ანდრეი ვორონინმა კარიერა დაასრულა

„ლივერპულისა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორონინმა დღეს თავისი აგენტის ანდრეი გოლოვაშის დახმარებით მოთამაშის კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა.

„ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ პროფესიონალურ კარიერას ვასრულებ. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან და აგენტთან საუბრის შემდეგ მივიღე“, – განაცხადა 35 წლის ანდრეიმ.

შეგახსენებთ, რომ ვორონინმა 2007 წლიდან 2010 წლამდე „ლივერპულში“ 27 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ბოლოს უკრაინელმა მოსკოვის „დინამოს“ რიგებში ითამაშა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

უკრაინელი ფორვარდი ერთ-ერთ ქართულ კლუბში ითამაშებს

უკრაინული საკალათბურთო კლუბის „ოდესას“ ფორვარდმა დენის ნოსკოვმა საქართველოში გადასვლა დაადასტურა. როგორც ცნობილია, უკრაინელი საქართველოს სუპერლიგაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა ამჟამად მისი მომავალი კლუბის სახელი უცნობია.

„ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. აქედან წასვლა არ მსურდა. ბოლო წლებში ოდესა ჩემთვის სახლი გახდა, კლუბმა კი, ჩემი, როგორც მოთამაშედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. „ოდესას“ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. მსურს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მათ არ ვემშვიდობები. საქართველოში კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მექნება, რის შემდეგაც „ოდესაში“ სიამოვნებით დავბრუნდებოდი. იმედია, კლუბი ყველა პრობლემას სულ მალე მოაგვარებს და გამარჯვების გზას დაუბრუნდება“, – განაცხადა „აზოვმაშის“ აღზრდილმა.

უკრაინელმა ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას მობილურზე საუბარი დაიწყო (ვიდეო)

უკრაინაში, დონეცკის “ოლიმპიკსა” და “ენერგიას” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფქსირეს. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ საუბრობს ფეხბურთელი მობილურზე.

ოლეგ გუსევმა ბურთი სახეში მოირტყა (ვიდეო)

უკრაინისა და ლიტვის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ოლეგ გუსევს კურიოზული რამ შეემთხვა.

ფიფამ ბოდიში მოიხადა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან ბოდიშის წერილი მიიღო. შეგახსენებთ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ დამზადებული რუსეთში გასამართი 2018 წლის მუნდიალის პრომო-ვიდეოში ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო ნაჩვენები, რასაც უკრაინული პროტესტი მოჰყვა და აღნიშნული ვიდეოც მალევე გასწორდა.

ფიფაში შეცდომას რუსეთის მხარის მიერ მოწოწდებული რუკით და საკუთარი უყურადღებობით ხსნიასნ. ორგანიზაციის მიერ უკრაინელებისადმი მიწერი წერილში ფიფა ადასტურებს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

ფიფა-მ წაშალა ვიდეო, რომელშიც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო მონიშნული

ფიფა-მ თავისი იუთუბის ოფიციალური არხიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ვიდეო წაშალა, რომელშიც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო მონიშნული.

აღნიშნული ვიდეო დაახლოებით სამი საათის წინ წაშალეს და ახლით ჩაანაცვლეს, რომელშიც აღნიშნული ეპიზოდი ამოჭრილია.

ცნობისთვის, ვიდეოს გავრცელების შემდეგ უკრაინულმა მხარემ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა.

პროგნოზისტთა კონკურსი (უკრაინა – მაკედონია)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეცხრე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც უკრაინისა და მაკედონიის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: უკრაინა – მაკედონია

მახარაძემ პენალტი მოიგერია, პრეზიდენტმა კი გაიტანა

უკრაინის თასის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში დონეცკის “ოლიმპიკი” ზაპოროჟიეს “მეტალურგს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-7 წუთზე სიტნიკმა გახნა და “ოლიმპიკიც” დაწინაურდა. პირველ ტაიმში სტუმრებს გათანაბრება 11-მეტრიანი დარტყმით შეეძლოთ, თუმცა დონეცკელთა მეკარემ, ზაურ მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, პენალტის მოგერიება მოახერხა.

საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში დაფიქსირდა. ამჯერად პენალტის შესრულების უფლება მასპინძლებს ერგოთ. ზუსტი დარტყმა 41 წლის გელზინმა შეასრულა, რომელიც მოთამაშის სტატუსთან ერთად კლუბის პრეზიდენტის თანამდებობასაც ითავსებს.

კანკავას თანაგუნდელმა პუტინი “მოიკითხა”

უკრანული “დნიპროსთვის” გასულ სეზონში დაკავებული მე-2 ადგილისთვის განკუთვნილი ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონიალის დროს, დნეპროტეროვსკის გუნდის ფეხბურთელმა რომან ზოზულიამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “მოიკითხა”.

ფიბა-მ დომინიკის რესპუბლიკასთან გამარჯვებულ უკრაინას 50-ქულიანი წაგება ჩაუთვალა?

მოგეხსენებათ, დღეს, ესპანეთში, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. C ჯგუფის პირველ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა დომინიკის რესპუბლიკას 10 ქულით აჯობა.

რამდენიმე წუთის წინ კი, ფიბა-ს ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც უკრაინელთა სასარგებლოდ ანგარიშ 72:62-ს ნაცვლად დომინიკელთა სასარგებლოდ ანგარიშით 72:122 მოგებაა აღნიშნული.

FIBA

წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი უკრაინის ჯარში გაიწვიეს?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის „მეტალისტის“ ნახევარმცველმა ედმარმა უკრაინის არმიიდან უწყება მიიღო. წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი 2011 წელს ნატურალიზაციის წესით უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინელთა ეროვნულ გუნდში 9 მატჩიც ჩაატარა.

„ძალიან გამიკვირდა, ჯარში გაწვევას არ ველოდი. კლუბის ოფისში მივედი, იქ რაღაც ფურცელი მომცეს, წარადგინე და პრობლემა მოიხსნებაო. არ ვიცი, შესაძლოა ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმაც მიიღო უწყება, ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს.

ჩემი მეუღლე ძალიან შეშინდა, თუმცა დავაწყნარე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მუდმივად ვვარჯიშობ, მალე ჩემპიონატიც დაიწყება.

უცებ მართლაც რომ მომიწიოს ჯარში წასვლა, არ ვიცი, რას გავაკეთებ. მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში გამომდის კარგად“, – სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს სიტყვები თავად ფეხბურთელს ეკუთვნის.

მოგვიანებით „მეტალისტის“ დირექტორმა ალექსეი ტარგონსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედმარი უკრაინის ჯარში გაიწვიეს.

„ვესაუბრე ედმარს. მან მითხრა, რომ არავითარი უწყება არ მიუღია. როგორც ჩანს, ვიღაცამ უბრალოდ მოიგონა ეს ამბავი, რომ სასაუბრო თემა ყოფილიყო“, – განაცხადა ტარგონსკიმ.

 

უეფამ რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს დააშორა

ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ უკრაინული და რუსული კლუბები ევროსარბიელზე ერთმანეთს დააშორა.

კონკრეტულად არ არის ცნობილი, თუ რა ხნით გაგრძელდება აღნიშნული აკრძალვა. უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ევროპულ დონეზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ცნობას არ გამოაქვეყნებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ 18 ივლისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ერთმანეთს ასცდებიან.

უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ებრაულ კლუბებს ეხება. ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, ისრაელში უეფას ეგიდით მატჩების გამართვა აიკრძალა. ებრაულ კლუბებს 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საშიანო მატჩების გასამართად საზღვარგარეთ არსებული სტადიონების მოძიება ეთხოვათ.