კონტე კმაყოფილია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “ტრაბზონსპორთან” გამართული მატჩის შემდეგ, აცხადებს, რომ ის კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე თურქული “ტრაბზონსპორი” მიიღო და მეტოქე ოსვალდოსა და პოგბას გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“ცხადია, როცა ორი ბურთის სხვაობით იმარჯვებ, კარგია. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, მეტოქის კარში უფრო მეტი გოლის გატანა. თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ”, – ამბობს კონტე.

ოსვალდო “იუვენტუსში” ბედნიერია

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, დანიელ ოსვალდო აცხადებს, რომ ის გუნდში თავს მშვენივრად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ტრაბზონსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ოსვალდომ გახსნა, ხოლო ტურინელთა უპირატესობა პოგბამ ორამდე გაზარდა.

“კარლოს ტევესის გვერდით თამაში, ნამდვილად ადვილია. ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს და მათი დამსახურებაა, გოლი რომ გავიტანე. “იუვენტუსში” ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამბობს ოსვალდო.

„რეალი“ პოგბაში 60 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. „ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის გასაჩარხად 60 მილიონ ევროს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა პოგბას შესაძლო ტრანსფერს პირად კონტროლზე აიყვანს. მანამდე ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

20 წლის პოგბას მიმართ ინტერესს სხვა წამყვანი ევროპული კლუბებიც იჩენენ: „პარი სენ-ჟერმენი“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

პოგბამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი მიითვალა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

„რეალს“ ვიდალი სურს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მადრიდის „რეალის“ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად იქცა.

ჩილელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ინტერესის სფეროში გასულ ზაფხულს მოხვდა, თუმცა აღნიშნული გარიგების განხორციელებას ასიერ ილიარამენდის და გარეტ ბეილის ტრანსფერებმა, ასევე ილკაი გიუნდოგანთან არსებულმა შეთანხმებამ შეუშალა ხელი.

როგორც ჩანს, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ვიდალის დავიწყებას არ აპირებს. კლუბი მზად არის, 26 წლის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ვიდალის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი

პორტალმა FTBPRO-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საფინალო მატჩებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა.

5. 2011 წელი: დავიდ ვილა (“ბარსელონა”) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

4. 1994 წელი: დეიან სავიჩევიჩი (“მილანი”) – “ბარსელონა”

3. 1997 წელი: ლარს რიკენი (“დორტმუნდი”) – “იუვენტუსი”

2. 2005 წელი: ერნან კრესპო (“მილანი”) – “ლივერპული”

1. 2002 წელი: ზინედინ ზიდანი (“რეალი”) – “ლევერკუზენი”

პოგბა და “იუვენტუსი” ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკებენ

დიდი შანსია, უახლოეს დღეებში ტურინის “იუვენტუსსა” და გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელ პოლ პოგბას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც ირკვევა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშის აგენტი, მინო რაიოლა მზადაა ტურინში ჩაფრინდეს და იქ კლუბის ხელმძღვანებლობასთან მოლაპარაკებები გამართოს.

გავრცელებული ამბების თანახმად, პოგბას შეძენა გერმანულ, ესპანურ და ინგლისურ გრანდებს სურთ.

ახალგაზრდა ნახევარმცველს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, ხოლო კლუბის ხელმძღვანებლობას მისი 2018 წლამდე გახანგძლივება სურს.

ტევესი ფრით უკმაყოფილოა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კარლოს ტევესი აცხადებს, რომ ის “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩის შემდეგ, თავს უკმაყოფილოდ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს გამართული მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში კი, კარლოს ტევესმა დუბლის გაფორმება მოახერხა.

“მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე, ძნელია, გახარებული ვიყო, რადგან გუნდმა გამარჯვება ვერ მოახერხა. იმედი მაქვს, მომდევნო ტურებში ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ”, – ამბობს ტევესი.

მოჯი: „ინტერი“ ჩვეულ დონეს დაუბრუნდა, ეს გუნდი ლიდერთა შორის აღარ უნდა იყოს“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „ინტერი“ კვლავ იმ დონეს დაუბრუნდა, რომელზეც „კალჩოპოლის“ სკანდალის დაწყებამდე იყო.

„ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის მატჩებს „დერბი დელა იტალიას“ ვეღარ ვუწოდებთ. ეს, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია. იყო პერიოდი, როდესაც ეს ორი გუნდი იტალიაში საუკეთესო იყო. ამ მომენტისთვის კი,ასეთ კლუბად მხოლოდ „იუვენტუსი“ უნდა ითვლებოდეს.

„ინტერმა“ დაკარგა ის უპირატესობა, რომელიც „კალჩოპოლის“ შემდეგ მოიპოვა. ამჟამად „ნერაძური“ „იუვეს“ 26 ქულით ჩამორჩება, რაც ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში „იუვენტუსმა“ სწორედ „ინტერს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ახალი შეთავაზება კონტეს

იტალიური პრესის ცნობით ,,იუვენტუსის” მმართველები ანტონიო კონტეს შენარჩუნებას შეეცდებიან, ცნობისთვის კონტეთი რამოდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.

ამჟამად კონტეს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, იუვენტუსის სპეციალისტს 2017 წლამდე შესთავაზებს თანამშრომლობის გაგრძელებას.

 

“იუვენტუსის” ქართული ფან-კლუბი ზებრას მეურვეობას გეგმავს

საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ Facebook-ში, ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფან-კლუბის გვერდზე, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.

asfa

კიელინი: “კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ მილანის “ინტერთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “ბიანკონერიმ” თავისი სიძლიერე კვლავაც დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, სერი A-ში გამართული შეხვედრა “იუვენტუსის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, კიელინიმ კი მატჩში ერთ-ერთი გოლის გატანა მოახერხა.

“რა თქმა უნდა, დიდი სურვილი და იმედი გვქონდა იმისა, რომ “ინტერი” დაგვემარცხებინა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს”, – ამბობს კიელინი.