უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ბებერი სინიორას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელსაც ეს პრესტიჟული ტიტული კარიერის განმავლობაში მოგებული არ აქვს.
“ვიცი, როგორ უნდა შევხვდე დიდ გამარჯვებებსა და მარცხს. სპორტში ასეთი იმედგაცრუებები ხდება ხოლმე, მაგრამ მანამდე ჩვენს ფანებთან ერთად ბევრი დიდებული მომენტით გავიხარეთ.
სამწუხაროა, რომ მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმც წარმატების იმედი ნამდვილად მქონდა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს “სქაი სპორტ იტალია”.