სერია A-ს მიმოხილვა

იუვეს დაგეგმილი სამი ქულა

როგორც პრევიუში ვივარაუდეთ “იუვენტუსმა“ დაგეგმილი სამი ქულა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აიღო. კონტეს შეგირდები, უკვე მე-12 წუთზე დაწინაურდნენ. თავი, შესანიშნავ ფორმაში მყოფმა არტურო ვიდალმა გამოიჩინა. მეორე გოლი კი კიელინის ანგარიშზეა. “იუვე“  დამაჯერებლად აგრძელებს სვლას.

რომას მნიშვნელოვანი გამარჯვება

“რომამ“ როგორც იქნა შეწყვიტა ფრეების სერია და უმნიშნველოვანეს შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შესძლო. რომაელებმა ანგარიში მეშვიდე წუთზე, მაიკონის დარტყმით გახსნეს. თუმცა ფლორენცილებმა ანგარიშის გათანაბრება 29-ე წუთზე, ვარგასის ძალისხმევით შესძლეს. გამარჯვების გოლი დესტროს ანგარიშზეა. ახალგაზრდა იტალიელმა, რომლისთვისაც ფლორენციელებთან ჩატარებული შეხვედრა ამ სეოზნში პირველი იყო, გოლი 67-ე წუთზე გაიტანა. “რომა“ აგრძლებს ბრძოლას “იუვენტუსთან’.

 

ინტერი რომას საქმეს აგრძელებს

თუ “რომა“ ფრეების ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, “ინტერს“ ეს ჯერ-ჯერობით არ გამოსდის. “პარმას“ წანააღმდეგ “სან სიროზე“ გამართული მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. გუნდებმა ერთამნეთს 6 გოლი გაუტანეს. საბოლოო ჯამში 3:3. ამ ტურის შემდეგ“ინტერი“ მეოთხეზეა და “ნაპოლის“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

მილანის მორიგი წარუმატებლობა

წინა ტურში, “კატანიას“ დამარცხების შემდეგ, ყველა ელოდა, რომ “მილანი“ გამარჯვებების სერიას დაიწყებდა და სატურნირო მდგომარეობასაც გამოისწორებდა. თუმცა, მილანალებმა ქულება კვლავ დაკარგეს. აუტსაიდერ “ლივორნოსთან“ გასვლითი მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბალოტელიმ ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მილანი მეცხრეა დგილზეა 15 ტურის შემდეგ.

 

06/12/13

ბოლონია 0-2 იუვენტუსი

გოლები: ვიდალი 12’ ; კიელინი 90’

07/12/13

ლივორნო 2-2 მილანი

გოლები: ბალოტელი 7’ (0:1); სილიგარდი 26’ (1:1); პაულინიო 58’ (2:1); ბალოტელი (2:2)

ნაპოლი 3-3 უდინეზე

გოლები: პანდევი 38’ (1:0); პანდევი 41’ (2:0); ფერნანდესი 45’ (ს.კ. 2:1); 70’ ბრუნო ფერნანდესი 70’ (2:2); ჯემაილი 71’ (3:2); ბასტა 80’ (3:3)

08/12/13

რომა 2-1 ფიორენტინა

გოლები: მაიკონი 7’ (1:0); ვარგასი 29’ (1:1); დესტრო 67’ (2:1)

კალიარი 2-1 ჯენოა

გოლები: ჯილარდინო 16’ (0:1); საუ 76’ ; 90; (2:1)

ვერონა 2-1 ატალანტა

გოლები: დენისი 42’ (0:1); გომეს ტალები 82’ (1:1); ჟორგინიო 87’ (2:1)

სამპდორია 2-0 კატანია

გოლები: ედერი 54’ ; გაბიადინი 77’ .

სასულო 0-1 კიევო

გოლი: თერაუ 55’

ტორინო 1-0 ლაციო

გოლი: გლიკი 19’

ინტერი 3-3 პარმა

გოლები: სანსონე 11′ (0:1); პალასიო 44′ (1:1); პაროლო 45+1′ (1:2); პალასიო 54′ (2:2); გუარინი 56′ (3:2)ლ სანსონე 59′ (3:3)

 

რუდი გარსია: „რომა“ სკუდეტოსთვის იბრძვის“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფიორენტინასთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენი მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გამო ძალიან მიხარია. „რომამ“ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა. მეკარე დე სანკტისს აღვნიშნავდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ბურთი მოიგერია. „ატალანტასტან“ მატჩში დაშვებული შეცდომა მან უკვე დაივიწყა“.

„დღეს ერთმანეთს ორი ჩინებული გუნდი დაუპირსპირდა. კარგია, რომ ამ შეხვედრაში მსაჯებმა არანაკლებად კარგად იმუშავეს. ოთხმატჩიანი ფრეების სერია არც კი მაღელვებდა, რადგან მოგებაში დარწმუნებული ვიყავი“, – აღნიშნა გარსიამ.

„რომას“ ჩემპიონატში ჯერჯერობით არ წაუგია. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ მაინც უკეთესად გამოიყურება. ეს გუნდი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოგებაზე ფიქრობს, თუმცა სკუდეტოსთვის ჩვენც ვიბრძვით“, – დაასრულა „ჯალოროსის“ დამრიგებელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დი ნატალე „ნაპოლისთან“ მატჩს გამოტოვებს

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ თავისი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბის ექიმებმა ვეტერან ფორვარდს დასვენების საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, ტოტო იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი თანაგუნდელები გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლიორენტეს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა „იუვენტუსს“ გამარჯვება მოუტანა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში თავისი უპირატესობა უნდა გაემყარებინა, რისთვისაც ანტონიო კონტეს შეგირდებს „უდინეზე“ უნდა დაემარცხებინათ.

შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო – მასპინძლები მეტოქის კარს უტევდნენ. შორეული დისტანციიდან დე ჩელიემ რამდენიმე კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტუმართა მცველები ზუსტად თამაშობდნენ. იყო მომენტებიც, როდესაც თამაშში მეკარე ბრკიჩიც ერთვებოდა. „უდინეზეს“ კარის დარაჯმა კარლოს ტევესის დარტყმულის მოგერიება შეძლო. ტურინელები მეტოქის საჯარიმოში ხშირად კომბინირებდნენ, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში გვიდოლინის შეგირდები თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდნენ.

„იუვენტუსს“ გოლის გაშვებაც შეეძლო – ერთ ეპიზოდში შეცდომა ლეონარდო ბონუჩიმ დაუშვა, თუმცა ბუფონმა დი ნატალეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. თამაშის ნამდვილ გმირად ჯიჯი მეორე ნახევრის დასაწყისში იქცა, როდესაც კვლავ დი ნატალეს ურთულესი დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ უდინელები შორიდან ურტყამდნენ, თუმცა პრობლემა ბუფონისთვის არც ეს აღმოჩნდა.

რაც შეეხება ტურინელებს, ისინი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო სახიფათოდ მიდიოდნენ წინ. აქტიურობით ტევესი და ცვლილებაზე გამოსული ლიხშტაინერი გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ამ მატჩში თავისი გუნდისთვის 3 ქულის მოტანას ისინი უკვე ვერ შეძლებდნენ. ასეა თუ ისე, კომპენსირებულ დროში „ბებერმა ქალბატონმა“ გოლი მაინც გაიტანა – ლიხშტაინერის ჩაწოდებას ფერნანდო ლორენტეს თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა.

შედეგად, ბუფონის კარგი თამაშისა და ზემოხსენებული ზუსტი დარტყმის წყალობით, „იუვემ“ თავის აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 1:0
გოლი: ლიორენტე 90+1′

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი, პირლო (პოგბა 15′), მარკიზიო, დე ჩელიე (კვალიარელა 76′), ტევესი, ლიორენტე

„უდინეზე“: ბრკიჩი, ერტო, დანილო, დომიცი, სილვა, ლაცარი, ალანი, ფერნანდეში (ბადუ 61′), პერეირა (მაიკოსუელი 88′), ბასტა, დი ნატალე

გაფრთხილებები: ლიორენტე, კვალიარელა – ერტო

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 3 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება „უდინეზეს“, გვიდოლინის გუნდი ამჟამად 16 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში კონტეს გუნდი „ბოლონიას“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზე“ – „ნაპოლის“.

მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი კი ხვალ და ზეგ შედგება. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ მიიღებს, ხოლო ზეგ „ლაციო“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რომამ“ წაუგებელი სერია ბოლო წუთზე გააგრძელა, „ინტერი“ სახლში „სამპდორიას“ დაუზავდა

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-14 ტური გუშინ დაიწყო. „პარმამ“ შინ „ბოლონიასთან“ ფრედ – 1:1 ითამაშა. იგივე ანგარიშით „ჯენოასა“ და „ტორინოს“ მატჩი დასრულდა.

დღეს კი, როგორც უკვე გაცნობეთ, „მილანმა“ სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „კატანიას“ 1:3 სძლია.

ბერგამოში „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წაუგებელი „რომა“ მიიღო. ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე ბრივიომ გახსნა. მასპინძლები შეხვედრას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე იგებდნენ. საბოლოოდ, ანგარიში „ჯალოროსის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროოტმანმა გაათანაბრა, რომელმაც თავისი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელა.

„ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′

„ატალანტა“: კონსილი; სკალონი (ლუკინი 75′), დელო გროსო (ბონავენტურა 30′), კანინი, ბრივიო; კაცოლა, ჩიგარინი, კარმონა; მორალესი, დენისი, ბრიენცა (კონე 66′)

„რომა“: დე სანკტისი; მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო; მარკინიო (პიანიჩი 62′), დე როსი (ლიაიჩი 57′), სტროოტმანი, ბრედლი; ფლორენცი (რიჩი 87′), ჟერვინიო

გაფრთხილებები: ჩიგარინი, კანინი, დენისი – ბენატია, ლიაიჩი

3 ქულის მოპოვება ვერც მილანის „ინტერმა“ მოახერხა, რომელმაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გენუის „სამპდორია“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში ასევე ბოლო წუთებზე გათანაბრდა. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა. საბოლოოდ, წონასწორობა 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რენან ფერნანდეს გარსიამ აღადგინა.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 1:1
გოლები: გუარინი 17′ – რენანი 89′

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 63′), კამბიასო, ალვარესი (ბელფოდილი 85′), ძანეტი, გუარინი (მუდინგაი 82′), პალასიო

„სამპდორია“: და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტერდელო (რეჯინი 43′), ანდრეა კოსტა, პალომბო, ობიანგი (რენანი 86′), გაბიადინი, ედერი, სორიანი, პოცი (სანსონე 73′)

გაფრთხილებები: ალვარესი, კამპანიარო, გუარინი – გაბიადინი, ანდრეა კოსტა, ედერი

სხვა მატჩები შედეგები:

„კალიარი“ – „სასუოლო“ 2:2
გოლები: ნენე 73′, საუ 87′ – მარცორატი 14′, ძაძა 20′

„კიევო“ – „ლივორნო“ 3:0
გოლები: რიგონი 36, თერუ 56′, პალოსკი 79′

დღეს ტურის კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართება – „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ მიიღებს. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ უმასპინძლებს, ხოლო ზეგ ერთმანეთს რომის „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს?

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ იტალიის სერია A-ს XIV ტურში გამართულ შეხვედრაში „კატანიას“ მცველმა ნიკოლას სპოლიმ „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

პალმერის თქმით, იტალიის ნაკრების ფორვარდმა განაცხადა, რომ არგენტინელმა მცველმა მას „ბინძური ნეგრი“ უწოდა.

თუ სპოლის დანაშაული დაუმტკიცდება, მას ჯარიმა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

შეგახსენებთ, რომ „კატანიასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მე-13 წუთიდან „კატანია“ კასტროს მიერ გატანილი გოლით იგებდა. ექვს წუთში რიკარდო მონტოლივომ გაათანაბრა. 63-ე წუთზე ლომბარდიული კლუბი ბალოტელიმ დააწინაურა. საბოლოო შედეგი კი, კაკამ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ბექა დოგრაშვილი

სერია A – პრევიუ

იტალიაში, სერია “ა”-ს მორიგი ტური დღეს აიღებს სტარს.

30/11/13/

21:00 “პარმა” – “ბოლონია”

პარმაში, “ენიო ტარდინიზე” ადგილობრივი გუნდი “ბოლონიას” მიიღებს. პარმელები კარგ ხასიათზე ხვდებიან აღნიშნულ მატჩს, ვინაიდან გასულ ტურში ნეაპოლიდან შესძლეს სამი ქულის წამოღება. თუმცა, განწყობა არც ბოლონიელებს აქვთ ცუდი. მათ ხომ “ინტერთს” დააკარგვინეს ქულები. მიუხედავად ამისა, “ბოლონია” კვლავ სახიფათო ზონაში რჩება.

23:45 “ჯენოა” – “ტორინო”

საკმაოდ საინტერესო შეხვედრას უნდა ველოდოთ გენუაში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს ცხრილში ხუთი საფეხური ჰყოფს, მათ შორის სხვაობა სულ რაღაც სამი ქულაა. ანუ, დადებითი შედეგის შემთხვევაში, ტურინელები “ჯენოას” დაეწევიან.

01/12/13 

15:30 “კატანია” – “მილანი”

უჩვეულოდ დაბალ საფეხურზე მყოფი “მილანი” სტუმრად აუტსაიდერ “კატანიას” შეხვდება. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს კარგი შანსი აქვთ სამი ქულის მოსაპოვებლად, რაც მათ მდგომარეობს სულ ცოტატი მაინც გამოასწორებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სამშაბათს მილანელებმა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გლაზგოს “სელტიკი” დაამარცხეს გასვლით მატჩში.

18:00 “ატალანტა” –  “რომა”

ბერგამოში “ატალანტა” “რომას” უმასპინძლებს. ტრავმირებული კაპიტნის გარეშე, “რომაელებმა” ზედიზედ სამი ფრე ითამაშეს და სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური “იუვენტუსს” დაუთმეს. მასპინძლები უკანასკნელ ტურში, “სასულოსთან” დამარცხდნენ და მომავალ შეხვედრაში აუცილებლად ეცდებიან სიტუაციის გამოსწორებას. მაგრამ მოწინააღმდეგე ამჯერად სულ სხვა კალიბრისაა…

18:00 “კალიარი” – “სასულო”

სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირებას კალიარი უმასპინძლებს. “სტადიო სანტ ელიაზე” გათამაშების დებიუტანტი, “სასულო” ჩავა. სტუმრებმა, როგორც უკვე ვახსენეთ, გასულ ტურში “ატალანტა” დაამარცხეს, ხოლო “კალიარიმ” “რომას” წაართვა ქულა.

18:00 “კიევო” – “ლივორნო”

აუტსაიდერების დაპირისპირება, როგორც ყოველთვის, დაძაბულობის მაქსიმუმალურ ზღვარს იქნება მიახლოვებული. “კიევო” ვერონაში “ლივორნოს” მიიღებს. მასპინძები კარგ ხასიათზე ხვდებიან შეხვედრას. წინა ტურში მათ ვერონულ დერბიში “ჰელას ვერონა” დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით. თუმცა, “კიევოი” ისევ გასავარდნ ზონაში იმყოფება.

18:00 “ინტერი” – “სამპდორია”

ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “ინტერნაციონალეს” “სამპდორია” ესტუმრება.  ლიდერისა და აუტრსაიდერის დაპირისპირებაში, ფავორიტი რა თქმა უნდა “ინტერია”. ორივე კლუბმა გასულ ტურში ფრედ, ერთნაირი ანგარიშით, 1-1 ითამაშა.

21:30 “იუვენტუსი” – “უდინეზე”

წაუგებელი სერიის გაგრძელებას ტურინელები “უდინეზესთან” შეეცდებიან. მასპინძლები მშვენიერი განწყობით ხვდებიან აღნიშნულ შეხვედრას. ოთხშაბათს, მათ როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგაშიც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. იმის გათვალისწინებით, რომ “უდინეზე” წელს სტუმრად საკმაოდ სუსტად გამოიყურება, “იუვენტუსს” მორიგი სამი ქულის აღების კარგი შანსი აქვს.

 02/12/13

22:00 “ფიორენტინა” – “ჰელას ვერონა”

“არტემიო ფრანკიზე” ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი მატჩი გაიმართება. მეხუთე-მეექვსე ადგილზე მყოფი გუნდები უეფას ზონაში მოსახვედრად მთავარი კონკურენტები არიან. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ ფლორენციაში დიდი ბრძოლა იქნება. ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი იწვნია. და თანაც ერთნაირი, მინიმალური ანგარიშით.

 03/12/13

00:00 “ლაციო” – “ნაპოლი”

ტურის უკანასკნელ შეხვედრა რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება. ადგილობრივი “ლაციო” “ნაპოლის” უმასპინძლებს. გუნდებისთვის ბოლო პერიოდი წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ, თუ მასპინძლებისათვის წარუმატებლობა ჩემპიონატში ორი ფრით შემოიფარგლა, ნეაპოლელი ფეხბურთელებისათვის უიღბლო პერიოდი უფრო მტკივნეული იყო. ისინი ჯერ “იუვესთან”, “პარმასთან’ და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში “ბორუსიასთანაც” დამარცხდენენ.

ქომაგებმა „მილანს“ სტადიონის გასასვლელი გადაუკეტეს

„მილანსა“ და „ჯენოას“ შორის იტალიის სერია A-ს XIII ტურში გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, „როსონერის“ აღშფოთებულმა 300-მდე ქომაგმა სტადიონის გასასვლელი გადაკეტა და გუნდებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არენიდან გასვლის საშუალება არ მიეცათ. ფან-კლუბ Curva Sud-ის წევრები ფეხბურთელებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ქომაგების ერთ-ერთ ბანერზე ასეთი რამ ეწერა: „საპნის ოპერას დაემსგავსეთ: მთელი ეპოქის წარმატება რამდენიმე თვეში დაანგრიეთ“.

როგორც მოგეხსენებათ, „მილანმა“ საკუთარ მოედანზე ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო. „შავ-წითლები“ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვნენ და ახლა 14 ქულით მე-11 პოზიცია აქვთ დაკავებული.

პროტესტანტებთან შესახვედრად ჯერ მარიო ბალოტელი გაემართა, თუმცა სამართალდაცავებმა ის აღშფოთებულ ქომაგებამდე არ მიუშვეს. მოგვიანებით ტიფოზებს კაკა და კრისტიან აბიატი შეხვდნენ. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, ქომაგებმა უკან დაიხიეს და გუნდებს სტადიონიდან გამოსვლის საშუალება მიეცათ.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასეთი რამ თქვა: „ვესაუბრე პრეზიდენტ ბერლუსკონის და ის კმაყოფილია ჩვენი გუნდის თამაშით. დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“.

ბექა დოგრაშვილი

„მილანმა“ შინ ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს XIII ტურში „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო. მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მე-4 წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გრძელი გადაცემით კაკა მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, ბრაზლიელ ფეხბურთელს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. მილანელებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად ხუთ წუთში „მილანის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად „როსონერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ აქცია – ანგარიში გათანაბრდა 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა „ჯენოას“ მცველი ტომას მანფრედინი გააძევა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში მარიო ბალოტელი წააქცია. დანიშნული პენალტის შესრულება დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე მატია პერინმა აიღო.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უდავოდ „ჯენოას“ აქტივში უნდა ჩაითვალოს. გენუელებმა ათი კაცის შემადგენლობით „სან სიროზე“ ქულის შენარჩუნება მოახერხეს.

„ჯენოა“ 18 ქულით მე-7 ადგილზეა. „მილანს“ 14 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XIII ტური
„მილანი“-„ჯენოა“ 1:1

გოლები: კაკა 4′ – ჯილარდინო 9′ (პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი 37′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ემანუელსონი 12′, საპატა 13′, ბონერა 89′ – ბიონდინი 68′, ვრსალიკო 90′.
გაძევება: მანფრედინი 36′.

დღეს – „იუვენტუსი“ vs „ნაპოლი“

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მიიღებს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ „რომას“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ მისთვის სეზონის ყველა დარჩენილი მატჩის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„ნაპოლისთან“ გასამართი მატჩი ისევე მნიშვნელობანია, როგორც შეხვედრები „ინტერის“, „მილანისა“ და „ფიორენტინას“ წინააღმდეგ. თუ „ნაპოლის“ დავამარცხებთ და შემდეგ „ლივორნოსთან“ წავაგებთ, მაშინ ამ მოგებას აზრი არ ექნება. ჩვენთვის თითოეული მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ბენიტესი ამბობს, რომ მისი გუნდი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 75 პროცენტს უჩევენებს და ამით ჩვენს დონეზე იმყოფება, „რომას“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, თუ „ნაპოლი“ 100 პროცენტით ათამაშდება, ჩემპიონატსაც მოიგებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი გუნდი უკვე ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამიტომ, ბენიტესის სიტყვები მაშინებს“, – განაცხადა კონტემ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნების შარშანდელი დაპირისპირებიდან ერთი შეხვედრა „ბებერი ქალბატონის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი – ფრედ.

„იუვენტუსის“ მცველი მარტინ კასერესი დღეს მძიმე თამაშს ელის.

„საკმაოდ რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ეს შარშან გამართული შეხვედრებისგან განსხვავებული მატჩი იქნება. „ნაპოლი“ თავის საუკეთესო შემადგენლობას დააყენებს და თამაშის მოგებას ეცდება. ჩვენ კი გვინდა, რომ შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ. ყველაფერს გავაკეთებთ მატჩის მოსაგებად“, – აღნიშნა კასერესმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი კი „ნაპოლის“ დარჩა.

ნეაპოლიტანური გუნდის  მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კარგად იცის „ბიანკონერის“ ძალის შესახებ, თუმცა სტუმრები დღეს გამარჯვებას გეგმავენ.

„ვიცით „იუვენტუსის“ სიძლიერის შესახებ. კონტე ძალზედ ჭკვიანი მწვრთნელია. მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტი სწორედ „იუვენტუსია“, ამიტომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

ამ გუნდთა დაპირისპირების ბოლო 16 მატჩიდან „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთხელ დაამარცხა „იუვენტუსი“ ტურინში.

Fanebi.Com-ზე არსებულ გამოკითხვაში ტურინულ გუნდს საგრძნობი უპირატესობა აქვს. ამ დროისთვის პროცენტული შეფარდება ასე ნაწილდება: „იუვენტუსი“ 53% – ფრე 30% – „ნაპოლი“ 17%.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერის“ გამარჯვება და ძანეტის დაბრუნება

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანის „ინტერმა“ „ლივორნოს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმარი გუნდის მეკარე უხეშად შეცდა და საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა. დიდი ხნის განმავლობაში „ინტერი“ მინიმალური უპირატესონით იგებდა. აღსანიშნავია, რომ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ხავიერ ძანეტი, რომელმაც 91-ე წუთზე მასპინძელთა მეორე საგოლე ეპიზოდი წამოიწყო, შეტევა მატეო კოვაჩიჩმა განავითარა, გოლით კი იუტო ნაგატომომ დააგვირგვინა.

„ინტერმა“ აქტივში 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე პოზიციები გაიმყარა. „ლივორნო“ 12 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

სერია A
ტური XII
„ინტერი“-„ლივორნო“ 2:0 (1:0)

გოლები: ბარდი 30′ (ა.გ.), ნაგატომო 90+1′.
გაფრთხილებები: რანოკია 32′, სამუელი 33′, როლანდუ 90+4′ – დუნკანი 24′, პაულინიო 73′, შიატარელა 82′.

 

“მილანი” – “ფიორენტინა” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მეთერთმეტე ტურში, “მილანი” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინას” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“მილანი”: გაბრიელი, აბატე, ძაკარდო, საპატა, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი, ბირსა, კაკა, ბალოტელი.

“ფიორენტინა”: ნეტო, ტომოვიჩი, გონსალო როდრიგესი, სავიჩი, პასკვალი, აკვილანი, ამბროზინი, ბორხა ვალერო, მატოს, როსი, ვარგასი.