“ატლეტიკოს” გიოტცეს დამატება სურს

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” დორმტუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარიო გიოტცეს დამატებით არის დაინტერესებული. გერმანელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

წყარო იუწყება, რომ ამ შესაძლო ტრანსფერის ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლება სახელფასო განაკვეთი გახდეს. კერძოდ, “ბორუსიაში” გიოტცეს შრომის ანაზღაურება წლიურად თითქმის 10 მილიონ ევროს უტოლდება. “ატლეტიკოს” კი კორონავირუსული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაკარგების გათვალისწინებით ორ მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ შეუძლია.

მარიო გიოტცემ მიმდინარე სეზონში “ბორუსიას” რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გიოტცე მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

“მეტაბოლური დარღვევის გამო ბოლო პერიოდში ფეხბურთის თამაში არ შემეძლო. ბოლო თვეების განმავლობაში მკურნალობის პროცესი გავიარე და კვლავ ვბრუნდები. ხვალ აღდგენითი პროგრამის მესამე ეტაპს დავიწყებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო შემოწმებას გავივლი და გუნდთან ერთად ვარჯიშს შევუდგები”, – დაწერა სოციალურ ქსელში გიოტცემ.

მარიო გიოტცემ გასულ სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მას 17 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

დორტმუნდის “ბორუსია” გიოტცეს დაბრუნებას აპირებს

გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” მარიო გიოტცეს დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. 2016 წელს 23 წლის ფეხბურთელმა მიუნხენის “ბაიერნის” ფორმით მხოლოდ 54 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების განაცხადში არ გამოიძახებენ, თუმცა “ბუნდესთიმის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ეს ინფორმაცია უარყო.

წყაროს თანახმად, “ბორუსიას” ეცდება, რომ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს და მარიო გიოტცე დაიბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას 2008-დან 2013 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი.

 

კლოპს გიოტცეს დამატება სურს

“ლივერპული” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ მარიო გიოტცეს დამატებას შეეცდება. fichajes-ის ცნობით, 23 წლის გერმანელი ფეხბურთელის მერსისაიდულ გუნდში ხილვა “წითლების” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს სურს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი გიოტცეს დორტმუნდის “ბორუსიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

წყაროს თანახმად, სატრანსფერო თანხამ შესაძლოა, 40 მილიონი ევრო შეადგინოს.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მარიო გიოტცემ რვა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ჩვენს ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს. ფრანკფურტში გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

გერმანელთა მხრიდან დუბლი შეასრულა მარიო გიოტცემ, ერთი გოლი კი ტომას მიულერმა გაიტანა. საპასუხო ბურთი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა 16 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, პოლონეთმა კი, რომელსაც აქტივში 14 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

 

გერმანია — პოლონეთი 3:1

გოლები: მიულერი 12′ (1:0); გიოტცე 19′ (2:0); ლევანდოვსკი 36′ (2:1); გიოტცე 82′ (3:1).
გაფრთხილებები: კროოსი 61′; შვაინშტაიგერი 79′ – რიბუსი 8′; გროსიცკი 66′.

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართა, სადაც გიბრალტარის ნაკრები ირლანდიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. დუბლი გაიფორმა რობი კინმა, თითო-თითო გოლი კი საირუს კრისტიმ და შეინ ლონგმა გაიტანეს. ირლანდიელები 12 ქულით ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადავიდნენ. უქულო გიბრალტარს ბოლო ადგილი უკავია.

Keane

 

გიბრალტარი — ირლანდია 0:4

გოლები: კრისტი 27′ (0:1); კინი 50′ (0:2), 52′ (0:3, პენ.); ლონგი 79′ (0:4).
გაფრთხილებები: კაშარო 9′; ბარნეტი 48′ – უოლტერსი 42′.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრაში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ირლანდია 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, საქართველოს 6 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

Kazaishvili

საქართველო — შოტლანდია 1:0

გოლი: ყაზაიშვილი 38′ (1:0).
გაფრთხილებები: კაშია 10′, ანანიძე 44′, ნავალოვსკი 78′.

გუნდი გატ მიღ +/-
Germany  გერმანია 7 5 1 1 19 5 14 16
Poland  პოლონეთი 7 4 2 1 21 6 15 14
Republic of Ireland  ირლანდია 7 3 3 1 16 5 11 12
Scotland  შოტლანდია 7 3 2 2 12 7 5 11
Georgia  საქართველო 7 2 0 5 5 13 -8 6
Gibraltar  გიბრალტარი 7 0 0 7 1 38 -37 0

„გიოტცეს „ბაიერნიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ბაიერნის“, „ლივერპულისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ დიტმარ ჰამანმა ნახევარმცველ მარიო გიტოცეს შესახებ ისაუბრა.

„გიოტცე ფორმაში არაა, მიმდინარე სეზონში ის „ბაიერნს“ თითქმის არ დახმარებია. მისთვის და კლუბისთვის ტრანსფერი უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, „ბაიერნი“ გიოტცეს გუნდი არაა. აქ ის პრესის დიდი ყურადღების ქვეშაა, გულშემატკივრები კი ყოველდღე ვარჯიშებს ესწრებიან . ასეთ რითმში მარიო თავს კარგად ვერ გრძნობს“, – ციტირებს ჰამანს Goal.com-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 22 წლის მოთამაშემ ბუნდესლიგის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მარიო გიოტცემ თავისი საქცილის გამო ბოდიში მოიხადა



სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი გიოტცე დაასახელეს, რომელმაც, როგორც გითხარით, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელი მოედანზე 88-ე წუთზე მიროსლავ კლოზეს ნაცვლად გამოვიდა. გიოტცემ გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა ორჯერ.

 

გერმანია — განა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და განის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

გიოტცემ მოედანზე 69 წუტი დაჰყო, გააკეთა 41 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

გიოტცე: „თამაში მსურს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევამრცველი მარიო გიტოცე მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაზე ფიქრობს.

ხშირი ტრავმების გამო, მიუნხენური კლუბის მაისურით მარიომ მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოახერხა.

„მოთმინება აღარ შემიძლია, რადგან თამაში სურვილი მაქვს. ყველა ფეხბურთელს ყოველ მატჩში სურს თამაში და მოედანზე რაც შეიძლება დიდ ხნის განმალობაში ყოფნა. რა თქმა უნდა ტრავმა არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან თამაშს სწორედ ამის გამო ვერ ვახერხებ“, – განაცხადა გიოტცემ.

ალექსანდრე მატევოსოვი