მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი საკუთარ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. 33 წლის ფრანგ ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
“რიბერის ორიდან სამ კვირამდე მოცდა მოუწევს, სანამ მოედანზე გასვლა შეეძლება”, – აღნიშნა “ბაიერნის” მწვრთნელმა ჰერმან გერლანდმა.
რიბერიმ “აინტრახტთან” გუშინ გამართული მატჩი (2:2) გამოტოვა. ფრანგი ფეხბურთელი ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პეესვე”-ს წინააღმდეგ 19 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. რიბერი 22 ოქტომბერს მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ჩასატარებელ მატჩსაც გამოტოვებს.