კასილასი: “მოურინიოსგან შეურაცხყოფას კლუბის გამო ვიტანდი”

ტელეკომპანია “კანალ პლუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მადრიდის “რეალის” კაპიტანმა იკერ კასილასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოხდა მასსა და კლუბის ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის.

“2012 წლის ზაფხულში ჩემსა და მოურინიოს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ შობის პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. იმ დროს გუნდს არცთუ კარგი შედეგები ჰქონდა და ურთიერთობაც გაგვიფუჭდა, თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა არ დაგვიკარგავს. შემდეგ სარამ (კარბონერო — ტელეჟურნალისტი, იკერის გელფრენდი) საჯაროდ გამოაცხადა, რომ გუნდში დაძაბული ვითარება იყო, რასაც ჩემი მისამართით თავდასხმები მოჰყვა. ჩემი აზრით, სარამ ის თქვა, რაც ისედაც ყველამ იცოდა, თუმცა მოურინიო ჩემ მიმართ აშკარად შეიცვალა. მოღალატესა და თხუნელას მეძახდა”, – აღნიშნა კასილასმა.

ესპანელმა მეკარემ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ არ პასუხობდა პრესის მეშვეობით მოურინიოს.

“შესაძლოა, მისთვის პასუხი უნდა გამეცა, თუმცა გუნდის ინტერესები წინ დავაყენე. არ მინდოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ერთმანეთს ხმას აღარ ვცემდით, ჩვენი გზები გაიყარა. ვიგრძენი, რომ იზოლირებული ვიყავი. როდესაც ტრავმა მოვირჩინე, კარანკამ (მოურინიოს თანაშემწე) მითხრა, რომ მაინც ვერ ვითამაშებდი, რადგან კონკურენტუნარიანი არ ვიყავი. აი, მაშინ მივხვდი, რომ მართლაც სეროზული პრობლემის წინაშე ვიდექი”, – განაცხადა კასილასმა.

“გულშემატკივრებისგან სტვენა დიდ ტკივილს მაყენებდა. “რეალში” ცხრა წლის ასაკიდან ვირიცხები, კლუბთან ერთად ბევრი რამ გადავიტანე. რა თქმა უნდა, საზოგადოებას უფლება აქვს, ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა, რომ კარიერა სწორედ აქ დავასრულო. ეს ჩემი სახლია, ამ კლუბის აღზრდილი ვარ”, – განაცხადა 33 წლის მეკარემ.

 

ვენგერი მასსა და მოურინიოს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“ვნანობ თუ არა? არა. რატომ უნდა ვნანობდე? A პუნქტიდან B პუნქტისკენ მინდოდა გადაადგლება, თუმცა ვიღაცამ გზა გადამიღობა”, – ციტირებს ფრანგი თავკაცის სიტყვებს Yahoo.

ვენგერი ამბობს, რომ მას მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, თუ რა მოუვიდა ალექსის სანჩესს, რომლის წინააღმდეგაც “ჩელსის” მცველმა გარი კეჰილმა უხეშად თამაშა. “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში, B პუნქტი სწორედ სანჩესი იყო.

ვენგერი აცხადებს, რომ მან უმნიშვნელოდ უბიძგა მოურნიოს.

“ახლა ხელს მართლა გკრავთ და მიხვდებთ, რას ნიშნავს ხელის კვრა”, – უთხრა ვენგერმა ჟურნალისტს.

“სიმართლე გითხრათ, არც გამგია, რა მითხრა იმ მომენტში მოურინიომ”, – დაამატა ვენგერმა.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიო მასსა და ვენგერს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“პირადად ჩემთვის ინციდენტი ამოწურულია.
ტექნიკური ზონები ნათლად არის გამოყოფილი, მე ჩემი ტერიტორია მაქვს, მას – თავისი. ვენგერს არ აქვს უფლება, ჩემს ზონაში შემოვიდეს და არბიტრს ჩემი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოსთხოვოს.
მე მას მოვუწოდე, რომ ჩემი ტექნიკური ზონიდან გასულიყო”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPN.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიო: “ფეხბურთში ყველაფერი ხდება”

ლონდინის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აზრით, ლონდონის “არსენალთან” გასამრთი დერბის პროგნოზირება რთულია.

“მეც და მოთამაშეებიც მზად ვართ. ემოციებში ვარ და მინდა, რომ მატჩი რაც შეიძელბა მალე დაიწყოს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ეს ძალაინ არაპროგნოზირებადი სპორტია” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, “ჩელსის” და “არსენალის” დაპირისპირება დღეს, 17:05-ზე აიღებს სტარტს.

მოურინიო: ”ფაბრეგასს ”ჩელსი” შეუყვარდა”

ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სესკ ფაბრეგასის შეძენის მიზეზებზე ისაუბრა.

”მინდოდა რომ სესკი ჩემს გუნდში გადმოსულიყო, რადგან კარგად ვიცი, თუ რა სტილის მოთამაშეა და ჩვენი თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბრწყინვალე ფილოსოფია გააჩნია.”

”ის არის ერთ-ერთი, იმ რამდენიმე ფეხბურთელიდან, რომელსაც ”რვიანზე” და ”ათიანზე” შეუძლია თამაში. ეს, საშუალებას გვაძლევს, რომ იგი ორ პოზიციაზე გამოვიყენოთ. მაგალითად, ”სპორტინგთან”, მან თამაში ”რვიანზე” დაიწყო და ”ათიანზე” დაამთავრა.”

”როგორც ფეხბურთელი, იგი ინგლისში განვითარდა. მან რამდენიმე წელი გაატარა ინგლისურ ფეხბურთში და ამის გამო, ”ჩელსიში” ადაპტაცია არ გასჭირვებია.”

”ვფიქრობ, ფაბრეგასს უკვე შეუყვარდა ”ჩელსი”. ამას ვხედავ მის თამაშში, ვხედავ როგორ გრძნობს თავს გუნდში და როგორც ცხოვრობს ჩვენთან ერთად ერთ პატარა ლურჯ სახლში.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ჟოზე მოურინიო: “პელეგრინიმ კლატენბურგი მოკლა”

ჟოზე მოურინიოს და მანუელ პელეგრინის კონფლიქტი გრძელდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი კოლეგა მარკ კლატენბურგის “სიტყვიერ მკვლელობაში” დაადანაშაულა.

“მანჩესტერ სიტის” და “ჩელსის” დაპირისპირების შემდეგ ორივე სპეციალისტმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, პელეგრინიმ “ჩელსის” “პატარა გუნდი უწოდა და კლატენბურგიც გააკრიტიკა, რომელმაც მოედნიდან პაბლო საბალეტა გააძევა.

“პელეგრინისთვის ასეთი რამ დამახასიათებელია. ის ყოველთვის ამბობს, რომ მსაჯობაზე არ საუბრობს, მაგრამ კლატენბურგი უბრალოდ მოკლა. ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩემზე და ჩემს გუნდებზე საუბარს არ აპირებს, მაგრამ გასულ კვირას იგივე გაიმეორა. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. თუ თქვენ ისტორია გჭირდებათ, მაშინ პელეგრინის მიმართეთ” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო აბრამოვიჩს მესის ყიდვას სთხოვდა

მთელი გასული სეზონის განმავლობაში ხშირად ისმოდა სპეკულაციები ლიონელ მესისა და “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. როგორც ირკვევა, ლონდონის “ჩელსი” ამ სიტუაცით სარგებლობას ცდილობდა.

კერძოდ, პარასკევს კატალონიურ ტელეკომპანია TV3-ზე გამოაცხადეს, რომ ინგლსური გუნდის მთავარ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს მესის ყიდვას სთხოვდა. წყაროს ცნობით, “ჩელსი” მზად იყო, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გაეღო, თუმცა არც მესი და არც “ბარსელონა” ამ წინადადებით არ დაინტერესებულან. პირიქით, კატალონიური გუნდის ლიდერმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონ ევროს შეადგენს.

 

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ანჩელოტიმ მოურინიოს აჯობა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა. იტალიელმა სპეციალისტმა 68 შეხვედრაში 50 გამარჯვება მოიპოოვა, რაც საუკეთესო შედეგია. საიუბილეო გამარჯვება მადრიდელებმა “დეპორტივოს” ძლევით იზეიმეს.
ანჩელოტიმ 29 შეხვედრა პრიმერაში მოიგო, 12 ჩემპიონთა ლიგაში, 8 ესპანეთის თასზე და ერთიც ევროპის სუპერთასზე.
აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე მადრიდელების ყოფილი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიოა, რომელმაც 50 გამარჯვება 69 შეხვედრაში მოიპოვა.

მოურინიო: ”წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს გადავიდოდი თუ არა ”რეალში”? დიახ, გადავიდოდი!”

ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

”წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს გადავიდოდი თუ არა ”რეალში”? დიახ, გადავიდოდი! ”რეალში” მუშაობით მე დიდი გამოცდილება შევიძინე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში.”

”რეალის” დატოვებისას, პრეზიდენტთან, კლუბის დირექტორებთან და ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იმ მომენტისთვის, ჩემი კარიერისთვის ესე იყო საჭირო.”

”ჩელსიში” ბედნიერი ვარ. ვარჯიშებზე დიდი სიხარულით მივდივარ და ფეხბურთელებთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც წარსულზე ლაპარაკი უყვარს.”

”ახლა, მე არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე, ესაა პირველი შემთხვევა და მე ამით ბედნიერი ვარ, მე ვიცი სად არის ჩემი ადგილი და აქედან წასვლას არ ვაპირებ. ადრე, ყოველთვის ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა მომავალში. აქ მუშაობა მომწონს და ჩემი ოჯახი აქ არის.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com.

მოურინიო შოკირებულია

ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა მისთვის შოკი იყო.

“სტეფორდ ბრიჯზე” გატარებული 13 სეზონის შემდეგ, ლამპარდმა ზაფხულში გუნდი დატოვა. ფრანკმა “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა, შემდეგ კი იჯარის წესით “სიტის” შეუერთდა.

დიდი ალბათობით 36 წლის ნახევარმცველი პარასკევს, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს და მოურინიოს “სიურპრიზს” გაუკეთებს. თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელი ლამპარდის არჩევანს პატივს სცემს.

“მაშინაც არ დავიჯერებდი მის წასვლას, თუ ვინმე ამას 5 წლის წინ მეტყოდა. მე არ ველოდი, რომ “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლის შემდეგ, იგი იჯარით “სიტიში” გადავიდოდა.”

“მიუხედავად ამისა, ეს არის მისი ცხოვრება. ფრენკის გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ.”-განაცხადა მოურინიომ

ჟოზე მოურინიო: ”რონალდუსთან ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს”

ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებთან კრიშტიანუ რონალდუსთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

”რონალდუსთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რასაც ამბობენ სიცრუეა. ის ”რეალში” თამაშობს, მე კი ”ჩელსის” ვწვრთნი. ასე რომ ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა შეუძლებელია.”

”ურთიერთობა არ მაქვს, სამაგიეროდ გამაჩნია მოგონებები. მე მახსენდება კაცი, რომელიც იყო გოლის მანქანა, რომელიც დამეხმარა, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი და მომეგო ესპანეთის თასი და პრიმერა დივიზიონი.”

”კრიშტიანუსთან, მხოლოდ საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. მას, კლუბშიც და ნაკრებშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ.” – განაცხადა მოურინიომ.