ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა (ფოტო)

პორტუგალიელმა ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ტაშკენტის “ფახთაქორის” მწვრთნელი, შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად არველაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ.

ფიგუმ “ალკმაარისა” და “აიაქსის” ყოფილი თავდამსხმელს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ 2017 წლის 14 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქველმოქმედო მატჩი შედგება. ერთმანეთს ლუიშ ფიგუსა და დიმიტარ ბერბატოვის გუნდები დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის უმთავრესი მიზანი ბავშვების განათლებისა და ნიჭის განვითარების დაფინანსება იქნება. ზოგადად, ლუიშ ფიგუს ფონდი 2003 წლიდან ეხმარება ისეთ პროგრამებს, რომელბიც განათლებას, სოციალურ ინტეგრაციას, ჯანმრთელობას და სპორტს ეხებიან.

შეხვედრაში ისეთი მოთამაშეები მიირებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: გაისკა მენდიეტა, დუაიტ იორკი, რიო ფერდინანდი, როი კინი, მაქსველი, იარი ლიტმანენი, დავიდ ტრეზეგე, კრისტიან კარემბიუ, ფრანჩესკო ტოლდო და სხვები.

 

ბერბატოვი: “რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა თავის ყოფილ თანაგუნდელს, კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

“ეჭვი არავის ეპარება, რომ კრიშტიანუ ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის.

მისი ვარჯიშის სტილი, რომლის მეშვეობითაც ამ ფორმას ინარჩუნებს განსაკუთრებულია. მას ყოველთვის უნდა პირველობა, ის საუკეთესოა, ერთ-ერთი საუკეთესო.

დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში “რეალი” გავა, რონალდუ კი ტურინელებს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის,” – აცხადებს 36 წლის დიმიტარ ბერბატოვი.

ბერბატოვი, შესაძლოა, პაპუნაშვილი თანაკლუბელი გახდეს

„მონაკოს“ გამოცდილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, შესაძლოა, ბრემენის „ვერდერში“ ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, „ბრემენელი მუსიკოსები“ მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს დროში გეგმავენ.

აქამდე 34 წლის ბულგარელი თავდამსხმელისადმი „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ მხრიდან ინტერესის შესახებაც იწერებოდა. განვლილ სეზონში დიმიტარმა „მონაკოში“ 38 მატჩი ჩაატარა და თავი 12 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ვერდერში“ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ჩაირიცხა, რომელიც ახალ სეზონში იჯარით ბრემენელთა მეორე გუნდში ითამაშებს. სამშაბათს პაპუნაშვილს „ვერდერის“ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

ბერბატოვის ინგლისური წინადადება

ინგლისური “ბორნმუთი”, რომელიც მომდევნო სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს გაძლიერებაზე დაფიქრდა. შემადგენლობის გასაძლიერებლად პრემიერლიგის მომდევნო სეზონის დებიუტანს გამოცდილი შემტევის გადაბირება სურთ.

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით “ბორნმუთის” ხელმძღვანელებმა არჩევანი დიმიტარ ბერბატოვზე შეაჩერეს. ბულგარელი ფეხბურთელი, რომელსაც “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” უთამაშია, ამჟამად “მონაკოს” ღირსებას იცავს.

ბერბატოვი: „მონაკოს“ „იუვენტუსის“ დამარცხების პოტენციალი აქვს“

„მონაკოს“ თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა „იუვენტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მოახლოებული განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსი ჯერ კდიევ გვაქვს. „მონაკოს“ „იუვენტუსის“ დამარცხება შეუძლია. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რაც „არსენალთან“ სერიაში დამტკივდა.

ტურინში წაგება არ დაგვიმსახურებია. პირველ ტაიმში ჩვენ სასარგებლოდ პენალტი რომ დანიშნულიყო, თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა. მეორე ტაიმში კი უსაფუძვლო პენალტი უკვე ჩვენი კარის მიმართულებით დაინიშნა. ვიცით, რომ მეტოქის კართან „იუვე“ ყოველთვის ბევრ სახიფათო მომენტს ქმნის, მაგრამ ეს ჩვენც უნდა გამოგვივიდეს“, – განაცხადა ბულგარელმა ფორვარდმა.

ბლანმა ბერბატოვი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დღეს შედგება: “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “მონაკოს” თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის შესახებ ისაუბრა და ბულგარელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

“ბერბატოვი “მონაკოსთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ტექნიკურია, შეუძლია პოზიციის შერჩევა და გუნდის შემოქმედებით თამაშში ჩართულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამშვიდებს. ბერბატოვი ბურთით გონივრულად თამაშობს და ძალზედ იშვიათად კარგავს მას. ის ისეთივე მნიშვნელოვანია “მონაკოსთვის”, როგორც იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის”, – ბლანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

მატჩი “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ბერბატოვი: “მონაკოს” უფრო სურდა გამარჯვება, ვიდრე “არსენალს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. ერთი გოლი დიმიტარ ბერბატოვის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს უფრო სურდა გამარჯვება, ვიდრე “არსენალს”.

“ალბათ, ამას არავინ ელოდა, თუმცა ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. შექმნილი შანსები გამოვიყენეთ და მშვენიერი მოგება ჩაიწერეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა.

“არსენალი” კარგი გუნდია, თუმცა დღეს ჩვენ უფრო გვინდოდა გამარჯვება. მოედნის ყველა მონაკვეთზე ვიბრძოდით, ორთაბრძოლები მოვიგეთ და გოლები გავიტანეთ.

“არსენალს” საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა ჩვენი არდაფასების უფლება. თუ მათ ეს გააკეთეს, ისევ მათთვის არის ცუდი, რადგან ჩვენ ისინი დავამარცხეთ”, – ბერბატოვის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

“მონაკოსა” და “არსენალს” შორის განმეორებითი მატჩი 17 მარტს გაიმართება.

 

ბერბატოვი მონაკოს მარსელთან ვერ დაეხმარება

“მონაკოს” ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა “ზენიტთან” შეხვედრაში ტრავმა მიირო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დროს დასჭირდება ბულგარელ შემტევს მოედანზე დასაბრუნებლად, თუმცა ის კი გადაწყვეტილია, რომ ბერბატოვი საკუთარ გუნდს “მარსელთან” შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ბერბატოვმა ლიგა 1-ში 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა სეძლო.

“მონაკოსა” და “მარსელს” შორის შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ბერბატოვმა მონაკოსთან გაახანგრძლივა

ბულგერელმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა “მონაკოსთან” კონტრაქტი ერთი წლის გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოში” ბერბატოვი “ფულემიდან” იანვარში გადაბარგდა და მას შემდეგ 14 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.

“აქ თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ. მომავალი სეზონი საინტერესო უნდა გამოდგეს” – განაცხადა ბერბატოვმა.

“ბერბატოვი შესანიშნავი მოთმაშეა. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენთან რჩება” – ამბობს “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევი.

ბერბატოვს “მონაკოში” სურს დარჩენა

“მონაკოს” ბულგარელმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა განაცხადა, რომ ფრანგულ ჯგუფში სურს დარჩენა.

“აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სეზონის დასრულების შემდეგ დავსხდებით, მოვილაპარაკებთ და ჩემი ბედიც მანდ გადაწყდება” – განაცხადა ბერბატოვმა, რომელსაც სეზონის ბოლოს “მონაკოსთან” საიჯარო ხელშეკრულება ეწურება, თუმცა ამავე დროს მთავრდება “ფულემთან” გაფორმებული კონტრაქტიც.

“მონაკოში” გადასვლის შემდეგ ბერბატოვმა 12 მატჩი ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.

ბერბატოვს ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს

„მონაკოს“ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს. 33 წლის ფეხბურთელის მხრიდან საუბარია სამსახიობო კარიერის დაწყებაზე.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კარიერის განმავლობაში მივაღწიე, თუმცა ძალისხმევას არც ახალი კლუბისთვის არ ვიშურებ. როდესაც ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ, თვითკმაყოფილი ღიმილით შემეძლება უკან გახედვა, რადგან ბევრ რამეს მივაღწიე.

ერიკ კანტონასთან ჩემი შედარება არასამართლიანია. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებული ფეხბურთელი იყო. მის მიერ გატანილი გოლები საფირმო ნიშნებად იქცა. შესანიშნავი მოთამაშე იყო. შემდეგ კინოებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.

თავად მეც კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული გახლავართ. როდესაც კარიერას დავასრულებ, კინოში გადაღებაზე უარს მეც არ ვიტყვი“, – განაცხადა ბერბატოვმა „ევროსპორტის“ ეთერში.

იქვე ბულგარელი თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ მოთამაშის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

ბექა დოგრაშვილი