“ბარსელონა” თბილისში, დღეს დილით, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. ცნობილია იმ 25 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ჩამოვლენ:
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ჟორდი მასიპი, დუგლასი, ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანიელ ალვესი, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, სანდრო რამირესი, მუნირ ელ ჰადადი, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, ადრიანო, ტომას ვერმალენი, ჟერემი მატიე, ალენ ჰალილოვიჩი, ალეშ ვიდალი და არდა თურანი.
მიუხედავად იმისა, რომ ადრიანო, დუგლასი და ჟორდი ალბა გუნდს ჩამოყვებიან, მათ ტრავმა აქვთ და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ყბაყურის დაავადების გამო თბილისში ვერ ჩამოვა ნეიმარი. ალეშ ვიდალსა და არდა თურანს სუპერთასის შეხვედრაში თამაშის უფლება არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩი, რომელიც “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გაიმართება, “დინამო არენაზე”, სამშაბათს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება.