეს შე მკბენარა, შენა!” – ქართველი გულშემატკივრის მორიგი მარგალიტი (ვიდეო)

11 აგვისტოს, თბილისსში, უეფას სუპერთასის მატჩში, “ბარსელონამ” “სევილია” ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უკვე ვნახეთ მიმართვა, ლეო ბესომ მოგიკითხვა ქვიტირიდან, ახლა კი იხილეთ მორიგი მარგალიტი.

ქეცბაია უეფას სუპერთასის მატჩის შესახებ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრას (5:4) დაესწრო. მოგვიანებით ქართველმა სპეციალისტმა მატჩი ბერძენ ჟურნალისტებთან შეაფასა.

“წარმოუდგენელი სანახაობა ვიხილეთ და ვამაყობ, რომ ეს ჩემს ქვეყანაში მოხდა. ის ფაქტი, რომ სტადიონზე 52 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, ყველაფერზე მეტყველებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს იყო სუპერთასის საუკეთესო მატჩი, რაც ოდესმე უნახავს”, – ქეცბაიას კომენტარი gazzetta.gr-ზე გამოქვეყნდა.

 

“შევ**ი “რეალს”! რა განაცხადა პიკემ სუპერთასის მოგების შემდეგ? (ვიდეო)

როგორც იცით, თბილისში გამართული სუპერთასის მოგების შემდეგ, “ბარსელონა” აღმართულ თასს მოედანზე აღნიშნავდა. კამერებმა კი საინტერესო კადრები დააფიქსირეს.

კერძოდ კი, ჟერარ პიკე კონკურენტ გუნდს, მადრიდის “რეალს” შეურაცხყოფას აყენებდა.

“შევ**ი რეალს”!

კახა კალაძე ზვიად სიჭინავას მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში ჩატარებულ სუპერთასის მატჩსა და ზვიად სიჭინავას მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს მოხდა!
საქართველომ , თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!
უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა.
დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!
აქვე მინდა ავღნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი- და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს- ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში- ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც”.

 

პედრომ ჩემპიონობა “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ერთად არ აღნიშნა! (ვიდეო)

როგორც იცით, სუპერთასის გუშინდელ დაპირისპირებაში, “ბარსელონამ” დამატებით დროში 5-4 “სევილია” დაამარცხა. გადამწყვეტი მეხუთე გოლი სწორედ პედრო როდრიგესმა გაიტანა.

როგორც იცით, ესპანელს ხშირად უკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედს” და ბევრის თქმით, ეს მისი ბოლო თამაში იყო გუნდში. აღნიშვნის დროსაც, პედრიტომ გამარჯვება მარტო აღნიშნა.