“ბარსას” ფეხბურთელებმა FIFA 15 ითამაშეს — ვინ რა გუნდი აირჩია

ლიონელ მესი, ნეიმარი და “ბარსელონას” კიდევ ექვსი ფეხბურთელი კლუბის საწვრთნელც ცენტრ ლა მასიაში FIFA 15-ის თამაშით გაერთნენ.

კატალონიურ გუნდის რვა ფეხბურთელი ოთხ-ოთხად გაიყო ვიდეოთამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ მხარეს მესი, ნეიმარი, დანი ალვესი, მუნირი და მეორე მხარეს ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი და მარკ ბარტრა იბრძოდნენ მხარდამხარ. ალბათ, გაინტერესებთ, რომელმა მხარემ რომელი გუნდი აირჩია. ორივე ოთხეულმა “ბარსელონა” შეარჩია, თუმც პირველი ოთხეულის გუნდი “ბარსას” ტრადიცული ფორმით თამაშობდა, მეორე ოთხეულის გუნდს კი ღია ყვითელი გასვლითი მაისური ემოსა.

BarcaFIFA15

 

“ბარსელონას” დაგვიანებული ფოტოსესია

დღეს დილით “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და ხელმძღვანელებმა 2014/15 წლების სეზონისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. ფეხბურთელებმა ფოტოები გადაიღეს როგორც გუნდის ფორმაში, ასევე კოსტიუმებში. აღსანიშნავია, რომ კატალონიურმა გუნდმა ფოტოსესია ამ დრომდე ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის გამო გადადო.

2014-10-29_FOTO_PLANTILLA_01-Optimized.v14145802882014-10-29_FOTO_PLANTILLA_09-Optimized.v14145802922014-10-29_FOTO_PLANTILLA_30-Optimized.v14145802952014-10-29_FOTO_PLANTILLA_32-Optimized.v14145802992014-10-29_FOTO_PLANTILLA_33-Optimized.v14145803022014-10-29_FOTO_PLANTILLA_35-Optimized.v14145803052014-10-29_FOTO_PLANTILLA_39-Optimized.v14145803092014-10-29_FOTO_PLANTILLA_43-Optimized.v14145803122014-10-29_FOTO_PLANTILLA_44-Optimized.v1414580316

ლეო მესი “რეალთან” მატჩში ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის IX ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (3:1) კატალონიური გუნდის ლიდერი ლიონელ მესი მოედანზე ტკივილგამაყუჩებლებით გავიდა.

ხუთშაბათს არგენტინელმა ფეხბურთელმა ტერფი დაიშავა, თუმცა შაბათს გამართულ შეხვედრაში მაინც მიიღო მონაწილეობა. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მესიმ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო.

ლეო მესი და ნეიმარი დღევანდელ ვარჯიშზე ინდივიდუალური პროგრამით დაკავდნენ.

დუგლას პერეირამ და ტომას ვერმალენმა ტრავმა მოიშუშეს და ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაზე მუშაობენ. დღევანდელი ვარჯიში მათაც თანაგუნდელებისგან განცალკევებით ჩაატარეს.

“ბარსელონას” ლაზარეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ბრაზილიელმა მცველმა ადრიანო კორეიამ ტრავმა მოირჩინა და საერთო გუნდს დაუბრუნდა.

 

ანჩელოტი: “გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

“კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით. არსებულ გეგმას მივყევით და ამან გაამართლა.
კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დაცვაში ჩემი გუნდის პრობლემები კლასის ნაკლებობით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ ამ ნაკლის გამოსწორებაზე თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებდა.
პროფესიონალების გუნდი მყავს. ფეხბურთელებს ესმით, რას ნიშნავს “რეალში” თამაში.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა, ბურთს ვფლობდით და ფლანგებს ვიყენებდით. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ასი”.

 

ლუის ენრიკე: “რეალმა” გამარჯვება დაიმსახურა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

კატალონური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თვლის, რომ ეს მარცხი “ბარსასთვის” კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს.

“მარცხი მეტყველებს იმაზე, რომ “რეალი” ისევე ძლიერია, როგორც – ჩვენ. დღეს მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ეს მარცხი უნდა გავაანალიზოთ. ხან მოიგებ, ხან დღევანდელის მსგავსი შედეგით დაასრულებ მატჩს.
შეგვეძლო, ანგარიში 2:0 გაგვეხადა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც დავისაჯეთ.
მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვებაც დაიმსახურა”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.

 

ფანტასტიურ საფეხბურთო ილეთი ნეიმარის შესრულებით

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. კატალონიური გუნდის რიგებიდან ეს ერთადერთი გოლი ნეიმარის ანგარიშზეა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლის გარდა ამ მატჩში ერთი შესანიშნავი ილეთითაც დაგვამახსოვრა თავი.

“ელ კლასიკო”: სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” დღეს გაიმართება. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” მიღებს. ჯერჯერობით უცნობია გუნდების სასტარტო შემადგენლობები, თუმცა სხვადასხვა გამოცემები სავარაუდო განაცხადებს აქვეყნებენ.

გთავაზობთ მატჩში მონაწილე გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს “მარკას” მიხედვით.

“რეალი”: კასილასი, კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ხამეს როდრიგესი, ისკო, ბენზემა, რონალდუ.

Real XI

“ბარსელონა”: ბრავო, დანი ალვესი, პიკე, მატეუ, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, პედრო, მესი, ნეიმარი.

Barca XI

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

“ელ კლასიკო”: სავარაუდო სასტარტო შემადგენლობების ღირებულება

დღეს “ელ კლასიკოა” — მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” მასპინძლობს. დღეს ორი მდიდარი გუნდის დაპრისპირებაა, “რეალი” და “ბარსელონა” ყველაზე ხარჯვად კლუბთა სიაში მოწინავე ადგილებს იყოფენ და ბუნებრივია, ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებითაც არან დაკომპლექტებულნი. საინტერესოა, რა ღირებულების შემადგენლობები წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე.

“რეალის” სავარაუდო შემადგენლობა:

კასილასი, მარსელო, პეპე, ვარანი, არბელოა, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, რონალდო, ხამეს როდრგესი, ბენზემა.

Real Madrid XI

“ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობა:

ბრავო, ალბა, მატეუ, პიკე, დანი ალვესი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, სუარესი, მესი.

Barcelona XI

გუნდების სასტარტო შემადგენლობების ღირებულება:

“რეალი” — 385,4 მლნ ფუნტი
“ბარსელონა” — 406,5 მლნ ფუნტი
სულ — 792 მლნ ფუნტი

თანხები მოცემულია transfermarkt-ის მიხედვით.

როგორ ერთობიან „ელ კლასიკოს“ წინ „ბარსელონას“ ფეხბურთელები (ვიდეო)

ლუის ენრიკეს მოთამაშეები მადრიდის „რეალთან“ პრინციპული მატჩის წინ საკმაოდ კარგ განწყობაზე არიან, რაზეც მათი ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის ამსახველ ვიდეოც მეტყველებს.

სუარესი „ელ კლასიკოს“, სავარაუდოდ, პირველი წუთებიდან დაიწყებს

ლუის ენრიკე მადრიდის „რეალთან“ პრინციპული მატჩისთვის ლუის სუარესის სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანას გეგმავს.

მადრიდელების წინააღმდეგ შეხვედრა ურუგვაელისთვის „ბარსას“ მოთამაშის სტატუსით სადებიუტო გამოდგება – ურუგვაელს ოთხთვიანი დისკვალიფიკაციის დროს მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკა არ მიუღია და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თამაშობდა.

ამის მიუხედავად, „ბლაუგრანასის“ სამწვრთნელო შტაბი, სავარაუდოდ, მაინც გარისკავს და ლუისს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშის საშუალებას სასტარტო წუთებიდან მისცემს.

ლუის ენრიკემ მესის „საქციელზე“ ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ეიბართან“ ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრის მიმდინარეობისას ლიონელ მესის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრა, როდესაც არგენტინელმა მოედნის დატოვება იუარა.

„ცვლილების წინ, ხშირად თავად ფეხბურთელს ვეკითხები, თუ როგორ გრძნობს იგი თავს. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ პასუხის მიღების შემდგომ ვიღებ.

მე მესის, ინიესტასა და ნეიმარს ვესაუბრე. ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრმა ყველაფერი არასწორად გაიგო და არასწორი დასკვნები გამოიტანა. ასე მომავალშიც მოვიქცევი“, – განაცხადა ენრიკემ.

სუარესი: “მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თანაგუნდელ ლიონელ მესის უფრო ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიდრე მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

“ვთვლი, რომ მესი უკეთესი მოთამაშეა. ლეოსთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ის მე მუდამ მაოცებს. მესი უნიკალური ფეხბურთელია.

ყველამ იცის, რა მისცა მან “ბარსელონას”. ყველამ იცის, რა დონის მოთამაშეა ლეო. აქამდე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე სწორედ ლიონელ მესი გახლავთ, თანაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “მირორი”.