დევიდ ბექჰემს გაი რიჩის ფილმში გადაიღებენ

“ინდეპენდენტის” თანახმად, ცნობილი რეჟისორი გაი რიჩი ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს თავის ფილმში გადაიღებს.

ფილმი მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებზე იქნება. ბექჰემი ქვიდან ხმლის ამოღების სცენაში მიიღებს მონაწილეობას.

მეფე არტურის როლს ჩარლი ჰენემი შეასრულებს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობენ ჯუდ ლოუ, ანაბელ უოლისი და სხვები.

 

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობთ დევიდ ბექჰემს?

გთავაზობთ ქვიზს ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, დევიდ ბექჰემის შესახებ. ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობთ ინგლისელ ფეხბურთელს და ათი კითხვიდან რამდენს უპასუხებთ სწორად.

ბექჰემმა შვილს ვიდეოს ჩაწერა არ დააცადა (ვიდეო)

დევიდ ბექჰემმა საკუთარ შვილს სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ასატვირთი ვიდეოს ჩაწერა არ დააცადა.

ბრუკლინი: “დღეს დედას დაბადების დღეა”.
დევიდი (სხვა ოთახიდან): “ბრუკლინ, მივდივართ”.
ბრუკლინი: “და ერთ მილიონ მიმდევარს მივაღწიე”.
*ოთახში ბექჰემი შემოდის*
დევიდი: “მე 52 (მილიონი) მყავს”.

როგორც ჩანს, ბექჰემმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მოწონების რაოდენობა იგულისხმა.

ბექჰემი: „ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთან ერთადაც მუშაობა მომიწია“

მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის თქმით, კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთბელია, რომელთან ერთადაც მას მუშაობა მოუწია.

„კარლო მივყარს, ის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელიც ჩემი თავკაცი იყო. ის გამარჯვებულია და წარმატებას ყოველთვის მიაღწევს. ვფიქრობ, „რეალისთვის“ ანჩელოტი ჩინებული დამრიგებელია.

მან იცის, თუ როგორ დაიმსახურის ფეხბურთელების პატივისცემა. მას მოთამაშეები დიდ პატივს სცემენ, ისევე, როგორც მთლიანი საფეხბურთო სამყარო“, – განუცხადა ინგლისელმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი ბექჰემის თავკაცი „მილანსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ იყო.

რამდენს შეადგენდა 20 წლის დევიდ ბექჰემის ხელფასი?

საფეხბურთო კლუბ „პრესტონის“ სპორტული დირექტორი პოლ ბრედლი ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის კონტრაქტს დღემდე ინახავს.

1995 წელს ბექჰემი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით სწორედ „პრესტონში“ გადავიდა. მაშინდელი ხელშეკრულების მიხედვით, 20 წლის დევიდის ხელფასი კვირაში 540 ევროს შეადგენდა. გარდა ამისა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის ფეხბურთელს, ბონუსის სახით, 67 ევრო ერიცხებოდა.

„მე ბექჰემის კონტრაქტი შევინახე, დღეს იგი ჩვენი ოფისის კედელს ამშვენებს. კლუბის წინა მფლობელი მის გადაგდებას მირჩევდა, მაგრამ იმდენი ჭკუა მეყო, რომ ასე არ მოვქცეულიყავი“, – ციტირებს ბრედლის „The Telegraph“-ი.

ცნობისთვის, მომავალმა ვარსკვლავმა „პრესტონის“ შემადგენლობაში სულ ხუთჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

Beckham

ბექჰემი: „ბლანი პსჟ-სთვის ჩინებული მწვრთნელია“

პსჟ-ს ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა გუნდის ამჟამინდელ თავკაცზე ლორან ბლანზე ისაუბრა.

„პსჟ-ს ჩინებული მწვრთბელი ჰყავს, რომელიც დიდი კლუბების შემადგენლობაში თამაშობდა. ამ კლუბს კარგი მენეჯმენტი და დიდი ამბიციები აქვს.

ლიგა 1-ში მოგება რთულია. პსჟ-ს ჩინებული ფეხბურთელები და გულშემატკივრები ჰყავს. იმედია, ტიტულს გუნდი მაინც მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება.

პარიზელები უკვე რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ. ამ პერიოდში კლუბმა საკმარისი გამოცდილება დააგროვა და მაყურებლებს თავი შესანიშნავი მატჩებით დაამახსოვრა“, – განაცხადა ბექსმა.

შეგახსენებთ, რომ ლორან ბლანი და დევიდ ბექჰემი თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანაგუნდელები იყვნენ.

დევიდ ბექჰემი შვილთან ერთად ავარიაში მოყვა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი თავის ვაჟთან ბრუკლინთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა შაბათს ლონდონში მოხდა, როდესაც დევიდმა თავისი შვილი „არსენალის“ ვარჯიშიდან „აუდის“ მარკის მანქანით სახლში წამოიყვანა და გზაში მოპირდაპირე მხარეს გასულ ავტომობილს დაეჯახა.

საბედნიეროდ, ბრუკლინის მსგავსად, არც დევიდი დაშავებულა. მოგვიანებით ავარიის ადგილი ბექჰემებმა სხვა მანქანით დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის ინგლისელი ავარიაში სექტემბერშიც მოყვა, როდესაც მოტოციკლით პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდა.

დევიდ ბექჰემის შვილმა პირველი კონტრაქტი გააფორმა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მოთამაშის დევიდ მექჰემის 15 წლის შვილმა ბრუკლინ ბექჰემმა კონტრაქტი ლონდონის “არსენალთან” გააფორმა. იმ შემთშხვევაში, თუ მოთამაშე თავს გამოიჩენს მეთოფეები მას გრძელვადიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

“ბრუკლინი ძალიან ნიჭიერია. ის ვარჯიშებზე და თამაშებშიც გამორჩეულია. ასე რომ, მის მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი იჩენდა. “არსენალში” ხვდებიან, რომ ბრუკლინი, შესაძლოა, დიდი ტალანტი აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდნენ” – აცხადებს “არსენალში” მომუშავე ერთ-ერთი პიროვნება Daily Star-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ დევიდის კიდევ ერთი შვილი, 12 წლის რომეო ბექჰემიც ლონდონის “არსენალის” ღირსებას იცავს.

დევიდ ბექჰემმა 11 წლის კიბოთი დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა 11 წლის ბიჭი მოინახულა, რომელიც კიბოთი არის დაავადებული. როგორც გაირკვა, ბიჭუნა დევიდის დიდი თაყვანისმცემელია და მასთან შეხვედრაზე ყოველთვის ოცნებობდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ათი ვარსკვლავი სერ ალექს ფერგიუსონის ერაში

“მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია. სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ კლუბში ძალიან დიდი დრო გაატარა და ცხადია, მის გუნდში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია.

Daily Mail-მა ფერგიუსონის ერაში ათი საუკეთესო ვარსვკლავი დაასახელა.

10. ბრაიან რობსონი

1412850340695_Image_galleryImage_Bryan_Robson_20_May_1990_

9. გარი ნევილი

1412850455152_Image_galleryImage_Gary_Neville_celebrates_a

8. პეტერ შმეიხელი

1412850717185_wps_3_Manchester_United_goalkee

7. უეინ რუნი

1412848782341_wps_70_WAYNE_ROONEY_Manchester_U

6. დევიდ ბექჰემი

1412851024643_Image_galleryImage_David_Beckham_celebrates_

5. როი კინი

1412845227982_wps_34_Roy_Keane_of_Manchester_U

4. პოლ სქოულზი

1412846952122_wps_52_FILE_This_is_a_Saturday_J

3. კრიშტიანო რონალდუ

1412847076825_wps_56_MOSCOW_MAY_21_Cristiano_R

2. ერიკ კანტონა

Cantona_2387428b

1. რაიან გიგზი

1412848255651_Image_galleryImage_Manchester_United_s_Ryan_

ბექჰემის შემოსავალი, კარიერის დასრულების შემდეგ 10%-ით შემცირდა

AP-ის განცხადებით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის შემოსავლი, კარიერის დასრულების შემდეგ 10%-ით შემცირდა.

ბექჰემმა, ფეხბურთელის რანგში, უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა პსჟ-ს შემადგენლობაში, 2013 წლის მაისში ჩაატარა.

2013 წელს, ვეტერანმა ფეხბურთელმა, 1 წლიურად 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 2012 წელს კი, მისმა შემოსავალმა, 27 მილიონ დოლარს მიაღწია.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.