კობიაშვილმა „ბორუსიასთან“ სრულად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის XVII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „ჰერტა“ მიიღო. შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში სრულად ითამაშა „ჰერტას“ მცველმა ლევან კობიაშვილმა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში ჩატარებული 340-ე შეხვედრა გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 36 წლის ქართველი ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ამ დავალებას თავი უნაკლოდ გართვა და მასპინძელი გუნდის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. შეიძლება ითქვას, რომ კობიაშვილმა დორტმუნელთა მთავარი მეგოლის, რობერტ ლევანდოვსკის გადაკეტვა შეძლო, პოლონელს არ ჰქონია რაიმე რეალური შანსი. საერთოდაც, „ბორუსია“ თავის თავს არ ჰგავდა, რაც ისევ ბერლინელთა კარგი თამაშის დამსახურებაა. 67-ე წუთზე კობიაშვილმა ტაქტიკური ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ქართველმა ფეხბურთელმა „ბორუსიას“ სწრაფი კონტრიერიში ჩაშალა თამაშის წესის დარღვევით.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარკო როისმა ბუნდესლიგის დებიუტანტი მეკარის, მარიუს გერსბეკის უხეში შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ კიპერს ადვილად გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება  23-ე წუთზე შეძლეს: მოედნის ცენტრალურ ნაწილში დორტმუნდელთა მცველმა ერიკ დურმმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, სამი ალაგიმ სწრაფი ფლანგური გარღვევა მოაწყო, საჯარიმოში ადრიან რამოსი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი რომან ვაიდენფელერის კარში. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრები სულაც წინ გავიდნენ: ამჯერად „ბორუსიას“ 18 წლის ცენტრალური მცველი მარიან სარი შეცდა, რომელიც მეკარისკენ შეტრიალდა, ამ დროს კი ბურთი ალაგიმ აართვა, მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2.

მეორე ტაიმში „ბორუსია“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს კი ცდილობდა, თუმცა „ჰერტას“ ფეხბურთელები თავს საიმედოდ იცავდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მატჩის მეორე ნახევარს 4 წუთი დაამატა, თუმცა ტაიმი იმდენად გაჯანჯლდა, რომ ის 98-ე წუთზე დასრულდა.

„ჰერტამ“ ამ გამარჯვებით 28 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. „ბორუსიას“ 32 ქულით მესამე ადგილი აქვს დაკავებული.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVII ტური
„ბორუსია“–„ჰერტა“ 1:2 (1:2)
გოლები: როისი 7′ – რამოსი 23′, ალაგი 45′.
გაფრთხილებები: სარი 45+2′, შაჰინი 90+1′ – ჯიერჯი 50′, კობიაშვილი 67′, ჰოსოგაი 81′.

ბექა დოგრაშვილი

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.

1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)

27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)

33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.

3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)

28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)

ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.

5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)

მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)

დიტო ჭიჭინაძე

რონის ზუსტად შესრულებული ჯარიმა

„ჰანოვერთან“ გუშინდელ შეხვედრაში ბერლინის „ჰერტას“ ბრაზილიელი ნახევარმცველი რონი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და უკვე რამოდენიმე წამში გოლის გატანა ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოახერხა. წარმოგიდგენთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეო მასალას.

 

 

”შტუტგარტმა” ბერლინში სამი ქულა მოიპოვა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის პირველ შეხვედრაში ”შტუტგარტი” გასვლაზე ”ჰერტას” დაუპირსპირდა და მინიმალური ანგარიშით სძლია.

აღნიშნული ტურის წინ ბერლინური კლუბი ”შტუტგარტს” ოთხი ქულით უსწრებდა, თუმცა მეტოქის დამარცხება სახლში ვერ მოახერხა. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მე-4 წუთზე კრისტიან გენტნერმა გაიტანა. ამ გამარჯვებით ტომას შნაიდერის გუნდი ათეულში შევიდა.

”ჰერტა” – ”შტუტგარტი” 0:1
გოლი: გენტნერი 49′

”ჰერტა”: კრაფტი, პეკარიკი, ვან დერ ბერგი, ბრუკსი, ჰოსოგაი, ბენ-ჰატირა (ალაგუი 84), სკელბრედი (შულცი 76′), ლუსტენბერგერი, რობი, ჩიგერჩი (ვაგნერ 76′), რამოსი

”შტუტგარტი”: ულრიხი, ბოკა, შვაბი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, კვირსტი, ლიაიტნერი (კაკაუ 89′), მაქსიმი (ტრაორე 58′), იბიშვიჩი, ვერნერი (ჰარნიკი 66′)

გაფრთხილებები: რონი – იბიშევიჩი