რუსეთს საერთაშორისო ფეხბურთის გარეშე დარჩენა ემუქრება

ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, შესაძლოა, მხოლოდ ეკონომიკას არ შეეხოს. ჩეხური პრესის ცნობით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსეთის უეფადან და ფიფადან გარიცხვის ინიციატივით გამოვიდა.

აღნიშნული სანქციების ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. მათ შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე. რუსული კლუბები კი ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გათამაშებაში ვერ ჩაერთვებიან.

წყაროს ცნობით, სანქციების პაკეტში საუბარი სხვა სპორტული ორგანიზაციებიდან გარიცხვის თაობაზეც არის.

ბლატერი კამერუნელი ფეხბურთელის სიკვდილს გამოეხმაურა

ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ალჟირის ჩემპიონატში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმარუა. შეგახსენებთ, ტრიბუნიდან ნასრული ნივთი კამერუნელ ფეხბურთელ ალბერტ ებოსეს მოხვდა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“ეს წარმოუდგენელია. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ გულშემატკივრებმი ფეხბურთელი სიკვდილში იყვნენ დამნაშავეები. შეწყვიტეთ ძალადობა! ვუსამძიმრებ ალბერტ ებოსეს ოჯახს” – განაცხადა ბლატერმა.

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94

 

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: „რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვას“

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი ფიფას მოუწოდებს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას.

„ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინებას, დესტაბილიზაცია შეაქვს მეზობელ ქვეყანაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს იცავს. ამავე დროს, რუსეთს აქვს პრივილეგია და პატივი, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს.

ვთვლი, რომ თუ პუტინი ამ კურსს არ შეიცვლის, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს.

რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსების ამ აგრესიის ფონზე ფეხბურთის ზეიმი ვერ შედგება“, – განაცხადა ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა „სანდი თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინათ, ფიფაში თქვეს, რომ 2018 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას არ აპირებენ.

საინტერესო ვიდეო: როგორი იქნებოდა “ფიფა” სინამდვილეში

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ საინტერესო ვიდეო, რომელიც ცნობილ კომპიუტერულ თამაშ “ფიფას” ეხება.

ბლატერმა მესის ჯილდოზე ისაუბრა

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მესისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გაკვირვება გამოთქვა. ბლატერის აზრით, მუნდიალზე რამდენიმე ფეხბურთელმა მესიზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

“მოვლენათა ასეთი განვითარებით გაკვირვებული ვარ. ამას არ ველოდი. მართალია, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე მესიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა და საკუთარ გუნდს ძალიან დაეხმარა, მაგრამ იყვნენ მოთამაშეები, რომელთა თამაში უფრო შთამბეჭდავი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ” – განაცხადა ბლატერმა.

 

ბლატერი: „ამ მუნდიალს 10-ბალიანი სისტემით 9,25 ქულაზე ვაფასებთ“

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა.

„სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალთან შედარებით პროგრესს მივაღწიეთ. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატს 10-ბალიანი სისტემით 9,25 ქულაზე ვაფასებთ. რატომ არა 10 ქულით? იმიტომ, რომ ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს.

ეს ჩემი მე-10, პრეზიდენტის რანგში კი მე-5 მუნდიალი იყო. ფეხბურთის დონემ და დაძაბულობამ ეს ტურნირი განსაკუთრებული გახადა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

ფიფამ არგენტინა დააჯარიმა

ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 300 ათასი შვეიცარული ფრანკით (247 050 ევრო) დააჯარიმა.

როგორც ირკვევა, „ალბისელესტემ“ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტი დაარღვია. კერძოდ, საუბარია პრესასთან ურთიერთობის წესზე.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც არგენტინელებმა მიჯრით მესამედ დაარღვიეს წესი. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებს გუნდის მხრიდან მხოლოდ მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ესწრებოდა, როცა მასთან ერთად მინიმუმ კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა ნიგერიის (3:2), შვეიცარიის (დ.დ. 1:0) და ბელგიის (1:0) ნაკრებების წინააღმდეგ გამართული მატჩების შემდეგ მოხდა. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრამდეც (0:0, პენ 4:2).

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს არგენტინის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ბლატერმა ნეიმარს გამოჯანმრთელება უსურვა

ფიფა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ბრაზილიის ნაკრების ტრავმირებლ ფეხბურთელს ნეიმარს გამოჯანმრთელება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ პენტაკამპეონების ფორვარდი კოლუმბიასტან მატჩის 88-ე წუთზე მძიმედ დაშავდა, რის გამოც მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს.

“წავიკითხე, რომ ნეიმარი სახლში დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა.ვისურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოედანს დაუბრუნდეს” – განაცხადა ბლატერმა.

ფიფამ მარადონას VIP-ლოჟებზე შესვლა აუკრძალა

ფიფამ დიეგო მარადონას მუნდიალის დროს სტადიონების VIP-ლოჟებზე შესვლა აუკრძალა. მსოლფიო ფეხბურთის მმრათველ ორგანიზაციაში მარადონას ქცევით უმაყოფილოები ყოფილან და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უკავშირდება. საქმე იმაშია, როპმ არგენტინელი ფიფას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს.

რამდნეიმე ხნის წინ მარადონამ პელეს და ფრანც ბეკენბაუერს იდიოტებიც კი უწოდა, რომლებიც ბლატერის მითითებებს ასრულებენ.

„F**C YOU“ ბლატერს

დიდ ბრიტანეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ „გლასტონბერიზე“ სკანდალებით ცნობილმა მომღერალმა ლილი ალენმა თავისი ერთ-ერთი სიმღერა ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს მიუძღვნა.

ბრიტანელმა მომღერალმა სიმღერას სახელწოდებით „F**C YOU“ ასეთი შესავალი გაუკეთა:

„შემდეგი სიმღერა ეძღვნება მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, ყველაზე კორუმპირებულ არა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს იოზეფ ბლატერს“.

აღსანიშნავია, რომ ლილი ალენი ლონდონის „ფულემის“ და ინგლისის ნაკრების გულმხურვალე ქომაგია.