რითი გააკვირვა ანჩელოტი კონტემ?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საბოლოო შედეგით კმაყოფილება გამოთქვა. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსისგან“ ოთხი მცველით თამაშს არ მოელოდა.

„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ „იუვენტუსი“ სამი მცველით ითამაშებდა. ანტონიო კონტემ სქემის შეცვლით გამაკვირვა. ერთი საათის განმავლობაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბოლო 30 წუთში კი თითქმის აღარაფერი გავაკეთეთ, რადგან მთავარი აქცენტი ბურთის ფლობაზე გადავიტანეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ“, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

3 ტურის შემდეგ „რეალს“ აქტივში 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზე 4 ქულით „გალათასარაი“ გახლავთ, მესამეადგილოსან „იუვენტუსს“ 2 ქულა აქვს, მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ანდერლეხტს“ კი – 1.

ბექა დოგრაშვილი

კონტე: „ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერის მშურს“

მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მას კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერის შურს.

„ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერის მშურს. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელიც ყველა წარმატებას იმსახურებს. მისი თავკაცობით ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ამ ხნის მანძილზე ბევრი სასარგებლო რამ შევიძინე“, – აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 2 ქულით ჯგუფის მეორე პოზიცია აქვთ დაკავებული, „რეალი“ კი 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას გერმანელი არბიტრი მანუელ გრეფე მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

მოჯი: „შესაძლებელი იყო, რონალდუს „იუვენტუსში“ ეთამაშა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ თავის დროზე შესაძლებელი იყო, კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგიდან“ არა „მანჩესტერ იუნაიტედში“, არამედ ტურინულ კლუბში გადასულიყო.

„სპორტინგთან“ რონალდუს მარსელო სალასთან გაცვლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. სალასი პორტუგალიაში ჩავიდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა და „რივერ პლეიტში“ გადავიდა. ამ დროს გამოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „სპორტინგს“ ისეთი წინადადებით მიმართა, რომ ჩვენ სიტუაციას გამოვეთიშეთ და იდეაზე უარის თქმა მოგვიხდა“, – აღნიშნა მოჯიმ.

ბექა დოგრაშვილი

იტალიაში მოთამაშე ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელები

იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის საფეხბურთო თემატიკაზე ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. კერძოდ, მოთამაშეებს სთხოვეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეული შეედგინათ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეულში მოხვდნენ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი და „ინტერის“ ნახევარმცველი ესეკიელ სკელოტო, რომელიც იჯარის წესით „სასუოლოში“ თამაშობს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, „პესკარას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ყველაზე გადამეტფასებულ მოთამაშედ საკუთარი თავი დაასახელა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა, პირლომ ყოფილ გუნდს გაუტანა

იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ „მილანი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„როსონერი“ სალი მუნტარის ზუსტი დარტყმის წყალობით მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში მე-15 წუთზე გაათანაბრა, როდესაც ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა დანარჩენი ორი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს: 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სებასტიან ჯოვინკომ გამოიჩინა თავი, ექვსი წუთის შემდეგ კი ჯოჯრო კიელინიმ შეარხია კრისტიან აბიატის კარის ბადე. აღსანიშნავია, რომ ამ გოლში პირლომაც შეიტანა თავისი წვლილი, რადგან მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, კიელინიმ კი დამატებაზე ითამაშა. 74-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მილანელთა მცველი ფილიპ მექსესი გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს: 90-ე წუთზე მუნტარიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილიც დასვა – 3:2.

ამ გამარჯვების შემდეგ „იუვენტუსმა“ 19 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ დაეწია, რომელიც მეორე ადგილს იკავებს. „მილანს“ რვა ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია აქვს დაკავებული.

სერია А
მეშვიდე ტური
„იუვენტუსი“-„მილანი“ 3:2 (1:1)

გოლები: პირლო 15′, ჯოვინკო 69′, კიელინი 75′ – მუნტარი 1′, 90′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 23′ – დე იონგი 14′, კონსტანტი 17′, მექსესი 69′, მუნტარი 90+2′.
გაძევება: მექსესი 74′.

“იუვენტუსმა” კლასის ხარჯზე იმარჯვა

“ბებერმა ქალბატონებმა” დაგეგმილი სამი ქულა აიღეს.

ტორინო” – “იუვენტუსი” 0:1

გოლი: პოგბა, 53

“ტორინო”: პადელი, გლიკი, როდრიგესი (მაზიელო, 46), მორეტი, დარმიანი, ბრიგი, ვივესი (ფარნერუდი, 86), ელ კადური (მეჯორინი, 66), დ’ამბროზიო, ჩერჩი, იმობილე

“იუვენტუსი”: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (პადოინი, 73), ჯოვინკო (ვუჩინიჩი, 76), ტევესი (კვალიარელა, 90+1)

გაფრთხილებები: იმობილე, ვივესი, მორეტი – მარკიზიო, პოგბა, ასამოა

საბა საპანაძე