ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დორტმუნდის “ბორუსია” ბრიუსელში, ადგილობრივ “ანდერლეხტს” ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
ანდერლეხტი 0-3 ბორუსია
გოლები: იმობილე 3′ ; რამოსი 69′ ; 79′
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დორტმუნდის “ბორუსია” ბრიუსელში, ადგილობრივ “ანდერლეხტს” ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
ანდერლეხტი 0-3 ბორუსია
გოლები: იმობილე 3′ ; რამოსი 69′ ; 79′
“ბორუსიასა” და “შტუტგარტს” შორის გამართული ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა
ბორუსია 2-2 შტუტგარტი
გოლები: დიდავი 48′ ; 68′ (0:2); ობამეიანგი 73′ (1:2); იმობილე 86′ (2:2
ევროპის ლიგაზე მიოხენგლადბახის “ბორუსიასა” და “ვილიარეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მსაჯმა მოედანზე აიფონი იპოვა.
ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო დორტმუნის “ბორუსიამ”. კლოპის გუნდმა საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ლონდონის “არსენალი სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს.
“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეხვედრას ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ მეტოქე დაწვრილებით შეისწავლა, თუმცა ეს რაიმე უპირატესობას არ იძლევა.
“არსენალსა” და “ბორუსიას” შორის მატჩები ყოველთვის საინტერესო, ამავდროულად მძიმე გამოდის. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს.
ჩემი ბიჭები “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, “ბორუსიასთან” შეხვედრასაც ასე მომზადებული შეხვდება გუნდი.
“ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი საფრთხე კვლავ გერმანული და ესპანური გუნდებისგან გველის. უბრალოდ შეხედეთ, ბოლო პერიოდში რამდენჯერ გავიდა ფინალში მიუნხენის “ბაიერნი”. “ბორუსიაც” ტურნირის რეგულარული მონაწილეა. ესპანეთიდან კი, ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, – ვენგერის სიტყვები “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.
დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში გასვლა შეუძლია.
“რატომ ვერ უნდა გავიდეთ ფინალში? საჭირო ძალა გვაქვს ამის გასაკეთებლად. შეგვიძლია, კვლავ ვითამაშოთ ფინალურ მატჩში და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის”, – ციტირებს მხითარიანის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის “არსენალთან”, “გალათასარაისთან” და “ანდერლეხტთან” ერთად არის მოხვედრილი. გერმანული გუნდი ტურნირზე პირველ მატჩს შინ, “არსენალის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
პოლონეთის ნაკრების კაპიტან იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ქრონიკულად არ უმართლებს. 28 წლის ნახევარმცველმა ძლივს მუხლის ტრავმა მოირჩინა, თუმცა უმალ ახალი დაზიანება მიიღო.
ბლაშჩიკოვსკიმ ამჯერად ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიშავა. ამ ტრავმის გამო, პოლონელ ნახევარმცველს ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. არსებობს უფრო პესიმისტური ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მისი თამაში საქართველოს ნაკრებთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ჩვენი გუნდი პოლონელებს 14 ნოემბერს უმასპინძლებს.
ამრიგად, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 11 და 14 ოქტომბერს ჩატარდება.
29 აგვისტოს, გერმანიის ბუნდესლიგაში “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მარკო როისმა მეტოქის კარში მე-11 წუთზე გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი, მე-14 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა.
გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეორე საკონკურსო კვირის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.
ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.
საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “აუგსბურგი” – “ბორუსია”
გერმანიი ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრა
ბორუსია 0-2 ლევერკუზენი
გოლები: ბელარაბი 1′ ; კისლინგი 90′
გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 23-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა, მეორე კი – 62-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, “სპაიდერმენის” ნიღაბი გაიკეთა.
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.