“ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა ფანტასტიური გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა ბარბარა ლატორემ  “ესპანიოლის” კარში ფანტასტიური გოლი გაიტანა.

23 წლის გოგონამ მოედნის ცენტირდან წამოწყებული სოლო-რეიდის დროს გზიდან ექვსი მეტოქე ჩამოიტოვა, ვერც უხეშობამ შეაჩერა და მომენტი ეფექტური გოლით დააგვირგვინა.

ჟერარ პიკემ ეს ბურთი ლიონელ მესის მიერ “ხეტაფეს” კარში და ბრაზილიელი რონალდოს მიერ “კომპოსტელას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გატანილ გოლებს შეადარა.

ზაზა ჯანაშიამ ვეტერანთა მატჩში “მაკრატელა” დარტყმით ცხრიანში გაიტანა (ვიდეო)

29 ოქტომბერს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორ ჯესი სურმავას ორგანიზებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მოთამაშეებსა და მარტვილელ ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 6:6 დასრულდა. გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდის, ზაზა ჯანაშიას გოლი. 39 წლის თავდამსხმელმა “მაკრატელა” დარტყმით ცხრიანში გაიტანა. გთავაზობთ ამ გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

შერგელაშვილმა “გურიას” კარში თვალსასეირო გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIV ტურში “დინამო თბილისსა” და “გურიას” შორის მიმდინარე მატჩში მასპინძელთა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა სტუმრებს მეტად თვალსასეირო გოლი გაუტანა.

ულამაზესი გოლი, რომლის შექმნაში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა

ტაილანდისა და ჩინეთის 23 წლამდე ნაკრებებს შორს გამართულ მატჩში (2:0) ორივე გუნდის ფეხბურთელების მიერ შექმნლი ლამაზი კომბინაცია ეფექტური გოლით დაგვირგვინდა.

დიახ, გოლის ეპიზოდში ორივე ნაკრებს მოთამაშეებმა მიიღეს მონაწილეობა: ერთ-ერთი შეტევის დროს ტაილანდელმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ქუსლით დააბრუნა, შემდეგ ჩინელმა მცველმა უხეიროდ ითამაშა და ასევე ქუსლით ბურთი კიდევ უფრო მიაახლოვა საკუთარ საჯარიმოს, საბოლოო ჯამში კი – ტაილანდელმა თავდამსხმელმა ადისაკ კრაისორნმა აკრობატულ ნახტომში ლამაზი გოლი გაიტანა.

გთავაზობთ ამ გოლის ამსახველ ვდეომასალას.

მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა

დანიის I დივიზიონის მე-8 ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “ვენდსისელსა” და მადევარ “ორჰუსს” შორის გამართულ მატჩში სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენებურმა შეხვედრის 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 72-ე წუთზე კიმ აბეჩმა “ორჰუსის” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი, მედს გრევიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი — 0:3.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველთაგან მხოლოდ ვაწაძემ ითამაშა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაამთავრა.

მათე ვაწაძისთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მეშვიდე გოლი გახლავთ. ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, “ვენდსისელი” 16 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, მადევარ “ორჰუსს” კი 14 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე ადგილზე “ვიბორგი” გახლავთ, რომელიც ჩემპიონატის მერვე შეხვედრას დღეს, “აკადემისკის” წინააღმდეგ გამართავს.

მარადონას „პარაშუტი“

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ კიდევ ერთხელ მოახდინა განსაკუთრებული ნიჭის დემონსტრირება.

53 წლის მარადონამ ვეტერან ფეხბურთელთა შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ლამაზი გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში გაიტანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „დუისბურგთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩს 24 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში ბავარიელთა ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცა 8-წუთიანი ინტერვალის შემდეგ „დუისბურგმა“ გაათაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.

„ბაიერნმა“ ამ შემადგენლობით ითამაშა: შტარკე, კონტენტო (შტეინჰარტი 55′), ბადშტუბერი (უოლტერი 86′), რაფინია (ბასტა 79′), ალაბა, ჰიობიერგი, გაუდინო, შოლი (ებერლეინი 46′), ბერნატი, სიგჰარტი (შვარცი 46′), ლევანდოვსკი (ტობიას შვაინშტაიგერი 86′).

გოლი 60 მეტრის დისტანციიდან

პერუს ჩემპიონატში „ხუან აურიჩსა“ და „სპორტინგ კრისტალს“ შორის გამართულ მატჩში  (3:4) ნახევარმცველმა კარლოს ლობატონმა საოცარი გოლი გაიტანა.

შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე „სპორტინგის“ ფეხბურთელმა მეკარეს 60 მეტრზე დიდი დისტანციიდან გაუტანა.

გთავაზობთ გოლის ამსახველ ვიდეოს.

რონალდომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე გატანილი გოლებიდან მისთვის საუკეთესო აარჩია.

კიჭას რჩეული გოლი ავსტრალიის ნაკრების ლიდერის, ტიმ კეჰილის მიერ ჰოლანდიის ეროვნული გუნდის კარში (2:3) გატანილი ბურთია.

„ეს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლია, რომელიც მუნდიალებზე გატანილ საუკეთესო გოლთა სიაში შევა“, – რონალდოს სიტყვებს პორტუგალიური A Bola ციტირებს.

 

„ჩელსიმ“ სეზონის საუკეთესო გოლი დაასახელა

ლონდონის „ჩელსიმ“ 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო გოლად ლიუის ბეიკერის მიერ „არსენალის“ სარეზერვო გუნდის კარში გატანილი ბურთი დასახელდა.

გულშემატკივრებს ათი ლამაზი გოლიდან ერთი საუკეთესო უნდა ამოერჩიათ და როგორც გითხარით, ყველაზე მეტი ხმა ბეიკერის მიერ გატანილმა ბურთმა მოაგროვა, რომლის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვე გთავაზობთ.

 

უეფამ კვირის გოლი დაასახელა

თითქოს, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მიჩვეულნი ვყავდით, რომ ნებისმიერი გემოვნების გოლს იტანდა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალო მოკვდავების გაოცება განაგრძობს. „რეალის“ თავდამსხმელმა „ვალენსიასთან“ გამართული მატჩის უკანასკნელ წუთებზე მორიგი საოცარი სილამაზის გოლი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდი საშინაო მარცხისგან იხსნა (2:2).

სწორედ რონალდუს მიერ ქუსლით გატანილი შედევრი დაასახელა უეფამ კვირის გოლად.

იბრაჰიმოვიჩი: „ბლეზ, როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული იუმორით შეაფასა თანაკლუბელ ბლეზ მატუიდის მიერ ჰოლანდიის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლი.

„შენს მიერ გუშინდელ მატჩში გატანილი გოლი ვნახე. დიდებულია. როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მაკვირდებოდი“, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.

თავად მატუიდიმ ამ კომენტას ასე უპასუხა: „ზლატან, ეს მოძრაობა შენ მასწავლე“.