პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი (2013-14)

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა.

10. რობერტო სოლდადო – “ვალენსიადან” “ტოტენჰემში”

9. იაგო ასპასი – “სელტადან” “ლივერპულში”

8. ანდრეა დოსენა – “ნაპოლიდან” “სანდერლენდში”

7. პაბლო ოსვალდო – “რომადან” “საუთჰემპტონში”

6. ანდრეას კორნელიუსი – “კოპენჰაგენიდან” “კარდიფ სიტიში”

5. ნიკოლას ანელკა – “შანხაი შენხუადან” “ვესტ ბრომვიჩში”

4. ერიკ ლამელა – “რომადან” “ტოტენჰემში”

3. რიკი ვან ვოლფსვინკელი – “სპორტინგიდან” “ნორვიჩში”

2. მარუან ფელაინი – “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”

1. კონსტანტინოს მიტროღლუ – “ოლიმპიაკოსიდან” “ფულჰემში”

10 ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმ GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველების ათეული გამოაქვეყნა.

* თანხა მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. ხავიერ პასტორე – 37 მილიონი

“პალერმოდან” “პარი სენ-ჟერმენში”

Paris Saint-Germain FC v Stade de Reims - Ligue 1

9. ხუან სებასტიან ვერონი – 37.5 მილიონი

“ლაციოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”

Portrait of Argentina's Estudiantes midf

8. ხუან მატა – 39.5 მილიონი

“ჩელსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”

FBL-ENG-PR-NEWCASTLE-MAN UTD

7. ჯეიმს როდრიგესი – 39.5 მილიონი

“პორტოდან” “მონაკოში”

FBL-FRA-LIGUE1-BASTIA-MONACO

6. გაიზკა მენდიეტა – 42 მილიონი

“ვალენსიადან” “ლაიცოში”

West Bromwich Albion v Middlesbrough

5. მესუთ იოზილი – 44 მილიონი

“რეალიდან” “არსენალში”

5

4. ლუიშ ფიგუ – 53 მილიონი

“ბარსელონადან” “რეალში”

FBL-EUR-C1-DRAW

3. კაკა – 57 მილიონი

“მილანიდან” “რეალში”

AC Milan v AC Chievo Verona - Serie A

2. ზინედინ ზიდანი – 64.5 მილიონი

“იუვენტუსიდან” “რეალში”

© LUIS SEVILLANO   FUTBOL, COPA DE EUROPA: REAL MADRID - ARSENAL.

1. გარეტ ბეილი – 80 მილიონი

“ტოტენჰემიდან” “რეალში”

Real Madrid v Barcelona - Copa del Rey Final

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

ყველაზე უცნაური ტრანსფერები

გთავაზობთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უცნაურ ტრანსფერებს.

იან რაითი

“არსენალის” ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდა. რაითმა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 221 შეხვედრა ჩაატარა და 128 გოლი გაიტანა. “არსენალში” გადაბარგებამდე ფეხბურთელი სხვა ლონდონური კლუის, “კრისტალ პელასის” ღირსებას იცავდა, სადაც იანი ინგლისის სამოყვარულო ლიგიდან მოხვდა. კერძოდ, კლუბ “გრინვიჩ ბოროდან”. საინტერესოა, რომ “კრისტალ პელსამა” “გრინვიჩ ბოროს” ფეხბურთელის სანაცვლად გირების კომპლექტი გადასცა.

ჯულიანო გრაციოლი

იტალიური ფესვების მქონე ინგლისელმა ფეხბურთელმა საკუთარი სახელი ინგლისის თასის ისტორიაში 1998 წელს ჩაწერა, როდესაც საკუთარ გუნდს, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონში ასპარეზობდა, 1/4 ფინალში გასვლის შანსი გაუჩინა. გრაციოლის “სტივენეიჯი” მრისხანე “ნიუკასლს” ხვდებოდა, ჩვენი ისტორიის გმირმა კი ანგარიში უკანასკნელ წუთზე გაათანაბრა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში “ნიუკასლმა” იოლად დაამარცხა მეტოქე, მაგრამ გრაციოლი პატარა ქალაქის გმირი გახდა. საინტერესოა, რომ თავის დროზე ფეხბურთელი “სტივენეიჯში” “პიტერბოროდან” სიმბოლურ თანხად გადავიდა, რომელიც ჩიფსების ორ შეკვრასა და შოკოლადის ღირებულებას უდრიდა.

 

ლივი ბაიჩეა და იონ რადუ

1998 წელს რუმინულმა კლუბმა “ჯუილმა”, ქალაქ პეტროსანიდან, ორი მოთამაშის გაყიდვა გადაწყვიტა.  ბაიჩეიაში კლუბმა 10 ბურთი მიიღო, ხოლო იონ რადუში კი, “არადმა” ორი ტონა ხორცი “გადაიხადა”.
საინტერესოა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჯუილის” ხელმძღვანელობამ გაყიდული ხორციდან შემოსული თანხით, კლუბის დარჩენილი მოთამაშეების სახელფასო დავალიანება გაისტუმრა.

 

ჯონ ბარნსი

ბარნსი ინგლისში იამაკიდან გადავიდა და სამოყვარულო “სედბერი კორტის” შემადგენლობაში ასპარეზობდა. ერთ-ერთი თამაშის დროს, ფეხბურთელი “უოტფორდის” სკაუტებმა შეამჩნიას და გუნდების ხელმძღვანელებიც ტრანსფერზე მალევე შეთანხმდნენ. “ასტონ ვილამ” “სედბერის” სპორტული ეკიპირების კომპლექტი გადასცა.

 

კოლინს ჯონი

ამ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა 2002 წელს “ტვენტეში” 17 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე კი სამოყვარულო “დეს ნეივერდალში” ასპარეზობდა, საიდანაც “ტვენტემ” ჯონი  ენციკლოპედიის სანაცვლოდ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ “დეს ნეივერდალის” ხელმძღვანელობამ წიგნები ადგილობრივ სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა.

 

ჰარი პალისტერი

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” ცნობილი პალისტერი საფეხბურთო კლუბ “მიდლსბრომ”  თავის დროზე “ბილინგემ ტაუნიდან” შეიძინა. მცველის სანაცვლოდ ბილინგემმა ეკიპირება, ბურთები და კარის ბადეც კი მიიღო.

 

ერნი ბლენკინსოპი

19 წლის ერნი ბლენკინსოპი, რომელიც 1920-30-იან წლებში ინგლისის ნაკრებშიც ასპარეზობდა, “ჰალ სიტიმ” ძალიან იაფად იყიდა. ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რაღაც 100 გირვანქა და ერთი კასრი ლუდი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერმა ძალიან გაახარა ერნის ყოფილი თანაგუნდელები. კლუბის ხელმძღვანელობამ, ლუდი სწორედ მათ გადასცა საჩუქრად.

 

მარიუშ ჩიოარა

2006 წელს რუმინულმა “არადმა” (2 ტონა ხორცი, რომ გაიმეტა ფეხბურთელში) საკუთარი მცველი რუმინულ “რეგალში” გაუშვა და სანაცვლოდ 15 კილო სოსისი უნდა მიეღო. თუმცა, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება თავად ფეხბურთელმა ჩაშალა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის გამო დაცინვები ვერ აიტანა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

 

ფრანკო დი სანტო

გერმანული “ვერდერის” არგენტინელი ფორვარდი, რომელიც ადრე “ჩელსის”, “იუგანის” და “ბლექბერნის” შემადგენლობაში ასპარეზობდა კარიერას ჩილიურ “აუდაქს იტალიანოში” იწყებდა, რომელმაც ფრანკო ადგილობრივი სკოლის გუნდიდან 80 ქილა საღებავის სანაცვლოდ შეიძნა.

ზამთრის 7 ჩაშლილი ტრანსფერი

ვაგრძელებთ სატრანსფერო ფანჯრის შეჯამებას. დღეს იმ ტრასნფერებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ბოლო მომენტში არ შედგა. 

 

ვუჩინიჩ-გუარინის ბარტერი

“იუვენტუსი” – “ინტერი”

ვუჩინიჩ-გუარინის საქმე სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ამბავი იყო. თუმცა, შეთანხმება ბოლო წამს, “ინტერის” ფანებმა ჩაშალეს. ულტრასებმა იმდენად შეაშინეს კლუბის პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი, რომ ამ უკანასკნელმაც შეთანხმება დაარღვია და ტრასნფერიც არ განხორციელდა. ეს ქმედება უარყოფითად აისახა ტოჰირის რეპუტაციაზე იტალიის საფეხბურთო წრეებში.

 

ევგენი კონოპლიანკა

“დნიპრო” – “ლივერპული”

ინტრიგა ამ ტრასნფერის ირგვლივ ბოლო წუთებამდე გრძლდებოდა, თუმცა მხარეები მოლაპარაკება ვერ მოასწრეს.

ტრანსფერი “დნიპროს” მფლობელმა იგორ კოლომოისკიმ დაბლოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი არ აკმაყოფილებმდა. არადა “ლივერპულს” კონოპლიანკასთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა.

“ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა ტრანსფერის განსახორციელებლად. უკრაინაში ჩვენი ექიმებიც კი გაფრინდნენ. არც ფინანსურ საკითხო იყო გადაწმყვეტი. საწყენია, რომ მოთამაშის სურვილის მიუხედავად, მისი გადმოყვანა ვერ შევძელით. ზაფხულში კონოპლიანკას აუცილებლად დავუბრუნდებით” – განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

 

იულიან დრაქსლერი

“შალკე” – “არსენალი”

“არსენალის” მთავარი სამიზნე გასულ სატრანსფერო ბაზარზე, “შალკეს” ფეხბურთელი იულიან დრაქსლერი იყო. თუმცა, მოლაპარაკება ფინანსური ფაქტორის გამო ჩაიშალა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეებს” “შალკეს” მიერ დასახელებული თანხა ეძვირათ. აღსანიშნავია, რომ “არსენალი” მზად იყო დრაქსლერშ 36 მილიონი ევრო გადაეხადა.

 

ელიაკიმ მანგალა

“პორტო” – “მანჩესტერ სიტი” 

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე ფეხბურთელების დიდ ფასად გაყიდვა, პორტუგალიური კლუბების ტრადიციად იქცა. წელს ამ მხრივ თავის გამჩენის შანსი “პორტოს” ჰქონდა, რომელიც იანვრის ბოლოს “სიტისგან” აპირებდა დიდი თანხის მიღებას. სანაცვლოდ კი, ელიაკიმ მანგალას დათმობაზე აცხადებმა თანხმობას.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომოდენიმე დღით ადრე “სიტიმ” პორტუგალიელებს 38 მილიონი შესთავაზა. როგორც ჩანს “პორტოს” მესვეურები მეტს ითხოვდნენ და ტრასნფერიც არ შედგა.

 

ანდრეა რანოკია

“ინტერი” – “გალათასარაი” 

წლის დასაწყისში რანოკიას ბედს დორტუმინდის “ბორუსიას” უკავშირდებდნენ. იანვრის შუა რიცხვებში გერმანული კლუბი “ინტერს” ფეხბურთელში 7 მილიონს სთავაზობდა, თუმცა მილნელები 12-ს ითხოვდნენ, რაზეც “ბორუსიამ” უარი განაცხადა და საქმეში “გალათასარაი” ჩაერთო. თურქული კლუბის მწვრთნელ, რობერტო მანჩინის რანოკიას შეძენა საგანგებოდ ჩემპიონთა ლიგისთვის სურდა, თუმცა რგოროც ჩანს “ინტერის” მადა ვერც “გალას” ბოსებმა დააკმაყოფილეს.

 

ნანი 

“მანჩესტერი” – “ინტერი”

იანვრის ბოლო დღეებში “ინტერი” “მანჩესტერიდან” ნანის გადაბირებას ცდილობდა. პორტუგალიელმა მანჩესტერული კლუბის ძირითადში ადგილი დაკარგა და ტრანსფერიც სავსებით რეალური ჩანდა.
მილანელებს ნანის დამატება იჯარის წესით სურდათ, თუმცა 27 წლის ფეხბურთელთან შეთანხმება არ შედგა.
 

 

 

ვენგერი: „ამჟამად არავის ვყიდულობთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე იაქტიურებს, თუმცა ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები არავისთან აქვს.

„ვაქტიურობთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე? დიახ. თუმცა, ახლოს ჯერჯერობით არცერთ ტრანსფერთან ვართ. თავიდან სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე კვირის განმავლობაში იცვლებოდა, შემდეგ – რამდენიმე დღის განმავლობაში, ახლა კი, ცვლილებები, შესაძლოა, საათებშიც კი მხოდეს. ნებისმიერ მომენტში მოულოდნელობას უნდა ველოდოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა არავის ვყიდულობთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტრანსფერების მოლოდინში

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და კლუბებიც სავარაუდოდ ამ პერიოდში ძალიან აქტიურები იქნებიან. 

ინგლისი

„ჩელსი“

რამოდენიმე დღის წინ ინგლისში ზამთრის ყველაძე ძვირადღირებული ტრასნფერი შედგა. „ბენფიკადან“ ნემანია მატიჩის ტრანსფერში „ჩელსიმ“ 25 მილიონი ევრო გადაიხადა და 25 წლის სერბი ხუთი წლით გაიფორმა. ტრანსფერი რა თქმა უნდა გააძლიერებს „ჩელსის“, თუმცა „არისტოკრატებს“  კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება ნამდვილად არ აწყენდათ. ფაქტია, რომ ტორესი და ეტო’ო გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ და „ჩელსის“ აუცილებლად ესაჭიროება გამტანი ცენტრფორვარდი.

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“

მანჩესტერელებს გაძლიერება ყველა პოზიციაზე არ აწყენდათ, მაგრამ ყველაზე პრობლემატური განაპირა მცველების და ცენტრალური ნახევარმცველის ზონებია. შეტევაში წითლები კრეატივის ნაკლებობას განიცდიან, სწორედ ამის გამო გაემგზავრა დევიდ მოიესი იტალიაში. გავრცელებული ხმების თანახმად „მანჩესტერი“ „იუვენტუისდან“ მარკიზიოს შეძენით არის დაინტერესებული. ბოლო დროს კი, მარეკ ჰამშეკის მიმართ ინტერესზეც საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოისურვებენ ეს ფეხბურთელები, მძიმე მდგომარეობაში მყოფ „მანჩესტერში“ გადასვლას, საკითხავიც სწორედ ეს არის.

 

„არსენალი“

ვენგერის პრიორიტეტი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევი ნახევარმცველი იქნება. გერმანული პრესის ცნობით „არსენალი“ „შალკედან“ დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაოს, რომლის კონტრაქტში მითითებული სატრასფერო ღირებულება 45,5 მილიონ ევროს აღწევს. თუმცა, ეს თანხა „არსენალის“ ბოსებს არ აშინებთ. ჩემპიონობის მოსაპოვებლად „არსენალი“ მზად არის დიდი თანხაც დახარჯოს.

მაგრამ, ამ ტრანსფერის განხორციელებას შესაძლოა „ტოტენჰემმა“ შეუშალოს ხელი. საქმე იმაშია, რომ ლონდონური კლუბის ბოსები ლიუის ჰოლტბის „შალკეში“ გადასვლას ეწინააღმდეგებიან, რაც ავტომატურად გამორიცხავს გელზენკირხენული კლუბიდან დრაქსლერის წასვლას.

 

გერმანია

 

„ბორუსია“

დორტმუნდელების ერთ-ერთმა ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა სეზონს პოლონელი „ბორუსიაში“ ჩაამთავრებს. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში დორტმუნული კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად იმუშავებს ახალი თავდამსხმელის დამატებაზე.
გერმანული პრესის ცნობით, „ბორუსიას“ ინტერესთა სფეროში მოხვდნენ კარიმ ბენზემა, დიეგო კოსტა, ბენტეკე და ჯექსონ მარტინესი.

თუმცა, რაიმე ტრანსფერის განხორციელებას ალბათ უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე კი, მთავარი მიზანი გიონდოგანის შენარჩუნება და მასთანა ახალი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.

 

იტალია

 

„ინტერი“

 

მილანურ კლუბში პრეზიდენტის თანამდებობაზე ერიკ ტოჰირის მოსვლის შემდეგ, ზაფეხბურთო საზოგადოებამ გაითვიცნობიერა, რომ სწორედ „ინტერი“ იქნება ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს. თავად ინდონეზიელმა კი ნათლად მიანიშნა ყველას, რომ „საყიდლებზე წასვლას“ ის ზაფხულში გეგმავს. თუმცა, კონკრეტული პოზიციების ზამთარში გაძლიერებას ეს არ გამორიცხავს. მითუმეტეს, რომ გუნდი შესაძლოა რამოდენიმე ლიდერმა დატოვოს.   მაგალითად ფრედი გუარინის გადაბირებით „ჩელსი“ არის დაინტერესებული. ტოჰირმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ვერ შეინარჩუნებს, თუ მას წასვლა გადაწყვეტილი აქვს.
თავის მხრივ „ინტერი“ კი პრეტენზიას „რეალის“ ფორვარდ ალვარო მორატაზე აცხადებს და მზად არის ესპანელში 13 მილიონი ევროც გადაიხადოს.
„რომა“ , „იუვენტუსი“

 

იანვრის დასაწყისში „რომამ“ „კალიარიდან“ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი გაიფორმა, რამაც „მგლების“ შუახაზში კონკურენცია გაზარდა. შეთანხმების საფუძველზე რომაელები ჯერ 3 მილიონს, შემდეგ კი დარჩენილ 6,5 – ს გადაიხდიან.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ სხვა აქტივობას აღარ უნდა ველოდოთ.

„იუვეს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი „სასუოლოს“ ახალგაზრდო ფორვარდი დომენიკო ბერარდია. „მილანთან“ შესრულებულმა პოკერმა 19 წლის ფორვარდის ავტორიტეტი ისე აამაღლა, რომ ფორვარდის თამაშით პრანდელიც კი დაინტერესა და არ არის გამორიცხული ბერარდი ბრაზილიაშიც კი ვიხილოთ.

 

„ნაპოლი“

რაფაელ ბენიტესმა რამოდენიმე დღის წინ 1 ან 2 ახალწვეული დაანონსა, თუმცა ფეხბურთელთა ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
იტალიური პრესის ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი თავად გაემგზავრება ლონდონში, სადაც „ტოტენჰემის“ წარმომადგენლეთან ეტიენ კაპუს ტრანსფერზე დაილაპარაკებს. მეორე პოტენციური ახალწვეული კი „ვერონელი“ ჟორჟინიო არის.

 

ესპანეთი

 

„ბარსელონა“

 

გასული კვირის მთავარი ნიუსმეიქერი „ბარსელონელი“ ჩავი იყო, რომელიც ბედსაც აქტიურად უკავშირებდნენ ამერიკაშ გადაბარგებას.   ამასთან ერთად აქტიურად იწერებოდა დორტმუნდელი გიუნდოგანის და რომაელი პიანიჩის „ბარსაში“ გადასვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, ხოლო პიანიჩს ნაინგოლანის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა „რომაში“.
ჩავიმ კი კვირის ბოლოს „ამერიკოლ ოცნებაზე“ გავრცელებული ხმები უარყო.

სხვა პოზიციებს რაც შეეხება, კლუბი აქტიურად არის დაკავებული გოლკიპერის პოვნით. რაც ვალდესის სავარაუდო წასვლას უკავშირდება. დიდი ალბათობით, „ბარსას“ მომავალი კიპერი 21 წლის მარკო-ანდრე ტერ შტეგენი გახდება, რომელიც გლადბახის „ბორუსიას“ ღირსებას იცავს და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება.

ასევე, ფაქტობრივად გადაწყვეტილია ჩელსის ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის დამატება.  ბრაზილიელში კატალონიელები 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ზამთრის ხუთი ტრანსფერი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორი კვირა გავიდა. მოდით ერთად განვიხილოთ გასული დღეების ხუთი ყველაზე მნიშნველოვანი ტრანსფერი.

 

ნემანია მატიჩი

(ბენფიკა – ჩელსი ; 25 მილიონი ევრო)

სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურინია ტრანსფერი ჯერ-ჯერობით “ჩელსიმ” გააკეთა, თუმცა ეს გრძელი ისტორიაა. პირველად ნიჭიერი სერბი ნახევარმცველი ლონდონელებმა 2009 წელს შეიძინეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონკურენციას ვერ გაუძლო და “ჩელსიმ” მატიჩი “ვიტესში” გაანათხოვრა. 21 ნახევარმცველმა ვერც ჰოლანდიაში შესძო თავის დამკვიდრება. “ჩელსის” ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და მატიჩი “ბენფიკას” დავიდ ლუისში და ბუნებრივია გარკვეული თანახაც დაამატა.
და აი გარკვეული დროის შემდეგ “ჩელსი” მატიჩს იბრუნებს და თანაც 25 მილიონს იხდის. საინტერესოა როგორ გამოიყენებს ნახევარმცველს ჟოზე მოურინიო.

Fanebi.Ge

 

 

ალესანდრო მატრი

(მილანი – ფიორენტინა ; იჯარა)

მატრის “მილანში” დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ალეგრი ბალოტელის ღირსეულ შემცველს ეძებდა, თუმცა ოდესღაც ძლიერი ფორვარდისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა. მატრი მოედანზე 18 მატჩი გამოჩნდა და მხოლოდ ერთი გოლი გატანა მოახერხა. ლოგიკურიც არის, რომ ამის შემდეგ ფეხბურთელი სხვა გუნდში გაუშვეს. როსის და გომესის ტრავმების გამო ფორვარდის დამატება “ფიორენტინას” აუცილებლად სჭირდებოდა. იმედი გამოვთქვათ, რომ მატრი ფლორენციაში მაინც ათამაშდება ძველებურად.

 

 

ლასინა ტრაორე

(ყუბანი – მონაკო ; 10 მილიონი ევრო)

რუსული “ყუბანის” ფორვარდი ფრანგულ “მონაკოში” საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ გადავიდა, სადაც ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ტრაორემ კვლავ შეიცვალოს კლუბი და ზაფხულამდე იჯარის წეისთ სხვა გუნდში ითამაშოს.

 

 

ნიკიცა იელავიჩი 

(ევერტონი –  ჰალ სიტი ; 7,8 მილიონი ევრო)

დიდი ხნის მანძილზე იელავიჩის კარიერა საკმაო წარმატებით ვითარდებოდა. ფეხბურთელმა “ევერტონშიც” კარგად დაიწყო და 13 შეხვედრაში 9 გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ იელავიჩის თამაშის ხარისხმა მნიშვნელოვნად იკლო. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი შემადგენლობიდან ლუკაკუმ ამოაგდო. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ლივერპულელებმა “ჰალის” საკმაოდ სარფიან შეთავაზებაზე უარი არ თქვეს.

 

Nikica Jelavic

 

 

რაჯა ნაინგოლანი

(კალიარი – რომა ; 3+6,5 მილიონი ევრო)

რაჯა ნაინგოლანმა “რომასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. შეთანხმების თანახმად “რომამ” ჯერ 3 მილიონი გადაიხადა, სეზონის დასრულების შემდეგ კი დარჩენილ 6,5 მილიონს გადაიხდის. “მგელბის” შემადგენლობაშ ფეხბურთელს დებიუტი უკვე ჰქონდა. ნაინგოლანმა რუდი გარსიაზე დადებით შთაბეჭდილება მოახდინა.
“ადვილია ისეთ გუნდთან ადაპტირება, სადაც შენი პარტნიორები პიანიჩის და კევის სტროტმანის დონის ფეხბურთელები არიან. ნაინგოლანს ყველაფერი შეუძლია. უკანასკნელ შეხვედრაში მას “რომას” თამაშის დაბალანსება ევალებოდა” – განაცხადა გარსიამ.

 

 

ანჩელოტი: „ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს. იტალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩაბი ალონსოსთან შეთანხმებას მივაღწევთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით.

გუნდიდან არავინ არ წავა და არც ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ ვაპირებთ. ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალი“ ალონსოს სქემით „2+1“ კონტრაქტს, წელიწადში კი 6 მილიონ ევროს შესთავაზებს. ცნობისთვის, ბასკ ნახევარმცველს ამჟამად ჯამაგირის სახით 4 მილიონი ევრო აქვს.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებს

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურობას აპირებს. ბრიტანული „სანის“ ცნობით, დევიდ მოიესს სატრანსფეროდ 90 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

„კლუბს თანხა აქვს და რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებთ. მთავარი სატრანსფერო მიზნების განხორციელებასთან ზაფხულში ძალზედ ახლოს ვიყავით. ახლა ადვილია თქმა, რომ კლუბმა ამ მიმართულებით ვერაფერს მიაღწია, თუმცა სინამდვილეში თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში დარჩენა ან სხვა გუნდში გადასვლა. საქმე ფულში ნამდვილად არ ყოფილა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევისას ექვსთვიან პერიოდს კი არ განვიხილავ, არამედ შორეულ პერსპექტივაში ვიყურები. ის მოთამაშეები გვინდა, რომლებიც ექვსი-შვიდი წლის შემდეგაც ჩვენთან იქნებიან“, – აღნიშნა მოიესმა.

ბექა დოგრაშვილი

გალიანი: „ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სიურპრიზები შემოგთავაზოთ“

„მილანის“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ „როსონერის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„სატრანსფერო ბაზარი ძალიან საინტერესოა, რთულია რაიმეს დაზუსტებით თქმა. დღეისათვის, შემიძლია, გითხრათ, რომ ერთი ტრანსფერი ნამდვილად შედგება, ხოლო მეორეზე, რუსული კლუბისადმი პატივისცემის გამო იგივეს ვერ ვიტყვი. გარდა ამისა, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე გავცვალოთ და ყველაფერთან ერთად, გულშემატკივრებს სიურპრიზი შევთავაზოთ“, – განაცხადა გალიანიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი