19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მიმოხილვა

თბილისში გრძელდება 19წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

15 სექტემბერს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. შესარჩევი რაუნდის ფავორიტმა პოლონეთმა საქართველო 7:0 დაამარცხა. რუსეთისა და საბერძნეთის შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით პოლონეთი ლიდერობს, რუსეთი 4 ქულით მეორე ადგილზეა.

პოლონეთი ქ U19 – საქართველო ქ U19 7:0

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

პოლონეთი ქ U19პიატეკი, კუციევიჩი, ტურკიევიჩი, ზბირადი, მილეკი (46’ კოვალჩუკი), ზავისტოვსკა (46 იედლინსკა), ოლსზევსკა, ვოსი (64’ სირანტა), რატაიცჟეკი, ოსინსკა, ზაიაცი

სათადარიგო შემადგენლობა: სოვალსკა, სტასიაკი, დრაგუნოვიჩი, კარცჟევსკა, პარცჟევსკა, გასიენიეცი

მთავარი მწვრთნელი: მარცინ კასპროვიჩი

საქართველო ქ U19გაბუნია, ჯანიკაშვილი, ჩხარტიშვილი, მინდაძე, კენჭოშვილი, შონია (46’ ხანდაზიანი), დიმოპულუ, ხაბურძანია, ეპიტაშვილი (58’ ჭუჭულაშვილი), ნარსია, კალანდაძე

სათადარიგო შემადგენლობა: კომლაძე, ტყემალაძე, ანთაძე, ფერაძე, გუჯაბიძე, ნაკვეთაური

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ანგელიკა სოდერი (გერმანია), სინა დიკმანი (გერმანია), ვანესა ალექსანდა დიასი (პორტუგალია), ანა აგიარი (პორტუგალია)

გაფრთხილება: 45+2’ ეპიტაშვილი, 59’ ხანდაზიანი, 70’ ნარსია, 87’ ხაბურძანია, 89’ ჭუჭულაშვილი

გოლები: 1:0 ზბირადი (8), 2:0 ზაიაცი (27), 3:0 რატაიცჟეკი (30), 4:0 მილეკი (პენ) (32), 5:0 ოსინსკა (35), 6:0 მილეკი (პენ) (40), 7:0 ოსინსკა (90+3)

რუსეთი ქ U19– საბერძნეთი ქ U19 0:0

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

რუსეთი ქ U19სტანოვოვა, ბესპალიკოვა, ფედოტოვა (85’ რუზინა), ნიკიტინა, შკოდა, კუზმინა, კუროპატკინა, დუბოვა, ორგანოვა (76’ შეინა), ჩერკასოვა, მაშინა

სათადარიგო შემადგენლობა: ტ. დრონოვა, შესტერნევა, ა. დრონოვა, ერმოლაევა, მანუილოვა, მიაგკოვა, ვანკოვა

მთავარი მწვრთნელი: რომან ეზოპოვი

საბერძნეთი ქ U19: ხარძიხარისტო, პატერნა, კარაპეცა, კატირციდუ (63’ გოულა), ცაკირი, პალამა, პოლიუ (90+3’ დრაკონაკი), პაპაიოანუ, გეორგანძი (83’ საჩინიდუ), ხაძინიკოლაუ, კალდი

სათადარიგო შემადგენლობა: კავური, გაცუ, კალესი, სომადი, კაპნისი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიოს პრიონასი

მსაჯები: ტანია ფერნანდეშ მორაისი (ლუქსემბურგი), ბერენგერე პიერარტი (ბელგია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 64’ ჩერკასოვა, 84’ შეინა, 90’ პოლიუ

მესამე ტურის მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება. ორივე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.

საქართველო – საბერძნეთი
მიხეილ მესხი 2

პოლონეთი-რუსეთი
დავით პეტრიაშვილი არენა

Gff.Ge

როგორი ფანები ჰყავს პაოკ-ს? (ვიდეო)

დღეს გაირკვა, რომ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამო” ბერძნულ პაოკ-ს დუპირისპირდება.

სწორედ ასეთი გულშემატკივრების წინაშე მოუწევს თბილისურ გუნდს სტუმრად თამაში!

რას წერენ პაოკ-ის ფანები თბილისის “დინამოზე”?

სულ ცოტახ ნის წინ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შედმეგ, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე ბერძნული “პაოკი” იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგის ფანები შემდეგ რამეს წერენ აღნიშნულ დაპირისპირებაზე…

“პაოკისთვის” “დინამო” უმარტივესი მეტოქეა.”

“თბილისის “დინამო”… ეს ისტორიული გუნდია!”

“შესანიშნავია! მგონი, ასე პირველად გაგვიმართლა”

“ყველაზე კარგი ვარიანტი პაოკ-ი – თბილისის “დინამო”

1

“ჩვენ “ოლიმპიაკოსი” არ ვართ, ასეთ გუნდებთან რომ ვმარცხდებოდეთ.”

2

ქართველებმა საბერძნეთთან მარცხით დაიწყეს

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ 20-წლამდე ვაჟთა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდი დაიწყო. ქართველებმა პირველი შეხვედრა საბერძნეთთან გამართეს და ოთხბურთიანი სხვაობით, 22:26 დამარცხდნენ.

მანამდე, ჯგუფის პირველი შეხვედრა სერბეთსა და ისრაელს შორის შედგა – 11-ბურთანი გამარჯვება სერბებმა იზეიმეს (35:24).

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ისრაელს თანატოლებს ხვალ დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საბერძნეთის მეორე დივიზიონის ფეხბურთელებმა პროტესტის განსაკუთრებულ ფორმას მიმართეს

გუშინ საბერძნეთის მეორე დივიზიონის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ლარისა” და “ახარნაიკოსი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი ძალზედ საინტერესოდ დაიწყო.

თავდაპირველად მოვლენები ჩვეულებისამებრ ვითარდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მატჩის არბიტრმა სასტვენს ჩაჰბერა და მატჩი გახსნა, მოედანზე მყოფი ყოველი ფეხბურთელი მინდორზე წამოჯდა და ასეთ მდგომარეობაში 120 წამი დაჰყვეს.

ამ მოქმედებით, ბერძნული ჩემპიონატის ფეხბურთელებმა  პროტესტი გამოუცხადეს საბერძნეთის მთავრობის მოქმედებას, რომლის თანახმადაც, ისინი უარს აცხადებენ დევნილების მიღებაზე .

როგორ გაიყვანეს მოედნიდან საკაცით ფეხბურთელი საბერძნეთში (ვიდეო)

17 ოქტომბერს, საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონში “ლარისამ” საკუთარ მოედანზე “ერგოტელისი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 67-ე წუთზე, როცა სტუმრები მინიმალური სხვაობით (0:1) იგებდნენ, მათი ერთ-ერთი ფეხბურთელი დაიმტვრა, ის კი მოედნიდან ასე გაიყვანეს:

ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა

ევრობასკეტის 1/4 ფინალში ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებთა მეტად დაძაბული დაპირისპირება ესპანეთის გამარჯვებით, 73:71 დასრულდა.

პირველი მეოთედი თანაბარი გამოდგა და 14:14 დასრულდა. მეორე მეოთხედში ესპანელები წინ შვიდი ქულით გავიდნენ და დიდი შესვენების წინ ანგარიშით 39:32 იგებდნენ. სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში ბერძნებმა 9 ქულით გაიმარჯვეს და გადამწყვეტი ათი წუთის წინ 2 ქულით იგებდნენ. ბოლო მეოთხედი ბერძნებმა ცუდად დაიწყეს და პირველ წუთში ოთხჯერ დაჯარიმდნენ, რაც შედეგზეც აისახა. საბოლოოდ, მეოთხედი ესპანელებმა 4 ქულით მოიგეს. არადა, მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ბერძნებმა სხვაობის 1 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს.

საუკეთესო ამ მატჩში 27 ქულითა და 9 მოხსნით პაუ გასოლი იყო. ბერძენთა მხრიდან 14 ქულით, 5 მოხსნითა და 7 პასით კალატესი გამოირჩა. სათქმელია, რომ ანტეტოკუმპომ, რომელმაც 12 ქულა დააგროვა, 17 მოხსნა შეძლო.

ესპანეთი – საბერძნეთი – 73:71 (14:14, 25:18, 16:25, 18:14)

ესპანეთი: გასოლი (27 ქ. 9 მ.), მიროტიჩი (18 ქ.), როდრიგესი (10 ქ. 5 პ.)

საბერძნეთი: კალატესი (14 ქ. 5 მ. 7 პ.), პრინტეზისი (13 ქ.), ანტენტოკუმბო (12 ქ. 17 მ.), სპანულისი (10 ქ.)

ქეცბაია უეფას სუპერთასის მატჩის შესახებ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრას (5:4) დაესწრო. მოგვიანებით ქართველმა სპეციალისტმა მატჩი ბერძენ ჟურნალისტებთან შეაფასა.

“წარმოუდგენელი სანახაობა ვიხილეთ და ვამაყობ, რომ ეს ჩემს ქვეყანაში მოხდა. ის ფაქტი, რომ სტადიონზე 52 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, ყველაფერზე მეტყველებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს იყო სუპერთასის საუკეთესო მატჩი, რაც ოდესმე უნახავს”, – ქეცბაიას კომენტარი gazzetta.gr-ზე გამოქვეყნდა.

 

თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების წინააღმდეგი არ არის

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ მოიაზრება თემურ ქეცბაიას კანდიდატურა.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას სერხიო მარკარიანმა გუნდის თავკაცის პოსტი წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა. ურუგვაელი სპეციალისტის თავკაცობით ბერძნებმა სტუმრად უნგრელებთან უგოლოდ ითამაშეს, ფარერის ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ახლა გუნდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში 2 ქულით უკანასკნელი ადგილი უკავია.

მას შემდეგ, რაც მარკარიანმა პოსტი დატოვა, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას შესაძლო დანიშვნის შესახებ.

ბერძნულ ინტერნეტპორტალ Gazzetta.gr-ის რეპორტიორთან საუბრისას ქეცბაიამ განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს, თუმცა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

“ჩემს კანდიდატურას მანამდეც ასახელებდნენ, სანამ გუნდს მარკარიანს ჩააბარებდნენ და ახლაც ასახელებენ, თუმცა ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, არა ის, ვის კანდიდატურას ასახელებენ, არამედ – საბოლოოდ ვინ გახდება ნაკრების თავკაცი.

როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, ყველაფერი უნდა გააკეთო საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად. გუნდში არიან უცხოეთში და საბერძნეთში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. საბერძნეთის ნაკრებს პერსპექტივა აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ ტურნირებზე გასასვლელად უნდა იბრძოდეს.

კარგი ფეხბურთი მაღაზიაში არ იყიდება. მთავარია გუნდური ორგანიზება, დისციპლინა და ბევრი მოთმინება.

ჯგუფიდან გასვლა რთულია, მაგრამ მე მჯეროდა. ახლა მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, თუმცა გუნდი არ უნდა გაჩერდეს. დარჩენილია მატჩები, რომლებიც რეიტინგის გასაუმჯობესებლად ნაკრებმა უნდა მოიგოს.

გამოცდილებისა და სწორი რეჟიმის წყალობით შეიძლება წარსულში მიღწეული წარმატებების გამეორება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Gazzetta.gr

 

კამბიასო “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა.

ბერძნული მედიის ცნობით, კამბიასომ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო მანამდე ინგლისურ “ლესტერ სიტიში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო 2004-დან 2014 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 315 მატჩში 41 გოლი გაიტანა. იგი მანამდე მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტსა” და “ინდეპენდიენტეში” თამაშობდა.

 

“ატრომიტოსი” — აიკ-ის მატჩი ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეწყდა (ფოტო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ “ატრომიტოსსა” და შვედურ აიკ-ს შორის მიმდინარე მატჩის 53-ე წუთზე სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა. ამ დროს ანგარიში ნულოვანი გახლდათ. ელექტროენერგიის ჩართვის შემდეგ მასპინძელთა ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა მარსელინიომ “ატრომიტოსი” დააწინაურა და გუნდს საბოლოო გამარჯვება მოუპოვა — 1:0.

ამრიგად, “ატრომიტოსმა” ორი მატჩის ჯამში აიკ-ი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ბერძნული გუნდი მეტოქის ვინაობას დღეს, ნიონში გასამართ წილისყრაზე გაიგებს.

light out

 

ძალიან უცნაური მიზეზის გამო დანიშნული პენალტი საბერძნეთში (ვიდეო)

გასულ უქმეებზე, საბერძნეთის რანგით მესამე დივიზიონში, “კალამატასა” და “აჰაიკის” შორის გამართულ მატჩში, მსაჯმა “აჰაიკის” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა.