გარსია: “ოქროს ბურთს “რომას” ყველა ფეხბურთელი იმსახურებს”

იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მისი გუნდის ყველა მოთამაშე იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი 13 იანვარს, ციურიხში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდუ დაასახელეს.

“რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ გარემოში, მსოფლიოს ფეხბურთის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფები. რაც შეეხება ოქროს ბურთს, მას “რომას” ყველა ფეხბურთელი იმსახურებს”, – ამბობს გარსია.

ნეიმარმა რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მადრიდის „რეალის“ ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს „ოქრო ბურთის“ მოგება მიულოცა.

„ყველა ფეხბურთელმა იცის, რამდენად რთულია ტიტულების მოგება, განსაკუთრებით, თუ მსგავს პრესტიჟულ ჯილდოზე ვისაურებთ. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ ეს პრიზი წელსაც მესის მოეგო, თუმცა ეს შედეგი სამართლიანია. სხვათაშორის, ჩემს საყვარელ მოთამაშეებს შორის კრიშტიანუც არის. მას ამ წარმატებას ვულოცავ“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ “ოქროს ბურთის” მფლობელია

რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა “ოქროს ბურთის” საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ციურიხი მასპინძლობდა.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი შემტევი კრიშტინუ რონალდუ გახდა.

რონალდუს გარდა “ოქროს ბურთზე” პრეტენზიას ლეო მესი და ფრანკ რიბერი აცხადებდნენ.

“უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა ჩემს თანაკლუბელებს. ერთ დროს მე რწმენაც დავკარგე და მეგონა რომ “ოქროს ბურთი” ჩემთვის მიუღწეველი იქნებოდა. მაგრამ ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ” – განაცხადა რონალდუმ.

ფიფა “ოქროს ბურთს” პელეს გადასცემს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ოქროს ბურთის მფლობელი გახდება. აღნიშნულ ჯულდოს ფიფა ბრაზილიელს დღეს ციურიხში გადასცემს.

“მსოფლიო თასი სამჯერ მაქვს მოგმებული, მაგრამ იმ დროს “ოქროს ბურთი” არ იყო. შესაბამისად, ფიფიმ ამ პრესტიჟული პრიზს მე ახლა გადმომცემს” – განაცხადა პელემ.

“ჩვენ მისი უდიდესი ღვაწლის აღნიშვნა გვინდა. მან მთელი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა და დიდი როლი ითამაშა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში” – განაცხადა ბეკენბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” საზეიმო ცერემონია დღეს, თბილისი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი წოდებისთვის ფრანკ რიბერი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ.

პუშკაშიდან ინიესტამდე

მალე ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი. ჩვენ კი ის დიდი ფეხბურთელები გავიხსენოთ, ვისაც მიუხედავად ბრწყინვალე კარიერისა, ეს ჯილდა არასდროს არ მიუღია.

 

ფერენც პუშკაში

ლეგენდარული უნგრელი დაახლოებით 20 წლის მანძილზე არ აძლევდა მეტოქეთა მცველებს მოსვენების საშუალებას. 50-იანების ბოლოს პუშკაში მადრიდის “რეალში” გადავიდა. მადრიდელთა შემადგენლობაში უნგრელმა 5-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი, ასევე ქვეყნის თასისა და საკონტინენტთაშორისო თასების გამარჯვებული. პუშკაში სამჯერ გახდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ბომბარდიდი და ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატის. კარიერის დასრულების შემდეგ პუშკაში უნგრეთში მეოცე საუკინის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. თუმცა, “ოქროს ბურთამდე” ლეგენდარულმა ფორვარდმა ვერ მიაღწია.

ყველაზე ახლოს პრესტიჟულ ჯილდოსთან პუსშკაში 1960 წელს იყო. France Football – ის გამოკითხვაში უნგრელმა მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა ლუის სუარესს დაუთმო.

Ференц Пушкаш

 

ოლივერ კანი

2001 წელს ოლივერ კანმა პირადად მოუპოვა “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის თასი. ამასთან ერთად ბუნდესლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულიც გახდა. სხვადასხვა ვერსიებით კანი წლის ფეხბურთელად და საუკეთესო მეკარედ აღიარეს, თუმცა “ოქროს ბურთი” მას მაინც არ ერგო. ლეგენდარულ მეკარეს რაულმა და მაიკლ ოუენმა აჯობეს.

კანს სანუკვარი პრიზის მოგება 2002 წელსაც შეეძლო. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაშვებული შეცდომა გერმანელს ძვირად დაუჯდა და “ოქროს ბურთიც” მის მთავარ ოპონენტს, რონალდოს ერგო.

კასილიასთან და ბუფონთან ერთად, კანი მეკრეთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში შედის, ვისაც ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგება შეეძლო. “ოქროს ბურთის” მფლობელი მეკარე ლევ იაშინია.

Оливер Кан

 

პაოლო მალდინი

მეკარეებთან ერთად “ოქროს ბურთი” მცველებსაც არ წყალობს. გამორჩეული უკანახაზელების შესანიშნავი თამაში ხშირად შეუმჩნევი რჩება.

ფრანკო ბარეზი, ჯაჩინტო ფაკეტი, გაეტანო შირეა – ამ გამოჩენილ მოთამაშეთა სიას კიდევ ერთი ლეგენა, პაოლო მალდინი ავსებს. მიუხედავად ტრიუმფისა ჩემპიონთა ლიგაში, ითალიის თასსა და ევროპის სუპერთასზე, მალდინი “ოქროს ბურთის” გარეშე დარჩა, რომელიც საბოლოო ჯამში პაველ ნედვედს ერგო.

Паоло Мальдини

 

ტიერი ანრი

2003 წელს  France Football – ის გამოკითხვაში ანრიმ მესამე ადგილი დაიკავა. ვერ ვიტყვით, რომ იმ პერიოდში ფრანგი კონკურენტებზე გაცილებით ძლიერი იყო, თუმცა მის კარიერას თუ შევაჯამებთ, ტიერიი “ოქროს ბურთს” ნამდვილად იმსახრებდა.

2003-დან 2006 წლამდე ანრი სანუკვარი ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტი იყო, თუმცა პირველ ადგილზე გასვლა “არსენალის” ლეგენდამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა.

ანრი ჯერ ნედვედთან, შემდეგ რონალდიოსთან დამარცხა. მომავალ სეზონში კი წინ დეკო და შევჩენკო გაუშვა.

ფრანგმა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძლზე ფაქტობრივად ყველა ტურნირის მოგება მოახერხა, მაგრამ “ოქროს ბურთი” მისთვის აუხდენელ ოცნებათ დარჩა.

Тьерри Анри

 

ანდრეს ინიესტა

2010 წლის “ოქროს ბურთი” ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა იყო. მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა ლიონელ მესის მიმართ, ამ ჯილდოს ანდრეს ინიესტაც იმსახურებდა.

ინიესტამ მშვენიერი სეზონი ჩაატარა, რომელიც მსოფლიო თასსზე შესანიშნავი თამაშით დააგვირგვინა. იგივეს თქმა ჩავიზეც შეიძლება, თუმცა ინიესტას უპირატესობას ფინალურ მატჩი გადამწყვეტი გოლის ავტორობა ანიჭებს.

თუმცა, მიუხედავად ჩაგდებული მუნდიალისა, “ოქროს ბურთის” მფლობელი მაინც ლეო მესი გახდა.

Андреас Иньеста

კრიშტიანუ რონალდუ: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას დავესწრები“

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემაა, დაესწრება თუ არა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა რონალდუს ლეო მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოდიში არ მიიღო და არც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდუმ გადაწყვეტილება შეცვალა.

„ცერემონიას დავესწრები. არ ვიცი, ვის გადასცემენ მთავარ ჯილდოს: მე, მესის თუ რიბერის. ჩემი საქმის გაკეთებას ვცდილობ, „რეალს“ გოლებითა და კარგი თამაშით ვეხმარები. თუ „ოქროს ბურთს“ დავისაკუთრებ, გამიხარდება. თუ ვერა, არც ეს იქნება პრობლემა, ჩემთვის არაფერი შეიცვლება, ცხოვრება ჩვეულ რითმში გაგრძელდება“, – რონალდუს სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „ოქროს ბურთი“ სანტამ უნდა მოიგოს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ოქროს ბურთს“ პრეტენდენტებზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა.

„ოქროს ბურთი“? ვთვლი, რომ მას სამი ადამიანი იმახურებს, თუმცა, ეს პრიზი მაინც სანტა კლაუსს უნდა გადაეცეს“.

გარდა ამისა, შვედეთის ნაკრების ფორვარდი ფრანგულ კლუბში კარიერის შესაძლო დასრულებასაც შეეხო.

„ამ ვარიანტს განვიხლავ, თუმცა, მომავალზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. მიღწეულით კმაყოფილი არასდროს ვარ ხოლმე. გუნდი პროგრესირებს, მცირე პერიოდში ბევრს მივაღწიეთ და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პსჟ-ს ჩინებული შემადგენლობა ჰყავს და სამომავლოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა იბრამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: “მესი საუკეთესოა”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი “ოქროს ბურთის” თემას გამოეხმაურა და საკუთარი აზრი დააფიქსირა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას. ბუფონის აზრით, საუკეთესო ფეხბურთელის წონებას ლიონელ მესი იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების საზეიომო ცერემონია ციურიხში, 13 იანვარს ჩატარდება.

“ვთვლი, რომ გამარჯვებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, გარკვეული უპირატესოვა რიბერის აქვს. მან ტიტულები მოიპოვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის წარმატებაში. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის რონალდუს უკეთესი შანსი აქვს მოსაგებად. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი რჩება” – განაცხადა ბუფონმა.

ბუფონმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა 2013 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსები შეაფასა და თავისი ფავორიტებიც დაასახელა.

„ვფიქრობ, გუნდური ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვანია. რიბერის უპირატესობა სწორედ ამაში აქვს, 2013 წელს „ბაიერნთან“ ერთად მან ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. თანაც, ფრანკმა ამ ტიტულების მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა. იგი დიდი ჩემპიონია.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დღესდღეობით სხვებზე უკეთესად თამაშობს. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის კვლავ მესი რჩება“, – აცხადებს ჯიჯი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰალკი: “რიბერის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ საუკეთესო რონალდუა”

რუსული “ზენიტის” ბრაზილიელმა შემტევმა ჰალკმა “ოქროს ბურთის” თაობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა. ბრაზილიელი თვლის, რომ საუკეთესო “რეალის” ფორვარდი კრისტიანო რონალდუა.

შეგახსენებთ რომ “ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად რონალდუს მთავარი კონკურენტები რიბერი და მესი არიან.

“გასაგებია, რომ რიბერის, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ საუკეთესო ჩემი აზრით რონალდუ იყო” – განუცხადა ჰალკმა პორტუგალიურ პრესას.

ტევესმა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი თვლის, რომ „ოქროს ბურთი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. არგენტინელი ფორვარდის თქმით, ამ ჯილდოს მოსაპოვებლად ბოლო პერიოდში მუდმივად ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ იბრძვიან, თუმცა მიმდინარე წელს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დაიმსახურა.

„მესი და რონალდუ ყოველ წელს ებრძვიან ერთმანეთს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად, თუმცა რიბერიმ გასულ სეზონში ძალიან ბევრი რამ გაიღო თავისი კლუბისთვის, თან მუდმივად თამაშობდა. აქედან გამომდინარე, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მას მივანიჭებდი. ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს“, – განაცხადა ტევესმა რადიოსადგურ „ლა რედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ რიბერიზე მეტად იმსახურებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის არიენ რობენის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უნდა დაასახელონ.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ წლის 23 საუკეთესო მოთამაშეს შორის მეც ვიქნებოდი“, – განუცხადა რობენმა Voetbal International-თან საუბრისას.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები რონალდუ და მესი არიან. წელს მათ რიბერიც შეუერთდა“.

„იქედან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური პრიზია, ვფიქრობ, იგი რონალდუს უნდა გადასცენ. კრიშტიანუ მას ნამდვილად იმსახურებს“, – აღნიშნა ჰოლანდიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი