ბეილი „ლივერპულთან“ მატჩსა და „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი უელსის ნაკრების შემადგენლობაში მიღებული ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, „ლივერპულთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ემსამე ტურის მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, შესაძლოა, გარეთმა ვერც კატალონიის „ბარსელონასთან“ პრინციპულ შეხვედრაში ითამაშოს, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება.

„რეალმა“ მოთამაშის ტრავმა უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გამოჯანმრთელების ვადის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია.

ჩემპიონთა ლიგა — II ტურის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: რუი პატრისიუ (“სპორტინგი”);
მცველები: მარეკ სუხი (“ბაზელი”), დავიდ ლუისი (“პარი სენ-ჟერმენი”), მარკინიოსი (“პარი სენ-ჟერმენი”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: სონ ჰონგ-მინი (“ლევერკუზენი”), სინძი კაგავა (“დორტმუნდი”), ალექსანდრ კარნიცკი (“ბატე”);
თავდამსხმელები: ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”), დანი უელბეკი (“არსენალი”), ფრანჩესკო ტოტი (“რომა”).

team of the week

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

სულ ცოტა დრო რჩება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღის დაწყებამდე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ზენიტი” (76) ფრე (15) “მონაკო” (9)
“მალმიო” (12,5) ფრე (11,5) “ოლიმპიაკოსი” (76)
“ატლეტიკო” (46) ფრე (32) “იუვენტუსი” (22)
“ბაზელი” (4) ფრე (8) “ლივერპული” (88)
“ლუდოგორეცი” (0) ფრე (0) “რეალი” (100)
“ლევერკუზენი” (80) ფრე (15) “ბენფიკა” (5)
“არსენალი” (97,5) ფრე (2) “გალათასარაი” (0,5)
“ანდერლეხტი” (1) ფრე (4) “დორტმუნდი” (95)

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

სულ ცოტა დრო რჩება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველი დღის დაწყებამდე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

ცსკა (0,5) ფრე (0,5) “ბაიერნი” (99)
“მანჩესტერ სიტი” (82) ფრე (10) “რომა” (8)
“პარი სენ-ჟერმენი” (14) ფრე (22) “ბარსელონა” (64)
“აპოელი” (4) ფრე (9) “აიაქსი” (87)
“სპორტინგი” (0,5) ფრე (2,5) “ჩელსი” (97)
“შალკე” (99,5) ფრე (0,5) “მარიბორი” (0)
“შახტარი” (22) ფრე (33) “პორტუ” (45)
“ბატე” (12) ფრე (8) “ატლეტიკი” (80)

იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპს II ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა “ლიონის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარცხენა ქუსლი დაიშავა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპონატის ბოლო ორი ტურის გამოტოვებაც მოუხდა.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროთ 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ნიკოლა რიცოლის ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მოსკოვის სასტუმროდან “ბაიერნის” დელეგაციის ევაკუაცია მოხდა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. ბავარიელები რუსეთის დედაქალაქში კვირას ჩაფრინდნენ და სასტუმროშიც დაბინავდნენ, თუმცა დღის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სახანძრო განგაშის გამო სასტუმროდან “ბაიერნის” ფეხბურთელების, მწვრთნელების და მთელი პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

გერმანელები რამდენიმე წუთს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ, ხოსეპ გვარდოლამ და ფეხბურთელებმა მოსკოვის ცივი ჰავისგან თავდასაცავად სპეცალური პლედები მოიფარეს, შემდეგ კი სავაშხმოდ იქვე მდებარე რესტორანს ეწვივნენ.

დაახლოებით ორ საათში “ბაიერნის” დელეგაცია სასტუმროში დაბრუნდა.

ბავარიული გუნდის ზოგიერთი ფანი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი რუსულმა მხარემ განგებ მოაწყო.

ცსკა-სა და “ბაიერნს” შორის შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონის დისკვალიფიკაცის გამო მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

2016 წელს უეფას ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები

ცნობილი გახდა იმ სტადიონების სია, სადაც ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ფინალური შეხვედრა, აგრეთვე უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება. ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

როგორც გუშინ გაცნობეთ, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” შედგება.

ევროპის ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას შვეიცარიაში მდებარე სტადიონი “სენტ-იაკობ პარკი” მიიღებს.

უეფას სუპერთასი 2016 წელს ნორვეგიაში, კერძოდ “ლერკენდალზე” გაიმართება.

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

სულ ცოტა დრო რჩება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის დაწყებამდე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“რომა” (97 %) ფრე (2 %) ცსკა (1 %)
“ბაიერნი” (76 %) ფრე (14 %) “მანჩესტერ სიტი” (10 %)
“ბარსელონა” (99,5 %) ფრე (0,5 %) “აპოელი” (0 %)
“აიაქსი” (6 %) ფრე (13 %) “პარი-სენ ჟერმენი” (81 %)
“ჩელსი” (97 %) ფრე (2 %) “შალკე” (1 %)
“მარიბორი” (9 %) ფრე (25,5 %) “სპორტინგი” (65,5 %)
“პორტუ” (98 %) ფრე (1,5 %) “ბატე” (0,5%)
“ატლეტიკი” (82 %) ფრე (11 %) “შახტარი” (7 %)

 

“ბაიერმა” მონაკოში წინასამატჩო ვარჯიში ვერ ჩაატარა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იხსნება. C ჯგუფში “მონაკო” ლევერკუზენის “ბაიერს” მასპინძლობს.

გერმანული გუნდის დელეგაციამ მონაკოს სასტუმროში ადგილი ვერ დაჯავშნა, რის გამოც “ბაიერი” იძულებული გახდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დარჩენილიყო, რომელიც მონაკოს სამთავრომდე 30 წუთის სავალზე მდებარეობს.

“ფარმაცევტებმა” ვერც წინასამატჩო ვარჯიშის გამართვა მოახერხეს სტადიონ “ლუი მეორეზე”. გერმანულმა გუნდმა სამშობლოში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “ბაიერს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ვენგერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის საინტერესო და მძიმე გამოდის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ლონდონის “არსენალი სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეხვედრას ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ მეტოქე დაწვრილებით შეისწავლა, თუმცა ეს რაიმე უპირატესობას არ იძლევა.

“არსენალსა” და “ბორუსიას” შორის მატჩები ყოველთვის საინტერესო, ამავდროულად მძიმე გამოდის. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს.

ჩემი ბიჭები “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, “ბორუსიასთან” შეხვედრასაც ასე მომზადებული შეხვდება გუნდი.

“ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი საფრთხე კვლავ გერმანული და ესპანური გუნდებისგან გველის. უბრალოდ შეხედეთ, ბოლო პერიოდში რამდენჯერ გავიდა ფინალში მიუნხენის “ბაიერნი”. “ბორუსიაც” ტურნირის რეგულარული მონაწილეა. ესპანეთიდან კი, ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, – ვენგერის სიტყვები “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.

რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.

ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:

“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.

 

იკერ მუნიაინი: “ნაპოლისთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ბასკთა თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ამბობს, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ დაპირისპირება არ სურდა.

“თანაბარი მატჩი იქნება. ნეაპოლიტანელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ გვინდა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ. ყველაფერი “სან მამესზე” გადაწყდება. “ნაპოლისთან” დაპირისპირება არ გვსურდა, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მუნიაინის სიტყვებს Football Italia.

წყვილის პირველი მატჩი “სან პაოლოზე” სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ბილბაოში, 27 აგვისტოს შედგება.