“ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა.

“კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და მის თანაშემწეებს ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“ჯენოა” 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს გასული წლის ნოემბერში ჩააბარეს. გუნდმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ ფრედ ითამაშა, შვიდჯერ კი დამარცხდა.

გენუელებს დროებით აბდულაი კონკო უთავკაცებს, რომელსაც რობერტო მურგიტა დაეხმარება.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავია.

შევჩენკო: “იმედია, რომში იტალიელები მხარს უკრაინას დაუჭერენ”

ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრები დამტებით დროში დაამარცხა (2:1). შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.

“ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ძალისხმევა არ დაიშურეს. ამ გამარჯვებას ყველა უკრაინელს ვუძღვნით, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ რომში იტალიელი გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ინგლისის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. რთული შეხვედრა გველის”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს “სკაი სპორტ იტალია”.

უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

“მოდრიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია”

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩეკნომ ჯგუფის ლიდერი, ხორვატიის ნაკრები შეაფასა და ჯგუფიდან გასვლის შანსზე ისაუბრა.

მსოფლიო ჩემპონატის შესარჩევი ციკლი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რამდენიმე ჯგუფში, ჯერ კიდევ გასარკევია თუ ვინ იასპარეზებს 2018 წელს რუსეთში. მათ შორის, არც ხორვატიის და ისლანდიის ნაკრებებს გაუნაღდებიათ თავიანთ ჯგუფში რამე, პირველ-მეორე ადგილოსანს თანაბარი 16-16 ქულა აქვთ, მათ მდევარ თურქეთს და უკრანას კი 14-14, ამიტომაც ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო:”ხორვატიას ძალიან კარგი გუნდი ყავს, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკონპლექტებული. მათ რიგებში ირიცხება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, ასევე მარიო მანჯუკიჩი, ნიკოლა კალინიჩი, მატეო კოვაჩიჩი და ა.შ. მე ვფიღობ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, რომლისათვისაც უნდა ვიბრძოლოთ. უკრაინის ნაკრები სახლში ყოველთვის ძლიერია.” -განაცხადა ანდრეი შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ხვლა, 6 ოქტომბერს ხორვატია ფინეთს უმასპინძლებს, უკრაინა კი კოსოვოს ესტუმრება. ასევე თავის შეხვედრას გამართავს თურქეთის ნაკრები ისლანდიასთან.

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

იტალიური “მილანისა” და ლონდონური “ჩელსის” ექს-შემტევი, ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს დაეხმარება ევრო 2016-ზე წარმატების მიღწევაში.

39 წლის უკრაინელმა, რომელსაც ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი (48) გოლი აქვს გატანილი, Uefa-ს ორწლიანი სამწვრთნელო კურსი გაიარა, რის შემდგომაც სამწვრთნელო ლიცენზია დაიმსახურა.

“ოთხწლიანი შვებულების შემდგომ, მე კვლავ დავბრუნდი დიდ ფეხბურთში, როგორც მწვრთნელი.  რამოდენიმე დიდ მწვრთნელთან მუშაობის გამოცდილება მაქვს, მათ შორის არიან: ვალერი ლობანოვსკი, კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში გამოცდილი ვარ.”

 

შევჩენკო უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს – „MatchDay“

როგორც „MatchDay“ იტყობინება, „მილანისა“ და ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო, უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობას დათანხმდა.

სავარაუდოდ, 39 წლის სპეციალისტის უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შესვლა ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. სულ მალე ნაკრებშო ალექსანდ ზავაროვის ბედიც გაირვკვევა, რომლის ადგილი სწორედ შევჩენკოს უნდა დაეკავებინა.

შევჩენკო: “შესაძლოა, “ოქროს ბურთი” მომდევნო ჯერზე ვიღაცამ პირველად მოიგოს”

ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯილდო “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის დამსახურებულად გადაეცა.

“ვთვლი, რომ ლეომ ეს ჯილდო დაიმსახურა. სხვათა შორის, სწორედ მას ვქომაგობდი. რომ არა ტრავმა, იგი გასულ სეზონს უკეთესად ჩაატარებდა, თუმც “ბარსელონასთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული ისედაც მოიგო.

დიდხანს გაგრძელდება თუ არა მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია? ვფიქრობ, მომდევნო ჯერზე “ოქროს ბურთს” ვიღაც პირველად მოიგებს და ეს შესაძლოა, ნეიმარი ან ლუის სუარესი აღმოჩნდეს”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს უკრაინული “ვესტი”.

 

მოურინიოს გათავისუფლებაში დიდი როლი შევჩენკომ ითამაშა – „Calciomercato“

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემის „Calciomercato“-ს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისფულებაში დიდი როლი გუნდის ექს-ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ ითამაშა.

წყაროს ცნობით, უკრაინელს რომან აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობა აქვს და მას ნებისმიერ დროს კლუბში რომელიმე თანამდებობის დაკავება შეუძლია. რომანო ასევე იმის შესახებ წერს, რომ შევჩენკომ, შესაძლოა, რამდენიმე „ჩელსის“ ფეხბურთელს მოურინიოს გაშვებასთან დაკავშირებით შეტყობინება გაუზაგვანა, რის შესახებაც თავად პორტუგალიელმა არც კი იცის.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა სათქმელია, რომ შევჩენკო აბრამოვიჩთან ერთად აქამდეც უანხავთ.

შევჩენკო მოურინიოს გამოექომაგა

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შევჩენკო ამბობს, რომ გუნდმა მოურინიოს მიღწევები არ უნდა დაივიწყოს.

“ჟოზე დიდებული მწვრთნელია. თითოეულ სპეციალისტს, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მომიწია მუშაობა, საკუთარი სტრატეგია ჰქონდა, მაგრამ ყველას მიზანი სასურველი შედეგის მიღწევა იყო. ამ მხრივ მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს, იცის, სად სჭირდება მის გუნდს გაძლიერება. ზოგჯერ სიტუაციის გამოსწორება დიდ დროს მოითხოვს, ზოგჯერ კი ეს პროცესი სწრაფად მიმდიანრეობს. რაც არ უნდა იყოს, წარსულის დავიწყება არ შეიძლება”, – შევჩენკოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

შევჩენკო, როგორც აბრამოვიჩის გაფუჭებული – მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ცუდი ტრანსფერები

Fanebi.com წარმოგიდგნთ ფეხბურთელებს, რომელთაც თავიანთში გადახდილი “ზღაპრული ფასის” მიუხედავად, მინიმუმის ჩვენებაც ვერ შეძლეს.

სტატიაში გარდაუალად მოხვდა ანხელ დი მარია, რომელიც გასულ სეზონში შეუერთდა “მანჩესტერს” და უკვე კლუბს ტოვებს. ინგლისელებს არგენტინელში 60 მილიონის გადახდა მოუწიათ, ახლა კი 15 მილიონიან წაგებაში არიან. აღსანიშნავია, რომ სიაში ერთ-ერთი ფეხბურთელი ოქროს ბურთს ფლობს.

კაკა(“რეალი”, 2009 წელი)

შეძენილი: “მილანიდან” 56 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 56 მილიონი ფუნტი

მადრიდში “მილანის” ბრაზილიელ ვარსკვლავზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თუმცა, კაკას ტრანსფერს მალევე კრიშტიანუ რონალდუს გადმოყვანა მოჰყვა და იმ დროს 27 წლის შემტევის კონტრაქტი “სამეფო გრანდმა” ვეღარ გააუქმა. 120 მატჩში, ბრაზილიელმა მხოლოდ 29 გოლი გაიტანა და მადრიდისტების მოლოდინი ვერ გაამართლა.

ფერნანდო ტორესი(“ჩელსი”, 2011 წელი)

შეძენილი: “ლივერპულიდან” 50 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 50 მილიონი ფუნტი

“ჩელსისთვის” ფერნანდო ტორესის გადაბირება სავსებით გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან ესპანელი “ლივერპულში” ბრწყინავდა და არავის გაუკვირდებოდა, რომ პრემიერ ლიგაში ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდებოდა. ფერნანდომ, როგორც “არისტოკრატმა” მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიტანა ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გოლი, მაგრამ ის ავანსები, რომელიც ტორესზე იყო გაცემული, საერთოდ ვერ გაამართლა.

fernandotorres-chelseacropped

ანდრეი შევჩენკო(“ჩელსი”, 2006 წელი)

შეძენილი: “მილანიდან” 30.8 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “დინამოში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 30.8 მილიონი ფუნტი

“სტემფორდ ბრიჯზე” უკრაინელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით გადავიდა, თუმცა ანდრიუს ამან არ უშველა და 49 პრემიერ ლიგურ მატჩში მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა. შევჩენკოს თითო გოლი აბრამოვიჩს 3.4 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ენდი კეროლი(“ლივერპული”, 2011 წელი)

შეძენილი: “ნიუკასლიდან” 35 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ვესტ ჰემში”: 15.5 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 19.5 მილიონი ფუნტი

“ლივერპულის” კეროლში გადახდილი თანხა ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ცხადი იყო, რომ ინგლისელი ამდენი არ ღირდა და არც ტორესის შემცვლელი იყო, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ფერნანდოც მერსისაიდელებს ბოლო დღეს გაექცათ მოსისხლე გუნდში და “წითლები” იძულებულნი გახდნენ, “ნიუკასლის” მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

ანხელ დი მარია(“მანჩესტერი”, 2014 წელი)

შეძენილი: “რეალიდან” 59.7 მილიონი ფუნტი
გაიყიდა “პსჟ”-ში: 44.4 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 15.3 მილიონი ფუნტი

შემოდგომაზე ლუი ვან გაალსა და ანხელ დი მარიას შორის კონფლიქტი მოხდა. ზუსტად 1 წლის წინ, ჰოლანდიელმა არგენტინელში ზღაპრული თანხა გადაიხადა, თუმცა გასულ სეზონის მეორე წრე დი მარიამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. საინტერესოა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი, “მანჩესტერმა” ერთ სეზონში რეგრესისკენ გაუშვა.

di Maria

რობინიო(“მანჩესტერ სიტი”, 2008 წელი)

შეძენილი: მადრიდის “რეალიდან” 32.5 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: 15 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 17.5 მილიონი ფუნტი

ბრაზილიელი ვარსკვლავის “ქალაქელთა” რიგებში გაწევრიანება, ჯერ კიდევ შეიხების დიდი პროექტის დასაწყისი იყო, რომელსაც “ჩელსი” უნდა ჩაეძირა. რა თქმა უნდა, ტრანსფერში გადახდილმა ასტრონომურმა ფასმა ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედა და გაცემული ავანსები საერთოდ ვერ გაამართლა.

ემანუელ ადებაიორი(“მანჩესტერ სიტი”, 2009 წელი)

შეძენილი: “არსენალიდან” 25 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ტოტენჰემში”: 5 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 20 მილიონი ფუნტი

როდესაც ფერადკანიანი შემტევი “არსენალში” იყო, პუბლიკას ყველაფერი დაუმტკიცა. შემდეგ კი შემოვიდა მოდაში, რომ ტონგოელ ფორვარდში დიდი ფული უნდა გადახდილიყო. ადებაიორმა “ტოტენჰემში” გადასვლის შემდეგ, ძალიან მალე დაკარგა მწვრთნელის ნდობა და სათადარიგოთა სკამის ერთგული წევრი გახდა. 2012 წელს ემანუელმა “რეალში” იჯარის წესით თამაშიც მოახერხა.

ხუან სებასტიან ვერონი(“მანჩესტერი”, 2001 წელი)

შეძენილი: “ლაციოდან” 28,1 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ჩელსიში”: 15 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 13,1 მილიონი ფუნტი.

ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შემდეგ მისი ყველაზე დიდი შეცდომები აღიარა და ერთ-ერთი არგენტინელი გარემარბის დამატება იყო. “ოლდ-ტრაფორდზე” ვერონმა ორი სეზონი დაჰყო და ინგლისის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ მისი წვლილი ამ საქმეში ნამდვილად არ ყოფილა.

VERON

კარლოს ტევესი(“მანჩესტერ სიტი”, 2009 წელი)

შეძენილი: “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 25.5 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “იუვენტუსში: 12 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 13.5 მილიონი ფუნტი

“მანჩესტერ სიტის” ისტორიაში კარლოს ტევესი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შემდეგ კლუბს, ფანებსა და ფეხბურთელს შორის განხეთქილებას მოხდა და 13.5 მილიონ ფუნტის წაგების მიუხედავად, არგენტინელის “იუვენტუსში” გაშვება მოუწიათ.

შევჩენკო: „სჯობს, ბეილმა თამაშსა და ვარჯიშზე იფიქროს“

კიევის „დინამოს“, „მილანის“, „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, გარეთმა სიმშვიდა უნდა შეინარჩნოს და თავისი საუკეთესო ფორმა იპოვოს. ის ჩინებული მოთამაშეა. თუ მას „რეალში“ დარჩენა სურს, მაშინ მისთვის მხოლოდ თამაშსა და ვარჯიშზე ფიქრი სჯობს“, – ციტირებს უკრაინელს BBC.

მიმდინარე სეზონში ბეილმა 46 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

,,გამორჩეული” – ანდრეი შევჩენკო

ანდრეი შევჩენკო დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს, კიევის ოლქის იაგოტინსკის რაიონის, სოფელ დვირკივშინაში პრაპორშჩიკის ნიკოლოზ შევჩენკოს ოჯახში.

შევჩენკოს ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა ,,დინამო კიევის” რიგებში დაიწყო. კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში იგი 1986 წლიდან 1993 წლამდე თამაშობდა.

,,დინამო კიევი”

1994 წელს კი ის უკვე პირველი გუნდის წევრი გახდა. სწორედ, ამ წლიდან დაიწყო ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის პროფესიული კარიერა.

სწორედ, ,,დინამო კიევში” აიდგა ფეხი და ჩამოყალიბდა უდიდეს პროფესიონალად ანდრეი შევჩენკო. გუნდის შემადგენლობაში მან 117 მატჩი ჩაატარა. ანდრეიმ 60 გოლი მიითვალა ,,დინამო კიევის” რიგებში. ამის შემდეგ იყო საუკეთესო წლები შევჩენკოს საფეხბურთო კარიერაში. უნიჭიერესი ფეხბურთელით ,,მილანი” დაინტერესდა.

,,მილანი”

,,მილანმა” ფეხბურრთელი 1999 წელს შეიძინა. იტალიელებმა ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. ანდრეიმ 7 დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა გუნდის რიგებში. ის გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი 2004 წელს გახდა. ასევე ,,მილანთან” ერთად დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს ( 2003 წელი). გუნდის რიგებში ანდრეი შევჩენკომ 208 შეხვედრა ჩაატარა. მან 127 გოლის გატანა მოახერხა.

ლონდონის ,,ჩელსი”

საუკეთესო წლების შემდეგ ფეხბურთელით ლონდონის ,,ჩელსი” დაინტერესდა. მათ მოახერხეს ფეხბურთელის შეძენა 2006 წლის ზაფხულში. ფეხბურთელში ლონდონელებმა 45 მილიონი ევრო გადაიხადეს. გუნდის შემადგენლობაში არც თუ ისე წარმატებული სეზონები ჩაატარა ლეგენდარულმა უკრაინელმა. მან ,,ჩელსის” შემადგენლობაში 48 თამაში ჩაატარა (გატანილი გოლი – 9).


2008 წელს ანდრეი შევჩენკო, არენდის წესით, ,,მილანში” კვლავ დაბრუნდა. გუნდის შემადგენლობა მან მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა.
ფეხბურთელმა კარიერა ,,დინამო კიევის” შემადგენლობაში დაამთავრა. იგი სამშობლოში 2009 წელს დაბრუნდა. კარიერის მიწურულს გუნდის რიგებში 55 მატჩი ჩაატარა. უკრაინელმა 23 გოლის გატანა მოახერხა.
სულ: თამაში – 446, გოლი – 219.

23 მაისი, 2003 წელი – დაუვიწყარი მომენტი

2003 წელს, ანდრეი შევჩენკოს გადამწყვეტმა თერთმეტმერიანმა ,,მილანი” ჩენპიონთა ლიგა მოაგებინა.

ანდრეი შევჩენკოს სანაკრებო კარიერა 1995 წელს დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო  მსოფლიოსა (2006 წელი) და ევროპის (2012 წელი) საფეხბურთო ჩემპიონატებზე. თითოეულ ტურნირზე მან 2-2 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში მან 111 მატჩი ჩაატარა (48 გატანილი გოლი).

მიღწევები

საკლუბო
,,კიევის დინამო” 

უკრაინის ჩემპიონი: 1995, 1996, 1997, 1998, 1999
უკრაინის თასი: 1996, 1998, 1999
,,მილანი”
იტალიის ჩემპიონი: 2004
იტალიის თასი: 2003
იტალიის სუპერ თასი: 2004
ჩემპიონთა ლიგა: 2003
უეფას სუპერ თასი: 2003
,,ჩელსი”
ინგლისის თასი: 2007
ინგლისის ლიგის თასი: 2007

პირადი მიღწევები
წლის უკრაინელი ფეხბურთელი –  1997, 1999, 2000, 2001, 2004, 2005
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2000, 2004
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 1999, 2001, 2006
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი – 1999
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2000
ოქროს ბურთის გამარჯვებული – 2004

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.