როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ჩავი: “მესი რეალში რომ გადასულიყო … “

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ წლების წინ, ლუიშ ფიგუს “რეალში” გადაბარგება კლუბის თანამშრომლებისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო.

“ის “ბარსელონას” საუკეთესო მოთამაშე იყო და მთავარი მოწინააღმდეგის შემადგენლობაში გადავიდა. ანალოგიური იქნებოდა ახლა მესიმ რომ “რეალში” გადასულიყო” – განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ფიგუ “სამეფო კლბუში” 2000 წელს გადავიდა, როდესაც “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა. კატალონიაში ფიგუს დღემდე მოღალატედ მიიჩნევენ.

ფიგუ: „არა მგონია, მსოფლიოს თასი ისევ ესპანეთმა მოიგოს“

პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. პორტუგალიელის თქმით, 2014 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

„არა მგონია, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხოს. ამ გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი არ გააჩნია. ესპანელებისთვის მუნდიალის მოგება რთული იქნება, თუმც არა შეუძლებელი.

ვფიქრობ, რომ ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ლუიშ ფელიპე სკოლარის კარგად ვიცნობ. ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ბრაზილიელ ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხრიდან გამხნევება გარანტირებული აქვთ. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

რთული გზა აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც. ჩემს ქვეყანაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადვილია არ არის, იპოვო 18-20 პორტუგალიელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლება. ამასთან ერთად, გუნდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე“, – ფიგუს სიტყვებს goal.com-ი ციტირებს.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მადრიდის „რეალს“ თვლის.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს, რადგან კლუბმა ეს ტიტული უკანასკნელად 2002 წელს დაისაკუთრა, როცა ამ გუნდის ნაწილი მეც გახლდით. ასე რომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, „რეალი“ გაიმარჯვებს, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ნუნუ გომეში: „ფიგუ ჭკვიანია, ხოლო რონალდუ – ძლიერი“

წარსულში ცნობილმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ნუნუ გომეშმა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს შეადარა.

„თავის დროზე ფიგუ საუკეთესო იყო. ახლა კი საუკეთესო რონალდუა. ფიგუ უფრო ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, სამაგიეროდ, კრიშტიანუ – უფრო ძლიერია.

შესაძლოა, რონალდუ მეტს იტანს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მას რამდენიმე პოზიცაზე თამაშის უნარი აქვს.

ფიგუ ძირითადად ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ძალიან სწრაფი იყო“, – განაცხადა გომეშმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფიგუ: “იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის უნდა იყოს”

ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის უნდა იყოს.

“ჩემი აზრით, ზლატანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის უნდა იყოს. რომელ გუნდშიც არ უნდა თამაშობდეს, იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ჩემპიონი ხდება. ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, რომლის ყოლაზეც უარს ვერავინ იტყვის”, – ამბობს ფიგუ.

“რეალის”, “ბარსელონასა” და “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელ ტიაგო სილვაზეც გააკეთა.

“ვფიქრობ, სილვა ძალიან ძლიერი მცველია, რომლის მოტყუებაც ყველას უჭირს.”

ფიგუ: „რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არასწორია“

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არაკორექტულია. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სანაკრებო დონეზე 43 გოლი მოაგროვა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეუსებიო უკან ჩამოიტოვა.

„ეს უსამართლო შედარებაა. არა მგონია, რომ ეუსებიოსთან ვინმეს შედარება შეიძლებოდეს. ჩემთვის ის მეფეა. ასეთი შედარება სუბიექტური მიდგომაა. ვიღაცას მოსწონს რონალდუ, ვიღაცას – ფიგუ, ვიღაცას კი მარადონა ან ეუსებიო. ყველას თავისი აზრი აქვს“, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ბექა დოგრაშვილი