ზეედორფს დამასრულებელ ფაზაში გუნდის თამაში არ მოწონს

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა “უდინეზესთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას დამასრულებელ ფაზაში გუნდის თამაში არ მოწონს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, “უდინეზემ” “როსონერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს ანტონიო დი ნატალეს გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 სძლია.

“შეიძლება, ითქვას, გუნდი ცუდად არ თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ დამასრულებელ ფაზაში ისე ვერ ვმოქმედებთ, როგორც საჭიროა. რა თქმა უნდა, ეს არ მსიამოვნებს”, – ამბობს ზეედორფი.

კაკა: “უფრო ბევრი უნდა ვიშრომოთ და ნაკლები ვისაუბროთ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა აცხადებს, რომ “როსონერის” წევრებმა ნაკლები უნდა ისაუბრონ და მეტი იშრომონ.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებს” ცოტა ხნის წინ სათავეში ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფი ჩაუდგა, ხოლო 22 იანვარს, გუნდმა “უდინეზესთან”, იტალიის თასზე გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმო.

“რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ საუბარი რთულია. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ჩემი აზრით, საჭიროა, რომ ნაკლები ვისაუბროთ და ბევრი ვიშრომოთ”, – ამბობს კაკა.

ერნანეშის ლამაზი გოლი “უდინეზეს” კარში

19 იანვარს, “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში წერტილი 90-ე წუთზე, ერნანეშმა ლამაზი გოლით დასვა.

კურიოზული ავტოგოლი “უდინეზესა” და “ლაციოს” შორის გამართულ შეხვედრაში

19 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული ავტოგოლი გავიდა.

დი ნატალე კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს

“უდინეზეს” ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. იტალიელი ფეხბურთელი თამაშს მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.

ამის შესახებ 36 წლის ფორვარდმა 6 იანვარს გამართული მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც “უდინეზემ” “ვერონას” წინააღმდეგ ჩაატარა.
“უკვე გადავწყვიტე, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დავასრუელბ” – განაცხადა დი ნატალემ.

2010 და 2011 წელს დი ნატალე 29 და 28 გატანილი გოლით, იტალიური სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდიდი გახდა. 2010-ში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული. უდინეზეს ისტორიაში ფორვარდი საუკეთესო ბომბარდირია (191 გოლი).

დი ნატალე „ნაპოლისთან“ მატჩს გამოტოვებს

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ თავისი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბის ექიმებმა ვეტერან ფორვარდს დასვენების საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, ტოტო იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი თანაგუნდელები გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„იუვენტუსის“ მატჩს 12 200 ბავშვი დაესწრო

იტალიის სერია A-ს XIV ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „უდინეზეს“ შორის გამართულ მატჩს (1:0) 12 200 ბავშვი დაესწრო.

მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ შემდგარ მატჩში გულშემატკივრები არასათანადოდ მოიქცნენ, რის გამოც „იუვენტუსის“ სტადიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრიბუნებს დისკვალიფიკაცია მისცეს. ცარიელი ადგილების ბავშვებით შევსების ინიციატივით ყოველდრიური გაზეთი „ტუტოსპორტი“ გამოვიდა, რასაც მხარი იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა.

„იუვენტუსმა“ „უდიენეზე“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი ფერნანდო ლორენტეს ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

ლიორენტეს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა „იუვენტუსს“ გამარჯვება მოუტანა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში თავისი უპირატესობა უნდა გაემყარებინა, რისთვისაც ანტონიო კონტეს შეგირდებს „უდინეზე“ უნდა დაემარცხებინათ.

შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო – მასპინძლები მეტოქის კარს უტევდნენ. შორეული დისტანციიდან დე ჩელიემ რამდენიმე კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტუმართა მცველები ზუსტად თამაშობდნენ. იყო მომენტებიც, როდესაც თამაშში მეკარე ბრკიჩიც ერთვებოდა. „უდინეზეს“ კარის დარაჯმა კარლოს ტევესის დარტყმულის მოგერიება შეძლო. ტურინელები მეტოქის საჯარიმოში ხშირად კომბინირებდნენ, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში გვიდოლინის შეგირდები თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდნენ.

„იუვენტუსს“ გოლის გაშვებაც შეეძლო – ერთ ეპიზოდში შეცდომა ლეონარდო ბონუჩიმ დაუშვა, თუმცა ბუფონმა დი ნატალეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. თამაშის ნამდვილ გმირად ჯიჯი მეორე ნახევრის დასაწყისში იქცა, როდესაც კვლავ დი ნატალეს ურთულესი დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ უდინელები შორიდან ურტყამდნენ, თუმცა პრობლემა ბუფონისთვის არც ეს აღმოჩნდა.

რაც შეეხება ტურინელებს, ისინი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო სახიფათოდ მიდიოდნენ წინ. აქტიურობით ტევესი და ცვლილებაზე გამოსული ლიხშტაინერი გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ამ მატჩში თავისი გუნდისთვის 3 ქულის მოტანას ისინი უკვე ვერ შეძლებდნენ. ასეა თუ ისე, კომპენსირებულ დროში „ბებერმა ქალბატონმა“ გოლი მაინც გაიტანა – ლიხშტაინერის ჩაწოდებას ფერნანდო ლორენტეს თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა.

შედეგად, ბუფონის კარგი თამაშისა და ზემოხსენებული ზუსტი დარტყმის წყალობით, „იუვემ“ თავის აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 1:0
გოლი: ლიორენტე 90+1′

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი, პირლო (პოგბა 15′), მარკიზიო, დე ჩელიე (კვალიარელა 76′), ტევესი, ლიორენტე

„უდინეზე“: ბრკიჩი, ერტო, დანილო, დომიცი, სილვა, ლაცარი, ალანი, ფერნანდეში (ბადუ 61′), პერეირა (მაიკოსუელი 88′), ბასტა, დი ნატალე

გაფრთხილებები: ლიორენტე, კვალიარელა – ერტო

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 3 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება „უდინეზეს“, გვიდოლინის გუნდი ამჟამად 16 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში კონტეს გუნდი „ბოლონიას“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზე“ – „ნაპოლის“.

მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი კი ხვალ და ზეგ შედგება. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ მიიღებს, ხოლო ზეგ „ლაციო“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

40 წლის ხავიერ ძანეტი „ინტერის“ განაცხადში ბრუნდება

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერი“ „უდინეზეს“ ესტუმრება. „ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის განაცხადში 6-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიყვანა უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ძანეტიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა პენსიაზე გასვლა არ ისურვა.

„აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ. მოვლენების დაჩქარება არ მინდა. ვფიქრობ, იანვრამდე თამაშს შევძლებ.

კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და თამაშია. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“, – განაცხადა ძანეტიმ.

მატჩი „უდინეზესა“ და „ინტერს“ შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

გაბრიელი: “ძალიან გახარებული ვარ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი მეკარე, გაბრიელი აცხადებს, რომ ის “როსონერიში” ჩატარებულმა პირველმა ოფიციალურმა მატჩმა ძალიან გაახარა.

“გახარებული ვარ, რადგან “როსონერიში” ჩემი ოფიციალური დებიუტი შედგა. რა თქმა უნდა, თავიდან ცოტათი ვღელავდი, თუმცა შემდეგ დავმშვიდდი. კარგია, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. “უდინეზე” ძლიერი გუნდია, მათ წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს”, – ამბობს გაბრიელი, რომელი “მილანში” გადასვლამდე ბრაზილიური “კრუზეიროს” ღირსებას იცავდა.

დიტო ჭიჭინაძე

ბირსას ჩინებული გოლი „უდინეზეს“ კარში

იტალიის სერია ა-ს VIII ტურის მატჩი „მილანმა“ „უდინეზეს“ წინაამღდეგ გამართა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 22-ე წუთზე ვალტერ ბირსას გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

წარმოგიდგენთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეო მასალას: