“სანტოსი” “ბარსელონას” უჩივის

ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა “სანტოსმა” ნეიმარის, ფეხბურთელის მამისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ ფიფაში საჩივარი შეიტანა.

როგორც კლუბის პრეზიდენტი მოდესტო რომა აცხადებს, “სანტოსმა” ნეიმარის გაყიდვისთვის 17,1 მილიონი ევრო მიიღო და თუ ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში მოხვდებოდა, დამატებით კიდევ ორი მილიონი უნდა მიეღო, თუმცა “ბარსელონამ” ეს პირობა დაარღვია.

“სანტოსი” თვლის, რომ “ბარსელონამ”, ნეიმარმა და მისმა კომპანიამ სატრანსფერო შეთანხმება დაარღვიეს. ვითხოვთ, ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას”, – ციტირებს მოდესტო რომას სიტყვებს “გლობო”.

 

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზედიზედ მერვედ გააღწია, რაც ახალი რეკორდია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

 

რონალდუს შეურაცხყოფისთვის “ბარსელონა” შესაძლოა, დაისაჯოს

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ შესაძლოა “ბარსელონა” კლუბის ქომაგების არასათანადო ქცევის გამო დააჯარიმოს.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (5:0) 65-ე წუთზე სტადიონზე მყოფმა 200-მდე ადამიანმა სკანდირება დაიწყო: “რონალდუ მთვრალია”.

CR7

ლიგა ვიდეოჩანაწერს შეისწავლის, რის შემდეგაც განაჩენს გამოიტანს. “ბარსელონა” შესაძლოა, სოლიდური ფულადი ჯარიმით დაისაჯოს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ 30-ე იუბილე პომპეზურად აღნიშნა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ინტერნეტსივრცეში ზეიმის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.

 

მესიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელსაც ცოტა ხნის წინათ “ჩელსისთან” აკავშირებდნენ, ცეცხლზე ნავთი დაასხა და სოციალურ ქსელში ლონდონური კლუბის ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა.

მოგვიანებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ტიბო კურტუა, ფილიპე ლუისი და სესკ ფაბრეგასიც დაიმატა.

გარდა ამისა, “ჩელსის” ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” ლეო მესის გელფრენდიც გახდა.

Messi - instagram

ზოგი ჭირი მარგებელია

გეცოდინებათ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ტრანსფერების აკრძალვასთან დაკავშირებით “ბარსელონას” საჩივარი რომ არ დააკმაყოფილა. ქართველებს გამოთქმა გვაქვს – “ზოგი ჭირი მარგებელია” და კატალონიური გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემაც იპოვა ამ ცუდ ამბავში სახეირო დეტალი. მისი თქმით, ტრანსფერების აკრძალვა “ბარსელონას” აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტიმულს მისცემს, რაც “ბლაუგრანას” ახალგაზრდული გუნდიდან კიდევ უფრო კარგი თაობის წამოსვლას შეუწყობს ხელს.

“გვინდოდა, რომ სხვა გადაწყვეტილება გამოტანილიყო, თუმცა რას ვიზამთ, ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. აკადემიიდან რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევდი, რომელთაც ძირითად გუნდში მოხვედრა შეუძლიათ. ტრანსფერების აკრძალვა ჩვენს ახალგაზრდებს მთავარი შემადგენლობის კარს უღებს”, – ლუის ენრიკეს სიტყვები “სმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა 2016 წლის იანვრამდე არ შეეძლება.

 

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.

 

“ბარსას” ფეხბურთელებმა FIFA 15 ითამაშეს — ვინ რა გუნდი აირჩია

ლიონელ მესი, ნეიმარი და “ბარსელონას” კიდევ ექვსი ფეხბურთელი კლუბის საწვრთნელც ცენტრ ლა მასიაში FIFA 15-ის თამაშით გაერთნენ.

კატალონიურ გუნდის რვა ფეხბურთელი ოთხ-ოთხად გაიყო ვიდეოთამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ მხარეს მესი, ნეიმარი, დანი ალვესი, მუნირი და მეორე მხარეს ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი და მარკ ბარტრა იბრძოდნენ მხარდამხარ. ალბათ, გაინტერესებთ, რომელმა მხარემ რომელი გუნდი აირჩია. ორივე ოთხეულმა “ბარსელონა” შეარჩია, თუმც პირველი ოთხეულის გუნდი “ბარსას” ტრადიცული ფორმით თამაშობდა, მეორე ოთხეულის გუნდს კი ღია ყვითელი გასვლითი მაისური ემოსა.

BarcaFIFA15

 

“ბარსელონას” დაგვიანებული ფოტოსესია

დღეს დილით “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და ხელმძღვანელებმა 2014/15 წლების სეზონისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. ფეხბურთელებმა ფოტოები გადაიღეს როგორც გუნდის ფორმაში, ასევე კოსტიუმებში. აღსანიშნავია, რომ კატალონიურმა გუნდმა ფოტოსესია ამ დრომდე ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის გამო გადადო.

2014-10-29_FOTO_PLANTILLA_01-Optimized.v14145802882014-10-29_FOTO_PLANTILLA_09-Optimized.v14145802922014-10-29_FOTO_PLANTILLA_30-Optimized.v14145802952014-10-29_FOTO_PLANTILLA_32-Optimized.v14145802992014-10-29_FOTO_PLANTILLA_33-Optimized.v14145803022014-10-29_FOTO_PLANTILLA_35-Optimized.v14145803052014-10-29_FOTO_PLANTILLA_39-Optimized.v14145803092014-10-29_FOTO_PLANTILLA_43-Optimized.v14145803122014-10-29_FOTO_PLANTILLA_44-Optimized.v1414580316

როგორ ერთობიან „ელ კლასიკოს“ წინ „ბარსელონას“ ფეხბურთელები (ვიდეო)

ლუის ენრიკეს მოთამაშეები მადრიდის „რეალთან“ პრინციპული მატჩის წინ საკმაოდ კარგ განწყობაზე არიან, რაზეც მათი ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის ამსახველ ვიდეოც მეტყველებს.

ბოლო 30 წლის „ელ კლასიკოს“ ყველა გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ 1984 წლიდან 2014 წლამდე „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩებში გასული ყველა გოლის ამსახველ ვიდეოს.

სუარესი „ელ კლასიკოს“, სავარაუდოდ, პირველი წუთებიდან დაიწყებს

ლუის ენრიკე მადრიდის „რეალთან“ პრინციპული მატჩისთვის ლუის სუარესის სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანას გეგმავს.

მადრიდელების წინააღმდეგ შეხვედრა ურუგვაელისთვის „ბარსას“ მოთამაშის სტატუსით სადებიუტო გამოდგება – ურუგვაელს ოთხთვიანი დისკვალიფიკაციის დროს მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკა არ მიუღია და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თამაშობდა.

ამის მიუხედავად, „ბლაუგრანასის“ სამწვრთნელო შტაბი, სავარაუდოდ, მაინც გარისკავს და ლუისს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშის საშუალებას სასტარტო წუთებიდან მისცემს.

ლუის ენრიკემ მესის „საქციელზე“ ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ეიბართან“ ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრის მიმდინარეობისას ლიონელ მესის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრა, როდესაც არგენტინელმა მოედნის დატოვება იუარა.

„ცვლილების წინ, ხშირად თავად ფეხბურთელს ვეკითხები, თუ როგორ გრძნობს იგი თავს. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ პასუხის მიღების შემდგომ ვიღებ.

მე მესის, ინიესტასა და ნეიმარს ვესაუბრე. ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრმა ყველაფერი არასწორად გაიგო და არასწორი დასკვნები გამოიტანა. ასე მომავალშიც მოვიქცევი“, – განაცხადა ენრიკემ.