ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “თუ მესის ნაკრებში გამოვიძახებთ, ის აუცილებლად ჩამოვა”

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია დარწმუნებულია, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ეროვნულ გუნდში დაბრუნდება. შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა ნაკრებში თამაშზე დროებით უარი თქვა.

“როდესაც მადრიდში ლიბერტადორესის თასის ფინალზე ჩავედი, მესისთან საუბარი მქონდა. მან აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს. გადაწყვეტილება გუნდის სამწვრთნელო შტაბმა უნდა მიიღოს. მარტში მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. თუ მესის გამოვიძახებთ, ის აუცილებლად ჩამოვა”, – ციტირებს ტაპიას სიტყვებს “ფოქს სპორტსი”.

ლეო მესიმ “ოქროს ბუცი” მიიღო (ვიდეო)

“ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის “ოქროს ბუცი” გადასცეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2017-2018 წლების გათამაშებაში 34 გოლი გაიტანა.

მესისთვის ეს მეხუთე “ოქროს ბუცია”, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. აღნიშნული ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო დანარჩენ მფლობელებს ორზე მეტჯერ არ მოუგიათ.

ლიონელ მესიმ მანამდე “ოქროს ბუცი” 2009-2010 (34 გოლი), 2011-2012 (50 გოლი), 2012-2013 (46 გოლი) და 2016-2017 (37 გოლი) წლების სეზონებში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბუცი” ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. ჯილდო 1968-დან 1991 წლამდე აბსოლუტური მაჩვენებლის (გოლების რაოდენობა) მიხედვით თამაშდებოდა. 1992-დან 1996 წლამდე ჯილდოს გადაცემა შეჩერებული იყო, ხოლო 1997 წლიდან “ოქროს ბუცი” ახალი წესით აამოქმედეს – გატანილი გოლების რაოდენობა მრვალდება ჩემპიონატის კოეფიციენტზე.

ულამაზესი მოდელის გვერდით მორცხვად მდგარი მესი (ვიდეო)

29 ნოემბერს, ბარსელონაში  შვეიცარიულ-ებრაულმა კომპანია Sirin Labs-მა პირველი ბლოკჩეინ-სმარტფონი Finney წარადგინა.

ღონისძიებაზე ერთ-ერთი წარმდგენი “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი იყო.

ებრაელმა მოდელმა იაელ შელბიამ სოციალურ ქსელში არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს კომენტარებში მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მესი ულამაზესი მოდელის გვერდით საკმაოდ მორცხვად დგას და მას წელზე ხელსაც არ ხვევს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Yael shelbia (@yaelshelbia) on

“ბარსელონამ” მესის თამაშის ამსახველი აქამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ლიონელმ მესის თამაშის ამსახველი აქამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ვიდეოში 16 წლამდე გუნდში არგენტინელი ფეხბურთის თამაშის ასახველი კადრებია. მესი “ბარსელონას” 16 წლამდე გუნდში 2002-2003 წლების სეზონში გამოდიოდა.

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი: “მესი და ინიესტა კონტრაქტს გაახანგრძლივებენ”

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი დარწმუნებით ამბობს, რომ ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.

“მესი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ის “ბარსელონაში” ბედნიერია, ამას მის თვალებში ვხედავ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლეო ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. მესის მომავალი რეზონანსული თემაა და არ მინდა ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება.

კონტრაქტს ინიესტაც გაახანგრძლივებს, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო დადგება. ამასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არ არსებობს”, – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა 2018 წლის 30 ივნისს იწურება.

მესი: “ჩემს შვილს ფეხბურთი არ უყვარს”

გასული წლის შემოდგომაზე ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟერარ პიკეს შვილები “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტიაგო მესის ფეხბურთი დიდად არ ხიბლავს.

“ჩემს შვილს ფეხბურთი არ უყვარს. იგი თამაშებზე მხოლოდ ბენჟამინისა (ლუის სუარესის შვილი) და რამდენიმე თანაკლასელის გამო დადის, თუმცა ფეხბურთის მოყვარული არ გახლავთ. იგი სუარესის შვილს არ ჰგავს, რომელიც მთელ დღეს ბურთთან ერთად ატარებს”, – მესის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ორი ვაჟიშვილი ჰყავს: ოთხი წლის ტიაგო და ერთი წლის მატეო.

სინამდვილეში ვის რა ანიშნა მესიმ “სელტასთან” მატჩში ნაჩვენები ჟესტით

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში “ბარსელონასა” და ვიგოს “სელტას” შორის გამართულ მატჩში (5:0) გატანილი გოლი ლიონელ მესიმ ორიგინალურად აღნიშნა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჟესტიკულაციით ტელეფონი ანიშნა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოებამ იმის მარჩიელობა დაიწყო, თუ ვის რა ანიშნა კატალონიური გუნდის ლიდერმა.

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მესიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ჟესტი საკუთარ ნათესავს უჩვენა, რომელიც მთელი დღე ურეკავდა, მაგრამ არგენტინელი შეხვედრისთვის ემზადებოდა და სატელეფონო საუბრისთვის არ ეცალა. ლეომ თქვა, რომ ჟესტიკულაციით ნათესავს ხელმეორედ დარეკვა სთხოვა, მაგრამ უცნაურია, თავად მესიმ რატომ ვერ მოიფიქრა მატჩის შემდეგ მასთან გადარეკვა.

მესის პირველი მწვრთნელი გარდაიცვალა

“ნიუელს ოლდ ბოისის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცი ერნესტო ვეკიო 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეკიო “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის პირველი მწვრთნელი გახლდათ და მას 1994-დან 2000 წლამდე თავკაცობდა.

“მახსოვს, როგორ მიიღო პატარა მესიმ ბურთი საკუთარ ნახევარზე, გაიქცა, ყველა მოატყუა, მეკარესაც გასცდა, მაგრამ შემდეგ გაჩერდა, ვინაიდან გოლკიპერმა ტრავმა მიიღო. ლეომ დასახმარებლად მსაჯს დაუძახა. ვერ ვიჯერებდი, როგორ აკეთებდა პატარა ბიჭი ბურთით საოცრებებს”, – აღნიშნა ვეკიომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

უკრაინელმა ფეხბურთელმა საქველმოქმედო აუქციონზე “ბარსელონას” მაისური გაიტანა

“გრანადას” უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ კრავეცმა საქველმოქმედო აუქციონზე “ბარსელონას” მაისური გაიტანა, რომელიც კატალონიური გუნდის ფეხბურთელთა ავტოგრაფებით არის დამშვენებული.

აუქციონიდან მიღებული თანხით ლვოვის ოლქის სამშობიაროსთვის ტექნიკურ აღჭურვილობას შეიძენენ. მაისურის საწყისი თანხა 100 ათასი უკრაინული გრივნაა, რაც დაახლოებით 10 ათას ლარს უტოლდება. ფეხბურთელმა პირობა დადო, თუ მითითებულ ვადამდე მოთხოვნილ მინიმალურ თანხას არავინ გაიღებს, მაისურს აუქციონიდან მოვხსნი და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად პირად ფინანსებს გავიღებო.

აუქციონი სოციალურ ქსელებში კრავეცის გვერდებზე მიმდინარეობს და ის პირველ იანვარს დასრულდება.

“ელ კლასიკოში” რონალდუსა და მესის შორის მცირე დიალოგი შედგა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ ერთმანეთთან ორიოდ სიტყვა გაცვალეს.

Canal Futbolista-ს ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სკაუთარ საჯარიმოში მესი პერსონალურად აიყვანა და მათ შორის მეგობრული დიალოგიც შედგა.

რონალდუ: “რა ხდება?”
მესი: “მშვიდობაა”.