მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მისთვის ადვილი გადასაწყვეტი არ ყოფილა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესის გადაყენება. შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბი” ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე “კასტილიას” წვრთნიდა.
“ეს კლუბის ხელმძღვანელობისთვის, განსაკუთრებით კი ჩემთვის, მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იყო. ბენიტესი ნამდვილ პროფესიონალად და შესანიშნავ პიროვნებად დარჩება. სიამაყით წარმოგიდგენთ “რეალის” ახალ მთავარ მწვრთნელს. ვიცი, რომ ზიდანისთვის სიტყვა “შეუძლებელია” არ არსებობს”, – პერესის კომენტარი “ბიბისი”-მ გამოაქვეყნა.